საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
 აკადემია აცხადებს კონკურსს აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის 2018 წლის პრემიის მინიჭების შესახებ.

წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: 0101-აგრონომია; 0102-ვეტერინარია; 0103-მეცხოველეობა; 0104 სასურსათო ტექნოლოგია; 0105-სატყეო საქმე; 020305-აგრობიზნესის მენეჯმენტი; 0415-აგროინჟინერია;

            პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს, სამინისტროებს, უწყებებს, სამეცნიერო-საპროექტო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საწარმოებს;

            პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილი იქნეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში შესრულებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ორი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

     პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა  ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;

            კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:

1. წარმომდგენი  ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი - წარდგინება. წერილში აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორის/ავტორების გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

2. თუ ავტორი პენსიონერია, ან იგი პრემიაზე წარდგენილია გარდაცვალების შემდეგ, წერილში უნდა აღინიშნოს მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

3. წერილი – წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას; პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის  წერილი – წარდგინება ასევე უნდა შეიცავდეს გამოყენების ადგილს, მასშტაბებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს;

4. ნაშრომის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

        ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

5. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (CV) , ავტობიოგრაფია, ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.

6. დოკუმენტები  შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, თითოეული ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე საქაღალდით, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტორის/ავტორების გვარი და ინიციალები, ნაშრომის დასახელება და წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელება;

7. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:

     - ფუნდამენტალური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი, შრომათა კრებული);

     - გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

     - სახელმძღვანელო.

            ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებითი მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

            მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 31 დეკემბრის 1700 საათამდე აკადემიის კადემიურ დეპარტამენტში კანცელარიაში საბუთების რეგისტრაციის შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, გარდა შაბათ-კვირისა.

            პრემიის მინიჭების დებულება იხილეთ ბმულზე  „პრემია“

            მისამართი: 0102, ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-2 სართული, ოთახი #17. ტელ. 2 94 31 21, 577 711 775.

შენიშვნა: კონკურსთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com