საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს მე-2 სხდომა

მიმდინარე წლის 30 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მე-2 სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „საერთაშორისო სტანდარტები მეცხოველეობაში და მათი დანერგვის გამოწვევები საქართველოში“. მომხსენებელი: დოქტორი თამარ ნოზაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. 2. საქართველოს წყლის რესურსების გამოყენების თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“. მომხსენებელი: დოქტორი შორენა კუპრეიშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი.

აღნიშნულ მოხსენებებზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

336936205 1642233279629830 8769186494594472808 n

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

    337775800 1317191125679072 4783697968065774253 n    2023 წლის 23 მარტს მოწვეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ალექსიძე გურამი, ასათიანი რევაზი, ბაღათურია ნუგზარი, გიორგაძე ანატოლი, გუგუშვილი ჯემალი, დიდებულიძე ალექსანდრე, დოლიძე ლაშა, კაციტაძე ჯემალი, კვალიაშვილი ვაჟა, კვესიტაძე ედიშერი, კოპალიანი როლანდი, კოღუაშვილი პაატა, მარგველაშვილი გოგოლა, მახარობლიძე რევაზი, პაპუნიძე გურამი, რევიშვილი თემური, ტყემალაძე გურამი, უჯმაჯურიძე ლევანი, ფუტკარაძე ზაური, ყურაშვილი თენგიზი, ჩანქსელიანი ზაური, ჩხარტიშვილი ნოდარი, ცქიტიშვილი ზურაბი, ჭითანავა ნოდარი, ჯაფარიძე გივი; აკადემიის სტიპენდიატები: ბენაშვილი მამუკა, დუღაშვილი დარეჯანი, კაციტაძე ეკატერინა, ტიგინაშვილი ზვიადი, ქავთარაძე გიორგი, ქუთელია გიორგი; მოწვეული სტუმრები: დოქტორი ბარვენაშვილი მარინე, იურიდიული სამსახურის უფროსი ქარქაშაძე თენგიზი, აკადემიური დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ჩაიკა ლარისა, აკადემიის კადრების ინსპექტორი მიგრიაული ეკატერინე.

       აკადემიის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე,კრების მდივანი იყო პრეზიდენტი მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. კრების თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისალმების შემდეგ გააცნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:            1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდენტის  რწმუნებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში 2018-2023 წლებში აკადემიის მიერ გაწეული   საქმიანობის შესახებ; 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულების პროექტის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; 4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდიუმის წევრებისა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების უფლებამოსილების შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; 7. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თენგიზ ქარქაშაძე; 8. მიმდინარე საკითხები.

         დამტკიცდა აკადემიის საერთო კრების მუშაობაში მონაწილეთა სია, დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი. 336986273 1360542828044404 2105194677830857613 n

       კრებაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობის შესახებ (მოხსენება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

     აკადემიის საერთო კრებაზე კრების მონაწილეთა მეტი ინფორმირებულობის მიზნით დოკუმენტურად წარმოდგენილი იქნა აკადემიის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული მუშაობის ამსახველი საინფორმაციო მასალები (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშები აკადემიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო-სამეცნიერო, რეფერირებადი ჟურნალი „მოამბე“; ყოველკვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი „აკადემიის მაცნე“; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების მიერ 2018-2023 წლებში გამოცემული რეკომენდაციები (88 რეკომენდაცია; ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის შრომათა კრებულები (21 შრომათა კრებული); აკადემიის წევრების მიერ გამოცემული მონოგრაფიები, წიგნები და სახელმძღვანელოები (სულ 90); ადგილობრივ და საზღვარგარეთის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმები: CACAARI (ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაციების ასოციაცია), CGIAR (სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი), FAO (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია), ICARDA (მშრალი ტერიტორიების სოფლის მეურნეობის კვლევების საერთაშორისო ცენტრი), CIMMYT (ხორბლისა და სიმინდის სელექციის საერთაშორისო ცენტრი), Bioversiti Interneishenel (საერთაშორისო ბიომრავალფეროვნების ცენტრი). აგრეთვე აკადემიის მიერ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსიის, აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყაზახეთის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, აგრეთვე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ბათუმის, ქუთაისის, ახალციხის, თელავის, გორის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან. აკადემია წლებია წარმატებით თანამშრომლობს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების მეცნიერ-მკვლევარებთან.

     აკადემიის საერთო კრების მონაწილეთა მიერ განსაკუთრებით აღინიშნა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირთან (UEAA) აკადემიის თანამშრომლობის შესახებ, რომლის წევრიც აკადემია გახდა აკადემიკოს გურამ ალექსიძის პრეზიდენტობის დროს.

     აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და მისი პრეზიდენტის მიერ 2018-2023 წლებში გაწეული საქმიანობა შეფასდა დადებითად და წარმატებულად და აკადემიკოს გურამ ალექსიძეს აკადემიის პრეზიდენტობის პერიოდში გაწეული ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისათვის გამოეცხადა მადლობა.

         კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევამდე (საარჩევნო კამპანიის დასრულებამდე) აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის აკადემიკოს გივი ჯაფარიძის დამტკიცების შესახებ (ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

       განხილული იქნა აკადემიის საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

       დასასრულს კრების თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აკადემიის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას აკადემიის საერთო კრების მუშაობაში აქტიური მონაწილეობისათვის.

21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

336630698 159893829973537 1567415568160147822 n  მიმდინარე წლის 21 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი.

სემინარს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატები:                             სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი; აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი და მარიკა მოსაშვილი; მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი; აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, ბიოლოგიის დოქტორები: არჩილ სუპატაშვილი და მედეა ბურჯანაძე; ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, დოქტორი რეზო ვასაძე.

სემინარი გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მოკლე მისალმების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ტყის საერთაშორისო დღის დაარსების წინაპირობა. აღინიშნა, რომ ტყის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 23 - ე კონგრესზე დაარსდა. გაეროს ყველა წევრი-ქვეყანა და მათ შორის საქართველოც ამ დღეს ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც არის ტყის ეკოსისტემების მრავალფეროვნების შენარჩუნება. შემდეგ აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადაცა ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორს, სსიპ აჭრის სატყეო სააგენტოს ტყის მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსს, დოქტორ რეზო ვასაძეს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: აჭარა თურქეთის მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა“. 336663776 579761760779222 5406074334673384068 n

დოქტორმა რეზო ვასაძემ ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის საზღვრისპირა (ართვინის, შავშეთი) ტყის ტერიტორიებზე. აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე წარმოდგენილია სხვადასხვა ხნოვანების, სიხშირისა და წარმადობის ტყეები, რომელიც განლაგებულია სხვადასხვა ექსპოზიციის საშუალო, მაღალი და მკვეთრი დაქანების ფერდობებზე, ზღვის დონიდან სახვადასხვა სიმაღლეზე. ტყისშემქმნელი ზოგიერთი სახეობის სანიტარული მდგომარეობა, ზოგიერთ ადგილებში მავნებელ დაავადებების ზემოქმედებით რთულ მდგომარეობაშია. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა წიწვოვნებიდან ნაძვი და ფოთლოვნებიდან ჩვეულებრივი საჭმელი წაბლი. კორომებში გავრცელებულ მავნებელ - დაავადებების აღმოფხვრის მიზნით, აჭარის სატყეო სააგენტოსა და ართვინის სატყეო მეურნეობის სამხარეო სამმართველოს შორის, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხშირად ხდება შეხვედრები, ტყეების დათვალიერება, ლაბორატორიულ პირობებში სხვადასხვა მიმართულებით მავნებელ-დაავადებების გამოკვლევა, იდენტიფიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, ენტომოფაგი მწერების გამოყვანა და ა. შ.

დოქტორ რეზო ვასაძის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა მხრიდან. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

სემინარი შეაჯამა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისათვის, დამსწრე საზოგადოებას კი მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის. აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვას და მათი გადაჭრისათვის რაციონალური გზების მოძიებას.

გასვლითი შეხვედრა

ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის

(შემაჯამებელი შეხვედრა)

 

2023 წლის 17 მარტს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის “ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის” შემაჯამებელი სხდომა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საწარმოების, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამინისტროების, საელჩოების, დაფინანსების სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. ბენეფიციარები გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) გუნდის წევრები, მ. შ. ვოლფგანგ პოლტი (პროექტის ხელმძღვანელი), იოანეუმ კვლევა, (ავსტრია) კირსტენ კინზლერი (პროექტის უმცროსი ხელმძღვანელი), DLR პროექტის მართვის სააგენტო (გერმანია), ინესე გავარანე (მუდმივი საერთაშორისო მრჩეველი, ლატვია) და სხვ.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს მისიის მაღალჩინოსნები, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი დაევროკავშირის დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელი ვოლფგანგ პოლტი. მისალმების შემდეგ სხდომის მუშაობა გაგრძელდა შესაბამის პანელებში, სადაც სადისკუსიო თემებს შორის განხილული იქნა: "მეცნიერული დიპლომატიის მომავალი"; „სმარტ საქართველო: RTDI ეკოსისტემის განვითარება“; „მეცნიერული პრიორიტეტების განხორციელება: საუკეთესო პრაქტიკა და შემდეგი ნაბიჯები“; ”სამეცნიერო კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად”; „მოქალაქე მეცნიერება მეცნიერების კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის;“ „ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციებისთვის“; „გამოყენებითი კვლევის პროგრამა: R&T&I შედეგების თარგმნა ეკონომიკაში. ინოვაციის ვაუჩერი”; "ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია: გზა მეცნიერული ბრწყინვალებისკენ"; "როგორ ვამოქმედოთ ევროპის მწვანე გარიგება?"; „საქართველოს R&I სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება: მიღწევის ამჟამინდელი მდგომარეობა“; "საქართველო, ინოვაციების აკვანი - დაბრუნდა გზაზე"; "ქსელი: ხალხის დასაკავშირებლად და კომუნიკაციის ხელშეწყობა."

