სამეცნიერო კონფერენცია აგროსაინჟინრო მიმართულების საკითხებზე
2017 წლის 03 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ “მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017”-ის აგრარული მეცნიერების დღის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინირენგის ფაკულტეტზე ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ აგრარული სექტორის საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების სრულყოფა”. კონფერენციას ესწრებოდნენ სსმმ აკადემიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და საქართველოსა გრარული უნივერსიტეტის თანამშრომელები.
კონფერენციას თავმჯდომარეობდა სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
1. საქართველოს აგროსაინჟინრო სამსახურის დღევანდელი მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები.
მომხსენებელი - რევაზმახარობლიძე – აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
2. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედობის გაზრდის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიები.
მომხსენებელი ჯემალ კაციტაძე --აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
3. მეაბრეშუმეობის შრომატევადი პროცესების მექანიზაციის განვითარების პერსპექტივები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე.
მომხსენებელი ელგუჯა შაფაქიძე --აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
4. პლასტიკურ მულჩზე ტრადიციული ტექნოლოგიით მარწყვის წარმოების შედარებითი ეკონომიკური და ენერგეტიკული ანალიზი.
მომხსენებელი ოთარ ქარჩავა -- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
5. საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნოლოგიების დანერგვა შპს “მექანიზატორის” მაგალითზე.
მომხსენებელი ზაზა მახარობლიძე -- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, შპს “მექანიზატორი”.
6. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები და პერსპექტივები.
მომხსენებელი ნუგზარ ებანოიძე -- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
კონფერენციის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ მოხსენებებს და წამოაყენა წინადადება, რათა კონფერენციაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები გადაეგზავნოს რეაგირებისათვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.
კონფერენციის მუშაობის ამსახველი კადრები