საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის "მოამბე" N31 2012წ.
![]() |
|
მიწათმოქმედება და მემცენარეობა ნიადაგის მოტკეპნა და მოსავალი I ნაწილი _ ნიადაგის მოტკეპნის მნიშვნელობა, მისი სახეები და გამოყენებული მანქანა – იარაღები შ. ჭალაგანიძე, პ. ნასყიდაშვილი, გ. მოსაშვილი, ტ. ლოლაძე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. სტატიაში ნაჩვენებია, რომ მარცვლეული კულტურების (ხორბალი, ქერი, შვრია, წიწიბურა, სიმინდი და სხვ) მოსავლიანობის გადიდების აგროტექნოლოგიის კომპლექსში, მშრალ და ნახევრად მშრალ, ქარისმიერ და წყლის მიერ ეროზიის ზონებში, მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიკაოს თესვისწინა და თესვის შემდგომმა ნიადაგის მოტკეპნამ. სამწუხაროა, მაგრამ ამ მიმართულებით კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა. ამიტომ წინამდებარე ნაშრომში მოტანილი მონაცემები უცხო მკვლევართა მიერ არის შესრულებული. ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სტატია დააინტერესებს საქართველოს მეცნიერებს, ასევე პრაქტიკაში მომუშავე სპეციალისტებს და ფერმერებს (გვ. 15). ნიადაგის მოტკეპვნა და მოსავალი II ნაწილი _ მოტკეპნის გავლენა ნიადაგის ტენიანობაზე, სითბურ რეJიმზე, სტრუქტურაზე, მცენარეთა ზრდასა და გ შ. ჭალაგანიძე, პ. ნასყიდაშვილი, გ. მოსაშვილი, ტ. ლოლაძე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. სტატიაში ნაჩვენებია, რომ სხვადასხვა პირობებში და გარემო პირობებთან დაკავშირებით, ნიადაგის მოტკეპნას სხვადასხვანაირი მნიშვნელობა ენიჭება.მშრალ ზონაში და მუნიციპალიტეტებში. მოტკეპნა უზრუნველყოფს თესლის ნიადაგთან კარგად შეხებას და ნიადაგში მყოფი ტენის ნაკადის თესლისაკენ ადვილად გადადინებას, თესლის დროულად გაღივება და აღმოცენებას, აუმჯობესებს და ადიდებს ნათესის დგომის სიხშირეს. ზონებში და მუნიციპალიტეტში, სადაც მეტი ტენიანობაა, მოტკეპნა ადიდებს ნიადაგის სითბურ რეJიმს, აერაციას, უმჯობესდება მიკროოორგანიზმების მოქმედება, რის შედეგადაც ძნელად შესათვისებელი ქიმიური ნივთიერებები მცენარისთვის ადვილად შესათვისებელ ელემენტებად გარდაიქმნება, რის გამოც ჩქარდება მცენარეთა განვითარების პროცესი. ნიადაგის ზედაფენის მოტკეპნა არამარტო ადიდებს ნიადაგის ტემპერატურას, აგრეთვე ათანაბრებს ნიადაგის და ჰაერის ტემპერატურის მერყეობას მთელი დღე-ღამის განმავლობაში. ამიტომ, თესვისწინა და თესვისშემდგომი ნიადაგის ზედაფენის სატკეპნელით მოტკეპნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აგროტექნოლოგიური ღონისძიებაა (გვ. 24). ციტრუსოვანთა პლანტაციებში ბიოლოგიურად მობერებული (ამორტიზირებული) მცენარეების რეაბილიტაციის შესახებ რ. ჯაბნიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მეციტრუსობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, მისი რენტაბელობის დონის ამაღლება შესაძლებელია ბიოლოგიურად მობერებული (ამორტიზებული) ხეები ს შეცვლით, პროგრესული აგროტექნიკის, სწორი ორგანიზატორული და ეკონომიკური ფაქტორების გამოყენებით, სანერგეების მოწყობით, უხვად და რეგულარულად მსხმოიარე, ადრემწიფადი ჯიშების გამოყვანით და მათი ელიტური ნერგებით ახალი პლანტაციების გაშენებით (გვ. 30). ფართოფოთლიანი მანდარინი უნშიუს სხვადასხვა ტიპის ტოტების ნ. ყიფიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ქუთაისი სტატიაში განხილულია ფართოფოთლიან მანდარინ უნშიუს ბიომორფოლოგიური თავისებურების ურთირეთკავშირი მოსავლიანობასთან (გვ. 37). ზოგიერთი ბოსტნეულის და სანელებლის ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკისა და ანტიოქსიდანტური აქტივობის შესწავლა ზრდა-განვითარების პროცესში ნ. გოგია, ზ. ბუკია, ი. ჩხიკვიშვილი. წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ვ. ცანავამ. ნაშრომში მოყვანილია მონაცემები ბოსტნეულისა და სანელებლის ზოგიერთი წარმომადგენლის სელექციის და ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკისა, ზრდა-განვითარების პროცესში. ზოგიერთი ბოსტნეულისა და სანელებლის ფენოლოგიის შესწავლის კვალობაზე, დადგინდა ზრდა-განვითარების ოპტიმალური პერიოდი აღმოცენების დამთავრებიდან 55-ე და მე-60 დღეს. ამ პერიოდში მცენარეებში მაქსიმალური რაოდენობით ხდება ფენოლური ნაერთების ბიოსინთეზი, ასევე დადგინდა კორელაცია ზრდა-განვითარების ფაზებს, ფენოლურ ნაერთთა შემცველობასა და ანტიოქსიდანტურ აქტივობას შორის. ყველაზე მაქსიმალური ანტიოქსიდანტური აქტივობით ხასიათდება ქონდარი, ნიახური და ოხრახუში. (გვ. 40). კოლხეთის ბუნებრივ-კლიმატური რესურსების გაანგარიშება სიმინდის წარმოების მიზნით გ. გაგუა, ვ. გოგოტიძე, თ. ცხაკაია. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, წინამდებარე შრომაში გამოვავლინეთ დამოკიდებულება სიმინდის მარცვლის მოსავლიანობასა და თესვიდან სრულ სიმწიფემდე საჭირო აქტიურ ტემპერატურათა ჯამს შორის, ასევე დათესვიდან 90 დღის განმავლობაში მოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობას შორის. შედგენილია განტოლება, რომელიც საშუალებას იძლევა, მოსავლის აღებამდე 2 თვით ადრე, გავითვალისწინოთ სიმინდის მარცვლის დამზადების ოდენობა. (გვ. 45). ფორთოხლის ნაყოფების ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილება ოროგრაფიულ ფაქტორებთან დაკავშირებით ნ. ნაკაშიძე, ნ. ალასანია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნუვერსიტეტი. ნაშრომში გადმოცემულია ზღვის დონიდან 50 და 150მ სიმაღლეზე გაშენებული ფორთოხალ `ვაშინგტონ-ნაველის~ ნაყოფების ფიზიკური მაჩვენებლების ცვლილება, ზრდა-განვითარებისა და შენახვის პერიოდში. დადგენილ იქნა, რომ ზღვის დონიდან 50მ სიმაღლეზე გაშენებული მცენარეთა ნაყოფები ხასიათდებიან უკეთესი ფიზიკური მაჩვენებლებით, ადრე აღწევენ მწიფობის პერიოდს და კრეფა შესაძლებებია დაახლოებით ათი დღით ადრე, ვიდრე ზღვის დონიდან 150მ სიმაღლეზე გაშენებულ მცენარეთა ნაყოფებისა. შენახვის ერთნაირ პირობებში 50მ სიმაღლის ნაყოფები, ინტენსიურად მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების გამო, ხასიათდებიან ნაკლები შენახვისუნარიანობით. ფორთოხლის ნაყოფების კრეფისას მიზანშეწონილია მათი დახარისხება ზონების მიხედვით. (გვ. 51). ოსპის თესვის ვადების გავლენა მარცვლის მოსავლიანობაზე პ. ვაჩეიშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ოსპს აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმის სრულყოფილი განვითარებისათვის. ოსპის კულტურაზე, ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტში, მუშაობა წარმოებდა საერთაშორისო ორგანიზაციის _ იკარდა-ს მიერ შემოტანილ საკოლექციო მასალაზე. ინდივიდუალური ერთჯერადი გამორჩევის გზით, გამორჩეულია და დარაიონებულია ჯიში “პაბლო” 2005 წ. და ჯიში “წილკანი” 2011 წ. ოსპის მოყვანისათვის აუცილებელია შესწავლილ იქნეს მისი აგროტექნიკა, ერთ-ერთ საკითხად შევისწავლეთ თესვის ოპტიმალური ვადები. ჩვენი გამოკვლევებით, ოსპის საუკეთესო თესვის ვადად შეიძლება ჩაითვალოს ნოემბრის შუა რიცხვებიდან, არაუგვიანეს მარტის პირველ დეკადამდე. (გვ. 54). ერთწლოვანი პარკოსანი კულტურების ადგილობრივი გენოფონდის შეგროვება ა. გულბანი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. კვლევის მიზანია ჩაატაროს სამუშაოები, რომლებიც ხელს შეუწყობს Iნ-სიტუ და Eხ-სიტუ პირობებში დღეს არსებული ადგილობრივი გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, მნიშვნელოვანია შექმნას პირობები მასალის კონსერვაციისა და დოკუმენტაციისთვის, და ამ მასალის გამოყენებისათვის. ექსპედიციებისა და სხვადსხვა