კომისიის სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო

პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

 

20230307 135006  2023 წლის 7 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: აკადემიკოსები ლაშა დოლიძე და ალექსანდრე დიდებულიძე.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. ხუროძემ. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც გააქტიურდა ბუნებრივი სტიქიური პროცესები, რომლთა შედეგებიც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გაუაზრებელ ანთროპოგენურმა ქმედებებმა. ბუნებრივ სტიქიურ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს მათი თავიდან აცილებისა და მათ მიერ გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის საქმიანობის ორგანიზებას. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ბუნებრივი კატასტროფებისაგან მოსახლეობის დაცვის საკითხებზე თვით მოსახლეობის მომზადება და მისი ცნობიერების დონის ამაღლება ამ თვალსაზრისით. შემდგომ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, აკადემიკოსმა თ. ჭელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ო. ქუცნაშვილმა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის რისკების შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

სხდომა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აკად. გ. გავარდაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კომისია ეფექტურად და ნაყოფიერად წარმართავს თავის მუშობას და ქართველი მეცნიერები ძალისხმევას არ დაიშურებენ რათა ახალი მიდგომებითა და სიახლეების დანერგვით ქვეყანას ააცილონ ის დიდი საფრთხე და მატერიალური ზარალი, რომელიც ბუნებრივ კატასტროფებს თან ახლავს.

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს პირველი სხდომა

336953454 608184044222610 1493824278923936885 n მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. "ტრიტიკალეს ბიოლოგიური და ქიმიური მახასიათებლებიდა მისი პურის ტექნოლოგიაში გამოყენების პერსპექტივები". მომხსენებელი: დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

აღნიშნულ მოხსენებაზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო      საბჭოს    სხდომა

      

მიმდინარე წლის 28 თებერვალს  ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა შემდეგი დღის  წესრიგით: 1. ვეტერინარიაში გამოყენებული სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ. მომხსენებლები: ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: მაია კერესელიძე, ნინო მილაშვილი; 2. სამთო პირობების გათვალისწინებით აგრარული სფეროს ტექნიკური შეიარაღების პროგნოზირების შესახებ. მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ოთარ ქარჩავა.

      პროფესორმა მაია კერესელიძემ აღნიშნა, რომ  ვეტერინარ სპეციალისტებზე საქართველოს შრომის ბაზრის  მოთხოვნების შესწავლის  ანალიზი ცხადყოფს, რომ  მეცხოველეობის დარგი, სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული  სტრუქტურები განიცდიან ვეტერინარი  სპეციალისტების  მწვავე ნაკლებობას. დარგში მომუშავეთა   საშუალო ასაკი 55-60 წლამდე მერყეობს,  ხოლო 18% საპენსიო ასაკს  გადაცილებულია და მომდევნო 7-10 წელიწადში ვეტერინართა გადაბერების გამო მოსალოდნელია მათი რიცხვის მკვეთრი შემცირება.  ვეტერინარ სპეციალისტებზე გაზრდილი მოთხოვნების  დაკმაყოფილების აუცილებლობა განაპირობებს ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების აქტუალობას.

                ვეტერინარია სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი პროფესიაა. დღეისათვის საქართველოში მოქმედებს ოთხი აკრედიტებული „ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამები ხორციელდება შპს ევროპის უნივერსიტეტში, სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტში.          

               მოხსენების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში  მონაწილეობდნენ: აკად.  ჯ.კაციტაძე, აკად.ჯ.გუგუშვილი,  პროფ მ.გარუჩავა, აკად.ა.დიდებულიძე.

