საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებები 2014 წელი
|
# |
თარიღი და ოქმის # |
განხილული საკითხი და შესაბამისი დადგენილებები | ||||||
1. |
31 იანვარი 2014 წელი |
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიში 2013 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებლები: 1.1. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ.მარგველაშვილი; 1.2. მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზ. ცქიტიშვილი; 1.3. აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რ.მახარობლიძე; 1.4. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ო.ქეშელაშვილი. დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2013 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად. 2. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2014 წლის პერსპექტიული გეგმის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; დაადგინეს: 1). დამტკიცდეს სსმმ აკადემიის 2014 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით; 2). აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული სსმმ აკადემიის ღონისძიებების შესახებ ეცნობოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 3. მოისმინეს: სოფლის მეურნეობაში მცირე მეწარმეობის განვითარების შესახებ; მომხსენებელი: აკადემიკოსი ნ. ბაღათურია; დაადგინეს: საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე მოეწყოს მისი განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აგრარული დარგის მეცნიერების ფართო მონაწილეობით. 4. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კორპორაციული ელექტრო ფოსტების შესახებ. მომხსენებელი: სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე; დაადგინეს: მოწონებული იქნეს სსმმ აკადემიაში კორპორაციული ელ. ფოსტის შემოღება და ინფორმაცია შესაბამისი განმარტებებით მიეწოდოს აკადემიის საერთო კრებას და აკადემიის წევრებს. 5. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ასოცირებული წევრობის (საზოგადოებრივ საწყისებზე) შესახებ. მომხსენებელი: აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას წინადადება აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ასოცირებული წევრობის (საზოგადოებრივ საწყისებზე) სტატუსის შემოღების შესახებ; 2. დამტკიცდეს აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ასოცირებული წევრის (საზოგადოებრივ საწყისებზე) დებულება წარმოდგენილი სახით; 3. სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა ერთი თვის ვადაში წარმოადგინონ წინადადებები სამეცნიერო განყოფილებების ასოცირებული წევრობის კანდიდატურების შესახებ მომდევნო აკადემიურ საბჭოზე განსახილველად; 4. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ასოცირებული წევრობის (საზოგადოებრივ საწყისებზე) სტატუსის შემოღებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები შეტანილი იქნეს აკადემიის წესდებაში. |
||||||
| 2. |
28 მარტი, 2014 ოქმი#3 |
|
||||||
| 3. |
ოქმი #4 25 აპრილი 2014 წელი |
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ.ალექსიძის ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კვლევების გლობალური ფორუმის და FAO-ს ტროპიკული ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო კვლევების სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის შესახებ (საფრანგეთი, მონპელიე). დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია აღინიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით ეტიკიტირების გზით რეგულირდება სამართლებრივი ურთიერთობები სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის საბაზრო ქსელში განთავსებისა და იმპორტისას. აღსანიშნავია ისიც, რომ გასათვალისწინებია საერთაშორისო პრაქტიკაც, როდესაც თანამედროვე განვითარებულ ქვეყანაში სავალდებულოა გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტირება. ამდენად აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნისათვის და მისი მოსახლეობისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი და დროულია. დაადგინეს: 1. აკადემიკოს გ. ალექსიძის ინფორმაცია მიღებული იქნეს ცნობად. 2. მოწონებულ იქნეს კანონპროექტი “სურსათად/ცხოველის საკვებად გამოყენებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების და წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების” შესახებ, როგორც ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირების და დაცვის ერთ-ერთი 3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენც აღნიშნული კანონის დროულად მიღება, რათა ქვეყანაში არ მოხდეს მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობა და განხორციელდეს მოსახლეობის სრული ინფორმაცია გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე ეტიკეტირების გზით მათი საბაზრო ქსელში განთავსებისა და იმპორტის დროს. 3. მოისმინეს: აკადემიკოს თ. კუნჭულიას ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ახალი არჩევანის შესახებ. Dდაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. ზემოაღნიშნული საკითხის განხილვის შედეგები რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს. 4. მიმდინარე საკითხები: 1. მოისმინეს: აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ე. შაფაქიძის ინფორმაცია 2014 წლის აპრილში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. |
||||||
|
4. |
ოქმი #5 4 ივნისი 2014 წელი |
1. მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გ.ალექსიძის ინფორმაცია სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ. დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოწონებული იქნას ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი კორეის რესპუბლიკის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის. 3. მოწონებული იქნას ასევე ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითარების აგრომრავალფეროვნების ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის. 11. მოისმინეს: მაღალი ტექნოლოგიების ათვისებაზე ორიენტირებული აგროსაინJინრო დარგის პრიორიტეტები მომხსენებელი: სმმა აკადემიკოსი რ. მახარობლიძე Dდაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შესაბამის სტრუქტურებში გაითვალისწინოს მაღალი ტექნოლოგიების ათვისებაზე ორიენტირებული აგროსაინJინრო დარგის პრიორიტეტები. 111. მოისმინეს: აკაკი წერეთლის ქუთაისის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის 2013 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ანგარიში. Mმომხსენებელი: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, M სმმ დოქტორი რ. კოპალიანი დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ არსებული მემორანდუმის ფარგლებში ინტენსიური მეთოდური დახმარება გაუწიოს აკაკი წერეთლის ქუთაისის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის თანამშრომლებს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვაში. |
||||||
|
5 |
O ოქმი#7 27 ივნისი 2014 . ..წელი |
1. მოისმინეს: სავარგულებისა და ნიადაგური ტიპების თავისებურებათა შესატყვისად წყლიერ თვისებათა რეგულირების სისტემები. Mმომხსენებელი: სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ჯ. ონიანი Dდაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. ეთხოვოს საქართველოს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს სსმმ აკადემიაში მომზადებული რეკომენდაციების : “მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ნიადაგის დამუშავებისათვის საჭირო ოპტიმალური ტენიანობის პარამეტრების შესახებ” (ავტორი ჯ. ონიანი) სასიგნალო ეგზემპლიარის სტამბური წესით გამრავლება. 2. მოისმინეს: სამეცნიერო თანამშრომლობა უკრაინელ მეცნიერებთან და მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის შესახებ-პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტი, უკრაინა. ნბსპ; Mმომხსენებელი: სსმმ აკადემიის სწავლული მდივანი Dდოქტორი ა.გიორგაძე Dდაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 3. მიმდინარე საკითხები: 1. მოისმინეს: სსმმ აკადემიაში სამეცნიერო კონფერენციის “კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება” ჩატარების საორგანიზაციო საკითხების შესახებ. Mმომხსენებელი: სსმმ აკადემიის წ\კ ე. შაფაქიძე Dდაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2 საერთაშორისო კონფერენციის მაღალორგანიზებულად და წარმოდგენილი შრომების რედაქტირებისათვის ჩამოყალიბდეს საორგანიზაციო კომიტეტი და სარედაქციო კოლეგია 11. მოისმინეს: სსმმ აკადემიაში მეთოდური ლიტერატურისა და რეკომენდაციების გამოცემის შესახებ. Mმომხსენებელი: სსმ აკადემიის წ\კ ე. შაფაქიძე Dდაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. სსმმ აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაციების ჩამოყალიბება და ურთიერთ თანამშრომლომლობის გაღრმავება საქართველოს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან. (პასუხიმგებელი - აკადემიური დეპარტამენტის უფროსი ადემიის წ\კ ე.შაფაქიძე). |
||||||
| 6. |
O ოქმი#8 27ივლისი 2014 . ..წელი |
1. მოისმინეს: ბულგარეთის საერთაშორისო კონფერენციის შედეგების შესახებ მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ მომხსენებელი: უნივერსიტეტის რექტორი,სმ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ევროპის რექტორთა კლუბის წევრი ვალერი სუხიშვილი დაადგინეს: აგრონომიული კადრებით ქვეყნის უზრუნველყოფის მიზნით მომზადდეს წინადადებები, სადაც ყურადღება მიექცევა აგრარული კადრების მომზადებას რეგიონების მიხედვით. მიზანშეწონილია აგრეთვე უნივერსტეცა და სსმმ აკადემიას შორის გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 3. მოისმინეს: სსმმ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის შესახებ. მომხსენებელი: სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი-აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე Dდაადგინეს: სსმმ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატთა საკითხის განხილვა მოხდეს სსმმ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების და სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებულ სხდომაზე. 3. მოისმინეს: სსმმ აკადემიის აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია, რომელმაც შემოიტანა წინადადება მოწვეული იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება 2014 წლის 5 აგვისტოს დღის 12 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2014 წლის პირველი ნახევრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, გურამ ალექსიძე 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ერთ ვაკანტურ ადგილზე აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევნები. დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება მოწვეული იქნას 2014 წლის 5 აგვისტოს შემდეგი დღის წესრიგით: 1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2014 წლის პირველი ნახევრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ. Mმომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, Aკადემიკოსი გურამ ალექსიძე 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ერთ ვაკანტურ ადგილზე აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევნები. 5 მოისმინეს: სსმმ აკადემიის წ/კ ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიაში მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს ჩასატარებელი საერთაშორისო კონფერენციის მომზადების მიმდინარეობის შესახებ. დაადგინეს:1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. თბილისი, 27-VII-2014 |
