საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მამა ილია სტუმრად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

354122463 6580212301998772 2015727496997251389 n  მიმდინარე წლის 29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სტუმრად ეწვია სვეტიცხოვლის მამათა მონასტრის იღუმენი, არქიმანდრიტი, მამა ილია (სანდრო) კავსაძე. მამა ილიამ ტრადიციულად, აკურთა აკადემიის შენობა, მოიარა მისი თითოეული კაბინეტი, დალოცა აკადემიის თანამშრომლები, რის შემდეგაც აკადემიის საკონფერენციო დარბაზში იქადაგა. ქადაგების დროს მან დარბაზში მყოფთ ესაუბრა პეტრე-პავლობის მარხვის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, ლოცვის მადლსა და ძალაზე. აღნიშნა, რომ ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, სიკეთის კეთებასა და სიყვარულში გაატარებს თავის სიცოცხლეს თუ არა.354488461 261867269823948 2699707283471554198 n ეს ღვთის მიერ ბოძებული უფლებაა, თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტება, ბოღმა და შური ამძიმებს ადამიანის სულს და სატანჯველად უხდის მას. მამა ილიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის ყოფაზე, მის სულიერ მდგომარებაზე, იმაზეც, თუ რაოდენ დიდი ბედნიერებაა, როდესაც კაცს შინიდან სამსახურში და სამსახურიდან შინისაკენ ერთნაირი სიხარულით მიუწევს გული. შემდეგ მამა ილიამ პასუხი გასცა აკადემიის თანამშრომელთა მიერ დასმულ შეკითხვებს და აღუთქვა მზაობა, რომ თითოეულ მათგანს და მთლიან კოლექტივს სიამოვნებით იხილავს სვეტიცხოვლის 353951161 749615360503945 3037529529087706976 nსაკათედრო ტაძარში. ქადაგების ბოლოს მან აკადემიას საჩუქრად გადასცა ხელნაკეთი წმინდა ნინოს ჯვარი, აკადემიის თითოეულ თანამშრომელს კი იესო ქრისტესა და წმინდა გიორგის ხატები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ პირადად თავისი და მთელი კოლექტივის სახელით მადლობა გადაუხადა მამა ილიას მობრძანებისთვის, აკადემიის შენობის კურთხევისა და თანამშრომელთა დალოცვისათვის.

 

 

 

 

  

 

შეხვედრა საქართველოს პარლამენტში

 

356787318 214424441051289 9172268798811094355 n მიმდინარე წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პარლამენტის წევრებმა აგრარული დარგის სპეციალისტებს, მ. შ. საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს გააცნეს თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

შეხვედრა გახსნა პარლამენტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისათვის, რის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. აღინიშნა, რომ ანგარიში მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

შეხვედრაზე მსმენელების წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი ნინო წილოსანი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ქალბატონი მაია ბითაძე და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გივი მიქანაძე. მათ ასევე ისაუბრეს აგრარული დარგისა და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აღნიშნულ დარგებში სპეციალისტთა ნაკლებობაზე და ამასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაზე.

ბატონმა გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ თემატურ მოკვლევაში ჩართულები იყვნენ პარლამენტის სამი: აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები. თემატური მოკვლევის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა აგრარულ და გარემოს დაცვით სფეროში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება; აღნიშნულ სფეროებში სამუშაო ძალის მომზადების ხარისხისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; აღნიშნულ პროფესიათა შესაბამისი პროგრამების პროვაიდერი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოწვევების გაანალიზება; რეკომენდაციების შემუშავება აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოსაფხვრელად. შემდეგ ბატონმა გიამ სიტყვა გადასცა ექსპერტს, ქალბატონ ანა დიაკონიძეს, რომელმაც აუდიტორიას პრეზენტაციის სახით წარუდგინა სამუშაო ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოები. გამოვლენილი იქნა დეფიციტური პროფესიები აგრარულ და გარემოს დაცვის სფეროებში, დეფიციტის გამომწვევი მიზეზები, ყურადღება გამახვილდა დეფიციტთან გამკლავების საერთაშორისო პრაქტიკასა და ქართული რეალობაზე.

შეხვედრის დასასრულს ბატონმა გია ცაგარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო 16 რეკომენდაცია, რომელიც გაკეთდა თემატური მოკვლევის „ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ შედეგად გამოვლენილი სირთულეების დასაძლევად.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

 

353664296 982638502861356 3400943997257039559 n  2023 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა.

           სხდომის თავმჯდომარემ აკად. ჯ. გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სხდომის დღის წესრიგი: 1) ინფორმაცია სახელმძღვანელოს ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ შესახებ; 2) შინაური ცხოველების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხებისა და შინაურ ცხოველთა მოვლა-პატრონობის რეკომენდაციების შესახებ; 3) საქართველოში რძის პროდუქტების (მაწონი, რძე, ყველი) დამზადებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

პირველი საკითხის ირგვლივ ისაუბრეს ავტორთა ჯგუფის წევრებმა: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის დოქტორმა ეკატერინე ზვიადაძემ და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერმა, საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის მაგისტრმა, ევროპათმცოდნე ნოდარ კერესელიძემ.

            ავტორებმა მსმენელებს გააცნეს ნაშრომის შექმნის მიზანი, ამოცანები. აღინიშნა რომ სახელმძღვანელო საშუალებას იძლევა გაანალიზდეს დარგში არსებული სიტუაცია, მიღწევები, პრობლემები და პერსპექტივები. წიგნში ასევე მოცემულია სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი მიმართულებები და სურსათის თანამედროვე სისტემების განვითარების პერსპექტივები, დეტალურად არის განხილული სოფლის მეურნეობის და აგრობიზნესის განვითარების პოლიტიკა ევროკავშირში, აშშ-ში და სხვ.