                            სხდომაზე  მოსმენილი იქნა ასევე პროფესორ ოთარ ქარჩავას ინფორმაცია თემაზე: ,,აგრარული სფეროს ტექნიკური   შეიარაღების პროგნოზირება სამთო პირობების გათვალისწინებით“.“         მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე, ხოლო ამ პროცესის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამედროვე მეცნიერების მნიშვნელოვანი საზრუნავია. დღევანდელ პირობებში, არსებულ ტექნიკურ საშუალებებს შეუძლიათ ადამიანების აზროვნების ოპტიმიზაცია. მკვლევარს საშუალება ეძლევა  უმოკლეს ვადაში დასვას ტექნიკური დიაგნოზი, რაც აუცილებელია ურთულესი  თანამედროვე საწარმოო მოწყობილობების სამუშაო  რეჟიმისათვის.      წარმოებული პროდუქციის გაიაფების ერთ-ერთი უმთავრესი   პირობაა ენერგოდამზოგი ტექნიკური საშუალებები, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში მცირეგაბარიტიანი, რამდენიმე პროფილიანი  მობილური ტექნიკის შექმნა.

                                 აღსანიშანვია, რომ ქვეყნის მასშტაბით  დამუშავებული იქნა აგრარული სფეროსათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების    რაოდენობრივი და სტრუქტურული  შემადგენლობის მეთოდიკა, ენერგეტიკული კრიტერიუმების გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებული იყო სამთო პირობებისათვის.  მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდიკაში შეტანილი იყო სატრაქტორო აგრეგატების საექსპლუატაციო  მაჩვენებლები: წარმადობის, საწვავის და ენერგიის ხარჯის ცვლილება ჰა-ზე, ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.                                 

           მოხსენების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: აკად. აკად.  ჯ.გუგუშვილმა, აკად.ჯ.კაციტაძემ,  მათ აღნიშნეს რომ     შედგენილი მეთოდიკა კარგია თუ გამოყენებული იქნება მთელი საქართველოსთვის, რაც ხელს შეუწყობს სატრაქტორო პარკის განახლებას და გადანაწილებას რეგიონების მიხედვით.

          სამეცნიერო  საბჭოს მუშაობა  შეაჯამა აკადემიკოსმა ჯემალ  გუგუშვილმა.

 

გასვლითი სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   სამეცნიერო

საბჭოს წევრები ევროპის უნივერსიტეტში

                                

მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები ეწვივნენ ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობის მიზნით. სხდომას ესწრებოდნენ ვეტერინარიის დოქტორი ნინო მილაშვილი პროფესორი გიული გოგოლი, თამარ ბაბაკიშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების თანამედროვე მეთოდები ხელს შეუწყობს ვეტერინარიის დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.

შეხვედრა გახსნა ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა მაია კერესელიძემ, რომელიც ამავდროულად გახლავთ ევროპის უნივერსიტეტში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. ქალბატონმა მ. კერესელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ევროპის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდა, მაგრამ მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2011 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას. ამჟამად უნივერსიტეტი ფლობს რამდენიმე სასწავლო კორპუსსა და თანამედროვე ტიპის საერთო საცხოვრებელს, რომელიც ემსახურება 500-მდე სტუდენტს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამი ფაკულტეტი:

     ფაკულტეტების ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

     ევროპის უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ოთხი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი:სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიგლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტიმედიცინის კვლევითი ინსტიტუტიდააკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი. უნივერსიტეტში შექმნილია ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი. ხორციელდება არქეოლოგიური ექსპედიციები.

         ევროპის უნივერსიტეტი არის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს 40 - მდე უცხოურ უნივერსიტეტთან. აღნიშნული საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებშისტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და მათთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელონ განათლების მიღება.

  

აკადემიკოსი გ. ტყემალაძე გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო გეგმას და დადებითად შეაფასა იგი. აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობა. აღნიშნა, რომ   აკადემიამ მნიშვნელოვანი გავლენა   მოახდინა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1957 წელს. მის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი მეცნიერებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში. ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭირო და სასურველია, გაღრმავდეს ურთიერთობა უმაღლეს სასწავლებლებსა და აკადემიას შორის. დასასრულს, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა წარმატებები უსურვა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და თანამშრომელს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   სამეცნიერო

საბჭოს მიერ ორგანიზებული გასვლითი სხდომა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

              

     მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები  საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს ეწვივნენ, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობის მიზნით. შეხვედრა გახსნა აკადემიკოსმა გურამ ტყემალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის დადგენილების № 15-ის თანახმად, სსიპსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელსაც დღეისათვის გააჩნია კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 სხვადასხვა სახისლაბორატორია და 28 აუდიტორია: 2 ფიზიკის, 2 ბიოქიმიის, 4 აგრონომიის, 4  ნიადაგმცოდნეობის, 2  მიკრობიოლოგია, 2  მცენარეთა ფიზიოლოგია და გენეტიკა, 4 კვების პროდუქტების უვნებლობის, 2  მეცხოველეობის, 4 დენდროლოგიის, 3 საკვებწარმოების, 1 სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის, 1 სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, 1 სითხეების მექანიკის ლაბორატორიები.
         ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული ბაკალავრიატის რვა პროგრამაუმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა-ენოლოგია.
     შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიკოსი ჯ.გუგუშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ აგრარული სექტორისათვის დამახასიათებელი იყო სტუდენტთა მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა, სადაც მზადდებოდა საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სპეციალისტები.

