საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

ვეტერინარიის მსოფლიო დღე

სიახლეები

 

681366237 1404581031705783 1751988770205954856 n      საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღინიშნა, რომელიც მიეძღვნა ვეტერინარიის პროფესიის გლობალურ მნიშვნელობასა და „ერთიანი ჯანმრთელობის" მიდგომის როლს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.

     სასტუმრო PARAGRAPH FREEDOM SQUARE,LUXURY COLLECTION საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა გახსნეს.

     დავით სონღულაშვილმა ვეტერინარებს პროფესიული დღე მიულოცა და დარგში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობას ქვეყნის აგროსექტორის განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის პროცესში.8783ea5b f1d4 4523 a7c6 6dc100887873

   „ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიუთითებს ღონისძიების მნიშვნელობას და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის პროგრესს აღნიშნულ სფეროში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატფორმა ქმნის შესაძლებლობას, საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებთან დაკავშირებით გაიმართოს პროფესიული მსჯელობა და განხილვა. აღნიშნული კი ხელს უწყობს დარგის შემდგომ განვითარებასა და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია”, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

   WOAH-ის გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ვეტერინარიის სფეროში მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის როლზე რეგიონში.

     გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეებმა ვეტერინარიის დარგში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებებზე, ტრანსსასაზღვრო დაავადებების პრევენციაზე, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპების დანერგვაზე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ქვეყნის მთავარმა სახელმწიფო ვეტერინარმა და WOAH-ის დელეგატმა ლაშა ავალიანმა მონაწილეებს ვეტერინარიის განვითარების მიმართულებით საქართველოს პოლიტიკური ხედვა გააცნო. „ამ ღონისძიების მიზანია როგორც დარგის პოპულარიზაცია, ისე იმ ვეტერინარების აღიარება, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო პროგრამებსა და კერძო სექტორში. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თავისი მაღალი წარმომადგენლობით. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის საქართველოში ვიზიტი და რეგიონის ქვეყნების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერა ღონისძიებას უფრო შინაარსიანსა და შედეგიანს ხდის“, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.

  683016819 1404581765039043 8808188071109230938 n   ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურმა მდივანმა ემანუელ სუბეირანმა პროფესიული მიღწევებისთვის ვეტერინარები და წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს.

     მინისტრმა ვეტერინარებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, სტუდენტებს კი წარმატებული პროფესიული გზა და დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა უსურვა.

     თბილისში გამართულ კონფერენციაში 20-მდე ქვეყნის წარმომადგენლები და WOAH-ის დელეგატები მონაწილეობდნენ, სადაც ვეტერინარიის სფეროში არსებული გლობალური და რეგიონული გამოწვევები განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში ასევე შემუშავდა „თბილისის კომუნიკე“, რომელიც ვეტერინარიის მსოფლიო დღის ოფიციალურად აღიარებისა და მისი აღნიშვნის კონკრეტული თარიღის დაწესებას ითვალისწინებს.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინა ბარვენაშვილი, აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიკოსი ივერი ახალბედაშვილოი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი დავით გოდერძიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ეკატერინე ზვიადაძე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com