საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის

      2015 წლის 16 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში ჩატარდა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეც შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის ოფიციალური ღონისძიება.

      აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ აკადემიური საბჭოს წევრები – აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკად. ნ. ქარქაშაძე, აკადემიკოსები ო. ქეშელაშვილი, თ. კუნჭულია, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, რ. მახარობლიძე, რ.ჩაგელიშვილი, ნ. ბაღათურია, აკადემიკოსი გ. ტყემალაძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი ა. გიორგაძე, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

       საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ხელმოწერის ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, აკად. ა. ფრანგიშვილი, უნივერსიტეტის პრორექტორები პროფ. ლ.კლიმიაშვილი, ზ. გასიტაშვილი, თ. ბაციკაძე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სწავლული მდივანი პროფ. გ. სალუქვაძე, აგრარულ მეცნიერებების და ბიოსისტემების ინJინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გ. ქვარცხავა, მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დ. გურგენიძე, პროფ. ი.ყრუაშვილი.

       დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით მიმართეს აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკად. არჩილ ფრანგიშვილმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ მემორანდუმის გაფორმებას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი წარმოადგენს ჩარჩო-ხელშეკრულებას ორ ორგანიზაციას შორის, სადაც აღნიშნულია თანამშრომლობის ისეთი სფეროები, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების და აგრარული პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დამუშავება, აგროსაინJინრო სისტემებისა და სერვისის სახეების დამუშავება, სატყეო მეურნეობის განვითარება, აგრარული ბიზნესის მართვა, აგრარიკოს სპეციალისტთა მომზადება, გადამზადება და ტრეინინგი; აკადემიის ეროვნულ კოორდინატორთა დარგობრივ საკოორდინაციო ჯგუფებში უნივერსიტეტის წარმომადგენლების აქტიური ჩართვა.

       მემორანდუმის თანახმად აკადემიამ და უნივერსიტეტმა უნდა გაატარონ შემდეგი ღონისძიებები: ერთობლივი სამუშაო შეხვედრების,  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სემინარების,  კონფერენციების,  მრგვალი მაგიდისა და სიმპოზიუმების ორგანიზება; სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების და პროგრამების რეალიზაციაში სასწავლო და საცნობარო ლიტერატურის ერთობლივი მომზადება და გამოცემა; ინფორმაციის გაცვლა და თანამონაწილეობა ინიციატივებში, პროგრამებსა და პროექტებში, ორივე მხარის მიერ მათი მოღვაწეობის სფეროსა და ინტერესების შესაბამისად; სამეცნიერო პერსონალის ეფექტური გამოყენება სოფლის მეურნეობის განვითარების ინოვაციური სისტემების შექმნისათვის და მათში სტუდენტთა აქტიური ჩართვა.

      აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს აკად. ნ. ქარქაშაძემ, აკად. ნ. ჩხარტიშვილმა, პროფ. თ. ბაციკაძემ, აკად. ზ. ცქიტიშვილმა, პროფ. გ. ქვარცხავამ, აკად. ნ. ბაღათურიამ და აკად. გ. ტყემალაძემ.

      შეხვედრის დასარულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკად ა. ფრანგიშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ძალაში შევიდა ხელის მოწერისთანავე.

 

მარცხნიდან - საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკად. არჩილ ფრანგიშვილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.

 

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის განხილვა სსმმ აკადემიის აკადემიურ საბჭოზე.

 

მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ ხელს აწერენ აკადემიის პრეზიდენტი,
აკად. გ. ალექსიძე და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,
აკად. ა. ფრანგიშვილი

A

ინფორმაცია

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე არჩეულია საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო კვლევების გლობალური პარტნიორობის კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის საბჭოს წევრად.

     კონსორციუმს (ჩGIAღ) გააჩნია ფონდის საბჭო, რომელიც წარმოადგენს დონორი ფონდების წარმომადგენლობით ორგანოს  და იგი წარმართავს ჩGIAღ ფინანსებს. როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ფონდის საბჭო ადგენს რესურსების გამოყენების პრიორიტეტებს და ნიშნავს დამოუკიდებელ სამეცნიერო და საპარტნიორო საბჭოს, სადაც არიან მსოფლიო კლასის სამეცნიერო ექსპერტები, რომელთა რჩევებსაც ითვალისწინებს ფონდის საბჭო.

          ჩGIAღ აერთიანებს 15 სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს მსოფლიოს 65 ქვეყანაში და მათ შორის 25 განვითარებად ქვეყანებში.  