      

თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსმა გ. ტყემალაძემ, პროფესორმა ი. სარჯველაძემ, დოქტორმა ა. ყურაშვილმა, პროფესორმა მ. კერესელიძემ და დოქტორმა ი. თათრიშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული დარგის სპეციალისტების მომზადება, რომელიც მაღალი პროფესიული დონით მიმდინარეობს, მომავალში ხელს შეუწყობს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, აგრეთვე მაღალი დონის კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას.

      

ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლების თანამედროვე მიდგომები, მეთოდები და ტექნოლოგიები მომავალში განაპირობებს აგრარული დარგის საქმიანობის წარმატებით განვითარებას.

  

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მათ შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

336630047 1254288878546505 5300097197063923861 n     15 მარტს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა, სოფლის მეურნეობის დოქტორის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარ სპეციალისტ. დოქტორ ნოდარ სტეფანიშვილის მოხსენება თემაზე: “მეთუთეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”.

სხდომის დაწყებამდე დამსწრეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეაბრეშუმეობის დიდი ქომაგის, ამა წლის თებერვალში გარდაცვლილი აკადემიის აკადემიკოს მდივნის ელგუჯა შაფაქიძის ხსოვნას. ნაჩვენები იყო ბატონ ელგუჯასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი, მოეწყო მეაბრეშუმეობის დარგში მისი ავტორობით გამოცემული ნაშრომების დათვალიერება.

მომხსენებელმა ნ.სტეფანიშვილმა აღნიშნა. რომ საქართველოში დღეისათვის შემორჩენილი თუთის ხეთა უმრავლესობა უჯიშო, მობერებული, წყობილებიდან გამოსული, ინფიცირებული და დაბალმოსავლიანია. მცენარეთა დიდი ნაწილი ცალკე მდგომი და ერთეული ნარგაობის სახით გვხვდება. ვხვდებით აგრეთვე მცირე ფართობებზე თუთის პლანტაციებს. მათზე ფოთლის დამზადება ძალზე მიზერული რაოდენობით არის შესაძლებელი. მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინებისათვის აუცილებელია თუთის ფიტოპლაზმური დაავადების მიმართ რეზისტენტული და პროდუქტიული ფორმების მოძიება, გამოზრდა და გამრავლება.

თუთის რეზისტენტული ფორმების შერჩევა და ზონალობის მიხედვით გავრცელება უნდა განხორციელდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე. თითეულ რეგიონში არანაკლები 4 რეზისტენტული ფორმის სახით.

თუთის რეზისტენტული ფორმების აღზრდა და გამრავლება უმდა მოხდეს სპეციალიზირებილ თუთის სანერგეში. გამოზრდილი ნერგების რაოდენობა და მასშტაბი დამოკიდებული იქნება სანერგის მიმართ წაყენებულ მოთხოვნილებაზე.

მეთუთეობის აგროწესების მოთხოვნილების შესაბამისად თუთის ნერგების აღზრდას ესაჭიროება 3 წელი. ნერგების მუდმივ ადგილზე დარგვის შემდეგ მცენარეზე ვარჯის ფორმირება კიდევ 3 წელი გრძელდება და მხოლოდ 7 წელს ტარდება ჩამოყალიბებულ ვარჯის მქონე მცენარეზე პირველი ექსპლოტაცია-ფოთლის დამზადება.

საწყის ეტაპზე, რეზისტენტულ ფორმებიდან კალმების დამზადება და სანერგეზე გადაცემა უნდა განხორციელდეს საგურამის სამეცნიერო-კვლევით ბაზაზე, სადაც ამ მიზნით 0.7 ჰა-ზე გაშენებულია რეზისტენტული ფორმებით თუთის სადედე-საკალმე პლანტაცია. ყოველწლიურად აღნიშნულ ნაკვეთში შეიძლება დამზადეს 8-10 ათასი კალამი (1კალამზე 10 კვირტის რაოდენობა).

თუთის სანერგე აღნიშნული რაოდენობის კალმების მიღების შემთხვევაში ყოველწლიურად გამოზრდის დაახლოვებით 50 ათას ნერგს.

