საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია თავისი წესდების მე-X თავის შესაბამისად აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევად სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

1.    აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0101 "აგრონომია", სპეციალიზაცია: 010101 “აგროეკოლოგია”, 010103 "აგროტექნოლოგია" - 1 ადგილი;

2.    აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებაშისპეციალობა 0415 "აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია” (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის) - 1 ადგილი;

3.    სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაშისპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია”- 1 ადგილი.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად  (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე (აჭარის / შემთხვევაში იქ მცხოვრები), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე აგრარული მიმართულების მეცნიერების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონემეცნიერები, რომელთა შრომებს აქვთ მაღალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერულ პრობლემათა დამუშავებაში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის აგრარული სექტორის მეცნიერულ უზრუნველყოფასთან, იღწვიან მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსობის) კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილ წევრს (წევრებს), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტებს, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო საზოგადოებებს,

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიური საბჭოს, აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლების და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგენა სათანადო დასაბუთებით; კანდიდატის ავტობიოგრაფია, სამეცნიერო ხარისხისა და წოდებების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV,  ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი), სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება და ფოტოსურათი (4x6).

     აღნიშნული განცხადება და კანდიდატების მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ვებ-გვერდზე www.gaas.dsl.ge.

   საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში. დოკუმენტაციის მიღება ხდება ზემოაღნიშნული განცხადების პრესაში ან აკადემიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაშიშემდეგ მისამართზე: . თბილისი, 0102 . ჯავახიშვილის . #51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია (ტელეფონები: 2 94-13-20. 2 94-13-21. 2 96-03-00) საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 10 საათიდან 17 საათამდე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია         

        

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

მარტი 2024
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com