          სახელმძღვანელოს ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს: აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ნ. ჭითანავამ, აკად. ა. დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ნაშრომის აქტუალობასა და მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ იგი ერთნაირად საინტერესოა, როგორც სტუდენტებისათვის, ასევე მეცნიერ-მკვლევარებისა და აგრობიზნესში დასაქმებულ პირთათვის. სხდომამ მიიღო დადგენილება, სახელმძღვანელოს ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“ მიეცეს რეკომენდაცია ფართო საზოგადებისათვის გასაცნობად.

            სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი.

            მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შინაური ცხოველები დადებითად მოქმედებენ მფლობელთა ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ამასთანავე შესაძლებელია გადასცენ ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციები. ისინი ნერწყვით, შარდით ან ფეკალიებით, აბინძურებენ ნიადაგს და ამდენად დაავადებების პოტენციური გადამდებები ხდებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პატრონებმა გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და თავიანთი ოთხფეხა მეგობრები შეძლებისდაგვარად ისეთ ტერიტორიაზე ასეირნონ, სადაც მოსახლეობას მათი ექსკრემენტებით დისკომფორტს და საფრთხეს არ შეუქმნიან.

            აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პროფესორების გოგი მაძღარაშვილისა და მაია კერესელიძის, ასევე დოქტორ ირაკლი თათრიშვილის მიერ გამოითქვა მოსაზრება, რომ 1) საჭირო და აუცილებელია, რომ ცხოველთა დაცვის ფედერაციამ უზრუნველყოს ცხოველებისათვის სპეციალური სკვერების მოწყობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს.

       რაც შეეხება დღის წესრიგის მესამე საკითხს, იგი წარმოადგინა სოფლის მეურნეობის დოქტორმა ერნა კალანდიამ. მან ვრცლად ისაუბრა რძისა და რძის პროდუქტების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ: რძე და რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ლაქტოზას, დადებით გავლენას ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობენ საკვებიდან კალციუმისა და ფოსფორის შეთვისებას, აუმჯობესებენ ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობას; რძის შრატიდან გამოყოფილი ლაქტოზა ფართოდ გამოიყენება ბავშვთა პროდუქტების, პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო ნაწარმის, აგრეთვე სამედიცინო პრეპარატების დასამზადებლად; რძის პროდუქტების დამზადების დროს მნიშვნელოვანია მათი უვნებლობის მაჩვენებლების შემოწმება, წარმოშობილი სპეციფიკური პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამისი მიდგომების შემუშავება და ამ პრობლემების გადაჭრისათვის ალტერნატიული გზების ძიება.

მოხსენების დასულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაება დამსწრე საზოგადოება. აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა, ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტმა ლალი ვაშაკიძემ, დოქტორმა ნაირა მამუკელაშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ საწიროა 2) ეთხოვოს შესაბამის სამსახურებს რძის პროდუქტების (მაწონი, რძე, ყველი) დამზადების ხარისხსა და უსაფრთხოებაზე გაამკაცრონ სანიტარული წესები და ნორმები, რათა დაცული იქნას რძის პროდუქტების უვნებლობის პრინციპები და მომხმარებელთა უფლებები.

სამეცნიერო საბჭოს მუშაობა შეაჯამა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა.

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

  

354316352 929037838179408 3490297357380128839 n მიმდინარე წლის 21 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვივნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. შეხვედრა წარიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, მარიამჯვრის  სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნატო კობახიძე, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების გამგე, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი და უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ასევე აგრარული და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებების მეცნიერ-სპეციალისტები, აკადემიის აპარატის მუშაკები. 356718156 647946723544773 6712900524540796550 n

მრგვალი მაგიდა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ ბატონმა გივიმ ფართოდ გააშუქა აკადემიის საქმიანობა, მისი სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით აკადემიაში წარმოებულ საქმიანობაზე. აღინიშნა, რომ ეკოლოგია, ტყე ეს არ არის მარტო დარგის სპეციალისტების საზრუნავი, იგი თითოეული ჩვენთაგანის საფიქრალია. აკადემიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აკადემიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, მის მნიშვნელობაზე, აკადემიის მხრიდან გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულებით კონკრეტული საქმიანობების მეცნიერულ უზრუნველყოფაზე. შემდეგ ბატონმა გივის სიტყვა გადასცა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ბატონ აპოლონ კაკაბაძეს. ბატონმა აპოლონმა მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას გულთბილი მიღებისათვის. ისაუბრა სატყეო სააგენტოს საქმიანობაზე, ხედვებზე, სტრუქტურაზე, გაწეულ სამუშაოებზე, რის შემდეგაც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ნათია იორდანიშვილმა დარბაზში მყოფ მსმენელებს წარმოუდგინა პრეზენტაცია თემაზე: „სატყეო რეფორმა და მიდინარე ღონისძიებები“. პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იყო: ტყის ეკოლოგიურად გონივრული, სოციალურად სარგებლიანი და ეკონომიკურად წარმატებული მართვა; სატყეო სააგენტოს განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2023-2028; სოციალური ჭრები და ამ მიმართულებით დადგენილი ლიმიტები. გარდა ამისა საუბარი წარიმართა განხორციელებულ სამუშაოებზეც, როგორიცაა: ტყის ეროვნული აღრიცხვა, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმის განახლება, რომელიც 2030 წლისათვის სრულად იქნება მოცული, ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები, რომელიც 2023 წელს 3440,2 ჰა ფართობზე განხორციელდება. ქალბატონმა ნათიამ აუდიტორიას მოუთხრო ტყეზე ზრუნვის მოხალისეობრივი პლატფორმის - „ტყის მეგობრის“ შესახებაც, ტყის აღდგენის სამიზნე რეგიონებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ გათვალისწინებულია 20 000 ჰა ტყის აღდგენა, რასაც დასჭირდება 60 მლნ. გახარებული ხე და 6 მლნ. ნერგი.