მეთუთეობის საკვები ბაზის სწრაფად აღდგენა შესაძლებელია სარგავი მასალის დაჩქარებული წესით აღზრდის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და გამოყენების შემთხვევაში. ამ მხრივ ძალზე ეფექტურია:

თუთის კალმების დაფესვიანება პერლიტში, მექანიზირებული წესით თუთის დარგვისწინა მყნობის ჩატარება ვაზის სამყნობ აპარან-OMEG-ზე, უჯიშო და მობერებული თუთის პლანტაციების გაახალგაზრდავება, დაჩქარებული წესით ჰიბრიდული ნერგის მიღება და სხვა.

თუ საქართველოში დაინერგება თუთის ბუჩქოვანი პლანტაციის გაშენების პრაქტიკა, მაშინ 2 წლით დაჩქარდება ფოთლის მიღების შესაძლებლობა და ფართობის ერთეულზე მიიღება 3-5 ჯერ მეტი ფოთლის მოსავალი.

საქართველოში ფერმერთა ძირითად რაოდენობას გააჩნია 1.0 ჰა მიწის ფართობი. მაღალშტამბოვანი ნარგაობის გაშენების შემთხვევაში დარგვის სიხშირით 3x3 მ, ფერმებს დასჭირდება 1100 ნერგი. მცენარეთა ექსპლოატაციაში შესვლის დროს 1 ძირზე შეიძლება მიღებული იქნას 5 კგ ფოთოლი, ანუ ჰექტარზე 5500კგ. ფოთოლი, საიდანაც შეიძლება დამზადდეს 275 კგ-მდე ცოცხალი პარკი. ბუჩქოვანი პლანტაციის გაშენების დროს მიიღება ჰექტარზე 20 ტონამდე ფოთოლი, საიდანაც დამზადდება 750-1000 კგ ცოცხალი პარკი. ამავე დროს ბუჩქოვანი პლანტაციის გაშენება შესაძლებელია ჰიბრიდული ნერგებით, ხოლო ფოთლის დამზადება შესაძლებელია მექანიზირებული წესით, რაც ამცირებს პარკის თვითღირებულებას.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, აკადემიის ექსპერტი დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი, პროფესორები: ნოდარ ხატიაშვილი, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი გიორგი ქუთელია, კოოპერატივ ,,აბრეშუმხვევია“-ს წევრი (ახმეტა) მანანა ელიკაშვილი, ს/ო მერსი ქორფსის თემატური ჯგუფის კოორდინატორი მაია მოსიაშვილი.

დაადგინეს: მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება და აღიძრას შუამდგომლობა აკადემიის პრეზიდიუმის წინაშე, რათა დოქტორ ნოდარ სტეფანიშვილის მოხსენება გატანილი იქნეს განსახილველად აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე.

3 მარტი - ველური ბუნების მსოფლიო დღე

 332885631 603439274515036 8577770334269419569 n      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2023 წლის 2 მარტს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: ბიოლოგიის დოქტორები: პროფესორი მედეა ბურჯანაძე და არჩილ სუპატაშვილი, დოქტორანტი ნატალია ხარაბაძე.

სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან აღნიშნა, რომ ველურ ბუნებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ადამიანის ხშირდ გაუაზრებელი მოქმედების გამო ყოველწლიურად ცხოველთა მრავალი სახეობების გადაშენება ფიქსირდება. საქართველო, თავისი ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. მას გაფრთხილება სჭირდება, რადგან სხვა შემთხვევაში შეიძლება გამოუსწორებელი ფაქტის წინაშე დავდგეთ. აკადემიკოსმა ლ. დოლიძემ ასევე ისაუბრა იმ ტრადიციებზე, რომელიც ველური ბუნების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, უკვე წლებია დამკვიდრდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში. შემდეგ მან სიტყვა გადასცა ბიოლოგიის დოქტორს, პროფესორ მედეა ბურჯანაძეს, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „პირველი ქართული მიკრობიოლოგიური პრეპარატი ბოვერ–ჯი (Bover-Ge) მავნე მწერების კონტროლისათვის“. 332007893 763806938420253 4850137924379280911 n

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პრეპარატი შექმნილია ენტომოპათოგენური სოკოს Beauveria bassiana-ს ადგილობრივი შტამის საფუძველზე. ახალი ბიოპესტიციდის შესახებ მომზადდა საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც მიაწვდის ინფორმაციას ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს. ბოიპესტიციდი ბოვერ–ჯი იაფია ვიდრე შემოტანილი მსგავსი ტიპის პრეპარატები, ადაპტირებულია ადგილობრივ პირობებთან, ეფექტურია მავნე მწერების წინააღმდეგ (წარმატებით მოქმედებს შემთხვევათა 70-90%-ში), ახასიათებს ხანგრძლივი პესტიციდური მოქმედება სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიული, სატყეო, სათბურის, წყლის, ადამიანის და დაავადების გადამტანი მწერების წინააღმდეგ მიწისზედა და ნიადაგში მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ. იგი უსაფრთხოა, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებას, არ არის ტოქსიკური, უსაფრთხოა ადამიანისა და გარემოსათვის, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.

