საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მილოცვა

ჭეშმარიტი მამულიშვილი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

თამაზ ბაციკაძე - 80

 

aaaaaaaaaaaaaaa  2024 წლის 10 ოქტომბერს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 57 წელი შეუსრულდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ბატონ თამაზ ბაციკაძეს.

        საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრმა (აკადემიკოსმა), საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, პრეზიდიუმის წევრმა, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში, ღირსების მედლისა და ღირსების ორდენის კავალერმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწემ, ბატონმა თამაზ ბაციკაძემ უკვე მრავალი წელია საყოველთაო აღიარება ჰპოვა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა შორისაც.  

           ბატონი თამაზ ბაციკაძე დაიბადა 1944 წლის 10 ოქტომბერს ქ. თბილისში. 1967წ. წარჩინებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1967-1973 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასისტენტი. 1973 წლიდან, საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდგომ, ამავე კათედრის დოცენტია. 1977-78 წლებში ის პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საფრანგეთში პარიზის მეშვიდე უნივერსიტეტში, ხოლო 1990-91 წლებში მოღვაწეობდა აშშ-ში ვისკონზინის და მედისონის უნივერსიტეტებში. 1982-85 წლებში იყო აქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, 1987-2005 წლებში - აქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი ჯერ დაუსწრებელი სწავლების, შემდეგ კაპიტალური მშენებლობისა და პერსპექტიული განვითარების დარგში. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აშენდა და ექსპლუატაციას გადაეცა: მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო-ლაბორატორიული კორპუსი, გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო ლაბორატორიული კორპუსის 1 რიგი, მუზეუმი, სპორტული დარბაზი, მიკროელექტრონიკის ცენტრის შენობა, სპორტული მოედნები, დახურული საცურაო აუზი, საცხოვრებელი სახლები თანამშრომლებისთვის, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი ნუცუბიძის პლატოზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბაზა დაბა ლესელიძეში და სხვა. შეიქმნა ექსპერიმენტული სამშენებლო-სასწავლო სამმართველო, სადაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ძირითადად სამშენებლო და მონათესავე ფაკულტეტების სტუდენტები ასრულებდნენ.

            1998 წელს პროფესორ თ. ბაციკაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

ბატონმა თ. ბაციკაძემ 1998 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება. 1997-1999 წლებში იგი შეთავსებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „სამშენებლო მექანიკის“ კათედრას. 1999 წელს აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის განყოფილების გამგედ და პრეზიდიუმის წევრად.

           2005-2009 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამშენებლო დეპარტამენტის უფროსი და მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის სრული პროფესორია. 2006-2016 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია. 2009 წლიდან 2022 წლამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსპექტიული განვითარების სამსახურისა და საინჟინრო მექანიკის დეპარტამენტის უფროსი. 2022 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო, საგამოცდო ლაბორატორიას.

          პროფესორი თამაზ ბაციკაძე 2021 წლის აგვისტოდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე საერთო საკითხებში (საერთაშორისო ურთიერთობები, პროგრამები და საგრანტო პროექტების მიმართულებები).

            ბატონი თამაზი 2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი, სამეცნიერო შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ევროკავშირის მეცნიერებებისა და განათლების განვითარების შეფასების ჟიურის წევრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნიკური ჟურნალის „მშენებლობა“ სარედაქციო კოლეგიის თავჯდომარის მოადგილე. მისი სამეცნიერო მიმართულებაა მყარი დეფორმადი სხეულების მექანიკა. მიღებული აქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფილების და გარსების პლასტიკური დეფორმაციების და მზიდუნარიანობის პრობლემების გადაწყვეტაში.

            განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბატონი თამაზის ღრმა ფილოსოფიური ნაშრომები, რომელთა შორისაა: „რას ვაკეთებთ „სიკვდილის“ შემდეგ“; „როგორ დავრწმუნდეთ სულის უკვდავებაში“; „ვინ ვართ და სად ვიმყოფებით გარდაცვალების შემდეგ“ და სხვა.

           პროფესორი თ. ბაციკაძე არის საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურიატი. დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1998 წ), ღირსების ორდენით (2003წ). არის 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გამოცემული აქვს 11 სახელმძღვანელო, მათ შორის ფრანგულ და რუსულ ენებზე, აგრეთვე 4 მონოგრაფია და მეთოდური ხასიათის ნაშრომები. სახელმძღვანელოებს მინიჭებული აქვთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გრიფი და რეკომენდირებულია ყველა ტექნიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.

 

ბატონო თამაზ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ თქვენ, ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, შესანიშნავ მეუღლეს, მამასა და ბაბუას დაბადების მე-80, სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 57-ე წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო ფესტივალი

სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის

უკეთესი მომავლისათვის“ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

           

       f0fd96ab 0671 4126 981f 91b8d3ddfc00      მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სამეცნიერო ფესტივალის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, ფარგლებში მოეწყო საზეომო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მეცნიერებმა,  მკვლევარებმა, სტუდენტებმა,  ქუთაისის და ზესტაფონის საჯარო სკოლების   უფროსკლასელებმა  და სხვ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის, კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა და აკადემიის  საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა,  დოქტორმა  თინათინ ეპიტაშვილმა.

            ფესტივალზე, რომელიც უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩატარდა, დამსწრე საზოგადოებას თავიანთი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ უნივერსიტეტში შემავალი ცალკეული ფაკულტეტების სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები.    6de7f928 a4ed 4402 89b5 684ed2280ae.jg

            აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონს უწყვეტად სტუმრობდა დამთვალიერებთა ნაკადი, რომელთა შორის იყვნენ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები, ასევე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები. აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა და აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა ფესტივალის მონაწილეებს გააცნეს აკადემიის საქმიანობა, სამომავლო გეგმები, ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებზე. ახალგაზრდების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქართულმა ფუტკარმა, რომლის შესახებაც მ. ბარვენაშვილმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია აკადემიაში გამოცემულმა რეკომენდაციებმა და სამეცნიერო შრომათა კრებულებმა, რომელთა უდიდესი  ნაწილიც გადაეცათ დაინტერესებულ პირებს.

     29d96758 9887 4f5f b790 93d4906dd48b        ფესტივალს ესტუმრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი მიხეილ სარჯველაძე, რომელმაც დაათვალიერა პავილიონები და წარმოდგენილი ექსპონატები.

            ფესტივალზე ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კოპანია "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას" შორის,  რომელსაც ხელი მოაწერეს უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა კირთაძემ და კოპანია "კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ბატონმა თემურ ჭყონიამ.  ბატონმა თ. ჭყონიამ უნივერსიტეტის 21 სტუდენტს, რომლებმაც სახელმწიფო სასწავლო გრანტით სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს ორიათას ლარიანი ვაუჩერები გადასცა, ხოლო უნივერსიტეტს - 25 000 ლარი გადაურიცხა, რაზედაც შ. კირთაძემ დიდი მდლობა გადაუხადა.

            ფესტივალის დასასრულს გაიმართა საზეიმო კონცერტი.