ღონისძიებების საფუძველზე, შეგროვდა ადგილობრივი წარმოშობის მინდვრის კულტურათა მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსები. მოპოვებული მასალა შესწავლილ იქნა მორფო-ფიზიოლოგიური მახასიათებლების მიხედვით და შენახულ იქნა Eხ-სიტუ პირობებში. (გვ. 57). მრავალრიცხოვანი რეგენერაცია ლიმონის (ჩიტრუს ლიმონ) კალუსის კულტურაში ნ. ზარნაძე, ე. ჯაყელი, ქ. დოლიძე, ზ. ჯაფარიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემუშავდა ლიმონის ჩანასახების ინ ვიტრო კულტურაში შეყვანის პირობები. შერჩეულ იქნა: კალუსური კულტურების მიღებისთვის აუქსინთა კონცენტრაციები და პირობები, რეგენერაციისათვის ჰორმონალური ნივთიერებები და მათი კონცენტრაციები, მიღწეულ იქნა რეგენერაციის ინდუქცია ხელოვნურ საკვებ არეზე და რეგენერანტების მიღება. (გვ. 59). პოლპალას (Aერვა ლანატა) მიკროგამრავლება ინ ვიტრო კულტურაში ნ. ზარნაძე, ე. ჯაყელი, ქ. დოლიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემუშავდა პოლპოლას ინ ვიტრო კულტურაში შეყვანის პირობები. შერჩეულ იქნა: სიცოცხლისუნარიანი ასეპტიკური კულტურების მიღებისთვის პირობები, საკუთრივ მიკროკლონალური გამრავლების ეტაპზე საკვები არის მინერალური შემადგენლობა, ჰორმონალურ ნივთიერებები და მათი კონცენტრაციები, მიღწეულ იქნა ორგანოგენეზის ინდუქცია ხელოვნურ საკვებ არეზე და მიღებულია მიკროკლონები. (გვ. 59). მევენახეობა და მეღვინეობა კახეთში ვენახების სეტყვისაგან დაცვისა და დასეტყვილი ვაზის მოვლის ღონისძიებები ვ. გოგიტიძე, ბ. აბაშიძე, გ. გაგუა, თ. ცხაკაია. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, კახეთის სეტყვასაშიშ ზონაში ვენახების დასაცავად ბადეებით სავეგეტაციო პერიოდში მუდმივი გადაფარვა არახელსაყრელია. ვენახების გადაფარვა უნდა მოხდეს კაპრონის ბადეებით მხოლოდ სეტყვასაშიშ სიტუაციებში, მექანიზებული წესით. (გვ. 66). ალკოჰოლური დუღილის წინ საფერავის დურდოს დამუშავება ნანოვერცხლით და ღვინის ენოქიმიური გამოკვლევა ნ. ებელაშვილი, მ. მელიქიშვილი, დ. ოქრუაშვილი, მ. მდინარაძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ნანოსტრუქტუტული კოლოიდური ვერცხლის სხვადასხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის (კადიფიტი 50 მგ/ლ) გამოყენებით, ჩატარდა საფერავის დურდოს დამუშავება ალკოჰოლური დუღილის წინ. დადგენილია, რომ 0,4 მგ/ლ კონცენტრაციის კოლოიდური ვერცხლით დამუშავების გამოყენებას, გოგირდოვანი ანჰიდრიდის გამოყენების იდენტური ეფექტი აქვს ღვინის ენოქიმიურ მაჩვენებლებზე. (გვ. 395). ყურძნის ტკბილის დაწმენდის პროცესში ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების შედეგები ნ. ებელაშვილი, მ. მელიქიშვილი, მ. მდინარაძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ყურძნის ტკბილის დაწმენდა ჩატარდა: დაბალ (3-50 ჩ) ტემპერატურაზე დაყოვნებით; ბუნებრივი ანტისეპტიკის - კოლოიდური ვერცხლის სხვადასხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის (კადიფიტი 50მგ/ლ) გამოყენებით. დაწმენდის ხანგრძლიობა იყო 24 საათი. ლექიდან მოხსნის შემდეგ, დაწმენდილ ტკბილში, ისწავლებოდა ანტისეპტიკებისა და დაბალი ტემპერატურის გამოყენების გავლენა ტკბილის ძირითად ქიმიურ მაჩვენებლებზე. დადგენილია, რომ აღნიშნული მაჩვენებლების რაოდენობრივ შემცველობაზე ნანოვერცხლის გამოყენება 0,4 მგ/ლ კონცენტრაციით, ისეთივე გავლენას ახდენს, როგორც გოგირდოვანი ანჰიდრიდი. (გვ. 399). მეტყევეობა საქართველოს ტყეებში შექმნილი მდგომარეობის ცალკეული ასპექტების შესახებ გ. ჯაფარიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ნაშრომში ასახულია საქართველოს ტყეების ჩეხვის შედეგად გამოწვეული მძიმე მდგომარეობა და განხილულია მისი ცალკეული ასპექტები. (გვ. 71). აჭარის წიფლნარ კორომებში ბუნებრივი განახლება ტყის ძირითადი ტიპების მიხედვით ა. ძირკვაძე, გ. ჯაბნიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაშრომში განხილულია აჭარის სხვადასხვა სიხშირის წიფლნარ კორომებში ბუნებრივი განახლების მდგომარეობის შესწავლა ძირითადი ტყის ტიპების მიხედვით. ბუნებრივი განახლების შესწავლა, მოვახდინეთ მეჩხერ, დაბალი და საშუალო სიხშირის წიფლნარ კორომებში. მოცემული გვაქვს დასკვნები. (გვ. 73). ნაძვნარების ბუნებრივი განახლება ტყის ტიპების მიხედვით რ. ვასაძე, ა. ძირკვაძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტატიაში განხილულია აჭარის ნაძვნარებში ბუნებრივი განახლება ტყის ტიპების მიხედვით, ზღვის დონიდან სხვადასხვა სიმაღლეზე, სხვადასხვა ადგილსამყოფელის (ეკოტოპის), ექსპოზიციის, ფერდობის დაქანების, სიხშირის, ხნოვანებისა და წარმადობის კორომებში, სხვადასხვა ნიადაგებზე. (გვ. 77). მცენარეთა დაცვა ციტრუსოვანთა ფრთათეთრა (Dიალეუროიდეს ციტრი Aშმ) და მისი გ. ალექსიძე, ა. მურვანიძე, ნ. ჭანუყვაძე, თ. ეპიტაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტატიაში მოცემულია ციტრუსოვანი კულტურების მავნებლის ციტრუსოვანთა ფრთათეთრას (Dიალეუროიდეს ციტრი Aშმ) გავრცელება საქართველოში, აჭარის სუბტროპიკულ ზონაში. მის წინააღმდეგ გამოყენებული ბუნებრივი მტრები, დადგენილია მათი ეფექტურობა. შესწავლილია ციტრუსოვანთა ფრთათეთრას მტაცებელი ხოჭოს, სერანგიუმის (შერანგიუმ პერცესეტოსუმ შიც.) ინტროდუქციის, აკლიმატიზაციის, გამრავლების, ბუნებაში მისი გავრცელებისა და ტექნიკური ეფექტურობის საკითხები. (გვ. 86). „მტაცებელი-მსხვერპლი“ სისტემის გამოკვლევა ფაზური სიბრტყის გამოყენებით გ. ალექსიძე, ლ. ნოზაძე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ნაშრომში განხილულია ბიოლოგიური სისტემის “მტაცებელ-მსხვერპლის” სისტემის შესწავლის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ფაზური სიბრტყის გამოყენებას. ოპტიმალური საწყისი სიდიდეების დადგენა საშუალებას მოგვცემს ციტრუსების აგროცენოზებში ვარეგულიროთ მავნე და სასარგებლო მწერების (ტკიპების) რიცხოვნობა. (გვ. 93). მავნე ორგანიზმებისაგან ციტრუსების ინტეგრირებული დაცვა გ. ალექსიძე, ე. ორჯონიკიძე, ა. მურვანიძე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა შორის ციტრუსებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათი მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მჭიდროდ არის დაკავშირებული მათზე გავრცელებულ მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლასთან. ნაშრომში მოყვანილია ციტრუსების ინტეგრირებული დაცვის მნიშვნელობა მავნე მწერების კონტროლისთვის. (გვ. 96). ახალი ინვაზიური სახეობა წაბლის მენაღმე ჩრჩილი Cameraria ohridella Deschka&Dimic (Lepidoptera: Gracillariidae) საქართველოში ა. სუპატაშვილი, მ. კერესელიძე, ნ. გოგინაშვილი. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტატიაში განხილულია საქართველოში შემოჭრილი ინვაზიური მავნე მწერის, წაბლის მენაღმე ჩრჩილის - Cameraria ohridella Deschka&Dimic (Lepidoptera: Gracillariidae) გავრცელების არეალი, მისი მორფოლოგია, ბიოლოგიის დეტალები და მკვებავი მცენარე. (გვ. 99). სხვადასხვა იმუნიზატორებით კვების გავლენა ტრისტეზათი დაავადებულ ციტრუსოვანი მცენარეების გამძლეობაზე დ. გიორგაძე1, მ. ალანია2, ა. მურვანიძე3. 1. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 2. სსიპ. ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი; 3. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაშრომში მოცემულია სხვადასხვა იმუნიზატორებით გამოკვებილი ტრისტეზათი დაავადებული ციტრუსოვანი მცენარეების ქიმიური ცვლილებების შესახებ. (გვ. 102). ტემპერატურისა და ნოტიო პერიოდის გავლენა Stagonospora nodorum-ის სპორების აღმოცენებაზე ს. მეფარიშვილი, ლ. ბერაძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის შესწავლილია ტემპერატურისა და ტენიანი პერიოდის ხანგრძლივობის გავლენა შ. ნოდორუმ-ის სპორების აღმოცენებაზე, (გვ. 107). ხორბლის სეპტორიოზის სახეობრივი შემადგენლობა და გავრცელება საქართველოში ს. მეფარიშვილი, ლ. გორგილაძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილია ხორბლის სეპტორიოზის გამომწვევის ორი სახეობა: შტაგონოსპორა ნოდორუმ და შეპტორია ტრიტიცი. შეხვედრის სიხშირით დომინირებს შ.ნოდორუმ-ი. (გვ. 110). ატმის ბუგრების წინააღმდეგ მოდიფიცირებული ინსექტო-აკარიციდის “ანტიპესტი”-ს გამოცდის შედეგები ლ. ცხვედაძე, ო. ლომთაძე, დ. კაკაშვილი. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, სტატიაში მოცემულია ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მიერ მოდიფიცირებული პრეპარატის ინსექტო-აკარიციდი “ანტიპესტი”-ს გამოცდის შედეგები ატმის მწვანე ბუგრების – (Mყსოდეს პერსიცაე, Hყალოპტერუს პრუნი) და ატმის დიდი ბუგრის – (Pტეროჩლოროიდეს პერსიცაე ჩჰოლოდკ) წინააღმდეგ. ლაბორატორიულ პირობებში ახალგაზრდა ყლორტებზე დასახლებულ ბუგრებზე გამოცდილი იქნა პრეპარატის სხვადასხვა კონცენტრაციები. ლაბორატორიაში დადგენილი პრეპარატის ეფექტური კონცენტრაცია, მავნებლის სიკვდილიანობის პროცენტის მიხედვით, გამოყენებულია ბუნებრივ პირობებში ატმის ნარგაობაში სკრის საცდელ სადგურში. (გვ. 113). ქერის ნაცრის გამომწვევის Bლუმერია (Eრისიპჰე) გრამინის ფ.სპ. ჰორდეი ქართული პოპულაციის შიდასახეობრივი დიფერენციაცია ც. ცეცხლაძე, ზ. სიხარულიძე, გ. მეფარიშვილი. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფი უნივერსიტეტის სამეცნიერო ქერის ნაცრის გამომწვევი სოკოს Bლუმერია გრ.Dშ.ფ.სპ.Hორდეი Mარჩალ ქართული პოპულაციის 1150 მონოიზოლატი გაანალიზდა ქერის ნაცრისადმი გამძლე გენების შემცველ ჯიშ-დიფერენციატორების ევროპული ნაკრებზე, რომელიც შედგება ჯიშ Pალლას-ის საფუძველზე შექმნილი იზოგენური ხაზებისა (24 ხაზი) და 11 ჯიშისაგან. ცდებით დადგენილი იქნა პოპულაციის მაღალი ვირულენტობა. გამოვლენილ იქნა ქერის ნაცრისადმი გამძლე გენები: Mლ-ა7+MლLG2, Mლ-ა7+Mლკ, Mლა7+Mლ-Nო3, Mლ- ა7+Mლ(თრ3)+Mლ(AB), Mლა13+Mლ(ღუ3), Mლ-ა22, Mლ-ნნ, მლ-05 რომლებიც შეიძლება რეკომენდირებულ იქნას სასელექციო პროგრამაში, ნაცრის მიმართ ქერის გამძლე ჯიშების მიღების მიზნით. (გვ. 117). ხორბლის ნაცრის გავრცელება და ვირულენტური სტრუქტურა საქართველოში (ინგლისურად) მ. გაბაიძე, ზ. სიხარულიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის ინსტიტუტი, სამეცნიერო ცენტრი, ქობულეთი ხორბლის ნაცრის გამომწვევი Bლუმერია (Eრყსიპჰე) გრამინის ფ.სპ.ტრიტიცი გავრცელებულია საქართველოს მეხორბლეობის ყველა რაიონში. 11 გამძლეობის გენის მქონე დიფერენციატორთა ევროპული ნაკრებზე 484 მონოკონოლონიური იზოლატის გამოცდამ გვიჩვენა, რომ პათოგენის ქართული პოპულაცია მაღალვირულენტურია Pმ1, Pმ3ა, Pმ3ც, Pმ4ბ, Pმ5, Pმ6, Pმ7, Pმ8 გენების მიმართ და ნაკლებად ვირულენტურია Pმ2, Pმ3ბ, Pმ3დ და Pმ4ა-ს მიმართ. პოპულაციაში დაფიქსირდა 20 პათოტიპი. დომინირებული პათოტიპის 2,3ბ,3დ,4ა/1,3ა,3ც,4ბ,5,6,7,8 სიხშირე 65.5%-ია (გვ. 121). ჯიშ-პოპულაცია `მუხრანულის~ ყვავილობის ბიოლოგიის თავისებურება დახურულ გრუნტში ნ. ხარხელაური სათესლე და სარგავი მასალის სამეცნიერო-საწარმოო ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი ჯიშის ძვირფას ნიშანთა რიგს მიეკუთვნება მოსავლიანობა, ადრეულობა, ერთდროული მომწიფება, ნაყოფების ხარისხი (საგემოვნო თვისებები და საბაზრო სახე), დაავადებებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობა. ამ ნიშან-თვისებათაგან ორი: მოსავლიანობა და ადრეულობა, დადებით კორელაციურ დამკიდებულებაშია კიტრის ყვავილობის ბიოლოგიასთან. (გვ. 125). ნიადაგის მულჩირების გავლენა ჯიშ `გილან~-ის ზრდა-განვითარებასა და მოსავლიანობაზე ნ. ხარხელაური სათესლე და სარგავი მასალის სამეცნიერო-საწარმოო პოლიეთილენის ფირის, როგორც მულჩის გამოყენების იდეა პირველად გაჩნდა 1950-იანი წლების დასაწყისში, დოქტორ ემერტის მიერ; მისი მრავალი უპირატესობის გამო კი დღესდღეობით მთელ მსოფლიოში 6500კმ2-ია დაფარული პოლიეთილენის მულჩით. Eესენია: ადრეული თესვის შესაძლებლობა; ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნება; სარეველების მართვა; მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება; ნიადაგის დატკეპვნის შემცირება; ფესვების დაზიანების შემცირება. სწორედ ამ თვისებების გამო გადავწყვიტეთ ჩვენს პირობებში კიტრის კულტურის მოყვანისას ამ მეთოდის ეფექტურობის გამოკვლევა. (გვ. 129). კვების არის გავლენა დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებაზე ჯიშ-პოპლაცია `მუხრანულში~ ნ. ხარხელაური სათესლე და სარგავი მასალის სამეცნიერო-საწარმოო ცნობილია, რომ დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება პირდაპირ კორელაციურ დამოკიდებულებაშია მოსავლიანობის რაოდენობასა და მის ხარისხთან. დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება კი დამოკიდებუია მრავალ ფაქტორზე, რომელთაგან ერთ-ერთია მიკრო კლიმატური რეJიმი, რომელიც წარმოიქმნება გარემო და მცენარეების ურთიერთქმედების შედეგად. სწორედ ამიტომ კვების არის სწორად განსაზღვრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია დახურულ გრუნტში. (გვ. 134). მარცლოვანთა ბუზების მავნეობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა აღმოსავლეთ საქართველოში გ. გიქორაშვილი, ქ. პავლიაშვილი, მ. მაჭავარიანი. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ლ. ყანჩაველის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი. ნაშრომში წარმოდგენილია ხორბლის მნიშვნელოვანი მავნებლები: შვედური ბუზი – Oსცინოსომა ფრიტ L., ჰესენის ბუზი – Mაყეტიოლა დესტრუცტორ შაყ, მწვანეთვალა ბუზი – ჩჰლოროპს პუმილიონის Bიერკ. მოცემულია მათი ფენოლოგია, ბიოლოგიის ზოგიერთი მომენტი და მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე ღონისძიებები. (გვ. 139). გენეტიკა და სელექცია სახეობის შიგნით მრავალფეროვნების სანიმუშო კულტურა – სიმინდი და პ. ნასყიდაშვილი, ო. ლიპარტელიანი, თ. ეპიტაშვილი, ბ. ლიპარტელიანი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტი. ნაშრომში მოტანილია სიმინდის კულტურაზე ადამიანისა და ბუნების ზემოქმედებით გამოწვეული მრავალფეროვნების შედეგები. (გვ. 143). სიმინდის ახალი ჰიბრიდი “ყაზბეგი” ლ. ქირიკაშვილი, თ. კოდუა, ა. მუმლაძე, ზ. ჯინჯიხაძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ი. ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტი. სიმინდს საქართველოში 200_220 ათასი ჰექტარი უკავია.(1).Aაქედან დაახლოებით 80_100 ათასი ჰა განლაგებულია ტენიან სუბტროპიკულ ზონაში, სადაც ფართოდაა გავრცელებული სიმინდის ფოთლის დაავადება Hელმინტჰოსპორიუმ ტურციცუმ, რომელიც აზიანებს შემოტანილ ჰიბრიდებს.Dდაავადების გავრცელების ვადასა და ხარისხზე დამოკიდებულებით დაავადებით გამოწვეული მარცვლის მოსავლის დანაკარგი მერყეობს 4-დან 50 %-მდე.Aამიტომ ამ ზონაში მოჰყავთ ადგილობრივი სელექციური ჯიშები და ჯიშ-პოპულაციები.Mმოსავლიანობის გაზრდისა და აღნიშნული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია მაღალმოსავლიანი, დაავადების გამძლე ჰიბრიდების გამოყვანა და წარმოებაში დანერგვა. გენეტიკური დონორებისა და მეთოდების გამოყენებით შექმნილია პირველი ასეთი ჰიბრიდი, რომელიც სახელწოდებით “ყაზბეგი” 2012 წელს გადაეცა “საქპატენც” დასარეგისტრირებლად. (გვ. 148). საქართველოს ხორბლის ღირსება (ინგლისურად) მ. ნასყიდაშვილი, ი. ნასყიდაშვილი, ტ. ლოლაძე, ქ. მჭედლიშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ნაშრომში ნაჩვენებია საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშ-პოპულაციების გენეტიკური და სელექციური ღირებულება და მათი მნიშვნელობა თანამედროვე ტიპის ჯიშებისა და ჰიბრიდების მიღების საქმეში. (გვ. 150). ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ციტრუს იჩანგენზისთან შეჯვარებით მიღებული პერსპექტიული ნუცელარული თესლნერგების ბიო-მორფოლოგიური და სამეურნეო დახასიათება ვ. ქობალია აიპ ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ფორთოხლის ყინვაგამძლეობის გადიდების, პროდუქტიულობის ამაღლების, ნაყოფების ადრემწიფადობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესების ერთ-ერთ ეფექტურ ხერხს წარმოადგენს ნუცელარული სელექცია. ნაშრომში განხილულია ფორთოხალ ვაშინგტონ-ნაველის ნუცელარული თესლნერგების ზრდისა და განვითარების ბიოლოგიის, მორფოლოგიური თავისებურებების, ყინვაგამძლეობის უნარის, ნაყოფმსხმოიარობის მაჩვენებლების აჭარის პირობებში შესწავლის შედეგები. შემდგომ სელექციურ მუშაობაში საწყის მასალად გამოყენებისათვის რეკომენდირებულია ოთხი ნუცელარული ფორმა. (გვ. 153). ციტრუსოვანთა ნუცელარული სელექცია და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ბიოლოგიური ასპექტი ზ. ბუკია, შ. ლამპარაძე. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ნაშრომში მოყვანილია არგუმენტები, რომლებიც მიუთითებს სელექციის კლასიკური მეთოდებით ციტრუსოვანთა სორტიმენტის გაუმჯობესების ფაქტზე. სელექციის მეთოდებს შორის ერთ-ერთი უპირატესი ადგილი მიკუთვნებულია ციტრუსოვანთა ნუცელარული სელექციისათვის, როგორც საიმედო გზისათვის ახალი, პერსპექტიული ჯიშების მისაღებად. ლიტერატურული მონაცემებითა და პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ციტრუსოვანთა ნუცელარული თაობა წარმოდგენილია ფორმათა დიდი მრავალფეროვნებით, რომელიც განსხვავდება დედა მცენარისაგან და ატარებს ძვირფას სამეურნეო ნიშნებს. ნაშრომში მოყვანილია კვლევის საკუთარი შედეგებიც. გვესახება, რომ თანამედროვე ეტაპზე ჯიშების განახლებისა და ცხოველმყოფელობის ამაღლებისათვის ნუცელარული სელექცია საიმედო მეთოდია. (გვ. 158). ციტრუსოვანთა (მანდარინი- ჩ ღეტიცულატა BL., ფორთოხალი _ ჩ შინენსის Oსბ., ლიმონი _ ჩ Lიმონ Bურმ.) ზ. ბუკია, შ. ლამპარაძე. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სელექციის კლასიკური მეთოდებით ციტრუსოვანთა მრავალი ჯიშია მიღებული. ჯ#4312;შის პროდუქტიულობა პირდაპირ კავშირშია მისი გამოყვანისათვის შერჩეული მეთოდის შესაბამისობასთან და განხორციელების დონესთან. წინამდებარე ნაშრომში გავაანალიზეთ ჰიბრიდიზაციის, ნუცელარული სელექციისა და აპომიქტური გამრავლების შეუცვლელი როლი ციტრუსოვანთა ჯიშების ცხოველმყოფელობისა და დაქვეითებული პოტენციის ამაღლებისათვის. კვლევის საკუთარმა შედეგებმა მოგვცა გარკვეული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა. ყურადსაღებია, რომ თანამდეროვე ეტაპზე ციტრუსოვანთა ჯიშების განახლება უალტერნატივოა და საჭიროა მეთოდების პრაქტიკულად გამოყენების გაფართოება. (გვ. 162). მანდარინ უნშიუს ადრემწიფადი ფორმების ზოგიერთი ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებანი შ. ლამპარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ნაშრომში მოცემულია მანდარინის სამრეწველო ჯიშის - ფართოფოთლიანი უნშიუს პერსპექტიული ფორმების “შავიშვილი”-ს და “ნაცარიშვილი”-ს მორფოლოგიური აღწერა, ბიომეტრიული მაჩვენებლები, პირველი და მეორე ზრდის დასაწყისი-დასასრული, ყვავილობის დასაწყისი-დასასრული, ნაყოფის მომწიფების დასაწყისი და მასიური მომწიფება, მოსავლიანობა, ნაყოფის მექანიკური და ბიოქიმიური შედგენილობა, კერძოდ: საშუალო წონა, კანისა და რბილობის პროცენტული შეფარდება, წვენის გამოსავლიანობა რბილობიდან და ნაყოფიდან, მშრალი ნივთიერება, ტიტრული მJავიანობა, ასკორბინის მJავა (ვიტამინი ჩ) და შაქრები. საკონტროლოდ აღებული იყო მეციტრუსეობის ზონაში ფართოდ დანერგილი მანდარინის ჯიში-ფართოფოთლიანი უნშიუ. (გვ. 404). აგრონიადაგთმცოდნეობა, აგროქიმია და მელიორაცია ყავისფერი კარბონატული ნიადაგის პირველადი დამუშავების სიღრმის გავლენა დიფერნციულ ფორიანობაზე ჯ. ონიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომაში მოცემულია ყავისფერი, საშუალო სისქის, ძლიერ კარბონატული ნიადაგის 80, 60 და 30 სმ სიღრმეზე დამუშავბისა და ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა, რიგთაშორისებში, რიგებში, ვაზთაშორისებში და ყამირი ნიადაგის დიფერეციულ ფორიანობაზე. (გვ. 168). ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის წყალგამტარობაზე ჯ. ონიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომაში მოცემულია ყავისფერი, საშუალო სისქის, ძლიერ კარბონატული, ყამირი ნიადაგის 80, 60 და 30 სმ სიღრმეზე დამუშავბისა და ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა, რიგთაშორისებში, რიგებში, ვაზთაშორისებში და ყამირი ნიადაგის წყალგამტარობაზე. (გვ. 172). ნიადაგწარმოქმნის კლიმატურ-ენერგეტიკული პარამეტრების შესწავლასთან დაკავშირებული საკითხები ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი. სტატიაში განხილულია ნიადაგწარმოქმნის კლიმატურ-ენერგეტიკულ პარამეტრებთან დაკავშირებული რამოდენიმე საკითხი და ამასთან მიმართებაში გარკვეული შეხედულებები. (გვ. 177). კომპონენტური წყალი გეოგრაფიულ გარემოში და ჰიდრატული წყლის გ. გოგიჩაიშვილი, ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე. წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ნიადაგწარმოქმნის ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხები. გაანალიზებულია ასევე სხვადასხვა მეცნიერთა შეხედულებები. (გვ. 182. ენერგეტიკული დანახარჯები ნიადაგწარმოქმნის პროცესში ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი. ნაშრომში განხილულია ნიადაგწარმოქმნის პროცესში მონაწილე სხვადასხვა ფაქტორების როლისა და ამ პროცესში მონაწილე გარდაქმნების შესახებ სათანადო მასალები. (გვ. 185). ნიადაგის ეროზია და სტაციონარული კვლევის შედეგები ო. ღორჯომელაძე, ნ. თურმანიძე, გ. გოგიჩაიშვილი. ნაშრომში განხილულია სოფელ ხევისა და სოფელ კიცხის სტაციონარულ საცდელ ნაკვეთებზე ჩატარებული კვლევისა და დაკვირვებების ამსახველი შედეგები. (გვ. 193). ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების სისტემატიზაცია ნიადაგის რესურსების თ. ურუშაძე, თ. ქვრივიშვილი, ე. სანაძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი სტატიაში განხილულია ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების მორფოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი და სისტემატიზაციის საკითხები. შესწავლილ იქნა დასავლეთ საქართველოს ტენიან, სუბტროპიკულ ზონაში გავრცელებული ყვითელმიწა-ეწერი ნიადაგების მორფოლოგიური, ფიზიკური, ქიმიური, ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი და დადგენილ იქნა შესაბამისობა ნიადაგის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზის აკრისოლების ნიადაგურ ჯგუფთან. საკვლევიN ნიადაგების სისტემატიზაცია განხორციელდა დიაგნოსტიკური ჰორიზონტების, ნიშან-თვისებების, მაკრომორფოლოგიური თავისებურებებისა და ანალიზური მონაცემების საფუძველზე. (გვ. 199). ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ქიმიურ თვისებებეზე ჯ. ონიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომაში მოცემულია: ყავისფერი კარბონატული ნიადაგის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა ქიმიურ თვისებებზე. (გვ. 203). ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე ჯ. ონიანი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. შრომაში მოცემულია: ყავისფერი კარბონატული ნიადაგის ვენახებისათვის 46 წლის განმავლობაში გამოყენების გავლენა ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზე. (გვ. 2113). წყალმოვარდნების პროცესების შემცირების გზები ირიგაციული ეროზიის საწინააღმდეგო მორწყვის ტექნოლოგიით ვ. ნანიტაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ნაშრომში მოცემულია საქართველოს მთიან და მთისწინა რეგიონებში მიწათმოქმედების ამაღლების მიზნით, დასაწვიმი ტექნიკით აღჭურვილი ისეთი სარწყავი სისტემების მოწყობა, რომელიც გამორიცხავს ირიგაციულ ეროზიას და წყალმოვარდნების წარმოშობის საშიშროებას. გაანალიზებულია დაწვიმებითი რწყვის დროს ეროზიული პირობები, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებულებაში იმყოფება ნიადაგის მიერ წყლის შეწოვის პროცესთან. რაც მეტია იგი, მით ნაკლებია ნიადაგის ზედაპირზე წყლის წარმოქმნის შესაძლებლობა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მიღებულია ხელოვნური წვიმის დასაშვები ინტენსივობის სიდიდეები სხვადასხვა დახრილობის ფერდობებისათვის, ნიადაგის სახის მიხედვით. (გვ. 217). ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია და კვების მრეწველობა ღვინომასალების ხარისხის გაზრდის მიზნით დურდოს თბური დამუშავება ინფრაწითელი სხივებით მ. მიქაბერიძე აიპ – ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი მოცემული ნაშრომი ეძღვნება ღვინომასალების ხარისხის გაზრდის მიზნით დურდოს თბურ დამუშავებას ინფრაწითელი (იწ) სხივური ენერგიით.Eექსპერიმენტული მონაცემებით დადასტურებულია უპირატესობა აღნიშნული მეთოდისა, სხვა მეთოდებთან შედარებით. დადგენილია ინფრაწითელი სხივური ენერგიით დურდოს თბური დამუშავების ოპტიმალური რეJიმები. (გვ. 222). ფორთოხლის წვენის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა მისი შემდგომი გადამუშავების მიზნით გ. კაიშაური, თ. ძნელაძე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაშრომში მოცემულია საქართველოში მოყვანილი ფორთოხლის ჯიშის “ვაშინგტონ ნაველი” და მისგან დამზადებული ნატურალური წვენის კვლევის შედეგები. (გვ. 225). Aაქტინიდიის ჯიშის “მონტი” ტექნო-ქიმიური მაჩვენებლების შესწავლის შედეგები გ. კაიშაური საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექოლოგიის ცენტრი ნაშრომში მოცემულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდის რაიონში მოყვანილი აქტინიდიის ჯიშის “მონტი”-ს ორგანოლეპტიკური, ტექნიკური და ქიმიური მაჩვენებლების კვლევის შედეგები. (გვ. 227). მეცხოველეობა და ვეტერინარია პრეპარატPUP და UPშ-ის ტოქსიკურობის შესწავლა მ. ჭიკაიძე, თ. ყურაშვილი, შ. მაკარაძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ნაშრომში განხილულია დერმატომიკოზების სამკურნალო ახალი პრეპარატების PUP და UPშ –ის ტოქსიკური თვისებების შესწავლის შედეგები. ცდები ჩატარებულია ბოცვრებზე კანის სინჯის მეთოდით. გამოკვლევებით დადგენილია, რომ პრეპარატები PUP და UPშ –ი არ იჩენენ დერმატოტოქსიკურ მოქმედებას. (გვ. 229. გინეკოლოგიური დისპანსერიზაციის როლი ფურებსა და უშობლებში უნაყოფობის პროფოლაქტიკისა და ლიკვიდაციის საქმეში გ. ბუცხრიკიძე, ო. პარკაძე, რ. ჭანტურიძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ნაშრომში განხილულია ფურებსა და უშობელებში უნაყოფობის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის საკითხები. (გვ. 232). სამკურნალო მცენარეთა ნაყენი ხბორების დისპეპსიის დროს (რუსულად) ა. აბდინოვა აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ქ. განჯა ხბორების დისპეპსიის დროს ეფექტური და მიზანშეწონილია გვირილას ყვავილებისა და მრავალძარღვას ფოთლების ნაყენის (1:10) გამოყენება, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროჰლორიდის ინექციებთან ერთად (0,1 მლ ერთ კგ ცოცხალ მასაზე). ოთხდხუთ დღეში ქრება დისპეპსიის კლინიკური ნიშნები, ხოლო ფიზიოლოგიური მაჩვენებლები უახლოვდება ნორმის ფარგლებს. მაღალპროდუქტიულ ფურებში ფარული ფორმის ენდომეტრიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა გ. ბუცხრიკიძე, ო. პარკაძე, რ. ჭანტურიძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ფერმერულ მეურნეობებში და მოსახლეობის კერძო საკუთრებაში მყოფ ფურებში ძირითად პრობლემას წარმოადგენს უნაყოფობა და ბერწიანობა, რომლის ერთ-ერთი მიზეზი არის მშობიარობის შემდგომი გინეკოლოგიური დაავადებები, რომელთა შორის აღსანიშნავია ფარული ანუ სუბკლინიკური ფორმის ენდომეტრიტები. ისინი დიდ ეკონომიკურ ზარალს აყენებენ მეცხოველეობის ფერმერულ მეურნეობებსა და მოსახლეობას, რაც გამოიხატება რძის პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირებით, მაღალპროდუქტიული ფურების ადრეული გამოწუნებით და იმ ხარჯებით, რაც დაკავშირებულია მათი მკურნალობას და პროფილაქტიკასთან. გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფარული ენდომეტრიტები რეგისტრირებულია 22_24% ფურებში. საშუალოდ ერთ ფურზე გამოწვეული ეკონომიკური ზარალი შეადგენს 247_254 ლარს, ხოლო იძულებით გამოწუნებულ ერთ ფურზე _ 850 ლარს. (გვ. 237). ძროხისა და კამეჩის ადგილობრივი ჯიშების მოზარდის დაკვლის პროდუქტების გამოსავლიანობის საკითხისათვის გ. გოგოლი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ნაშრომში გაანალიზებულია ძროხისა და კამეჩის 2 წლამდე ასაკის მოზარდის სახორცედ გადამუშავებისას დაკვლის ძირითადი და თანამდევი პროდუქტების მასისა და გამოსავლიანობის განსაზღვრის შედეგები. დადგენილია, რომ ნაკლავის გამოსავლიანობა, ზაქთან შედარებით, უფრო მაღალი იყო ძროხის მოზარდში და, აგრეთვე, ორივე სახეობის უფრო მაღალი ცოცხალი მასის ინდივიდებში. საკვები სუბპროდუქტების გამოსავლიანობით რამდენადმე მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის აღნიშნული, მაშინ, როდესაც ტყავის გამოსავალი ზაქში საშუალოდ 3%- ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ძროხის მოზარდში. (გვ. 243). სამონადირეო ხოხბის კვერცხის ინკუბაციის მაჩვენებლები ი. შერგელაშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. სამონადირეო ხოხბის კვერცხის მორფოლოგიური და საინკუბაციო მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ კვერცხდების პერიოდში მორფოლოგიური მაჩვენებლები დიდად არ იცვლება. კვერცხდების ბოლოს განაყოფიერება, გამოჩეკვა, როგორც ჩაწყობილიდან ასევე განაყოფიერებულიდან 3-5%-ით იზრდება. (გვ. 247). ცხენის ძირითადი ჰელმინთოზების სეზონურ-ასაკობრივი დინამიკა აღმოსავლეთ საქართველოში ლ. ავალიანი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ყულარის ცხენსაშენში უმთავრესი ჰელმინთოზური დაავადებებია – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატოზები და პარასკარიდოზი, რომელთა აღმძვრელებით ყველა ასაკის ცხენების დაინვაზიების ექსტენსიურობის საშუალო წლიური მაჩვენებელი, შესაბამისად, 64,1 და 24,5%-ს შეადგენს. სტრონგილატებით და პარასკარიდებით უპირატესად დაინვაზიებულია 6-18 თვის ასაკის მოზარდეული (შესაბამისად, 71,7 და 32,2%). სტრონგილატოზები მაქსიმალურად ზამთრის (76-1-87,7%) და ზაფხულის (78,9-91,8%) თვეებში ვლინდება. პარასკარიდებით დაინვაზიების ექსტენსიურობის სეზონური დინამიკა გამოხატული არ არის, თუმცა აპრილ-მაისში აღინიშნება ამ მაჩვენებლის მატება (48,1-60,4%). (გვ. 250). აღმოსავლეთ საქართველოს პირობებში ცხენის საჭმლის მომნელებელი განვითარებისა და გამძლეობის ვადების შესახებ ლ. ავალიანი, შ. ფოცხვერია. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, მარნეულის რაიონის (აღმოსავლეთ საქართველო) საძოვრებზე ცხენის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტრონგილატებისა და პარასკარიდას ინვაზიური საწყისის განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით იქმნება. ზაფხულის თვეებში (ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად, 20,1-23,5-23,4°ჩ) სტრონგილატების ლარვები და პარასკარიდას კვერცხები ინვაზიურ სტადიას, შესაბამისად, 5-6 და 8-9 დღეში აღწევენ. მათი ინვაზიური საწყისის განვითარება ნოემბრის პირველ დეკადაში წყდება. ზამთრის თვეებში (ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა, შესაბამისად, 2,2-0,2-1,2°ჩ) საძოვარზე მოხვედრილი სტრონგილატებისა და პარასკარიდას კვერცხები იზამთრებენ და აპრილში, მას შემდეგ, რაც ჰაერის საშუალო დღიური ტემპერატურა 8°-ს გადააჭარბებს, განაახლებენ ან იწყებენ განვითარებას. ივლისსა და აგვისტოში ჰაერისა და ნიადაგის ზედაპირის მაღალი ტემპერატურისა და ხანგრძლივი გვალვის გამო სტრონგილატების არაინვაზიური ლარვები და პარასკარიდას კვერცხები გამოშრობის გამო იღუპებიან. სტრონგილატების ინვაზიური ლარვები მიგრირებენ ნიადაგში და 5-10 სმ-ის სიღრმეზე მცენარეული საფარის ფესვებზე გროვდებიან. სექტემბერში ისინი ვერტიკალურად ზევით მიგრირებენ და ბალახის ღეროებზე, ნიადაგის ზედაპირიდან 5-10 სმ-ის სიმაღლეზე განთავსდებიან. ოქტომბერში მოსული ნალექების გამო ტენიანობის მატების შემდეგ ლარვები ბალახის საფარზე ჰორიზონტალურად გადაადგილდებიან და მათი გამოვლენა შესაძლებელია ინვაზიური კერიდან დაახლოებით 10-15 სმ დაშორებით. (გვ. 254). მძუნაობის მედიკამენტოზური შეწყვეტა კატებში, როგორც სიმსივნეების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი მ. ჩხიკვიშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. საკვლევი კატების ნაწილში მძუნაობის ხელოვნური შეწყვეტა წარმოებდა ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებით. სტატიაში მოყვანილია კვლევის შედეგები და პათოლოგიური ცვლილებების აღმოფხვრის გზები. (გვ. 2613). Anestrol – პერორალური ჰორმონალური პრეპარატი და მის მიერ გამოწვეული შედეგები მ. ჩხიკვიშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. სტატიის განხილვის საგანს წარმოადგენს ჰორმონალური პრეპარატი Anestrol, მისი გამოყენება კატებში და შედეგად მიღებული ცვლილებები საკვლევი ჯგუფის 40%. (გვ. 264). ავადმყოფი და მკვდარი ცხოველებიდან გამოყოფილი სალმონელების მაღალეფექტური პრეპარატების შერჩევა ზ. ჩეკურიშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. სამაცნიერო ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელის მოიცავს ავადმყოფი და მკვდარი ცხოველებიდან გამოყოფილი სალმონელების რეზისტენტობას გარემოს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების პირობებში, ანტიბიოტიკომგრძნობელობის დადგენას ვეტერინარიასა და მედიცინაში ფართოდ ხმარებული ანტიბიოტიკების მიმართ და სამკურნალოდ მაღალეფექტური პრეპარატების შერრჩევას. (გვ. 266). არაცილოვანი აზოტი და შარდოვანას აზოტი ფურების სისხლში გ. ბასილაძე აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ზაფხულის პერიოდში არაცილოვანი აზოტისა და შარდოვანას აზოტის შემცველობა საცდელი ფურების სისხლში და რძეში (სასუქიანი ნაკვეთები) იზრდებოდა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (უსასუქო ნაკვეთი) 24,0; 30,6; 34,8; 37,6 და 15,0; 26,4; 33,2; 43,2%-ით, ჯგუფების შესაბამისად. I ჯგუფის ფურების რძეში არაცილოვანი აზოტი და შარდოვანას აზოტი გაიზარდა 0,004 და 2,5%-ით, II ჯგუფში _ 0,008 და 5,4%-ით, III ჯგუფში – 0,009 და 7,0%-ით, IV ჯგუფში _ 0,011 და 9,1%-ით, V ჯგუფში – 0,014 და 11,0%-ით. (გვ. 269). რძეში მოხვედრილი მძიმე ლითონების გავლენა ქართული ყველის ხარისხზე გ. ბასილაძე, ე. კალანდია. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, დმანისის რაიონის სოფელ მაშავერასა (საკონტროლო ჯგუფი) და ბოლნისის რაიონის სოფელ ჯავშანიანში (საცდელი ჯგუფი) შესწავლილია მძიმე ლითონების (სპილენძი, თუთია, ტყვია) შემცველობა კავკასიური წაბლა ჯიშის ძროხების რძეში და დადგენილ იქნა მათი გავლენა ქართული ყველის ხარისხზე. (გვ. 272). ბრონქოპნევმონიით ხბოების დაავადების დინამიკა ი. პარკაძე აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. სტატიაში აღწერილია “ფერმა მარგებელში” მსხვილი რქოსანი პირუტყვის მეცხოველეობის ფერმის სამეწარმეო საქმიანობის შედეგები, იდენტიფიცირებულია მოზარდთა ბრონქოპნევმონიის ეტიოლოგიური ფაქტორები. 2010-2012 წლებში ფერმაში ხბოების ბრონქოპნევმონიით დაავადების დინამიკის შესწვლამ გვიჩვენა,რომ 2010 წელს ავადობამ შეადგინა 24,5 %, 2011 წელს 5,4% და 2012 წელს 11,1%. შესწავლილია ბრონქოპნევმონიით ხბოების დაავადების თავისებურებები. (გვ. 275). აგრორადიოლოგია და ეკოლოგია ეკოლოგიური საფრთხე!.. (მითი თუ რეალობა?) ნ. ქარქაშაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ნაშრომში განხილულია მოსალოდნელი ეკოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გლობალურმა დათბობამ. აქედან გამომდინარე, ლაპარაკია ძველი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც შეგნებულად მოშალეს ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს მოსალოდნელ პრობლემებს და უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება. (გვ. 278). ინფორმაცია და მოსაზრებანი ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის შენაკაძე, მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ გ. ჯაფარიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კადემია. ნაშრომში განხილულია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკაძე ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა) ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით და მისი ალტერნატიული ღონისძიებები. (გვ. 281). საქართველოში არსებული ადგილობრივი და იმპორტირებული ციტრუსოვან კულტურათა ნედლეულის ბიოლოგიური სრულფასოვნებისა და კვებითი უვნებლობის დადგენა ეკოქიმიური ექსპერტიზის თვალსაზრისით გ. დანელია, თ. ფალავანდიშვილი, ზ. ჩანქსელიანი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საქართველოს საბაზრო ეკონომიკურ პირობებში ეკოქიმიური ექსპერტიზის შედეგად, შესწავლილ იქნა როგორც სამამულო, ასევე იმპორტირებულ ციტრუსოვან კულტურათა ნაყოფების შენახვისუნარიანობა, ბიოქიმიური შედგენილობა დინამიკაში, პოტენციურად ტოქსიკური და ძლიერ ტოქსიკური ელემენტების შემცველობა, ბიოლოგიური სრულფასოვნებისა და კვებითი უვნებლობის თვალსაზრისით. Kკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სტანდარტის თანახმად, გლიციდებისა და ვიტამინ “ჩ”-ს შემცველობა საქართველოს რესპუბლიკაში მოწეულ ლიმონსა და ფორთოხალში მაღალია, იმპორტირებულთან შედარებით, რაც შეეხება ორგანულ მJავებს, ნედლი უჯრედანას და პექტინოვან ნივთიერებებს, შედარებით მეტი აღმოჩნდა ბერძნულ პროდუქციაში, რაც მის ორგანოლეპტიკაშიც აისახება. დეკადების მიხედვით შენახვისუნარიანობის მხრივ, როგორც ქართული, ასევე ბერძნული ციტრუსთა ნაყოფები ერთიდაიმავე მაჩვენებლებში ჯდება. მძიმე ლითონების ჩუ, ძნ, Fე, ჩო, Mო, Pბ, Aს, Hგ, ჩდ, ჩრ-ის