მოხსენებამ მსმენელთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ქალბატონმა მედეამ ამომწურავი პასუხები გასცა.

სხდომა შეაჯამა აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას დიდი მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

ხსოვნა

ღვაწლმოსილი მეცნიერის  -    აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ხსოვნა

 

  300089053 1405764349891991 4507715588567777932 n     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი, პედაგოგი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ელგუჯა შაფაქიძე.

     ბატონი ელგუჯა შაფაქიძე დაიბადა ქალაქ თბილისში, 1942 წლის 20 აგვისტოს მოსამსახურის ოჯახში. 1958 წელს წარჩინებით დაამთავრა ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის 53-ე საშუალო სკოლა (ყოფილი მე-7 ვაჟთა საშუალო სკოლა) და მუშაობა დაიწყო ქალაქ თბილისის ელმავალმშენებელ ქარხანაში ხარატად, სადაც იმუშავა 1962 წლამდე. პარალელურად 1959 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1965 წელს და მიენიჭა ინჟინერ- მექანიკოსის კვალიფიკაცია.

     ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იგი დატოვეს სამუშაოდ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის „ვენახის შრომატევადი სამუშაოების“ პრობლემურ ლაბორატორიაში უფროს კონსტრუქტორად. 1968 წელს ბატონი ელგუჯა ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ნიადაგდამამუშავებელი მანქანა-იარაღების კათედრის ასპირანტად. 1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ვენახის საცავ ზოლში ნიადაგის დამუშავების მექანიზაცია“ და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

 1966-1967 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახურს და იყო თადარიგის კაპიტანი.

     1974 წელს იგი კონკურსით არჩეული იქნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეაბრეშუმეობის სასწავლო-კვლევით ფაკულტეტზე მექანიზაციის განყოფილების გამგედ.

   1978 წელს მას მიენიჭა უფროსი მეცნიერ მუშაკის სამეცნიერო წოდება.

   1981 წელს ბატონი ელგუჯა დაინიშნა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, ხოლო 1987 წელს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით არჩეულ იქნა ამავე ფაკულტეტის დეკანად, სადაც იმუშავა 2005 წლამდე.

     1985 წელს მას მიენიჭა დოცენტის, ხოლო 1993 წელს-პროფესორის სამეცნიერო წოდება.

   1994 წელს ბატონმა ელგუჯამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მეაბრეშუმეობის შრომატევადი ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია“ და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

   1995 წელს იგი არჩეულ იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2015 წელს აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).

   1997 წელს ბატონი ელგუჯა აირჩიეს უმაღლესი სკოლის მეცნიერების საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად;

2004 – 2009 წლებში არჩეული იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საინჟინრო განყოფილების აკადემიკოს-მდივნად.

     2005-2007 წლების პერიოდში ბატონი ელგუჯა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ნიადაგდამამუშავებელი და სამშენებლო მანქანების კათედრის პროფესორად და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად.

   2006 წლიდან 2013 წლამდე არჩეული იქნა სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) სოფლის მეურნეობის მექანიზაციის მიმართულებით.

   2011 წელს იგი აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად - აკადემიკოსად.

     უნივერსიტეტში მუშაობის პერიოდში აქტიურად ეწეოდა სასწავლო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. 1998 – 2005 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

     2012 წლიდან იგი არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეაბრეშუმეობის ასოციაცია BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში.

   2013 წლის 4 იანვრიდან უკანასკნელ დღემდე ბატონი ელგუჯა შაფაქიძე მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიური დეპარტამენტის უფროსად, აკადემიის აკადემიკოს - მდივნად.

   იგი აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. გამოქვეყნებული აქვს 283 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 8 მონოგრაფია, 8 სახელმძღვანელო, 13 რეკომენდაცია, მიღებული აქვს 10 საავტორო მოწმობა, 8 პატენტი გამოგონებაზე, 6 რაციონალიზატორული წინადადება.

     მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად და ორი დისერტაცია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.