           

             

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

5e6d71cf bc83 4479 9704 ba63d5e8b838 მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: სელექციური მეთოდების გამოყენებითა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებული მართვით ციტრუსოვანთა ახალი ფორმების მიღება გამოვიდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორ ნინო ყიფიანი.

თავის გამოსვლაში მომხსენებელმა ისაუბრა სელექციური მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ციტრუსების ახალი ფორმების მიღებაზე. აღნიშნა, რომ ციტრუსოვანთა სელექციაში ეფექტიან მეთოდს წარმოადგენს შორეული ჰიბრიდიზაციარომლის  დროსაც ჰიბრიდულ ორგანიზმში შესაძლებელია განსხვავებულ გენომთა გაერთიანება. შორეული ჰიბრიდიზაცია ასევე უალტერნატივო მეთოდია ციტრუსოვან კულტურათა საწარმოო მიზნით გავრცელების მიმართულებითაც, რომლის მალიმიტირებელ ფაქტორს მათი დაბალი ყინვაგამძლეობა წარმოადგენს.

კვლევის მიზანი გახლდა ჰიბრიდულ ორგანიზმში სასურველი სამეურნეო მაჩვენებლების გაერთიანება, განსაკუთრებით კი ყინვაგამძლეობის ამაღლება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მამა საწყისი კომპონენტების სახით შერჩეულ იქნა გენეტიკურად შეცვლილი ტაქსონები-პონცირუს ტრიფოლიატის სახეობის შიგნით გამორჩეული სპონტანური მუტანტური ფორმები (M1 და M2), რომლებიც არ შეიცავენ, ან უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავენ საკვებად უვარგის მწარე, ფისისებრ და არასასიამოვნო არომატის მქონე ეთერზეთოვან ჯირკვლებსა და ალკალოიდურ ნივთიერებებს: აკროლეინს, ნარინგინს; რაც შეეხება დედა საწყის კომპონენტებს (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი) ისინი განთავსებულია ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში.

ზემოთ აღნიშნული რეკომბინანტების შეჯვარების  მიხედვითჯერ კიდევ 2010-2012 წლებში, შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული კვლევის შედეგად მიღებული იქნა მრავალრიცხოვანი ჰიბრიდული თესლნერგები, რომელთაგან გამორჩეული იქნა 182 ფორმა მათი სელექციური და პრაქტიკული მნიშვნელობის დასადგენად. 2017 წლიდან დღემდე დაკვირვების საფუძველზე მიმდინარეობს ყველაზე საინტერესო ჰიბრიდული თესლნერგების შესწავლა  და მათგან პერსპექტიული ფორმების  გამორჩევაa429877b 08ac 4f1b baa0 f69305d05fa3

მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დოქტორმა ნ. ყიფიანმა ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხები გასცა დოქტორების: გოჩა ცოფურაშვილის, ეკატერინა კაციტაძის, გიორგი ქუთელია, პროფესორების: ოთარ ქარჩავა, ომარ თედორაძის, თამაზ ბიჭიაშვილის, აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილის შეკითხვებს.

წარმოდგენილ თემასთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: მოხსენების რეკომენდატორმა აკადემიკოსმა როლანდ კოპალიანმა, დოქტორებმა: გოჩა ცოფურაშვილმა, ეკატერინა კაციტაძე, გიორგი ქუთელიამ, ნელი მახვილაძემ, ნოდარ ხოხაშვილმა, პროფესორებმა: თამაზ ბიჭიაშვილმა, ომარ თედორაძემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ. მათ დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ნაშრომი, ხაზი გაუსვეს თემის აქტუალობას და მნიშვნელობას, ხოლო მომხსენებელს უსურვეს შემდგომი წარმატებები.

სხდომამ დაადგინა: მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მიმართულებათა სამეცნიერო კვლევით ცენტრში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს როლანდ კოპალიანის ხელმძღვანელობით ციტრუსოვან მცენარეთა გენოფონდის შევსებისა და ამორტიზებული ბაღების აღდგენა-რეაბილიტაციის დროს,    გათვალისწინებული იქნეს გამორჩეულ ჰიბრიდულ ფორმებზე: ლიმონი - ფორმა #24, ფორმა #136; მანდარინი - ფორმა #127, ფორმა #117; ფორთოხალი - ფორმა #44, ფორმა #18; გრეიპფრუტი-ფორმა #102, ფორმა #143 შემდგომი კვლევების ჩატარების პერსპექტიულობა.

სამეცნიერო ფესტივალი

   სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის

უკეთესი მომავლისათვის“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

       ddddd    მიმდინარე წლის 27 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს   მხარდაჭერით გაიმართა ფესტივალი „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი მონაწილეობის გაძლიერება.   მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები, უნივერსიტეტის პროფესორები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის თარჯიმანმა, დოქტორმა ირინე ბახტაძემ.

           ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა ჭკადუამ. თავის გამოსვლაში ბატონმა შალვამ მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის მიდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ, რის შემდეგ წარმატება უსურვა ფესტივალის თითოეულ მონაწილეს შემდგომ საქმიანობაში. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი. აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითრებისა და წინსვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების   ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. შესაბამისად, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, სამინისტროს მხრიდან კვლავაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა.  

            მისასალმებელი სიტყვის დამთავრების შემდეგ გაიმართა უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებისა და პროფესორების სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი. სიგელებს გადასცემდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა ჭკადუა.

ფესტივალის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საზოგადოებაში მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებლას, ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოfd2c8a3e-5a65-409d-82aa-bcf8371ce222.jpgვაციური პოტენციალის წარმოჩენას მიეძრვნა.

საგამოფენო პავილიონებში, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოში იყო განთავსებული, წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები, პრეზენტაციები, რომლებიც აგრარულ, ტურიზმის, ისტორიის და მეცნიერების სხვა სფეროებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონს, რომელიც საპატიო ადგილას, უშუალოდ მასპინძელთა პავილიონის შემდეგ იყო განთავსებული, დიდი ინტერესით სტუმრობდნენ, როგორც მოსწავლე ახალგაზრდები და სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირებიც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა მათ გააცნეს აკადემიის სტრუქტურა და საქმიანობა, ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებზე, გადასცეს აკადემიაში გამოცემული რეკომენდაციები.

ღონისძიების ფარგებში საზეიმოდ გაიხსნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი ღვინის საწარმო.

24f64a74 dd54 419b b04f 5b2e37e2e595ფესტივალზე გაიმართა საზეიმო კონცერტიც, რომელზეც თავიანთი შემოქმედებით მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები "კავკასიონი" და "ჭადარი", უნივერსიტეტთან არსებულ ფოლკლორული ანსამბლი, მეოთხე საჯარო სკოლის მომღერალ ბავშვთა გუნდი "ფესვები".  

           სამეცნიერო ფესტივალს ესტუმრა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც დაათვალიერა   პავილიონები და წარმოდგენილი ექსპონატები.

            ფესტივალის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძვანელობას, ფესტივალს ორგანიზატორებს: რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს თბილი მიღებისათვის, უსურვეს წარმატებები და აღმავლობა შემდგომ საქმიანობაში.

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა ჭკადუამ მადლობის წერილი გამოუგზავნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს, იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც აკადემიამ გამოხატა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მონაწილეობა მიიღო მათ მიერ დაგეგმილ სამეცნიერო ფესტივალში.

