საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის "მოამბე"

აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე
(სამეცნიერო შრომათა კრებული).


საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და პრაქტიკულ სამეცნიერო შრომათა კრებული; გამოიცემა წელიწადში ორჯერ.

მოთხოვნები დასაბეჭდად წარმოსადგენი სტატიების მიმართ

(საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად)

1. სტატიის მოცულობა განისაზღრება 10 გვ-მდე. წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად (Sylfaen -ში 11; 1.0 ინტერვალზე; ზომები: Top 1.5; B Bottom 1.5; L Left 2.5; Right 1.5) და ელ-ფოსტაზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;

2. სტატიას თან უნდა ახლდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ან საქართველოს მეცნიერება ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის წარდგინება;

3. სტატიას წინ უნდა უძღოდეს სათაური, შემდეგ მოსდევდეს ავტორ(ებ)ის დასახელება, ხარისხისა და წოდების მითითებით;

4. სტატიას უნდა ახლდეს მკაფიო აბსტრაქტი (1000 ნიშანი ან 100-250 სიტყვა) ქართულად (ორიგინალის ენაზე) და ინგლისურად. ინგლისურენოვანი აბსტრაქტი ერთადერთი წყაროა, რომლის მიხედვითაც უცხოელი სპეციალისტი აფასებს ქართველი მეცნიერის პუბლიკაციას, იყენებს თავის პუბლიკაციაში, დისკუსიაში შედის ავტორთან და ..;

5. სტატიას ცალკე სტრიქონად უნდა იყოს წარმოდგენილი საძიებო (საკვანძო) სიტყვები;

6. სტატიის ტექსტი უნდა გაფორმდეს შემდეგნაირად: (შესავალი, მასალა და მეთოდი, შედეგი, მსჯელობა, დასკვნა);

7. სტატიას უნდა გააჩნდეს მეცნიერული ღირებულება;

8. სტატია უნდა იყოს კითხვადი (სტილისტურად დახვეწილი, მეცნიერულად და ენობრივად რედაქტირებული);

9. მონაცემები, რომლებიც არ ითარგმნება (ავტორის გვარი, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და სხვა) წარმოდგენილი უნდა იყოს რომაული ალფავიტით. ამისათვის გამოიყენება ტრანსლიტერაციის ერთ-ერთი საერთაშორისო სისტემა (მაგალითად (Unoffical system) არარომაული ალფავიტით შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ სტატიის ტექსტები და ნახატები საიტზე.

10. მოთხოვნები აბსტრაქტის მიმართ:

•     აბსტრაქტი (Abstract) უნდა გადმოსცემდეს სამუშაოს (სამეცნიერო ნაშრომის) არსს და გასაგები უნდა იყოს მკთხველისათვის თვით პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე. იგი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას რაც არ არის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში;

•     აბსტრაქტში მოკლედ და ზუსტად უნდა აისახოს სტატიის შინაარსი, მასში გადმოცემული უნდა იყოს სამუშაოს ძირითადი ფაქტები და შედეგები;

•     აბსტრაქტის ტექსტი უნდა იყოს ლაკონიური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით.

   უნდა შევეცადოთ არ გამოვიყენოთ ჩართული სიტყვები (მაგ. სტატიის ავტორი განიხილავს...)

(სამაგალითო ფრაზები: განსაზღვრულია, გაანალიზებულია, ვლინდება, შესწავლით მიიღება შემდეგი შედეგები, გაპირობებულია, გამოწვეულია, რაც განაპირობებს და ..).

11. აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე უნდა იყოს:

•     ინფორმაციული (არ შეიცავდეს ზოგად ფრაზებს);

•     ორიგინალური (არ იყოს ქართული რეფერატის ზუსტი კალკი);

•     შინაარსიანი (ასახავდეს სტატის ძირითად შინაარსს და კვლევის შედეგებს);

•     სტრუქტურული (მისდევდეს სტატიის ლოგიკას);

•     `ინგლისურენოვანი~ (დაწერილი ხარისხიანი ინგლისური ენით და ინგლისურენოვანი სპეციალური ტერმინებით);

•     კომპაქტური (შეიცავდეს 100-250 სიტყვამდე).

 

აკადემიის "მოამბე"  pdf 2025_#1  pdf 2025_#2
აკადემიის "მოამბე"  pdf 2024_#1  pdf 2024_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2023_#1  pdf 2023_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2022_#1 pdf 2022_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2021_#1  pdf 2021_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2020_#1 pdf 2020_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2019_#1 pdf2019_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2018_#1 pdf2018_#2
აკადემიის "მოამბე" pdf 2017_#1 pdf 2017_#2
აკადემიის "მოამბე" pdf N1(35) 2016წ
აკადემიის "მოამბე" pdf N32 2013წ.
აკადემიის "მოამბე" pdf N31 2012წ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com