პრეზენტაციის დასასრულს გაამართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ. ჯაფარიძემ, ნ. ჭითანავამ, თ. ყურაშვილმა. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც ნ. იორდანიშვილმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა ბატონ ა. კაკაბაძეს და ნ. იორდანიშვილს მობრძანებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო ეფექტურს და პროდუქტიულს გახდის ურთიერთობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“

     352444304 1418422585387018 748077467835868446 n    მიმდინარე წლის 23 ივნისს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დოქტ. თინათინ ეპიტაშვილი.

       კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ. მან მოკლედ ისაუბრა ორგანული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა.

       კონფერენციის №1 სესიაზეორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები (საქართველო, აღმოსავლეთ ევროპა, მსოფლიო) „  მოსმენილი იქნა მოხსენებები: მსოფლიოს ორგანული მეურნეობა და ბაზარზე არსებული ტენდენციები, დავით ბედოშვილი, კავკასსერტი, საქართველო; ასოციაციების როლი და მნიშვნელობა ორგანული წარმოების პოპულარიზაციაში, ნატურლანდისა და “Go Organic” პროექტის მაგალითზე, ევა გემელი, ნატურლანდი, გერმანია; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ორგანული სურსათის წარმოებასა და ვაჭრობაზე, დოქტ. ევგენი მილოვანოვი, უკრაინის ორგანული ფედერაცია, უკრაინა; ორგანული მეურნეობის ოცი წელი სომხეთში, ფილიპ აშიკიანი, შპს ეკოგლობი, სომხეთი; ორგანული მოძრაობის ტენდენციები აზერბაიჯანში - პრობლემები და პერსპექტივები, დოქტ. ვუგარ ბაბაევი, განჯის აგრობიზნესის ასოციაცია, აზერბაიჯანი; ორგანული სერტიფიცირება სამხრეთ კავკასიაში  და რეგიონალური თანამშრომლობა- „გრინ კაუკაზუსის“ გამოცდილება, ზურაბ ნადარეიშვილი, კავკასსერტი, საქართველო.

     კონფერენციის №2 სესიაზე ორგანული და ფეარ თრეიდ თხილის წარმოება და ექსპორტი საქართველოში“ მოსმენილი იქნა მოხსენებები: ორგანული თხილის ექსპორტი - პროექტის გამოცდილება, ია ებრალიძე, ელკანა, საქართველო; თხილის მცირე მწარმოებელთა ჯგუფური სერტიფიცირება, ბესო ზალიკიანი, ასოციაცია კავკასნათი, საქართველო; ორგანული თხილის წარმოება იტალიაში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, ანდრეა ფერანტე, სკოლა კამპესინა, იტალია; ორგანული თხილის ექსპორტი აზერბაიჯანიდან ევროკავშირში - წარმატების ისტორია და პერსპექტივები, შაჰრიარ ბაბაევი, განჯის აგრობიზნესის ასოციაცია, აზერბაიჯანი ; ორგანული თხილის წარმოება თურქეთში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები,  კუცი იასარი, ჩივჩისენი, თურქეთი; ფეარ თრეიდის ახალი სტანდარტი მეთხილეობაში, FLO, გერმანია(tbc)

     კონფერენციის №3 სესიაზე „აგროეკოლოგია და ფერმერთა უფლებები“ მოსმენილი იქნა მოხსენებები: მსოფლიო ორგანიზაცია (FAO) აგროეკოლოგიისათვის, ანა კანშიევა, რეგიონული წარმომადგენლობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, უნგრეთი; სურსათის სუვერენულობა და ნიელენის პროცესი, მორგან ოდი, ლა ვია კამპესინას ევროპული საკოორდინაციო ქსელი (ECVC); გაეროს დეკლარაცია გლეხებისა და სოფლად მომუშავე სხვა ადამიანების უფლებების შესახებ, რამონა დუმინიჩიოიუ, ეკორურალის, რუმინეთი; ევროპის თესლეულის პოლიტიკა და მისი გავლენა თესლეულის კონსერვაციასა და გამოყენებაზე, მათიას ლორიმერი, გავათავისუფლოთ მრავალფეროვნება, ევროკავშირი; BILIM – ცოდნის გაზიარების ონლაინ პლატფორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისათვის, კაროლინ ლედა, სკოლა კამპესინა, საფრანგეთი.   

       კონფერენციის №4 სესიაზე ბაზარზე ხელმისაწვდომობა: პრაქტიკული მაგალითები ორგანული და აგროეკომწარმოებლებისთვისმოსმენილი იქნა მოხსენებები:

სერტიფიცირების სქემები და ელკანას ხარისხის ნიშანი, თამარ ნონიაშვილი, ელკანა, საქართველო; ბაზართან თანამშრომლობით, კავკასიის მთების უძველესი მარცვლოვანი კულტურების თესლეულის შერჩევითი კონსერვაცია, რაც პირდაპირი სარგებლის მომტანია ქართველი  ბიოფერმერებისათვის, ელი როგოზა,  ჰერითიჯ გრეინ ქონსერვასი, აშშ; ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება საქართველოში, გიორგი გუჯარაიძე, ასოციაცია ტყის პროდუქტი, საქართველო; ორგანული ჩაი იმერეთიდან, ბესარიონ ზალიკიანი, შპს ფერეთა ორგანიკ, საქართველო; ბიო და ნატურალური ღვინის წარმოების პერსპექტივები საქართველოში, ელკანას წევრი მეღვინე, საქართველო (tbc; „ჯარას მეფუტკრეთა ასოციაცია, ასლან შაქარაძე, ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველო

       კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა ფერმერთა ადგილობრივი, ორგანული და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ საქართველოს

სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

gurami

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს გურამ ალექსიძეს ვიცე-პრეზიდენტად არჩევას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკდემიკოს მდივნად არჩეულია

აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

სანდრო

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძეს

აკადემიის აკადემიკოს მდივნად არჩევას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო და

საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

354496240 1182252042455626 2005942558444934062 n   2023 წლის 16 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის სტიპენდიატები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

აკადემიის საერთო კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. აკადემიის საერთო კრების მდივნად არჩეული იქნა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

   კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგი

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისა და აკადემიის აკადემიკოს-მდივნის არჩევნები.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების შემადგენლობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის შემადგენლობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი; აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

8. მიმდინარე საკითხები.  354862014 644065004269759 6742581271416380027 n

      აკადემიის საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგისთანახმად, გაიმართასაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის და აკადემიის აკადემიკოს მდივნის არჩევნები.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტადარჩეული იქნა აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ხოლო აკადემიის აკადემიკოს-მდივნად აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძედარბაზში მყოფმა საზოგადოებამ გულთბილად მიულოცა ბატონ გურამს და ბატონ ალექსანდრეს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე -პრეზიდენტად და აკადემიკოს-მდივნად არჩევა. უსურვა მათ წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

     აკადემიის წესდების თანახმად აკადემიის საერთო კრებამ დაამტკიცა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების საერთო კრებების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომლებმაც აკადემიკოს-მდივნებად აირჩიეს: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე; სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში - აკადემიკოსი რევაზ ასათიანი.

     აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წესდების თანახმად დამტკიცდა აკადემიის პრეზიდიუმის განახლებული შემადგენლობა. კრებამ ასევე დაამტკიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დებულება.

     აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

2023 წლის 25 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ერთხმად არჩეულია

აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

IMG4444444444444444 4881

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს პრეზიდენტად არჩევას. უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, წარმატებულ სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 საერთო კრება

350722099 2921776101289528 5266554386488926100 n  2023 წლის 25 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები), აკადემიის სტიპენდიატები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები.

აკადემიის საერთო კრება გახსნა აკადემიის უხუცესმა წევრმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა. მოკლე მისალმების შემდეგ, მან საერთო კრების თავმჯდომარედ აკადემიის ნამდვილ წევრებს შესთავაზა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილის, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის კანდიდატურა, რაზედაც ერთსულოვანი თანხმობა მიიღო. აკადემიის საერთო კრების მდივნად არჩეული იქნა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგი: 1. აკადემიის პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო  კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგების შესახებ. მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები. 350239904 760817722440431 4991021668125290372 n

    349214858 201948799434622 3649163464395598217 n აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას გააცნო საექსპეტო-საკონკურსო კომისიის დასკვნა, რომლის თანახმადაცაკადემიკოს გივი ჯაფარიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამეცნიერო-შრომითი საქმიანობა და კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს და აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე დაშვებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურში მონაწილეობის მისაღებად.“

      აკადემიის საერთო კრების მუშაობის დღის წესრიგის თანახმად, გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები, რომელმაც 350367398 1716721352120396 6468484470987764851 nსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად ერთხმად აირჩია აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ გულთბილად მიულოცა ბატონ გივის  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად არჩევა და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.350375630 3581322638815495 8587450355066124073 n

აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის ინიციატივით   დამსწრე საზოგადოებამ   მადლობა გადაუხადა აკადემიის ექს-პრეზიდენტს, აკადემიკოს გურამ ალექსიძეს გაწეული ღვაწლისათვის და მხურვალე ტაშით დააჯილდოვა იგი.

საერთო კრების ბოლოს სიტყვით გამოვიდა აკადემიის ახლადარჩეული პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, რომელმაც მადლობა გადაუხადა აკადემიის ნამდვილ წევრებს მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა რომ ერთიანი ძალისხმევითა და შემართებით აკადემია კვლავაც ჩვეული წარმატებით გააგრძელებს თავის საქმიანობას.

აკადემიის საერთო კრების მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ. 

კონფერენცია

ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი

მიძღვნილი კონფერენცია

 

344297075 203853475794742 8710208521217561837 n 2023 წლის 5 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა დიდი ქართველე მეცნიერის, სამთო მეტყევეობის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის სტიპენდიატები: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები: წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები, სოფლის მეურნეობის დოქტორები ნატო კობახიძე და ალექსანდრე აფციაური, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ბიოლოგიის დოქტორები: მედეა ბურჯანაძე და არჩილ სუპატაშვილი, მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გიული წერეთელი, დოქტორანტები: ნატალია ხარაბაძე და გიორგი ჯინჭარაძე და აგრარული უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო საქმის მიმართულების სტუდენტები.