 

18 სექტემბერი - ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე

12ccad43 6e6d 44b5 8705 8fb84e7ი510d1   მიმდინარე წლის 18 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი დირექტორის /, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნატო კობახიძე და ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე

      სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ წარმოადგინა მოხსენება თემაზე: ტყის ხანძრები საქართველოში და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლები“. აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მიმოიხილა საქართველოში გავრცელებული ტყის ხანძრების ისტორია, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში სახეობრივ და ეკოსისტემურ დონეზე სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორები, მათი გავლენა ნაირგვარი შემადგენლობის, სიხშირის, აღნაგობის, ხნოვანების ტყის ეკოსისტემების მეტყევეობით და ბიოლოგიურ - ეკოლოგიური მახასიათებლებზე, სოციალური და დაცვით - ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობაზე. ყურადღება გაამახვილა: გლობალური კლიმატის ცვლილების გავლენაზე ტყის ეკოსისტემებში, ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებზე, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ადრეული გაფრთხილების სისტემებზე, მათი დისტანციურ - ოპერატიული მონიტორინგის საშუალებებზე, სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების და წვის პროცესების თავისებურებებზე, ტყის ხანძრების გავლენაზე დინამიკაში ტყის ეკოსისტემების ნიადაგების ძირითად ფიზიკურ და წყალმარეგულირებელ თვისებებზე, ტყის მკვდარი საფარის წყალმარეგულირებელი ფუნქციის მდგრადობაზე, ტყის ბუნებრივ განახლებაზე, ტყის ეკოსისტემებში მიკროკლიმატის შემადგენელი ელემენტების ცვალებადობაზე და სხვ. მან ასევე ისაუბრა ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური, ინტეგრირებული საშუალებებზე, სისტემებსა და მეთოდებიზე.40836d74 d828 4b0e გჰფ9a4c 7560e1fee5cc

 

         მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შემუშავებული იქნა: საქართველოს ნაირგვარი ხნოვანების, ტყის ტიპის, აღნაგობის, შემადგენლობის, სიხშირის ტყის ეკოსისტემებში ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლების ძირითადი მიმართულებები და ნახანძრალი ფართობებისათვის ტყის აღდგენითი, კომპლექსური ღონისძიებები და რეკომენდაციები.

            მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს შეხვედრის მონაწილეებმა.

            სხდომა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას და მათ შემდგომ ნიველირებას.

სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“

 4fe2e5f2 9f03 49e8 a652 506545444444449ea6df99d            მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ქ. ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“. ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა, აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატმა, დოქტორმა ნატო ჯაბნიძემ და აკადემიის წამყვანმა სპეციალისტმა ქეთევან ჭიპაშვილმა.

           ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეონა ხუფენიამ, რის შემდეგ მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტის სტრუქტურა, ისაუბრა უახლოეს გეგმებზე, უნივერსიტეტის მიღწევებზე. აღინიშნა, რომ უნივერსიტეტის მთავარი მიზანია: შრომის ბაზრის ცვალებადი მოთხოვნილების გათვალისწინებით შექმნას სწავლისა და კვლევის ინტეგრირებაზე ორიენტირებული ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებენ დღევანდელ მოთხოვნებს; მოამზადოს პროფესიული განათლების მქონე კონკურენტუნარიანი მაღალკვალიფიციური კადრები და სხვ. თავის გამოსვლაში ქალბატონმა თეონამ ყურადღება გაამახვილა ასევე უნივერსიტეტში მოქმედ უახლესი ტექნიკით აღჭურვილ ბიბლიოთეკაზე, ინტერდისციპლინური კვლევების ცენტრზე, სტუდენტებისათვის განკუთვნილ კეთილმოწყობილ საერთო საცხოვრებელზე, რომლებიც საუკეთესო გარემოს ქმნიან, იმისათვის რომ სტუდენტებს ხელი შეეწყოთ ხარისხიანი განათლების მიღებაში. თავისი გამოსვლის ბოლოს ქალბატონმა თეონამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებას და ორგანიზაციას, რომლებიც ღირსეულად უდგანან გვერდში უნივერსიტეტს და გარკვეული წვლილი მიუძღვით მის წარმატებებში.  dac5059e 82be 47f5dd 93fb 470853520905

            ფესტივალზე მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსის ფუნქციების შემსრულებელი მინდია ოკუჯავა, ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კანკავა, „ჰორიზონტი ევროპას“ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს მსგავსი ფესტივალების ჩატარების მნიშვნელობას ახალგაზრდა თაობის მეცნიერების სხვადასხვა დარგისადმი დაინტერესების გაჩენის თვალსაზრისით, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს საკუთარი ხედვები ახალგაზრდების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართულობასთან დაკავშირებით და სხვ.

         12d371sss56 ac22 493f bf71 eeae1d0ebe36   ფესტივალზე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის საპატიო წოდება მიენიჭათ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს. გაიმართა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების ცერემონიალი, რასაც მიეძღვნა საზეიმო კონცერტი.

            აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მეცხოველეობის და  ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა და აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების სტიპენდიატმა, დოქტორმა ნატო ჯაბნიძემ ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდებს და ასევე დაინტერესებულ პირებს გააცნეს აკადემიის საქმიანობა, ესაუბრეს ვეტერინარიასა და აგრარულ ეკონომიკაში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

           მეორე დღეს სტუმრები ეწვივნენ უნივერსიტეტს, დაათვალიერეს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო-მეთოდური კაბინეტები, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი, სპორტული კომპლექსი და სხვ.

          

  ფესტივალის დასასრულს სტუმრებმა დიდი მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძვანელობას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის, უსურვეს წინსვლა და წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

მილოცვა

წარმატებული მკვლევარი, ინოვაციური ინჟინერი

 

26da77a5 16eb 4c90 b4e7 fb70e21621d1 აგრარული დარგის მეცნიერთა თაობათა აღმზრდელს, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივანსა და ამავე აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის თავმჯდომარეს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ალექსანდრე დიდებულიძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა.

ალექსანდრე დიდებულიძე დაიბადა 1944 წლის 30 სექტემბერს ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლის 1961 წელს დამთავრების შემდეგ, მისაღები გამოცდები ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის ელექტრული მანქანებისა და აპარატების სპეციალობაზე. სწავლის პარალელურად 1961-1963 წლებში მუშაობდა ამწყობ ზეინკლად თბილისის ქარხანაელექტროძრავა“-ში. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, იყო სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე. 1966 წელს, ინჟინრის დიპლომის მიღების შემდეგ, დატოვებული იქნა ინსტიტუტის ელექტრული მანქანებისა და აპარატების კათედრის ასისტენტად. 1968-1972 წლებში სწავლობდა კონსტანტინე ამირეჯიბის სახელობის საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც 1974 წლამდე მუშაობა განაგრძო უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1974 წელს აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის სამეცნიერო ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1991 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სპეციალური ელექტრიფიცირებული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური სისტემები სოფლის მეურნეობისათვის".