     საბჭოში ხმის მიცემის უფლების მქონე წევრები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი, კარიბი, მექსიკა, ფიჯი, საჰარის აფრიკა, ნიგერია, სამხრეთ და ჩრდილოეთი აფრიკა, ირანი, ირლანდია, ნორვეგია, ჰოლანდია, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა, ავსტრალია.

     ხმის მიცემის უფლების მქონე ორგანიზაციები:     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), მსოფლიო ბანკი, სასოფლო-სამეურნეო კვლევების გლობალური ფორუმი (GFAღ), სასოფლო-სამეურნეო კვლევითი ორგანიზაციების ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ასოციაცია (ჩAჩAAღI).

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეციერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს აკად. გურამ ალექსიძეს ამ მეტად პრესტიJულ საერთაშორისო აღიარებას.

შეხვედრა
 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

            2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან – მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან და მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძესთან.

      შეხვედრას აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, აკადემიის აპარატის წარმომადგენლები და სტუმრები - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფ. ვაJა თოდუა  და საქართველოს მიწათმოქმედთა და მექანიზატორთა კავშირის თავმჯდომარე ირაკლი დვალი.

      შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა სამინისტროს ინიციატივა აგრარული დარგის მეცნიერებთან შეხვედრის შესახებ და აღინიშნა, რომ აკადემიას და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებულია მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს შეხვედრის  დიდ მნიშვნელობას.

      მინისტრმა ზ. ფუტკარაძემ თავის პრეზენტაციაში დამსწრე საზოგადოებას გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობა და მისი სამომავლო გეგმები – “სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობა და პერსპექტივები”.

      ბატონმა ზ. ფუტკარაძემ აღნიშნა ის უარყოფითი მაჩვენებლები, რაც 2013 წლამდე ახასიათებდა აჭარის სოფლის მეურნეობას, მკაფიოდ გააშუქა  პრიორიტეტები, რომელიც გამოკვეთილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში. მომხსენებელმა ვრცლად ილაპარაკა სოფლის მეურნეობის ძირითად, ტრადიციულ და დამხმარე დარგებზე; აღინიშნა  გატარებული ღონისძიებების შედეგები და ტენდენციები (2013 წლის შემდგომ პერიოდში), გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის სამთავრობო პროგრამები, მათ შორის ციტრუსების მიმღებ-გადამუშავების საწარმოების პროგრამა; სამინისტროსთან არსებული “აგროსერვის ცენტრის” და ლაბორატორიული კვლევითი ცენტრების ფუნქციონირების პროგრამა; შპს “მექანიზატორის” სერვის ცენტრის მიერ გატარებული ღონისძიებები;  ექსტენციის (ფერმერთა სწავლება-კონსულტირება) მიმართულებით  საქმიანობა; პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელებული პროგრამები. პრეზენტაციაში მკაფიოდ გამოიკვეთა სამინისტროს უახლესი გეგმები და პერსპექტივები, აგრეთვე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივები.

      მინისტრის მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია, იყო ბევრი შეკითხვები, რომელზედაც მინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა. მოხსენების ირგვლივ მოსაზრებები გამოთქვეს და დადებითად შეაფასეს სამინისტროს საქმიანობა  აკადემიკოსებმა ნ. ქარქაშაძემ, ნ. ჭითანავამ, გ. პაპუნიძემ, რ. მახარობლიძემ, ო. ქეშელაშვილმა, გ. მარგველაშვილმა და ნ. ბაღათურიამ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებმა ე. შაფაქიძემ, თ. თურმანიძემ და რ. ჯაბნიძემ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ აღნიშნა მინისტრის მეცნიერებთან შეხვედრის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა, რომ ეს იყო ერთგვარი ანგარიში სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მან გამოთქვა სურვილი, რომ აგრარული მიმართულების ორგანიზაციებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიებაძონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს, თავიანთი საქმიანობა გახადონ გამჭირვალე და პერიოდულად პრეზენტაციების და მრგვალი მაგიდის სახით საქმის კურსში ჩააყენონ აკადემია, რომელიც კანონის საფუძველზე წარმოადგენს მთავრობის მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში.

      შეხვედრა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობა და გამოთქვა სურვილი, რომ მიზანშეწონილია კიდევ უფრო გაღრმავდეს სამეცნიერო-პრაქტიკული კონტაქტები აჭარის რეგიონთან და კერძოდ ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომელიც უნდა გახდეს აკადემიის სამეცნიერო დაკვირებების ობიექტი პარტნიორობის დონეზე, როგორც ეს განსაზღვრულია მემორანდუმით.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ხსნის
აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძის პრეზენტაცია –

“სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობა და პერსპექტივები”.