||||||
7. |
ოქმი #9 26 სექტემბ. 2014 წელი |
1. მოისმინეს: მომხსენებელი: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი დაადგინეს: 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ზოონოზებისსაწინააღმდეგო ღონისძიებათა ეროვნილი პროგრამები. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის, საკვებწარმოების, ვეტერინარიის და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებამ ხელი შეუწყოს ლექცია-საუბრების და კონსულტა ციების ჩატარებას (განსაკუთრებით რაიონების საკონსულტაციო ცენტრებში) მოსახლეობის მეტი ინფორმირების მიზნით. II. მოისმინეს: თანამედროვე ასპექტები. Mმომხსენებელი: აკადემიკოსი არჩილ ვაშაკიძე Dდაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. III. მიმდინარე საკითხები: Mმოისმინეს: საერთაშორისო კონფერენცია “კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება”, 2-3-4 ოქტომბერი, 2014 წ. მზადყოფნის შესახებ. . მომხსენებელი: აკადემიის წ\კ ელგუჯა შაფაქიძე დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული |
||||||
8. |
ოქმი #10 31/X 2014 წელი |
მოისმინეს: საექსპორტო პროდუქციის წარმოების რეზერვები და მათი ამოქმედების ინოვაციური ტექნოლოგიები. მომხსენებელი: აკადემიკოსი ნ. ბაღათურია დაადგინეს: 2. რეკომენდირებული იქნას, რომ ნატურალური საკვები საღებავების მისაღებად გამოყენებული იქნას ყურძნისა და ღვინის გადამუშავების თხევადი და მყარი ნარჩენები, ხოლო ნატურალური წითელი საღებავების მისაღებად ასევე გამოყენებული იქნას ველურად მზარდი ანწლის ნარგავები. M მიმდინარე საკითხები: მოისმინეს: აკადემიის სწავლული მდივნის, სოფლის მეურნეობის დოქტორის ა. გიორგაძის ინფორმაცია ქ. ვლადიკავკაზში ჩატარებული სემინარის შესახებ. დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. . |
||||||
9. |
ოქმი #11 ნოემბერი 2014 წელი |
1. მოისმინეს: რძის წარმოების ეფექტურობის განმსაზღვრელ ფაქტორთა კლასიფიკაცია. Mმომხსენებელი: სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი D დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. მოისმინეს: 2014 წლის ნოემბრის თვეში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. Mმომხსენებელი: სსმმ აკადემიის სწავლული მდივანი სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ანატოლი გიორგაძე დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად და ჩატარებული ღონისძიებები შეფასდეს დადებითად. 3 მიმდინარე საკითხები: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ Mმომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი- აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ განიხილა “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია (2015-2020):-ის განახლებული დოკუმენტი და გამოთქვა შენიშვნები და წინადადებები. ამასთან, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გამოთქვამს მზადყოფნას, რათა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარიკოს მეცნიერთა ერთობლივი თანამშრომლობით შედგეს და განხორციელდეს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების დროის ადეკვატური საერთო-სახელმწიფოებრივი პროგრამა. |
||||||
10. |
ოქმი #12 26დეკემბერი 2014 წელი |
1. მოისმინეს: აგრორადიოლოგიური და აგროეკოლოგიური კვლევები როგორც სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველი. მომხსენებელი: აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აღნიშნულ თემატიკაზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები განხილულ იქნას აგრეთვე აკადემიის აკადემიურ საბჭოზე. 2. მოისმინეს: სატყეო განათლება და მისი განვითარების პერსპექტივების შესახებ. მომხსენებლები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გაგოშიძე, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატყეო მიმართულებით მაგისტრატების და დოქტორანტების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში. 3. მოისმინეს: საინვესტიციო პროექტის “მეაბრეშუმეობის საკვები ბაზის, პარკის წარმოების და კუსტარული რეწვის ეტაპობრივი აღდგენა ხონის რაიონში” შესახებ. მომხსენებლები: აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ელგუჯა შაფაქიძე და გიორგი ნიკოლეიშვილი. დაადგინეს: 1. მოწონებული იქნას წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტი და იგი გადაეცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალურ ფონდებში მისი შეტანის მიზნით. 2. ეთხოვოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაცია გაუკეთოს ხონის მეაბრეშუმეობის მეურნეობის მასზე დაქვემდებარებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრისათვის გადაცემის პროცედურას. 3. წარმოდგენილი საინვესტიციო პროექტის შესახებ ეცნობოს საქართველოს საპატრიარქოს. 4. საინვესტიციო პროექტის დადებითად განხორციელებისათვის მიზანშეწონილია მოხდეს საქმიანი შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და “საქართველოს აბრეშუმის” წარმომადგენლებს შორის. 4. მიმდინარე საკითხები: 4.1 მოისმინეს: ინფორმაცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან “მიწის ფონდის მართვის მეცნიერული უზრუნველყოფის მუდმივმოქმედი კომისიის” შექმნის შესახებ. მომხსენებელი: აკადემიკოსი გურამ ალექსიძე დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 4.2. მოისმინეს: ინფორმაცია აკადემიის მიერ “აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის” წოდების მოპოვებისათვის გამოცხადებული კონკურსში შემოსული განაცხადების შესახებ. მომხსენებელი: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. 2. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებმა 2014 წლის 12 იანვრამდე წარმოადგინონ დარგობრივი საკონკურსო- საექსპერტო კომისიების შემადგენლობები. |