1974 წელს არჩეული იქნა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად აგრარული უნივერსიტეტი) უფროს მასწავლებლად, შემდეგ მუშაობდა იქვე ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრაზე დოცენტად, პროფესორად, 1989 წლიდან გახლდათ კათედრის გამგე, ხელმძღვანელობდა ლაბორატორიას სამთო სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში. 2008-2012 წლებში ბატონი ალექსანდრე იყო აგრარული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის დეპარტამენტის სრული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2012-2022 წლებში - საკონტრაქტო პროფესორი. 2013-2023 წლებში აღმასრულებელ მდივნად მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ჯერ კომისიაში, ხოლო შემდეგ ცენტრში, რომლის ჩარჩოებში 120-მდე მეცნიერს მიეცა საშუალება ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავისი მიღწევები. 2023 წლის ივლისში არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივნად, და იქვე მუშაობს დღემდე. 2019 წლიდან იგი ასევე ხელმძღვანელობს აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიას.

ალექსანდრე დიდებულიძე ეწევა აქტიურ სამეცნიერო-საორგანიზაციო მუშაობას. 1970-1975 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა რესპუბლიკური საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, მონაწილეობდა ახალგაზრდა მეცნიერთა ბაკურიანის სემინარებისა და თბილისში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ორგანიზებაში; 1978-1988 წლებში იყო რეგიონთაშორისი სპეციალიზებული სადოქტორო საბჭოს სწავლული მდივანი. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩაერთო ახლადშექმნილი სტრუქტურების მუშაობაში, 2002 წლამდე იყო იუნესკოსა და ევროპის საბჭოს უმაღლესი განათლების საინფორმაციო ქსელის წარმომადგენელი საქართველოში, 1995-1997 წლებში - საქართველოს ბიბლიოთეკების განვითარების ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი, რომლის ძალისხმევით ამერიკის შეერთებულ შტატებიდან ქვეყნის წამყვანი ბიბლიოთეკებისათვის ჩამოტანილი იქნა მეგობრების მიერ შეგროვილი 40 ათასზე მეტი უახლესი ინგლისურენოვანი სამეცნიერო წიგნი და ჟურნალი. 1997-2002 წლებში ა. დიდებულიძე იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილე, სანოსტრიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე; ამ დროს სხვადასხვა ქვეყანასთან დაიდო სამეცნიერო ხარისხების ურთიერთაღიარების შესახებ ათამდე ხელშეკრულება. 2004 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ და საპარლამენტო მდივნად, კურირებდა საერთაშორისო კავშირებსა და საკანონმდებლო აქტების დამუშავებას. იმ პერიოდში მომზადდა საქართველოს კანონები: „უმაღლესი განათლების შესახებ“, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებდა სხვ.

ალექსანდრე დიდებულიძეს გამოქვეყნებული აქვს 266 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორის 11 მონოგრაფია და 9 სახელმძღვანელოა; მისი სამეცნიერო მოღვაწეობა 1995 წლამდე ძირითადად ეძღვნებოდა სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის და ელექტრომექანიკის საკითხებს, მიღებული აქვს 16 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ინდოეთის, იტალიის, ბრაზილიის, ავსტრალიის, კანადის და სხვ. 43 პატენტი ან საავტორო მოწმობა გამოგონებებზე, რომელთაგან აღსანიშნავია მის მიერ პროფესორ რობიზონ ქსოვრელთან ერთად დამუშავებული კუთხით რხევითი ელექტრომაგნიტური ვიბრატორის რამდენიმე კონსტრუქცია; ამ ვიბრატორების დამზადება მოხდა ცხინვალის ქარხანაელექტროვიბრომანქანაში“. ალექსანდრე დიდებულიძე მონაწილეობდა ერთდროულად ელექტრომაგნიტური და მექანიკური რეზონანსების რეჟიმებში მომუშავე ენერგოეფექტიანი უქუქცევით-წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბრატორების დამუშავებაში. ის იყო ხიდური მიწათმოქმედების საკავშირო კომისიის მდივანი, ხოლო ელექტრიფიცირებული ხიდური აგრეგატი, რომლის ელექტრული ლილვის პრინციპზე მომუშავე ამძრავის შექმნას იგი ხელმძღვანელობდა, 1989-1991 წლებში ექსპლუატაციაში იმყოფებოდა მცხეთის სოფელ ქანდის მეურნეობაში.

აკად. ა. დიდებულიძე მონაწილეობდა ლაიპციგისა (ორჯერ), ბუდაპეშტის, ხოშიმინისა და ბუქარესტის საერთაშორისო ბაზრობებში, სადაც მიმდინარეობდა მისი მონაწილეობით შექმნილი მანქანა-დანადგარების დემონსტრირება.

1995 წლიდან ალექსანდრე დიდებულიძე პარალელურად გადაერთო საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების პრობლემების კვლევებზე, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრასა და სტრატეგიული დოკუმენტების დამუშავებაზე. 1997 წელს ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი წიგნი: „სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში: პრობლემები და პერსპექტივები“, რომელმაც დიდი დახმარება გაუწია უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს. იგი ასევე აქტიურად იყო ჩართული ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმების შედგენაში, სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის სამუშაოებში, საქართველოს მუნიციპალიტეტებისა და კონკრეტული სოფლების სივრცით-ტერიტორიული განვითარების ხედვების დადგენასა და საჭირო ღონისძიებების დაგეგმვაში, ზემოაღნიშნულის გარდა იგი იკვლევდა აგრობიოტექნოლოგიების კომერციალიზაციის მიმართულებებს, მთიანი რეგიონების განვითარების პრობლემებს და სხვ.

აკადემიკოსი ა. დიდებულიძე 1995 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ხოლო 1997 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. იგი თანამშრომლობმრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი (WB), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და მისი კოდექს ალიმენტარიუსის კომისია (CAC), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მეცნიერების, კულტურის და განათლების ორგანიზაცია (UNESCO), აშშ-ს ბიოლოგიური საფრთხეების შემცირების პროგრამა (USA BTRP) და საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), NATO- პროგრამა მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ დ ..

ბატონი ალექსანდრე მონაწილეობდა 30-მდე საგრანტო პროექტის და პროგრამის დამუშავებაში, რომელთა შორის აღსანიშნავია ევროპის საბჭოს პროექტი: ”ევროპის მთები 2002: პირინეები - ალპები - კავკასია: მთიანი ზონის განვითარება”, რომელიც პირველად ჩატარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის კოლეგებთან ერთად და USAID-ის პროექტი: “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რესტრუქტურიზაცია და სტრატეგია- (2001-2004 წლები), მან მოამზადა საექსპერტო დასკვნა თემაზე: ”საქართველოს მეღვინეობის სექტორის მნიშვნელობის შეფასება”, რის შედეგად გერმანიის მთავრობამ დააფინანსა საქართველოში ღვინის ლაბორატორიის შექმნა.

აკად. ა. დიდებულიძე სალექციო კურსებს ატარებდა გერმანიის გისენის და ლუნებურგის უნივერსიტეტებში. იგი არის მეცნიერებათა დოქტორის და აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად დაცული ათამდე დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

1999 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი, საპატიო სიგელები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი ქართველი ერის წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისთვის.