  ვალერიან ცანავა - 80

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო, აკადემიკოსები და წევრ-კორესპონდენტები გულითადად ულოცავენ აკადემიკოს ვალერიან ცანავას დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს.

          (სრულად იხილეთ ბმულზე).

ინფორმაცია

       2015 წლის 27 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება. კრების დღის წესრიგი:

-    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2014 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ (მომხს. აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე);

-    აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიშები 2014 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (აკადემიკოს-მდივნები: აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ზ. ცქიტიშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ო. ქეშელაშვილი);

-    ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების  მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე);

-     მიმდინარე საკითხები.   (სრულად იხილეთ ბმულზე).

A

ინფორმაცია

შეხვედრა ბელორუსიის  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელთან

     2015 წლის 4 მარც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ბელორუსიის  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი ჩიJიკი. სტუმარი მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ; შეხვედრაში მონაწილეობდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე,  აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე. სტუმარმა აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო ბელორუსიის  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და გამოთქვა სურვილი, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა ორ აკადემიას შორის და სხვა სამეცნიერო საკითხებთან ერთად განსაკუთრებით სამეცნიერო დარგობრივი ტურიზმის განვითარების მიმართულებით.   აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და ვიცე-პრეზიდენტმა გივი ჯაფარიძემ გამოთქვეს სურვილი ბელორუს კოლეგებთან აგრარული მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის აღდგენისა და გაღრმავების შესახებ; შეხვედრის დასასრულს ორივე მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ დაიწყოს მზადება ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებისათვის ორ აკადემიას შორის და სასურველი იქნებოდა მას მოეწეროს ხელი აპრილის თვეში, როდესაც დაგეგმილია საქართველოში ბელორუსიის წარმომადგენლობითი დელეგაციის სტუმრობა ქვეყნის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.

 

სტუმარი ბელორუსიის მეცნიერების ეროვნული აკადემიიდან.

მარჯვნიდან: დოქტ. ლევან უჯმაჯურიძე - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკად. გურამ ალექსიძე - აკადემიის პრეზიდენტი,  აკად. სერგეი ჩიJიკი - ბელორუსიის მეცნიერების ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკად. გივი ჯაფარიძე - აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დოქტ. ანატოლი გიორგაძე - აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე.

 

საპატიო სტუმარი ბელორუსიიდან აკადემიის დათვალიერების დროს

სამეცნიერო კონფერენცია

      2015 წლის 13 მარც, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე:

" ბიოსისტემების მათემატიკური მოდელირება და მისი გამოყენება ციტრუსების ინტეგრირებულ დაცვაში" (პროექტის ხელმძღვანელი აკად. გურამ ალექსიძე).

      კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა და სპეციალისტებმა, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა.

      კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა და მოხსენება გააკეთა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა, აკად. გ. ალექსიძემ. ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ დოქტორი ავთანდილ მურვანიძე  (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დოქტორი ლერი ნოზაძე (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი).

      კონფერენციაზე განხილული საკითხები შეფასდა დადებითად, ხაზი გაესვა შესწავლილი საკითხის მაღალ მეცნიერულ დონეს და მიღებული შედეგების პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობას.

 

სამეცნიერო კონფერენციაზე შესავალი მოხსენება გააკეთა 

აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ

 

სამეცნიერო კონფერენციის სხდომათა დარბაზი.

საერთაშორისო თანამშრომლობა
უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის
ეროვნულ უნივერსიტეტთან

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე 2015 წლის 12-13 მარც უკრაინის (ქ.კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში "სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა კვების თეორია და პრაქტიკა", რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს გრიგორი ბოგდანოვის დაბადებიდან 85-ე წლისთავს. ვიზიტის დროს საქმიანი შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ სვიატოსლავ ნიკოლაენკოსთან,   მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანთან, მეცნიერებათა კანდიდატ, დოცენტ ვადიმ ბოიჩუკთან. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეც შორის.

   უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი ტრადიციების მქონეა და შედის უკრაინის უნივერსიტეტების პირველ ხუთეულში, ხოლო აგრარულ უნივერსიტეტებს შორის რეიტინგში პირველია. დღეისათვის ეროვნულ უნივერსიტეც გააჩნია 12 სასწავლო-სამეცნიერო და 11 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 21 ფაკულტეტი, 3 საცდელი სადგური და 7 სასწავლო-საცდელი მეურნეობა, 2 აგროტექნიკური ინსტიტუტი, 8 კოლეჯი, 2 ტექნიკური სასწავლებელი, სასწავლო-საკონსულტაციო პუნქტები. იგი ამზადებს კადრებს თითქმის ყველა მიმართულებისა და სპეციალობების მიხედვით. თანამშრომლობს უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ეროვნული აგრარული აკადემიის მრავალ ინსტიტუტთან, რომელთა ბაზაზე ფუნქციონირებს მრავალი კათედრა და ფილიალი. სასწავლო და სამეცნიერ-კვლევითი პროცესები წარმატებით ხორციელდება მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით, რომელთა შემადგენლობაში ირიცხება 300 მეცნიერებათა დოქტორი, მათ შორის უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული და აგრარული აკადემიების 51 აკადემიკოსი და წევრ-კორესპონდენტი, 700 მეცნიერებათა კანდიდატი, 170 პროფესორი და 680 დოცენტი.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე გაეცნო უნივერსიტეტის ლაბორატორიებსა და კათედრებს, ასევე ანატომიის მუზეუმს, ვეტერინარულ კლინიკას,  მეფუტკრეობის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას, მეცხენეობის, მეთევზეობისა და მეფრინველეობის საცდელ-ექსპერიმენტალურ მეურნეობებს.

   13 მარც ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. პლენარული სხდომა მიჰყავდა მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანს, მეცნიერებათა კანდიდატ, დოცენტ ვადიმ ბოიჩუკს.  პლენარული სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა და კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სტანისლავ ნიკოლაენკო, უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი აკადემიკოსი იგორ იბატულინი, უკრაინის ეროვნული აგრარული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი ნიკოლოზ ბაშენკო, უკრაინის ეროვნული აგრარული აკადემიის მეცხოველეობის ინსტიტუტის დირექტორი, ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ევგენი რუდენკო, საქართველოს სოფლის მეურნეობიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე ანატოლი გიორგაძე, ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  მეცხოველეობის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილე, მეცნიერებათა კანდიდატი იგორ პეტრუშკო, კომპანია "ოლტეკ-უკრაინას" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ტომანი.

 

დოქტორ ა. გიორგაძის მოხსენება კონფერენციის პლენარულ სხდომაზე.

   პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. მუშაობდა ორი სექცია: თანამედროვე მიღწევები სასოფლო სამეურნეო ცხოველთა კვებაში და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია.

   კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და სამახსოვრო სურათები. დასასრულს გაიმართა საზეიმო ვახშამი.

   უკრაინელმა კოლეგებმა სურვილი გამოთქვეს მაისის თვეში ესტუმრონ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით თანამშრომლობის ფარგლებში.

  

კონფერენციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

 

უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტის რექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სტანისლავ ნიკოლაენკო და დოქტორი ანატოლი გიორგაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.

 

ინფორმაცია

ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, 2015 წლის 21 იანვარს დაფუძნდა ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრი, როგორც აკადემიის შიდა ფორმირება. მას გააჩნია საკუთარი დებულება, რომელიც დამტკიცებულია აკადემიის პრეზიდენტის აკადემიკოს გ. ალექსიძის მიერ.

ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.

(ვრცლად იხილეთ ბმულზე)

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გასვლითი სემინარი

კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში

     2015 წლის 20 მარც კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი მეფრინველეობის აქტუალურ საკითხებზე. სემინარს ხელმძღვანელობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი. სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის ფერმერებთან ურთიერთობისა და საქმიანობის კოორდინატორი მარიამ მოსაშვილი; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამროსი ჭკუასელი; დოქტორი, პროფესორი მაია ხუციშვილი; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი გაგოშიძე; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ კიკვიძე; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვაJა ბუჩუკური; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მაძღარაშვილი; კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ედიშერაშვილი; დირექტორი გოგიტა მაისურაძე, ფაბრიკის მთავარი ვეტექიმი ლალი ოქრიაშვილი.

   კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკის საქმიანობა სემინარის მონაწილეებს გააცნო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ედიშერაშვილმა.

   სემინარზე ძირითადი მოხსენება გააკეთა დოქტორმა მაია ხუციშვილმა “მეფრინველეობის თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში”.

    სემინარზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, რომელმაც ისაუბრა მეფრინველეობის განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე და ტენდენციებზე; მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამროსი ჭკუასელი - მან ყურადღება გაამახვილა საკვების ხარისხისა და საკვები რაციონის სწორი დაბალანსების მნიშვნელობაზე მეკვერცხულ მეფრინველეობაში.

      გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სემინარის ყველა მონაწილემ.

სემინარის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მან აღნიშნა ასეთი გასვლითი სემინარების მნიშვნელობა და მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მუდმივ კავშირში ყოფნის აუცილებლობა. გამოითქვა მოსაზრება, რომ გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკას შორის.

    სემინარის მონაწილეებმა დაათვალიერეს ფაბრიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ადგილზე გაეცნენ მეფრინველეობის ფაბრიკის საწარმოო პროცესების  ტექნოლოგიებს და ტექნიკურ საშუალებებს.

 

სემინარი კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში;

სემინარს ხელმძღვანელობს აკად. ჯ. გუგუშვილი.

 

აკად. ჯ. გუგუშვილი და სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე მეფრინველეობის ფაბრიკის სამრეწველო საამქროში.

ინფორმაცია

2015 წლის 20 მარც ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს გაფართოებული სხდომა. აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გ. ალექსიძის მიერ გაკეთებული ინფორმაციის შემდეგ სხდომაზე განხილული იქნა აკადემიის სადღეისო პრობლემატური საკითხები, კერძოდ,     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს გაფართოებულმა სხდომამ მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებმა ერთობლივად შეიმუშავონ კანონი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების შესახებ, რადგან ორივე აკადემიის ძირითად ფუნქციად განსაზღვრულია ქვეყანაში მეცნიერებათა პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია და მთავრობის მეცნიერული მრჩევლის ფუნქციები. ასევე აუცილებელ პირობად ჩაითვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში გაიზარდოს აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევთა რაოდენობა აკადემიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში აკადემია გადავა მილევად რეJიმში.

აკადემიის აკადემიური საბჭოს წევრებმა ასევე წამოაყენეს წინადადება საქართველოს პარლამენტის წინაშე დასმული იქნას საკითხი, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ამიერიდან ეწოდოს "საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემია".

გაფართოებულ სხდომაზე აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, ჯ. კაციტაძემ, ნ. ბაღათურიამ, ო.ქეშელაშვილმა, ა. დიდებულიძემ, რ. მახარობლიძემ, ვ. ცანავამ, გ. ცაგურიშვილმა, აკადემიის წ/კორესპონდენტმა ე.შაფაქიძემ.

აკადემიური საბჭოს გაფართოებულმა სხდომამ დაადგინა:

1.      გაერთიანებული აკადემიური საბჭოს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის კომიტეც.

2.   საქართველოს სოფლის  მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გაფართოებულ აკადემიური საბჭოს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და მოსაზრებების საქართველოს პარლამენტის მიერ განხილვამდე, დროებით შეჩერდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკაში" აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი (გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" #42, 6 მარტი, 2015 წელი).

მრგვალი მაგიდა მეთევზეობაში

    2015 წლის 3 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ორგანიზებით (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე, მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი) აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა მეთევზეობის პრობლემატურ საკითხებზე. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს, აკადემიკოსებმა: ნაპოლეონ ქარქაშაძემ, იუზა ვასაძემ, გურამ ტყემალაძემ, თენგიზ ყურაშვილმა, გივი ბადრიშვილმა, ჯემალ გუგუშვილმა, ომარ ქეშელაშვილმა, ჯემალ კაციტაძემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. მოწვეულმა სტუმრებმა, მეცნიერებათა დოქტორებმა: გიორგი გაგოშიძემ, ამროსი ჭკუასელმა, გიორგი მაძღარაშვილმა, რამაზ კიკვიძემ, ვაJა ბუჩუკურმა, რამაზ ჭანტურიძემ; დოქტორებმა: როინ ბოკუჩავამ, მაია ხუციშვილმა, კობა ნაცვალაძემ, ნანა მაისურაძემ.

    მრგვალი მაგიდა მიჰყავდა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს. ძირითადი მომხსენებელი იყო სოფლის მეურნეობის დოქტორი როინ ბოკუჩავა. მან მოკლედ მიმოიხილა საქართველოს მეთევზეობის სიმძლავრეები წარსულში,  ისაუბრა თანამედროვე მდგომარეობასა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.

   გაიმართა დისკუსისა.

   გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე და ახალი ტექნოლოგიების გავრცელებისა და გამოყენების პრობლემებზე მეთევზეობაში.

   მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა ნაპოლეონ ქარქაშაძემ.

მრგვალი მაგიდის სხდომის მიმდინარეობა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

მრგვალი მაგიდის მონაწილეთა ერთი ჯგუფი - მარჯვნიდან: აკადემიკოსები

გ. ბადრიშვილი, ჯ. გუგუშვილი,  ნ. ქარქაშაძე (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე),

ი. ვასაძე, თ. ყურაშვილი.

ინფორმაცია

ბელარუსიის მეცნიერებათა
  ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე სტუმრად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

      2015 წლის 22 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი და ამავე აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი სერგეი ჩიJიკი. სტუმრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსები რევაზ მახარობლიძე და არჩილ ვაშაკიძე.

      საპატიო სტუმრების ვიზიტის მიზანი იყო ორ აკადემიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ ინფორმაციების გაცვლა, გარკვეულ საკითხებში აზრთა გაზიარება და ხელის მოწერის მოსამზადებელ პერიოდში გარკვეული ორგანიზაციული საკითხების განხილვა.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და  ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოეწერება 2015 წლის 23 აპრილს, როდესაც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება ბელარუსიის რესპუბლიკის  პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და უმაღლეს დონეზე გაიმართება საქართველოსა და ბელარუსიის რესპუბლიკას შორის ჩარჩო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონია. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოხდება  აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და  ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ცერემონიაც.

      საპატიო სტუმრები გაეცვნენ აკადემიის სტრუქტურას, სამეცნიერო თემატიკას, სამომავლო პერსპექტივებს, რომლებიც მათ გააცნო აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. თავის მხრივ აკადემიკოსმა ვ. გუსაკოვმა ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან. აღინიშნა, რომ ბელარუსიის მეცნიერებათა აკადემია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საჩუქრად გადმოსცემს წიგნების 1600 ტომს, რომლებშიც  სოფლის მეურნეობის ყველა დარგია წარმოდგენილი. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საგამოფენო დარბაზი, რომელიც ექსპონანტების მიღებისათვის არის გამზადებული.

 

საქმიანი შეხვედრა ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ხელმძღვანელებს შორის.

 

მარჯვნიდან - ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი და ამავე აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი სერგეი ჩიJიკი.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე და აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი.

 

აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე და აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საგამოფენო დარბაზში.

ინფორმაცია

სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის
 ხელშეკრულება
 ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.

      2015 წლის 23 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, ბელარუსიის პრეზიდენტის, ბატონ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა და  ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია. თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ვლადიმერ გუსაკოვმა.

      ორი ქვეყნის მეცნირებათა აკადემიებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი და ბელარუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკო.

      სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზნებია: მხარეთა სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის გაძლიერება; ორივე მხარეს შორის ურთიერთობის გაფართოება; სამეცნიერო თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო ნამუშევართა პრაქტიკული რეალიზაციის ხელშეწყობა ორივე მხარისათვის საინტერესო სფეროების მიხედვით.

     ამ თანამშრომლობის ძირითადი ამოცანებია: შეთანხმებული პრიორიტეტული მიმართულებების ჩარჩოებში ერთობლივი კვლევებისა და დამუშავებების ორგანიზაცია; საქართველოში, ბელარუსის რესპუბლიკასა და მესამე ქვეყნებში ერთობლივი საქმიანობის შედეგების კომერციალიზაციის, იდეების, ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების გაცვლის და ორივე მხარის მიერ სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გამოყენებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.

 

სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი.

 

საქართველოს და ბელარუსიის მეცნიერებათა აკადემიებს შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალური ცერემონია.

 

სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ. მარცხნიდან - ბელარუსიის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი, საქართველოს პრეზიდენტი, ბატონი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

მილოცვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ქვეყნის აგრარიკოს მეცნიერების სახელით, გულითადად ულოცავს მეცნიერებათა დოქტორს, ბიზნესმენს, პოლიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს, მეცენაც, ჭეშმარიტ პატრიოც

ბატონ გოგი თოფაძეს

დაბადებიდან 75 წლისთავს და უსურვებს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს თავისი ქვეყნის სასიკეთოდ.