შემცველობა არ სცდება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს, ასევე პროდუქციაში არ აღმოჩნდა საშიში დღეგრძელი ნუკლეიდები ჩს137 და შრ90. დეგუსტაციის შედეგად ლიდერობს საქართველოში გაადგილებული ციტრუსოვანთა ნაყოფები, რის გამოც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო ბაზრების იმ სეგმენტში, რომლებიც დაინტერესებულია ბიოლოგიურად სუფთა და ეკოლოგიურად სრულფასოვანი ძვირფასი ციტრუსოვანი კულტურებით. (გვ. 283). აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელისშემშლელი ბუნებრივი ფაქტორები ნ. ალასანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარება დიდად არის დამოკიდებული რეგიონის ბუნებრივდგეოგრაფიულ პირობებთან,მის მთიან რელიეფთან და განსაკუთრებით აქ მიმდინარე სტიქიურ პროცესებთან, რომელთაგან ყველაზე ხშირია; მეწყერები, სელური მობლენები, ზვავები, და სხვა (გვ. 296). ეკონომიკა ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ თ. კუნჭულია, პ. კოღუაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა მაღალი ტექნოლოგიებით წარმოებულ სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტისათვის, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია ბაზრიდან ქართული პროდუქციის განდევნა. აღნიშნულის გამო, დღის წესრიგში დადგა მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემა, რაც დღევანდელ პირობებში, სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული დახმარების გარეშე შეუძლებელია. (გვ. 300). სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების დარგობრივი სტრატეგიის შესახებ თ. კუნჭულია, ქ. მჭედლიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. დღეს ქვეყანაში უამრავი ფაქტორი მოქმედებს, რომლებიც შეუძლებელს ხდის დარგობრივი პროგრამების შემუშავებას და მათ საიმედოობას. აღნიშნულის გამო კლასიკური მეთოდებით მომავლის პარამეტრების განსაზღვრას აზრი არ აქვს. ამავე დროს, სოფლის მეურნეობის პრიორიტეტად გამოცხადებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მილიარდიანი ფონდის შექმნის პირობებში, აუცილებელია დარგობრივი სტრატეგიების შემუშავება და მის საფუძველზე პროდუქციის წარმოებისა თუ გადამუშავების ეფექტიანი გზების დასახვა, თუნდაც უახლოესი 5_10 წლის გათვალისწინებით. (გვ. 304). მოსაზრება მიწების კოოპერირებასთან დაკავშირებით რ. ფახურიძე წარმოადგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წ/კ თამაზ კუნჭულიამ. წარმოდგენილ სტატიაში კარგადაა განხილული კოოპერირების და კოოპერატივების შექმნა, რომლებიც დასაბამს მისცემს მიწების კონსოლიდაციას. (გვ. 309). მექანიზაცია და ელექტრიფიკაცია მიწათმოქმედების ზოგიერთი თანამედროვე ტექნოლოგიის შესახებ შ. ჭალაგანიძე, ო. ბედია, გ. მოსაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. სტატიაში განხილულია მიწათმოქმედების ნიადაგდამცავი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები, ისეთები, როგორიცაა: მინიმალური და ნულოვანი დამუშავება. მოცემულია მათი დადებითი თვისებები ჩვეულებრივ ტექნოლოგიებთან შედარებით. ყურადღება გამახვილებულია ისეთ აგრეგატებზე, რომელთა გამოყენება არ აზიანებს ნიადაგის სტრუქტურას, ახდენს რამდენიმე ტექნოლოგიური ოპერაციის შერწყმასა და ერთ სამუშაო პროცესში განხორციელებას, ასევე აგრეგატების გავლათა რიცხვის შემცირებას. (გვ. 317). ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის გამავლობა (რუსულად) რ. მახარობლიძე, ი. ლაგვილავა, ო. ასათიანი, ა. კობახიდძე. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კ. ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის გამავლობა შეფასებულია ისეთი შედარებითი მონაცემებით, როგორიცაა: გრუნტში ჩამჯდარითვლის გამავლობა, გამავლობა მზიდუნარიანობის მიხედვით, გამავლობა თვლის ნიადაგთან ჩაჭიდების მიხედვით, გამავლობა ძრავის წევის მიხედვით, სათოხნი კულტურების რიგთაშორისებში და ჩაის პლანტაციებში გავლაუნარიანობა. გამავლობის მაჩვენებლები ითვალისწინებენ ნიადაგის რეოლოგიურ თვისებებს და ადაპტური ტადემთვლიანი თვითმავალი შასის პარამეტრებს. (გვ. 317). ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალი ორგანოებით ნიადაგის ტკეპნის თეორია (რუსულად) რ. მახარობლიძე, ი. ლაგვილავა, ო. ასათიანი, ა. კობახიძე. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კ. ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი დამუშავებულია ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალი ორგანოებით ნიადაგის ტკეპნის თეორია. ნიადაგის რეოლოგიური თვისებებიდან და დეფორმაციის გავრცელების ზონაში ადაპტური ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის პარამეტრებიდან გამომდინარე, დადგენილია ნიადაგის საშვალო სიმკრივესა და ადაპტური თანდემთვლიანი თვითმავალი შასის სავალ ორგანოებს შორის ფუნქციონალური დამუკიდებულება. დამუშავებულია ყველა ფიზიკური სიდიდის გაანგარიშების მეთოდიკა, რომლებიც სტანდარტითაა გათვალისწინებული სავალი სისტემის ნიადაგზე ზემოქმედების შესაფასებვლად. ამ მონაცემებით ხდება ექსპერიმენტალური და სერიული თვითმავალი შასების შედარება. (გვ. 322). ნიადაგის დაცვის მნიშვნელოვანი ღონისძიება – თანამედროვე რესურსდამზოგი ტექნოლოგიები ე. შაფაქიძე სტატიაში განხილულია ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა განხორციელების შედეგად მცირდება პროდუქციის თვითღირებულება, კლებულობს საწვავ-საცხები მასალების ხარჯები, დიდდება პროდუქციის რაოდენობა და ხარისხი. რესურსდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვით უმჯობესდება ნიადაგის ფიზიკო-მექანიკური თვისებები, იზრდება მათი ნაყოფიერება, მნიშვნელოვნად მცირდება ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის პროცესები. (გვ. 328). ელექტრო-ჰიდრავლიკური ეფექტის გამოყენება ცუკატების მიღებისათვის გ. პაპუნიძე, ს. პაპუნიძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორების მიერ დასახული პრობლემის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში გავრცელებული ხილ-კენკროვანი და არატრადიციული მცენარეული ნედლეულის რაციონალური გამოყენება ფუნქციონალური და სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების კვების პროდუქტების ტექნოლოგიის შემუშავებაში. (გვ. 334). სამთო პირობებში უხეში საკვების დამზადება მცირე მექანიზაციის გამოყენებით მ. მამულაძე, ფ. აბუსელიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოდგენილია მცირე სიმძლავრის ახალი კონსტრუქციის, სწორხაზობრივად მოძრავი სეგმენტებიანი სათიბელას ექსპერიმენტული ნიმუში, რომლის გამოყენება შესაძლებელია მცირეკონტურიან ნაკვეთებსა და სამთო პირობებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვების დამზადებისათვის. სათიბელა შედგებატაიგა 3,5 კვტ. სიმძლავრის ძრავას, მჭრელი აპარატის, ძრავას და მჭრელ აპარაც შორის დაყენებული გადაბმულობის ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობისაგან, მჭრელი აპარატის გადიდებული სიჩქარით მუშაობის დროს თიბვის სამუშაო პრიცესის, უსაფრთხოდ და ეკონომიურად წარმოებისათვის. (გვ. 337). გლეხური მეურნეობების პირობებში, თხილის მოვლა-მოყვანის მცირე ტექნიკური საშუალებების გამოყენება, თხილის პლანტაციის გაშენებისა და მოსავლის აღების დროს მ. მამულაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. წარმოდგენილია ახალი კონსტრუქციის მქონე მცირე კომპლექსური მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების ექსპერიმენტული ნიმუშები, ფერდობზე თხილის