ბატონო ალექსანდრე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსსა და აკადემიის მთავარ აკადემიკოს-მდივანს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს დაბადების მე-80, სამეცნიერო,   პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მე-60 წლისთავს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

 

 

აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი -  85

 

გგგგ23be7896 674e 46a8 abc6 1b3d7f3c3a48     ფართო ერუდიციისა და კვლევის განსაკუთრებული უნარის  მქონე შემოქმედმა,  ეროვნული მეცნიერებისა და ახალი თაობის  აღზრდისადმი უანგარო მსახურმა, სამშობლოს ღრმა მოსიყვარულემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გოგოლა მარგველაშვილმა, თავისი სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაწერა თავის შემოქმედებით აღსავსე ცხოვრებაში.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გოგოლა  მარგველაშვილი დაიბადა 1939 წლის 22 სექტემბერს  ქუთაისში. 1957 ელს წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის მე-4 საშუალო სკოლა - ოქროს მედალზე, ხოლო 1962 წელს - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი და მიენიჭა სწავლული აგრონომის კვალიფიკაცია.

სამეცნიერო მოღვაწეობა ოგოლა მარგველაშვილმა 1963 ელს დაიწყო ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო ამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იმერეთის საყრდენ პუნქტში. 1966-1969 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში ,,აგროქიმიისსპეციალობით. 1970 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:  ,,იმერეთის გაეწრებული ყვითელმიწა ნიადაგების ფოსფატური რეჟიმი და ფოსფორიანი სასუქების ეფექტურობა ჩაის პლანტაციებში”, 1989 წელს კი მოსკოვში, კ. . ტიმირიაზევის სახელობის სოფლის მეურნეობის აკადემიაში -  სადოქტორო დისერტაცია თემაზე:  ,,აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგების ფოსფატური რეჟიმი და ფოსფორიანი სასუქების ეფექტურობა ერთწლოვანი კულტურებისათვის”.

            1971 წლიდან ქალბატონი ოგოლა მარგველაშვილი აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის გამგეა. 1978 წლიდან იხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის / ინსტიტუტში მინერალური სასუქების განყოფილების გამგე, 1993-2005 წლებში დირექტორის მოადგილე, ხოლო 2005-2006 წლებში დირექტორი. 1990 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება; 1995 წელს არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 2010 წლიდან აღნიშნული აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანია.      

            2013 წლიდან აკადემიკოსი ოგოლა მარგველაშვილი საქართველოში ნიადაგმცოდნეობისა და აგროქიმიის დარგში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტია.

ქალბატონმა ოგოლა მარგველაშვილმა არაერთხელ მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესების და კონფერენციების მუშაობაში. იგი იყო მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი და შემსრულებელი.

2003-2007 წლებში ის თანამშრომლობდა მშრალი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო კვლევის საერთაშორისო ცენტრ ICARDA-თან, რომელიც ახორციელებდა პროექტს - ,,ნიადაგისა და წყლის რესურსების მართვა  წარმოების პირობებში, მდგრადი სასოფლო - სამეურნეო სისტემის შექმნისათვის შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიაში”.                 

პროფესორმა გოგოლა მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო: ,,ნიადაგის დაცვის შესახებკანონის მომზადებაში და შემდეგში, აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებების და დამატებების მომზადების პროცესში და ,,ნიადაგების კონსერვაციისა ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებკანონის მომზადებაში, მონაწილეობდა საქართველოში გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო კომისიის მუშაობაში და საქართველოს გაუდაბნოებასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავებაში.

            ქალბატონი გოგოლა მარგველაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აგროქიმიის სპეციალობით და მიენიჭა პროფესორის წოდება.

მისმა სამეცნიერო ღვაწლმა აგროქიმიის ფუნდამენტური დებულებების  განვითარებაში ასახვა ჰპოვა წიგნში -  „აგროქიმიის ისტორია და მდგომარეობა 21- საუკუნის მიჯნაზე“ .

            ქალბატონი გოგოლა მარგველაშვილი ითვლება აღმოსავლეთ საქართველოს ძირითადი ტიპის ნიადაგებში ფოსფორიანი სასუქების ეფექტური გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების დამუშავების ქართული სამეცნიერო სკოლის ხელმძღვანელად. სწორედ ფოსფორის  რეჟიმი, ფოსფორის თერმოდინამიკა, კინეტიკა და ბიოქიმია, შეტანილი ფოსფორიანი სასუქების გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობასა და ხარისხზე, ნიადაგის ნაყოფიერებაზე, გარემო არეზე, ნიადაგში არსებული ფოსფატატების დინამიკაზე, მიგრაციაზე, ტრანსფორმაციაზე, ფიქსაციაზე, ბალანსზე და სხვა იყო მისი  კვლევის ძირითადი მიმართულებები. გ. მარგველაშვილის მიერ შესწავლილია პოლიფოსფატების აგროქიმიური თავისებურებანი, დადგენილია პოლიფოსფორმჟავაზე დამზადებული  სასუქების უპირატესობა მარტივი სასუქების ნარევთან შედარებით, შემუშავებულია მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის ბალანსის გასაუმჯობესებლად საქართველოს მიწათმოქმედებაში.

            ქალბატონ გოგოლა მარგველაშვილის კვლევის შედეგები ასახულია 160 - მდე მეცნიერულ ნაშრომში. რომელთაგან აღსანიშნავია მის მიერ გამოქვეყნებული  წიგნი  ,,აგროქიმიის პრაქტიკუმი“. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან სასწავლო სახელმძღვანელოს საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული აგრარული ფაკულტეტების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)  სტუდენტებისთვის.

საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ სახელმძღვანელო წიგნი ,,აგროქიმიის პრაქტიკუმი“ აღიარა აგრარულ სფეროში 2023 წლის საუკეთესო ნაშრომად და მისი ავტორი პროფესორი გოგოლა მარგველაშვილი დააჯილდოვა დიპლომითა და პრემიით.

პროფესორი გოგოლა მარგველაშვილი დიდ მზრუნველობას იჩენს ახალგაზრდა მეცნიერთა კადრებისადმი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია  17 საკანდიდატო  და 4 სადოქტორო დისერტაცია.  

            წლების მანძილზე (1978 - 1986) იყო იხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტთან არსებული საკანდიდატო დისერტაციების დაცვის სპეციალიზებული საბჭოს წევრი და სწავლული მდივანი, 1993-2007 წლებში კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სპეციალიზებული სადისერტაციო საბჭოს წევრი.

ამჟამად თანამშრომლობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტთან.  ხშირად   არის  სადისერტაციო  ნაშრომების შემფასებელი და რეცენზენტი. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ,,საქართველოს ენციკლოპედიის” სარედაქციო კოლეგიასთან. 

მთავრობა, საქართველოს ინტელიგენცია, მისი მოწაფეები ღირსეულად აფასებენ პროფესორ გოგოლა მარგველაშვილის ღვაწლს. იგი დაჯილდოებულია მედლით ,,შრომითი მამაცობისათვის“ (1976), საპატიო ნიშნის ორდენით (1989), საქართველოს ღირსების ორდენით“(2002);  იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ  გოგოლა მარგველაშვილი  აგროქიმიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელებით დააჯილდოეს (2019).