კონფერენცია გახსნა აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მან ისაუბრა ვ. გულისაშვილის მიერ საქართველოში სატყეო მეცნიერების განვითარებისათვის გაწეულ უდიდეს ღვაწლზე, მის მიერ დაარსებული სატყეო ინსტიტუტის მნიშვნელობასა და საქმიანობაზე. აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე ასევე შეეხო საქართველოს ტყეების არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს, ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდა თაობის ჩართულობის აუცილებლობაზე სატყეო მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების მიმართულებით.   344289882 925361338671158 7776911725736974142 n

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, სატყეო საქმის დოქტორი გ. ქავთარაძე; წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე; მარიმაჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი და ვ. გულისაშვილი სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე. დოქტორმა გ. ქავთარაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიკოს ვ. გულისაშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, ისაუბრა მის კვლევებზე, სატყეო დარგის მიმართულებით გამოცემულ სახელმძღვანელოებსა და ფუნდამენტურ ნაშრომებზე. აღინიშნა, რომ ვ. გულისაშვილის სახელმძღვანელოებზე, რომელთა შორისა: მცენარეთა ეკოლოგია, ზოგადი მეტყევეობა, ბუნების დაცვის საფუძვლები და სხვა, არაერთი მეტყევე-სპეციალისტი აღიზარდა და მათ დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა და აქტუალობა. ვ. გულისაშვილი იყო ფართო დიაპაზონის მეცნიერი, როგორც მისი თანამედროვენი აღწერდნენ „ბუნების დაუღალავი მკვლევარ-მოგზაური, ვისაც ფეხით ჰქონდა შემოვლილი ამიერ და იმიერ კავკასიის ტყეები.“

სოფლის მეურნეობის დოქტორის რეზო ვასაძის მოხსენების თემა გახლდათ: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ზოლში ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა“. თავის მოხსენებაში იგი შეეხო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და თურქეთის რესპუბლიკის სასაზღვრო ტყის ზოლში გავრცელებულ მავნებელ-დაავადებებს, აღწერა მათი ზემოქმედებით ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა. საუბარი წარიმართა აჭარასა და ართვინის პროვინციებში გავრცელებული ტყეების არსებულ მდგომარეობაზე. ყურადღება გამახვილდა ისეთ მავნებლებზე, როგორებიცაა ნაძვის მბეჭდავი და კენწეროს ქერქიჭამიები, პათოგენური სოკო ე. წ. ბზის სიდამწვრე, ბზის ალურა და სხვა, მათ მიერ გამოწვეულ ზარალზე და ამ მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებზე. დოქტორმა რ. ვასაძემ ასევე ისაუბრა საჭმელი წაბლის მავნებლებზე, რომელთა შორის გამოყო მეტად საშიში მავნებელი აზიური წაბლის ბუზი. აღნიშნა, რომ ჩვენდა სასიხარულოდ, ეს მწერი აჭარაში არ არის დაფიქსირებული.

მარიმაჯვრის დაცული ტერიტორიის დირექტორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ზვიად ტიგინაშვილმა ისაუბრა მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალზე, აკადემიკოს ვ. გულისაშვილის როლზე მის დაარსებაში. ხაზი გაუსვა მარიამჯვრის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვის აუცილებლობას. მცენარეებიდან გამოყო ისეთი სახეობები, როგორებიცაა: სოსნოვსკის ფიჭვი, ჭალის მუხა, უთხოვარი, საღსაღაჯი, რცხილა, ჯაგრცხილა და სხვ. რაც შეეხება ფაუნის წარმომადგენლებს, აღნიშნა, რომ აქ გვხვდება: ევროპული შველი, მგელი, ტყის კატა, ტყის კვერნა, ჩვეულებრივი მელა, მაჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, ტურა, კოლხური ხოხობი, დურაჯი, კაკაბი, ბექობის არწივი და სხვ. დოქტორმა ზ. ტიგინაშვილმა მსმენელებს მოუთხრო ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე დაფიქსირებული სამართალდარღვევების სახეებზე და მათი აღკვეთის ღონისძიებებზე, ტყეების სანიტარულ მდგომარეობაზე, მართვაზე და სხვ.

ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი მედეა ბურჯანაძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა პრეზენტაციით: „წაბლის ქერქის კიბო Cryphonectria parasitica და მის წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის დანერგვა საქართველოში“. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს წაბლნარებში ხმობა მრავალი ათეული წელია მიმდინარეობს, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ისეთმა დაავადებამ, როგორიცაა წაბლის ქერქის კიბო. დაავადების გამომწვევი სოკო აზიანებს ქერქს, რომელზედაც ზოგჯერ წარმოიქმნება კიბოს ნეკროზები. სოკო იწვევს ტოტების მასობრივი ხმობას, წვერხმელობას და ფოთლების ჭკნობას. სოკოს გავრცელება ხდება მწერების, ფრინველების, ქარისა და წვიმის საშუალებით. შვეიცარიელ, მაკედონელ და ხორვატ კოლეგებთან თანამშრომლობით, საქართველოში ჩატარდა წაბლნარების პათოლოგიების გამოკვლევები, რომლის მიზანი იყო, როგორც დაავადების გავრცელების დადგენა, ასევე ამ დაავადების წინააღმდეგ ბიოკონტროლისათვის სოკოს ჰიპოვირულენტური შტამების გამოვლენა. გამოკვლევები ჩატარდა ქვეყნის 14 რაიონში. საქართველოსა და შვეიცარიაში ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა გამოავლინა C. Parasitica - ს პოპულაციური მრავალფეროვნება, ხოლო შვეიცარიაში ჩატარებულმა გენეტიკურმა ანალიზმა კი - გენეტიკური მრავალფეროვნება და ჰიპოვირულენტური შტამების არსებობა საქართველოში. გამოვლენილი იქნა ქართული ყველაზე აქტიური ჰიპოვირულენტური შტამები CHV-1, რომელიც ინახება შვეიცარიაში ტყის თოვლისა და ლანდშაფტის ფედერალურ ინსტიტუტში (WSL). საქართველოდან გაგზავნილი 664 C. parasitica იზოლატიდან, 62 იზოლატი დადებითად დადასტურდა CHV-1-ზე. საყურადღებოა, რომ CHV-1 შტამებიდან შესაძლებელია დამზადდეს ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოყენებული იქნება წაბლის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მოხსენების ბოლოს პროფესორმა მ. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს წაბლნარების გაჯანსაღების მიზნით, საჭიროა სამუშაოების გაგრძელება, რაც საჭიროებს დამატებით ფინანსური რესურსების მოძიებას და ახალგაზრდა კადრების მოზიდვას. 342926649 138892192430430 4246325883313756370 n