პლანტაციის გაშენებისა და კრეფისათვის, რის საშუალებითაც შეგვიძლია დავზოგოთ ხელის შრომა, ავამაღლოთ შრომის ნაყოფიერება და მოსავლის ეკონომიკური ეფექტი (გვ. 340). უწყვეტი მოქმედების ყურძნის გადამამუშავებელ დანადგარში, განთავსებული გადასამუშავებელი მასის რაოდენობის საანგარიშო ფორმულის მიღება გ. მირუაშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ნაშრომში განხილულია, ახალი ტიპის, უწყვეტი მოქმედების ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი და თეორიულად გამოყვანილია ფორმულა, რომელიც დანადგარის კონსტრუქციული პარამეტრების მიხედვით და ძირითადი სამუშაო ორგანოს _ დოლის, შერჩეული ფორმიდან გამომდინარე, შესაძლებელს ხდის განვსაზღვროთ დანადგარში ერთდროულად განთავსებული გადასამუშავებელი მასის რაოდენობა. (გვ. 345). ყურძნის გადასამუშავებელ მასაზე მიმმართველი ხვიის ზემოქმედების ანალიზი გ. მირუაშვილი აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. ნაშრომში განხილულია, სხვადასხვა პრინციპით მომუშავე, ყურძნის პირველადი გადამამუშავებელი პერფორირებულ ლენტური ტიპის დანადგარები, ჩატარებულია მათი მუშაობის მოკლე ანალიზი, ავტორის მიერ გამოვლენილია მათი ნაკლოვანებანი და შემოთავაზებულია სრულიად განსხვავებული ტიპის ყურძნის პირველადი გადამამუშავებელი დანადგარის პრინციპული სქემა, რომელზეც გაცემულია `საქპატენტის~ მიერ დადებითი გადაწყვეტილება, პატენტის გაცემის თაობაზე. თეორიულად დადგენილია კავშირი ტექნოლოგიური პროცესის მიმდინარეობასა და დანადგარის კონსტრუქციულ პარამეტერებს შორის, ასევე დასაბუთებულია დანადგარის მუშაუნარიანობა, დანადგარის ძირითადი სამუშაო ორგანოს - დოლის სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენების შემთხვევებისათვის. (გვ. 349). უნივირსალური ხელის სასხლავ_საკრეფი მანქანა ნ. მაღლაკელიძე, ი. ძირკვაძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კ. ამირაჯიბის სოფლის მეურეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჩაის ბუჩქის გასხვლა-კრეფისათვის, გაზონის გასხვლისათვის და ბალახის აღებისათვის შემოთავაზებულია უნივერსალური ხელის მანქანა, რომელიც მუშაობს მანქანის მჭრელ აპარატზე დაყენებული ელექტროძრავით და აღჭურვილია კვების ელექტრული ელემენტით. მანქანის მუშა ორგანოს კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ერთდროულად შეასრულოს მოსათიბი მასის ჭრის და სათავსოში ტრანსპორტირების ოპერაციები. ხელის მანქანა დაპროექტებულია ბლოკ-მოდულური პრინციპით და იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც კომბინრებული მანქანის, ისე ცალკეული ოპერაციების შემსრულებელი მოდულის სახით. (გვ. 355). ჩაის მძიმედ სასხლავი მოტობლოკური აგრეგატის დინამიური კვლევა ზ მახარობლიძე, ი. ძირკვაძე, ნ. დუმბაძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოკვლეულია სამუშაო ორგანოს დინამიკური პროცესი. გამოყვანილია სამუშაო ორგანოს ძრავის ღერძის კუთხური სიჩქარის ცვალებადობის და დინამიკური დატვირთვის საანგარიშო ფორმულები, ძრავის მექანიკური მახასიათებლებისა და დატვირთვების გათვალისეინებით. (გვ. 359). ხერხვის პროცესის თეორიული კვლევა ნ. დუმბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოკვლეულია ხერხვის პროცესში ხერხის კბილისა და დასამუშავებელი მასალის დინამიკური ურთიერთმქმედების პროცესი. (გვ. 365). თხილის საკრეფი აგრეგატის დინამიკა რ. მარგალიტაძე, ფ. ვარშანიძე, მ. მამულაძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტატიაში მოცემულია დინამიკური პროცესები თხილის საკრეფი აგრეგატის ამძრავის ღერძზე. გამოყვანილია დაყვანილი სახის ინერციის მომენტის ოპტიმალური მნიშვნელობის საანგარიშო ფორმულა. (გვ. 371). თხილის საკრეფ მანქანაში სამეურნეო-ტექნოლოგიური გამოცდების მაჩვენებლები და ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება რ. მარგალიტაძე, ფ. ვარშანიძე, მ. მამულაძე. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სტატიაში მოცემულია თხილის საკრეფი აგრეგატის კონსტრუქციის და ცალკეული კვანძების საიმედოობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სამეურნეო-ტექნოლოგიური გამოცდების შედეგები და ამ აგრეგატის ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება. (გვ. 383). ტანდემთვლიანი თვითმავალი შასის საექსპლუატაციო მაჩვენებლების ექსპერიმენტული კვლევა ბ. ბასილაშვილი, ი. ლაგვილავა, ო. ასათიანი, ა. კობახიძე. აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კ.ამირაჯიბის სოფლის მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო მობილური ენერგეტიკული საშუალებების სრულყოფას და პროგრესულობას განაპირობებენ, როგორც მათი კონსტრუქციული აგებულებისა და ტექნიკური შესრულების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობა, ისე მოცემული ბუნებრივ-საწარმოო პირობების შესაბამისად, იმ ძირითადი საექსპლუატაციო-ტექნოლოგიური პარამეტრების მართვის შესაძლებლობა, რომლებიც აღნიშნული საშუალებების სრულყოფას უზრუნველყოფენ, რაც ძირითადად სამანქანო-სატრაქტორო აგრეგატების ბუნებრივ-საწარმოო პირობებში გამოცდასა და მუშაობის მაჩვენებლების ექსპერიმენტულ მონაცემებს ემყარება. აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, მოხდა სმმი-ს მეცნიერ-მუშაკებისა და ტექნიკური პერსონალის მიერ გამოგონებებისა და საავტოროთა დონეზე დამუშავებული და აგებული ტანდემთვლიანი ადაპტური თვითმავალი შასის საველე პირობებში გამოცდა, რომლის შედეგები მოცემულია წარმოდგენილ სტატიაში. (გვ. 390). |
|
საიუბილეო სტატიები |
|
მეცნიერებათა კორიფე და უდიდესი ინტერნაციონალისტი ნ.ი. ვავილოვი საქართველოში შ. ჭალაგანიძე, გ. ალექსიძე, გ. ჯაფარიძე, პ. ნასყიდაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნების მეცნიერებათა აკადემია მსოფიოს ყველა კონტინენტისა და ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მეცნიერული საზოგადოება თაყვანს სცემს, დიდ პატივს მიაგებს, და განსაკუთრებულ მადლიერებით აღნიშნავს, უდიდესი გენეტიკოსის, სელექციონერის, ბოტანიკოსის, სისტემატიკოსის, იმუნოლოგის, ევოლუციონისც, მემცენარის, აგრონომის, ექსპერიმენტატორი მკვლევარის, ეთნოგრაფის, გეოგრაფის, ისტორიკოსის, მოგზაურის, პუბლისცისტის, ინტროდუქტორის, ინტერნაციონალისტის, მეცნიერების ორგანიზატორის, ამ მეცნიერებათა მსოფლიო კორიფეს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, აკადემიკოს ნიკოლოზ ივანეს ძე ვავილოვის დაბადებიდან 125 წლისთავს. (გვ. 410). . _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ |
|
|
. ღირსეული მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი (დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენც, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, სახელმწიფო და დარგობრი პრემიის ლაურეაც, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიწათმოქმედების ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკს, პროფესორ ოთარ ლიპარტელიანს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 57 წელი შეუსრულდა. (გვ. 414). |
|
|
თამაზ თურმანიძე (დაბადებიდან 80 წლის აღსანიშნავად) ცნობილმა ქართველმა კლიმატოლოგმა თამაზ თურმანიძემ 1957 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, სადაც 1962 წლამდე მუშაობდა და ერთდროულად სწავლობდა ასპირანტურაში. აგრომეტეოროლოგიის დარგში სამეცნიერო საქმიანობა მან დაიწყო 1961 წელს ამიერკავკასიის სამეცნიერო კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მუშაობდა 1974 წლამდე. (გვ. 415). |