2005 წლის 6 მაისს, წმინდა გიორგის დღესასწაულის დღეს, მშობლიურმა სკოლამ და საზოგადოება ,,ქუთაისელ“-მა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს გოგოლა მარგველაშვილს დაუვიწყარი შეხვედრა მოუწყო. საღამოს ესწრებოდნენ ამ დარგის თვალსაჩინო სპეციალისტებიც, რომელთა მისასალმებელ სიტყვებში გამოსჭვიოდა უდიდესი პატივისცემა ღვაწლმოსილი მეცნიერის მიმართ.

            გამოვხატავთ რა ღრმა პატივისცემასა და გულითად სიყვარულს,  ვულოცავთ ღირსეულ მამულიშვილს, აღიარებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანს, სსმმ  აკადემიის აკადემიკოსს, პროფესორ გოგოლა მარგველაშვილს 85 წლის საიუბილეო თარიღს და სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წლისთავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ნაყოფიერ  შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა

აკადემიკოსი მამია გოგოლიშვილი -110

 მიმდინარე წლის 16 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ქართველ აგრარიკოს მეცნიერთა სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ მამია გოგოლიშვილის ხსოვნას.

მრგვალი მაგიდა მოეწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: დალი თარხნიშვილი, ციალა თეგეტაშვილი და ლარისა ჩაიკა.

7b26b0d9 dc1aიიი 4791 92df d6d8c23c02af 1 მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე აკადემიკოს მ. გოგოლიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ფართო მოხსენებით წარსდგა, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი. აღინიშნა, რომ აკადემიკოსი მ. გოგოლიშვილი გახლდათ მეცნიერი, რომელმაც თავისი მუხლჩაუხრელი შრომითა და გარჯით დიდად შეუწყო ხელი საქართველოში სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი ორმოცი წლის განმავლობაში შეუცვლელად ედგა სათავეში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღს, სადაც წარმატებით აგრძელებდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მ. გოგოლიშვილის უშუალო ინიციატივით შეიქმნა ამიერკავკასიის ბოტანიკური ბაღების საბჭო, რომლის ხელმძღვანელიც მრავალი წლის განმავლობაში თავად იყო. სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად პროფესორი მ. გოგოლიშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც და მთელ თავის ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა. მისი ხელმძღვანელობით არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები იქნა დაცული. ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად იგი გახლდათ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, რომელიც ზრუნავდა ქვეყანაში   კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე და სხვ.

ქვეყნის მთავრობამ და ხელისუფლებამ დაუფასა აკადემიკოს მ. გოგოლიშვილს ესოდენ დიდი დამსახურება და ღვაწლი, რისთვისაც იგი არაერთგზის იქნა დაჯილდოებული სხვადასხვა სახის სახელმწიფო ჯილდოებით.

აკადემიკოსი მ. გოგოლიშვილი გაიხსენა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი მამია გახლდათ დიდი მეცნიერი, იგი იყო საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი, რის გამოც მან თავისი კოლეგების, სტუდენტების თუ უბრალოდ ნაცნობებისაგან უდიდესი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის და მრგვალი მაგიდის მუშობაში აქტიური ჩართულობისთვის.

779d9673 0357 46af 9d26 ef93ad28c97a

მ ი ლ ო ც ვ ა

გამოჩენილი მეცნიერ-აგრარიკოსი

გურამ ალექსიძე - 85

 

G.Aleksidze მიმდინარე წლის 30 ივლისს, დაბადებიდან 85 და სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 60 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს - გურამ ალექსიძეს.

გურამ ალექსიძე დაიბადა 1939 წელს ქ. თელავში ცნობილი მეცნიერ-აგრარიკოსის პროფესორ ნიკოლოზ ალექსიძის ოჯახში, 1957 წელს დაამთავრ თბილისის 31- საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელ საქართველოს სასოფლოსამეურნეო ინსტიტუტში, აგრონომიულ ფაკულტეტზე, მცენარეთა დაცვის განხრით, რომელიც 1962 წელს წარჩინებით დაამთავრ. ამავე წელს, სწავლა გაგრძელ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში; 1966 წელს მან წარმატებით დაცვ საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს - სადოქტორო დისერტაცია საკავშირო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში (. ლენინგრადი) და ენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1989 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მას მიანიჭა პროფესორის წოდება, 1992 წელს არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, ხოლო 2018 წელს კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის აკადემიკოსად.

13 წლის განმავლობაში ბატონი გურამი მუშაობდ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევით ინსტიტუტში, 1973 წლიდან გადაყვანილი იქნა მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში, ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო 1974 წლიდან დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. ბატონი გურამი აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ჩამოყალიბებაში და მის შემდგომ განვითარებაში, ჯერ როგორც აკადემიის წევრი და მემცენარეობის განყოფილების აკადემიკოს - მდივანი. შემდეგ კი 1995 წლიდან 2004 წლამდე იყო აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, 2004 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2013 წლიდან 2023 წლამდე აკადემიის პრეზიდენტი. 2023 წელს იგი კვლავ არჩეულია ამავე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად.

ბატონი გურამი 1983-1987 წლებში ექსპერტის პოზიციაზე მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქ ვაშინგტონი, საბჭოთა კავშირის სავაჭრო წარმომადგენლობაში, უზრუნველყოფდა კავშირებს სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, ვაჭრობის, ჯანმრთელობის დაცვის (სურსათის უვნებლობის საკითხებში) სამინისტროებთან, აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რისთვისაც მას მიღებული აქვს ელჩის ოფიციალური მადლობები.

აკადემიკოს გურამ ალექსიძის შრომებში ნათლადაა ასახული ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო კულტურებში ფართოდ გავრცელებული მავნებლების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესწავლის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პრესპექტივები. საქართველოსა და საზღვარგარეთ ავტორის მიერ 240-ზე მეტ გამოქვეყნებულ ნაშრომში, მათ შორის 17 წიგნსა, მრავალ ბროშურასა და სტატიაში, განხილულია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ინტეგრირებული დაცვის სისტემების დამუშავება და ამ სისტემებში მავნე ორგანიზმების გამრავლება-გავრცელების პროგნოზირების ფენოლოგიური და მათემატიკური მეთოდების გამოყენება, დასაბუთებულია მცენარეთა დაცვის განვითარების თანამედროვე და სამომავლო გზები და ეს დაფუძნებულია ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების ძიება – გამოყენებაზე.

მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის მეთოდების შერჩევისას მეცნიერი უპირატესობას აძლევს ბიოსისტემების მათემატიკური მოდელირების თეორიულ პრინციპებს, რომელთა დამუშავებისთვის გამოყენებულია კომპიუტერული სისტემები. მათი გამოყენებით დადგენილი და გაანალიზებული აქვს მავნე და სასარგებლო მწერებს შორის ოპტიმალური ფარდობები ხეხილის და ტყის ბიოცენოზებში, რომელთა პრაქტიკულ გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძოლის ინტეგრირებული მეთოდის თვალსაზრისით, რაც თავისთავად გარემოს დაცვის გლობალური პრობლემების გადაწყვეტის მნიშვნელოვანი გზაა.