კონფერენციის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული, როგორც სატყეო დარგის მეცნიერები, ასევე სტუდენტები. წარმოდგენილი მოხსენებების ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

კონფერენციაზე აღინიშნა, ისიც რომ ვ. გულისაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სატყეო დარგის მეცნიერებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს აკადემიკოს ვ. გულისაშვილის საფლავი.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისათვის.

 

 345729124 991212512241501 4000480117466922157 n

მაის-ივნისის ღონისძიებები

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

14 ივნისს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის წყლის სამმართველოს ხელმძღვანელის მარიამ მაკაროვას მოხსენება თემაზე: ინფორმაცია „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა აღნიშნული კანონის მიღების დაჩქარების აუცილებლობას.

თავის მოხსენებაში მარიამ მაკაროვამ აღნიშნა, რომ 1997 წლის 16 ოქტომბერს მიღებული „წყლის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი ნორმების უმეტესობა მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებს, იგი ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების ეფექტიან მართვას. გარდა ამისა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თანახმად, წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD/2000/60/EC) დანერგვა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ვალდებულებას წყლის რესურსების მართვის სექტორში.        აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ახალი კანონმდებლობის ჩამოყალიბება ევროპულ სტანდარტებსა და წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის (IWRM) კონცეფციაზე დაყრდნობით. შესაბამისად, მომზადდა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. მიმდინარე წლის აპრილში კანონპროექტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენა წარმატებით გაიარა.

            კანონის პროექტის ძირითადი მიზანია წყლის რესურსების მართვის ისეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას და ინტეგრირებული/სააუზო მართვის პრინციპების შესაბამისად წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად გამოყენებას.           დოკუმენტში ასახულია ევროკავშირის შემდეგი დირექტივების მიდგომები და მოთხოვნები:

  • წყლის ჩარჩო დირექტივა (2000/60/EC);
  • დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდის შესახებ (91/271/EEC);
  • დირექტივა წყალდიდობების რისკების შესახებ (2007/60/EC);
  • დირექტივა სოფლის მეურნეობის წარმოების შედეგად გენერირებული ნიტრატებით წყლის დაბინძურების შესახებ (91/676/EEC).
  • დირექტივა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ (98/83/EC).

წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის ძირითადი პრინციპებია: აუზის ფარგლებში სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების წყალმოსარგებლეთა საქმიანობის კოორდინაცია; მდინარის ზედა და ქვედა დინებაში განლაგებულ წყალმოსარგებლეთა ინტერესების გათვალისწინება; ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების მდგომარეობის ურთიერთქმედების განსაზღვრა; დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული მხარეების და ფართო საზოგადოების მონაწილეობა.

კანონპროექტის სიახლეებია: უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციების გამიჯვნა; სააუზო მართვის სისტემის ჩამოყალიბება; აუზების ფარგლებში წყლის გამოყენების პრიორიტეტიზაცია; ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღებაზე და ზედაპირული წყლის ობიექებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებაზე სანებართვო სისტემის აღდგენა (გაუქმდა 2008 წელს); ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღების მოსაკრებლის აღდგენა (ფასიანი ბუნებათსარგებლობის“ პრინციპი). აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ზედაპირული წყალი ერთადერთი ბუნებრივი რესურსია, რომლითაც სარგებლობა უფასოა.

კანონპროექტით დადგენილი ნორმების ამოქმედება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ეტაპობრივად.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: რევაზ ასათიანი და ალექსანდრე დიდებულიძე, პროფესორები: მარტინ ვართანოვი, ედუარდ კუხალაშვილი და ნოდარ ფოფორაძე, დოქტორები: შორენა კუპრეიშვილი და აკაკი მაღლაკელიძე, რომლებმაც აღნიშნეს კანონის ინფორმაციულობა და საავტორო კოლექტივის მიერ ჩატარებული დიდმოცულობიანი და სასარგებლო მუშაობა.

 

ავსტრიელი მეცნიერი სტუმრად საქართველოს სოფლის

მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

 

354431185 807165044094856 641267075749342968 n მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია ავსტრიის ტყეების, ბუნებრივი საფრთხეებისა და ლანდშაფტის ფედერალური კვლევითი და ტრეინინგ ცენტრიგენეტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ბერტოლდ ჰაინზე. შეხვედრა გაიმართა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში. სტუმარს დახვდნენ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიის სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე. შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის . ., სატყეო საქმის დოქტორი  გიორგი ქავთარაძე, სსიპ სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, სსიპ სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებ: მარგალიტა ბაჩილავა და ირინე თვაური,  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები,  დოქტორები: თინათინ ეპიტაშვილი; ლაშა ჩიბურდანიძე; ირინე ჩარგეიშვილი; მარიამ ნოზაძე; ნატალია ტოგონიძე; მაგისტრები: ბაგრატ რაზმაძე; ალექსანდრე საკანდელიძე; აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ქეთევან ჭიპაშვილი, მარიკა მოსაშვილი და  ლარისა ჩაიკა.