ევროპის სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიების კავშირის

ფორუმი ქ. კიევში (უკრაინა)

      2015 წლის 21-22 აპრილს ქ. კიევში უკრაინის ეროვნულმა აგრარულ მეცნიერებათა  აკადემიამ უმასპინძლა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ: ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ლატვიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის  მეცნიერებათა აკადემია, მოლდოვას  მეცნიერებათა აკადემია, რუმინეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის  მეცნიერებათა აკადემია, უკრაინის ეროვნული აგრარული მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნორვეგიის სასოფლო სამეურნეო და გარემოს დაცვის ინსტიტუტი.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აღნიშნულ ფორუმზე წარმოადგენდა და მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი რევაზ ასათიანი. მოსენების თემა "სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში". ფორუმის დასასრულს მიღებული იქნა დეკლარაცია “ევროპის აგრარული მეცნიერებათა აკადემიების, სამეცნიერო ცენტრებისა და რელევანტური ინტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის შესახებ აგრარულ მეცნიერებაში განსახორციელებელ რეფორმებში.”

ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმი.

ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რევაზ ასათიანი.

აგრარული კვლევების
 საერთაშორისო კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის

საბჭოს მე-13 სხდომა

      2015 წლის 27-30 აპრილს ქ. ბოგორში (ინდონეზია) ჩატარდა აგრარული კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის საბჭოს მე-13 სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელიც არის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი ორგანიზაციების (ჩAჩAAღI) წარმომადგენელი აღნიშნულ საბჭოში.

      საბჭოს თავმჯდომარეა მსოფლიო ბანკის ვიცე – პრეზიდენტი, ბატონი რაშელ კეიტი, რომელიც ამავდროულად არის კლიმატის ცვლილებების საპატიო ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ამერიკის, კანადის, მექსიკის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ჩინეთის, ავსტრალიის, თურქეთის, იაპონიის, ინდოეთის, ნიგერიის წარმომადგენლები. ამავდროულად საერთაშორისო ორგანიზაციების: ევროპის კავშირის, FAO-ს, ბილ და მელინდა გეიცის ფონდის, IFAD-ის, მსოფლიო ბანკის, გლობალური ფორუმის და ჩAჩAAღI-ის წარმომადგენლები, სულ 24 წევრი.

      სხდომაზე განხილული იქნა 6 საკითხი: სტრატეგია და მიღებული შედეგები; ჩGIAღ-ის მეორე თაობის კვლევითი პროგრამები; ჩGIAღ-ის სტრუქტურა და სახელმძღვანელო დოკუმენტი; კვლევის რესურსების მობილიზაცია და ინოვაციური დაფინანსება; მშრალი რეგიონების კვლევის ჩGIAღ-ისეული ხედვა და გენბანკების დაფინანსების საკითხები. საკითხების განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღო აკად. გ. ალექსიძემ, რომლის გამოსვლებიც მიმართული იყო რეგიონების ინტერესების დაცვისაკენ. ყოველ საკითხზე მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება, რომელიც გაზიარებული იქნა საბჭოს წევრების მიერ.

      მომდევნო სხდომა ჩატარდება ქ. ვაშინგტონში 2015 ნოემბერში.

აკად. გურამ ალექსიძე ჩGIAღ-ის საბჭოს მე-13 სხდომაზე.

ინფორმაცია

UშAID-ის წარმომადგენლის საქმიანი ვიზიტი
 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში.

      2015 წლის 8 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის ვირჯინიის პოლიტექნიკური ინსტიტუტის და სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომასალების მდგრადობის დეპარტამენტის პროფესორი ტომ Hჰამმეტი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს UშAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელს და შემფასებელს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მხრიდან - პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძემ, ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის ხელმძღვანელმა აკად. ო. ქეშელაშვილმა და აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების დარგში თ. ეპიტაშვილმა.

      შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს აკადემიაში ჩამოყალიბებული ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის საქმიანობა, მისი მიზნები და ამოცანები, სამომავლო პერსპექტივები. აღინიშნა აგრეთვე, რომ ამ საქმიანობაში აუცილებელია აკადემიის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი მუშაობა და ის პერსპექტივები, რომლებიც განხორციელებას პოვებენ UშAID-ის და სამინისტროს მხრიდან აკადემიის დახმარებაში, რაც გამოიხატება აკადემიის მიერ 2014-2015 წლებში მომზადებული რეკომენდაციების ფართო ტირაJირებაში, კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის მატერიალურ – ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში, კონსულტაციების მეთოდიკის დახვეწაში და ა.შ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა აკადემიამ ამ მიმართულებით უახლოეს ვადებში მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია UშAID-ის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა ამერიკელ სტუმართან.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და UშAID-ის პროექტების მონიტორინგის ხელმძღვანელი პროფესორი ტომ Hჰამმეტი.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

      2015 წლის 15 მაისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  საერთო კრება.