ბატონმა გურამმა როგორც მეცნიერმა თავისი პირველივე ნაშრომებიდან ყურადღება გაამახვილა პესტიციდების ღრმად გააზრებულ, გონივრულ გამოყენებაზე. მან განსაზღვრა პესტიციდების შედარებითი ტოქსიკურობა ხეხილის, ვაზის, სუბტროპიკული კულტურების, ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურების და სხვათა მიმართ. ამავე დროს, შეისწავლა ამ სახეობების ძირითადი მარეგურირებელი ფაქტორები (ენტომოფაგები) და დაადგინა მათზე პესტიციდების უარყოფითი მოქმედება. შეარჩია გარემოსათვის ნაკლებად ტოქსიკური პრეპარატები და მათი კონცენტრაციები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული ბრძოლის ინტეგრირებულ ღონისძიებებში. მის მიერ პირველად იქნა დამუშავებული პესტიციდების შეფასება სელექციურობის კოეფიციენტების შერჩევის მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა შევარჩიოთ ბიოცენოზისათვის ნაკლებად საშიში პრეპარატები.

მისი შრომების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება მავნე ორგანიზმების ფენოპროგნოზირების საკითხებს, რომელიც ძირითადი საფუძველია მავნე მწერების წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვის საქმეში. ფენოპროგნოზირება მან სწორად დაუკავშირა არა მარტო მავნე მწერების, არამედ მათი ბუნებრივი მტრების აგროცენოზში გამოჩენის ოპტიმალურ პერიოდებს, რითაც მინიმუმამდე დაიყვანება მათი უარყოფითი მოქმედება სასარგებლო ფაუნაზე.

განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ავტორის პროფესიონალურ მიდგომას ორიგინალური ბიოლოგიური, ბიოტექნიკური და ტოქსიკოლოგიური კვლევების მეთოდების გამოყენებაში და მათ წარმართვას ერთი მიზნისკენ - მავნე სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებაში, მათი გარემოზე ნაკლებად უარყოფითი მოქმედების გათვალისწინებით.

პრიორიტეტულია მეცნიერის კვლევა, რომელიც შეისწავლის მცენარეთა დაცვაში მათემატიკური მეთოდების გამოყენების საკითხებს. მავნებლებისა და მისი ბუნებრივი მტრების ურთიერთდამოკიდებულების შესწავლას მათემატიკური მოდელირების გზით და მათ შორის ოპტიმალური ფარდობების დადგენის, ფიტოპლაზმური დაავადებების გადამტანი ჭიჭინობელას პროგნოზირების სტატისტიკურ მეთოდებს, რითაც დადასტურდა მისი გავრცელების შესაძლებლობა აღმოსავლეთ საქართველოში, დაავადების გადამტანის სტერილიზაციის საკითხებს მავნებლების ფენოპროგნოზირებას აგროცენოზებში და მათ დროში განაწილებას, სუბტროპიკული კულტურების მავნებლების და მათი ენტომოფაგების შესწავლას და ა.შ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საკარანტინო სახეობების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების დამუშავება და უცხოეთიდან შემოყვანილი სასარგებლო მწერების აკლიმატიზაცია ჩვენს პირობებში.

გ. ალექსიძის მეცნიერული კვლევები საფუძვლად დაედო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული ღონისძიებების დამუშავებას, რომლებიც ფართოდაა რეკომენდებული ჩვენი ქვეყნის ხეხილის, სუბტროპიკული კულტურების ბაღებში, ვენახებში და სხვა სასოფლო - სამეურნეო კულტურებში, რაც ითვალისწინებს მანამდე ფართოდ გამოყენებულ მაღალტოქსიკური პესტიციდების მნიშვნელოვან შემცირებას, ადგილობრივი და ინტროდუცირებული ბიოლოგიური საშუალებების ხვედრითი წილის გაზრდას საერთო ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტის მომცემია.

მეცნიერის ათამდე ნაშრომი ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში მცენარეთა დაცვის არსებულ მდგომარეობის შესწავლას, მათი გამოყენების შესაძლებლობას ჩვენს ქვეყანაში. ეს სამუშაოები მისი აშშ-ში მივლინების პერიოდში იქნა შესრულებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ ამ ქვეყნიდან რამოდენიმეჯერ ინტროდუცირებული კოლორადოს ხოჭოს ბუნებრივი მტრები; ციტრუსოვანი კულტურების სანერგეების ბაქტერიული დაავადების სუფთა კულტურის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში კვლევითი ღონისძიებების ჩასატარებლად; მარცვლეული კულტურების მავნებლების წინააღმდეგ გემით ტრანსპორტირების პერიოდში ფოსფინის ტიპის ფუმიგანტების დანერგვა, იმპორტირებული მარცვლეულის ფიტოსანიტარული და კარანტინული უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გატარება და სხვა, რისთვისაც მან სამჯერ დაიმსახურა ელჩის ოფიციალური პირადი მადლობა.

აკად. გ. ალექსიძის მეცნიერული მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება ეხება გამოყენებითი ბიოლოგიის მნიშვნელოვან სფეროს – მავნე ორგანიზმებისაგან სასოფლო – სამეურნეო კულტურათა ინტეგრირებულ დაცვას, რომელიც შეისწავლის მავნე სახეობების ბიოეკოლოგიას, მათ მავნეობას აგრობიოცენოზებში, მავნე და სასარგებლო მწერების ურთიერთდამოკიდებულებას მათემატიკური მოდელირების გამოყენებით; მავნე სახეობების პროგნოზირებას; მათ წინააღმდეგ ბრძოლის ოპტიმალური ღონისძიებების დამუშავებას, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის აქტუალურ პრობლემებთან და გარემოს დაცვის გლობალური საკითხების გადაწყვეტასთან. ეს შრომები გამოქვეყნებულია ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში, ისინი ამ დარგის სპეციალისტებისათვის კარგადაა ცნობილი და საყოველთაო აღიარებით სარგებლობენ.

ბატონი გურამი არის სასოფლო - სამეურნეო კულტურების მავნებელ - დაავადებებთან ინტეგრირებულ დაცვის ერთ - ერთი ფუძემდებელი საქართველოში, მისი ხელმძღვანელობით და ავტორობით დღესაც მიმდინარეობს მუშაობა აგროცენოზებში გავრცელებული ბიოსისტემების შესწავლაზე.

აკადემიკოსი გ. ალექსიძე არჩეულია ლატვიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის აკადემიის უცხოელ წევრად (2022 წლიდან), წლების განმავლობაში იყო ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) ჯერ ვიცე - პრეზიდენტი (2018-2020 წწ), შემდეგ პრეზიდენტი (2020-2022 წწ), ფაო-ს ტროპიკული სოფლის მეურნეობის პროგრამის (TAP) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (2015-2016 წწ); აგრარული კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის (CGIAR) სამეთვალყურეო საბჭოს და ფონდის საბჭოს წევრი (2015-2016 წწ). 2015 წლიდან არის ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაციის (CACAARI) თავმჯდომარე, 2008 წლიდანაა „ქართული ენციკლოპედიის“ აგრარული კომისიის თავმჯდომარე, 2013 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიური კომისიის წევრი და „სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის“ კომისიის თავმჯდომარე; არის ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების ეროვნული კოორდინატორი საქართველოში (2003-2012 წწ) და ამ პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; ამერიკის ენტომოლიგიური და ფიტოპათოლოგიური საზოგადოების წევრი (1983-1987 წწ) და სხვა.