შეხვედრა გახსნა აკადემიის ახალგარდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარემ,  დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროფესორ ბერტოლდ ჰაინზეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანი. აღინიშნა, რომ ბატონი ბერტოლდი გახლავთ ქართველ მეცნიერ-მეტყევეთა ერთ-ერთი პროექტის უცხოელი კონსულტანტი. იგი წლებია თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან  და მათთან ერთად განიხილავს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებს,   გეგმავს მათი გადაჭრის რაციონალურ  გზებს.  შემდეგ დოქტორმა გ. ქავთარაძემ სიტყვა გადასცა ბატონ ბ. ჰაინზეს. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას მოუთხრო თავისი საქმიანობის შესახებ. აღნიშნა, რომ ავსტრიის ტყეები ძირითადად მონოკულტურებით-სოჭნარებითაა წარმოდგენილი. როგორც ცნობილია, მონოკულტურებში მავნებლები გაცილებით სწრაფად ვრცელდებიან, რადგან მათ წინ არ ხვდებათ არავითარი წინააღმდეგობა.  ისინი ერთი ხიდან  თავისუფლად გადადიან  მეორეზე და ასე  მრავლდებიან. სწორედ ეს გახლავთ ტყეების განადგურების განმსაზღვრელი მიზეზი. სტუმარმა აუდიტორიას ასევე  გააცნო თავისი სამეცნიერო ინტერესის სფერო, რომელიც უკავშირდება მცენარეთა, მოლეკულურ  და  კონსერვაციულ გენეტიკას. თვლის, რომ გენეტიკოსთა ერთ-ერთ მთავარ მიზანს  წარმოადგენს ისეთი მცენარეთა გენომის დადგენა ან ისეთი მცენარეების მიღება, რომლებიც გლობალური დათბობის ფონზე განსაკურებული სიმტკიცით გამოირჩევიან სხვადასხვა მავნებელ-დაავადებების მიმართ. 

შეხვედრის ფარგლებში საუბარი წარიმართა საქართველოს ტყეების დღევანდელ მდგომარეობაზეც. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოთქვა სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნანა გოგინაშვილმა. გარდა ამისა მან ყურადღება გაამახვილა პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზეც.  აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების განსაკუთრებულობას. მან თქვა, რომ ავსტრიის ტყეებისგან განსხვავებით და არა მარტო ავსტრიის, ზოგადად ევროპის ტყეებისგან განსხვავებით, რომელთა უდიდესი ნაწილი ხელოვნურადაა გაშენებული, ჩვენი ტყეები ბუნებრივი წარმომავლობისაა, და ამდენად მათი რეზისტენტობაც გარკვეული დაავადებების მიმართ გაცილებით ძლიერია. სწორედ ამიტომაა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა ქართული სოჭის გაშენებას მთელ ევროპაში, რისთვისაც მაგალითისთვის, ქვეყნიდან სოჭის თესლი გააქვთ. დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა აღნიშნა, რომ ზოგადად ტყეებთან დაკავშირებული თითოეული პრობლემა ეს არაა ერთი თუ ორი ქვეყნის გადასაწყვეტი, იგი გლობალური მნიშვნელობისა და ამიტომ მთელი მსოფლიო უნდა ჩაერთოს მის გადაწყვეტაში.

შეხვედრა შეაჯამა დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ. მან დამსწრე საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა სტუმარს მობრძანებისათვის  და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

შეხვედრის ბოლოს დოქტორებმა მარინე ბარვენაშვილმა და თინათინ ეპიტაშვილმა პროფესორ ბერტოლდ ჰაინზეს დაათვალიერებინეს აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა, გააცნეს  წარმოდგენილი ექსპონატები.

 

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

354258476 198395526123162 7992235012254170747 n  მიმდინარე წლის 5 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: „თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების მდგომარეობა და მათი ხმობის მიზეზები“ - მომხსენებელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრები: განყოფილების სწავლული მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, განყოფილების სტიპენდიატები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის . ., სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, სსიპ სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი, ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე,   აკადემიის აპარატის მუშაკები და მოწვეული სტუმრები.

დოქტორ არჩილ სუპატაშვილმა, დაწვრილებით მიმოიხილა, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების მდგომარეობა და მათი ხმობის მიზეზები. მან აღნიშნა, რომ მოცემულ არეალში ფიჭვების ხმობა ძირითადად გამოწვეულია ფიჭვის დიდი მებაღის (ლაფნიჭამია - Tomicus piniperda L.) მავნებლობით. ხოჭოები შეიჭრებიან რა ფიჭვის ყლორტებში, მათ გამოუჭამენ გულს, გამოცარიელებული ყლორტების ძირში შეიმჩნევა ნაღრღნი ღეროზე და ფისის „ძაბრები“. ყლორტები მტვრევადია.  ზეზემდგომი ხეების ღეროების ქვედა ნაწილში შეჭრისას ხოჭოები ღრმა ხვრელებს აკეთებენ და იწყება ხეების მასობრივი დაზიანება, რასაც ხშირ შემთხვევაში ხეების ხმობა მოყვება. ზიანი მოაქვს, როგორც ხოჭოს, ასევე მატლს. არანაკლები ზიანი მოაქვს ფიჭის პატარა მებაღესაც. შედარებისთვის მომხსენებელმა განიხილა ფიჭვების მდგომარეობა დაცული ტერიტორიების თუშეთის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე (ომალო). აღინიშნა, რომ აქ უმთავრესად ფიჭვებს ანადგურებდა  ფიჭვის პატარა მებაღე (ლაფნიჭამია -Tomicus minor Hart). ფიჭვის პატარა მებაღის ბიოლოგიიდან გამომდინარე, ფიჭვის მთავარი ღეროდან გამოფრენის შემდეგ, დამატებითი კვების მიზნით, ის შეიჭრება ახალ ყლორტებში, რის შედეგადაც ყლორტები ხმება (ამითაა გამოწვეული წიწვების მასობრივად ფერის  შეცვლა) და ძლიერი ქარის შემდეგ ტყდება ანუ იკრიჭება. მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ორივე მავნებლის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩატარდეს ამორჩევითი სანიტარიული ჭრები; მოიჭრას ყველა გამხმარი ხე და გამოტანილი იქნეს ტყიდან ჭრის არსებული წესების დაცვით, ასევე მნიშვნელოვანია საჭერი ხეების მოწყობა და შემდეგ მოჭრა, გაქერქვა და გამოტანა. მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად შესაძლებელია ფერომონების გამოყენებაც.