                       ბატონი ელგუჯა 1988 წელს დაჯილდოვდა მედლით „შრომის ვეტერანი“. 1999 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“, 2006 წელს მიენიჭა „წლის ინჟინრის“ საპატიო წოდება. 2016 წელს მის ნაშრომს „საქართველოს მეაბრეშუმეობა-პრობლემები, რეაბილიტაცია, აღორძინება” მიენიჭა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია აგრარულ დარგში საუკეთესო ნაშრომისათვის. 2017 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით აგროსაინჟინრო დარგში მიღწეული წარმატებებისათვის.

         აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა ღვაწლმოსილი მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების, კოლეგებისა და მოწაფეების ხსოვნაში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

326727167 680263873841326 1707333486176053987 n  15 თებერვალს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოში მომზადებული მოხსენება: საქართველოს ვენახების კადასტრის აგების გზები და შედეგები“ (ავტორები: სოფლის მეურნეობის დოქტორი, მთავარი სპეციალისტი ირმა მდინარაძე და სამმართველოს უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე).

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც მოკლედ დაახასიათა საქართველოს მეღვინეობის სექტორში არსებული მდგომარეობა და გადასაწყვეტი პრობლემები, ხაზი გაუსვა ვენახების კადასტრის შექმნის უდიდეს როლს ამ პრობლემების გადაჭრაში.

მომხსენებელმა დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ ვენახების კადასტრი გააჩნია ევროკავშირის წევრ ყველა იმ ქვეყანას, სადაც განვითა­რებუ­ლია მევენახეობა-მეღვინეობ. არსებული   რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს ვენახე­ბის კადასტრის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება დახასიათდეს, როგორც ევროპული გამოცდი­ლე­ბისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროექტს, რომელიც წარმოადგენს ვენახების ფართობებისა და ყურძნის წარმოების მონიტორინგის საშუალებას; იგი იქმნება ვენახის ნაკვეთების შესახებ დეტალური აგრონომიული ინფორმაციის შეკრებით, მევენახეებისა და მეღვინეების რეესტრის შექმნითა და მისი მუდმივი განახლებით აერო ფოტო სურათებზე დაფუძნებული საანკეტო ინფორმაციის შეკრებით.

ვენახების კადასტრის მიზანს წარმოადგენს:

ვაზისა და ღვინის სექტორში არსებული ყველა ერთეულის (საწარმოს) შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია და შენახვა;

ინფორმაციის შეგროვება, რეგისტრაცია და შენახვა საქართველოს ვენახების ადგილმდებარეობის, მათი ფართობის, ჯიშური შემადგენლობის, დარგვის წლისა და მევენახეობის პრაქტიკასთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების ჩათვლით GIS ტექნოლოგიებზე დაყრდნობით;

ვენახების საანკეტო (.. “ალფანუმერული”) და გრაფიკული ისტორიული მონაცემების წარმოება-შენახვა;  326573835 1229757697631962 5246289562161124097 n

მევენახეობის ზონების გათვალისწინება ვენახების საწარმოო პოტენიცალის ანალიზისათვის, ახალი ზონების შექმნის ხელშეწყობა და არსებული ზონების საზღვრების დაზუსტება;

ყურძნის მოსავლისა და ღვინის პროდუქციის პროგნოზირება, სტატისტიკური ანგარიშების შემუშავება მევენახეობის რეესტრში შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე და სხვა.

2014-2021 წლებში ვენახების კადასტრის პროექტის ფარგლებში სრულად აღიწერა კახეთის, რაჭისა და ლეჩხუმის მევენახეობის ზონების ვენახები, ჯამში 42089 ჰა ფართობზე. რთველი აღნიშნულ ზონებში ჩატარდა ვენახების კადასტრის ამონაწერების საფუძველზე, ხოლო 2022 წელს კადასტრის აგების სამუშაოები გაგრძელდა ქართლის (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი) მევენახეობის ზონაში - რეგიონის რუკები ატვირთული იქნა ვენახების კადასტრის ერთიან მონაცემთა ბაზაში, რომლებზედაც განხორციელდა ვენახების პოლიგონების მოხაზვა და ამჟამად მიმდინარეობს საკადასტრო ინფორმაციის შეკრება. 2023 წელს დაგეგმილია კადასტრის აგების სამუშაოების გაგრძელება მესხეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის მევენახეობის ზონებში.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები ცოტნე სამადაშვილი, გელა ჯავახიშვილი, ნოდარ ხატიაშვილი, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, აკადემიის სტიპენდიატი დოქტორი ეკატერინა კაციტაძე, დოქტორი ზურაბ ლოლაძე, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საქართველოს ვენახის კადასტრის შექმნის მიმართულებით მნიშვნელოვან მიღწევებს და ახალი წარმატებები უსურვეს კადასტრის სამმართველოს წევრებს მათ შემდგომ მუშაობაში.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com