აკადემიკოსი გ.ალექსიძე დაჯილდოებულია „ღირსების“ ორდენით, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციის „მშრალ რეგიონების სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის“ (ICARDA) „ვერცხლის დიდი მედლით“ (2005, 2008 წლებში) საერთაშორისო კვლევებში შეტანილი წვლილისათვის და სხვ.

ბატონი გურამი დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობის მეცნიერთა და სპეციალისტთა აღზრდას, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი კითხულობს ლექციებს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე. ბატონ გურამის ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია, მათ შორის იყვნენ უცხოელი სპეციალისტებიც.

                აკადემიკოსი გ.ალექსიძე ტრადიციული ქართული ოჯახის მამაა, ჰყავს მეუღლე - შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილი.

გამოვხტავთ რა განსაკუთრებულ სიყვარულსა და პატივისცემას ბატონი გურამის მიმართ, გულითადად ვულოცავთ მას, როგორც ღირსეულ მოქალაქესა და გამოჩენილ მეცნიერს, დაბადების - 85, სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის - 60 წლისთავს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ნაყოფიერ მოღვაწეობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სხდომები

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

 

2024 წლის 24 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო . ოლშტინის (პოლონეთი) ვარმია - მაზურის უნივერსიტეტის პროფესორების ქალბატონ ჯოანა პავლოვიჩის და ქალბატონ ალდონა სკოტნიცკა-შეპშაკის მოხსენებები თემებზე:

1.„ დაბალწნევიან  კაშხლებზე დეფორმაციების  პროგნოზი   ინოვაციური მეთოდების  გამოყენებით;

2. კლიმატის  ცვლილების  გათვალისწინებით წყლის რესურსების  მართვა  მაზურის  ტბების  გარშემო“.

           კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი . მეტრეველი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი . დოლიძე.

კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა . მეტრეველმა, შემდეგ მან სიტყვა გადაცა . ოლშტინის (პოლონეთი) ვარმია - მაზურის უნივერსიტეტის პროფესორს, ქალბატონ ჯოანა პავლოვიჩს. მოხსენებაში დასაბუთებული იქნა, რომინოვაციური,  ციფრული  ტექნოლოგიების   დანერგვის   აუცილებლობა   ტრადიციული  მიდგომების არასახარბიელო სტატისტიკურმა  მონაცემებმა  განაპირობადა  შეიქმნა BIM სისტემა,  რომელიც  სამგანზომილებიანი მოდელების აგებით,  ინფორმაციის მიმოცვლას          ამარტივებს  და ზედმეტი დანახარჯების თავიდან აცილების  საშუალებას  იძლევა.   

მისი          გამოყენებით    შეცდომების   რაოდენობა  მცირდება  30-40%-ით;    პროექტის ხანგრძლივობა  მცირდება  15-20%-ით;       შრომა 20-40%-მდე   უფრო  პროდუქტიული   ხდება;    10-15%-ით  მცირდება  სამშენებლო  ნარჩენები და  სხვ.

            მოხსენების  დასასრულს გაიმართა  დისკუსია,  სადაც მომხსენებელმა ამომწურავად გაცა პასუხი დასმულ შეკითხვებს.

   შემდეგ სიტყვა  მოხსენებისათვის  გადაეცა ქალბატონ ალდონა  სკოტნიცკა-შეპშაკს.  მან აღნიშნა, რომ მაზურის ტბების ტერიტორია გლობალური მასშტაბის იშვიათობაა, სადაც განთავსებულია 2600 მეტი ტბა და  იგი  როგორც სპეციფიური ტერიტორია საჭიროებს განსაკუთრებულ  ზრუნვას  წყალთა მეურნეობის თვალსაზრისით.  ურბანიზაციის ნეგატიური გავლენა ეკოსისტემაზე ფართოდაა გამოხატული   მაზურის ტბების   ტერიტორიაზე.    რსებული წყალთა  მეურნეობის     სისტემები  საჭიროებს  შეცვლას,   რაც  იწყება  დაპროექტებით.

   გაიმართა  დისკუსია,  სადაც  მომხსენებელმა  პასუხები  გაცა  დასმულ  შეკითხვებს.

სხდომა  შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის  მადლობა  გადაუხადა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა . მეტრეველმა.

 

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 24 ივლისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ნუშის ინტროდუცირებული ჯიშების მოყვანის   პერსპექტივები აგროეკოლოგიური     ფაქტორების გათვალისწინებით აღმოსავლეთ საქართველოში“ გამოვიდა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ნინო დეკანოიძე.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დღეის მდგომარეობით აღმოსავლეთ საქართველოში ნუშის მსხმოიარე სამრეწველო ბაღებიდან მხოლოდ მცირედი არის სრულმსხმოიარე. თუმცა სახელმწიფო და კერძო ინვესტიციით გაშენების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ინტროდუცირებული ჯიშებით გაშენებული ინტენსიური ტიპის ბაღების ფართობი საგრძნობლად იზრდება. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე, შეცვლილი ბუნებრივი პირობები, ჯიშისადმი წაყენებული მოთხოვნები, როგორიცაა: რეგულარული მაღალხარისხოვანი მოსავლის მიღება, საგვიანო ყვავილობა, ნაყოფის მაღალი ხარისხი და ტექნოლოგიური მაჩვენებლები, გამძლეობა მავნებელ-დაავადებების მიმართ, განაპირობებს მის შემდგომში გავრცელებას.

ნუშის ინტროდუცირებული ჯიშების ბიოლოგიური და სამეურნეო-ტექნოლოგიური თავისებურებების შესწავლა, მათი შემდგომში სამრეწველოდ გავრცელების მიზნით არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი იყოს მაღალი, რომლის განსაზღვრა მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება 2021 წლის 28 დეკემბრის N618 საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.

ზემოთ აღნიშნული ფაქტორების არსებობიდან გამომდინარე, ჩატარებული კვლევების შედეგები ფართოდ ვრცელდება ნუშის კულტურის მწარმოებელ ფერმერებში და ასევე იმ პირთა ჯგუფებში, რომლებიც ამ კულტურის წარმოებით არიან დაინტერესებულნი.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გურამ ალექსიძემ, ნოდარ ჭითანავამ, ალექსანდრე დიდებულიძემ, პროფესორებმა ომარ თედორაძემ, ნუგზარ ებანოიძემ, თამაზ ბიჭიაშვილმა და ოთარ ქარჩავამ, დოქტორებმა გოჩა ცოფურაშვილმა, ნიკოლოზ კიკნაველიძემ, გიორგი ქუთელიამ, შოთა მაჭარაშვილმა. თავისი დადგენილებით სხდომამ მოიწონა მოხსენება და მომხსენებლის მაღალი კომპეტენტურობა, დაეთანხმა მას აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ნუშის კულტურის უფრო ფართო გავრცელების პერსპექტივების თაობაზე, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ნუშის მოსავალი ქვეყანაში გაიზარდა 32 ტონიდან (2015 წელს) 7 ათას ტონამდე (2023 წელს); საკითხების გადასაწყვეტად და მიზნობრივი რეკომენდაციების მოსამზადებლად საჭიროა საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და საექსტენციო სამსახურების კოორდინირებული მუშაობა ნუშის კულტურის მწარმოებელ ფერმერებთან.

 

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com