ბიოლოგიის დოქტორმა ა. სუპატაშვილმა ფიჭვების ხმობის ერთ-ერთი ფაქტორად - გლობალური დათბობაც დაასახელა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მომავალში ფიჭვების ხმობის თავიდან ასაცილებლად საპრევენციო ღონისძიებების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ მიმართულებით მაღალი რეზისტენტობის მქონე მცენარეთა შერჩევა. სხდომის ბოლოს გაიმართა დისკუსია. მომხსენებლის მიმართ დაისვა არაერთი შეკითხვა, რაზედაც ბატონმა არჩილმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

350369849 955213835615504 8970129876356116630 n 2023 წლის 17 მაისს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის, ტელეკომპანიასაფერავის“ ხელმძღვანელის, მეწარმე დიმიტრი კოსტაროვის მოხსენება თემაზე: „ინოვაციები როგორც წარმოების ფაქტორი და მათი როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში“. მომხსენებელმა გააკეთა არსებული ვითარების ანალიზი, განიხილა ობიექტური პირობები და სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხის გადაჭრის გზები, კერძოდ კი ძირითად სტრატეგიულ ამოცანებად მიიჩნია სასურსათო უსაფრთხოება, ექსპორტის განვითარება და ორგანული პროდუქტის წარმოების გაფართოება. დოქტორმა დ. კოსტაროვმა ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქციის რაოდენობასა და სამომავლო პოტენციალზე, ფასების ფორმირებასა და წარმოების ფაქტორებზე, თუ რა ვაწარმოოთ, როგორ მივაწოდოთ ფერმერს სწორი ინფორმაცია. მან დიდი დრო დაუთმო ახალი ტექნოლოგიების, მაგალითად No-Till-ტექნოლოგიის გავრცელების საკითხს, მინერალური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების ოპტიმიზაციის მნიშვნელობას.

განხილვაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, ფერმერი თეიმურაზ ფსუტური, პროფესორები: ომარ თედორაძე, ოთარ ქარჩავა, ანზორ მესხიშვილი, ალექსი ნონიაძე, მურმან ქურიძე, დოქტორები გოჩა ცოფურაშვილი, ზურაბ ლოლაძე და გიორგი ქუთელია, ჟურნალისტი ირაკლი გოგავა.

სხდომამ დაადგინა:

1.მოწონებული იქნეს წარმოდგენილი მოხსენება;

2.აღინიშნოს მომხსენებლის მიერ ტელეკომპანია „საფერავში“ მოღვაწეობით საქართველოს სოფლის მეურნეობის ინოვაციური განვითარებისათვის გაწეული დიდი და სასარგებლო მუშაობა.

3.მიზანშეწონილად ჩაითვალოს ე.წ. No-Till ტექნოლოგიის, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ნიადაგის ნულოვანი დამუშავება, გავრცელება იმ პირობებში, სადაც დიდია ნიადაგის ეროზია, განსაკუთრებით ქვიშიან და მშრალ ნიადაგებზე და ფერდობებზე, რადგან ეს ტექნოლოგია სხვა სარგებელთან ერთად უზრუნველყოფს ნიადაგში წყლისა და ორგანული ნივთიერებების შეკავებას. გასათვალისწინებელია, რომ ამ ტექნოლოგიის დანერგვისას აუცილებელია შესაბამისი ტექნიკისა და იარაღების გამოყენება, უნდა წინასწარ მოხდეს ნიადაგის მომზადება.

4.ახალი ტექნოლოგიის გასავრცელებლად აუცილებელია ფერმერებისთვის და მექანიზატორებისთვის სასწავლო კურსების ჩატარება, მ.შ. სადემონსტრაციო ნაკვეთების გამოყენებით, რისი პრაქტიკაც გააჩნია აკადემიას და ტელეკომპანია „საფერავს“.

5.მიზანშეწონილად ჩაითვალოს  როგორც ძალზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე, მწარმოებლისგან მომხმარებლამდე ლოგისტიკურ ჯაჭვში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის, პირველ რიგში კი ფერმერებისთვის, აგრარული ბაზრების შესწავლის და პროგნოზირების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება როგორც მეცნიერთა, ასევე ჟურნალისტთა მხრიდან.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

 

344161206 1602585163579660 163138460143138046 n  2023 წლის 2 მაისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:

 

1. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ (იხ. ბმულზე).

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის მთავარი სპეციალისტი, საერთაშორისო პროგრამების, საგრანტო პროექტების კონსულტანტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი  344247191 139671092419573 1739585550616594710 n

 

2. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ (იხ. ბმულზე).

 

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

 

3. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და   

ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და სამომავლო გეგმების შესახებ (იხ. ბმულზე).

341133937_989268915774797_4744363704743995626_n.jpg 

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი გიგა ქვარცხავა

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის გიორგი ქვარცხავას მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ (იხ. ბმულზე).  

 

 

  

 

 

 

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com