      დღის წესრიგი: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ანგარიში აკადემიაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ (მომხსენებელი – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე).

       2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები.

      (აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

დღის წესრიგის მე-2 საკითხზე ინფორმაცია გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან აკადემიის საერთო კრების მონაწილეებს – აკადემიის ნამდვილ წევრებს და წევრ-კორესპონდენტებს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე წარუდგინა აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

      ჩატარდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ასარჩევად ფარული კენჭისყრა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე აკადემიის საერთო კრებამ (კრებას ესწრებოდა აკადემიის 33 წევრი) ერთხმად აირჩია აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს ვიცე-პრეზიდენტად არჩევას, უსურვებს მას ამ თანამდებობაზე წარმატებებს სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში.  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

მილოცვა

      2015 წლის 15 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა, გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოსა და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილ წევრს, უმაღლესი სკოლის მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ბატონ  ნაპოლეონ ქარქაშაძეს.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს იუბილარს ამ ღირშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და დიდ შემოქმედებით წარმატებებს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, როგორც სამეცნიერო, ისე საზოგადოებრივ ასპარეზზე. 

 

საიუბილეო სხდომაზე იუბილარს ესალმება აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

 

საიუბილეო სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

ინფორმაცია

მრგვალი მაგიდა

“აგროინJინერიის საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ“

2015 წლის 13 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: “აგროინJინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ”.

აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა მომზადებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინJინერიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რ. მახარობლიძემ და აკადემიკოსმა

ა. დიდებულიძემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა ე. შაფაქიძემ; აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, დოქტორმა ა. გიორგაძემ; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეც წარმოადგენდნენ პროგრამის ავტორები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორი სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის მიმართულებით, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი ირაკლი ყრუაშვილი და სას. სამ. ჰიდრომელიორაციის დარგობრივი ჯგუფის წევრი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორიზურაბ ლობJანიძე;

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აგრეთვე სტუ-ს თანამშრომელებმა  -  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა დ. გუბელაძემ,  დოქტორებმა დ. ორმოცაძემ, ლ. მაისაშვილმა და კ. ბზიავამ.

      განხილული საგანმანათლებლო პროგრამის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები, რომელიც მთლიანად გაიზიარეს პროგრამის ავტორები.

      ზემოთ აღნიშნული მრგვალი მაგიდა და საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეც შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

 

მრგვალი მაგიდის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის განხილვა.

ინფორმაცია

კონფერენცია “საქართველოს მდგრადი განვითარება”

     2015 წლის 15 მაისს საქართველოს Jურნალისტთა კავშირის სახლის სააქტო დარბაზში გაიმართა კონფერენცია თემაზე: “საქართველოს მდგრადი განვითარება.” მისი ორგანიზატორი იყო ჩეხეთის სათვისტომო საქართველოში (პრეზიდენტი ჰაროლდ შმალცელი). კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, საქართველოს უშიშროების საბჭოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა .     

    კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ჰაროლდ შმალცელი - "საქართველოს მდგრადი განვითარება", საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი - "სასურსათო უსაფრთხოება საქართველოში" და ევროკავშირის ექსპერტი ნინო გუნია - "საქართველოს კულტურის პოლიტიკის განვითარების ეტაპები". კონფერენციის მეორე ნახევარში მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა პაატა კოღუაშვილმა.

ინფორმაცია

  

    2015 წლის 20 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანეთის კომისიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეტყევეობის მიმართულების ეროვნული კოორდინატორების ორგანიზებით ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “საქართველოს მთის ტყეების დღევანდელი მდგომარეობა”.

    კონფერენციაზე მოხსენებით “სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების პრინციპები” გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის აკადემიკოსი, მეტყევეობის მიმართულების ეროვნული კოორდინატორი რევაზ ჩაგელიშვილი. საქართველოში სატყეო განათლების საკითხებზე მოხსენება გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის მეტყევეობის მიმართულების ეროვნულმა კოორდინატორმა, პროფესორმა გიორგი გაგოშიძემ. ტყის დაცვითი ფუნქციების შესახებ მოხსენება გააკეთა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიის მეტყევეობის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის ჯგუფის წევრმა, მეცნიერებათა დოქტორმა ლაშა დოლიძემ. ასევე მოხსენებებით გამოვიდნენ  მეცნიერებათა დოქტორი, პრფესორი თემურ კანდელაკი, თავისუფალი ექსპერტი მერაბ დვალი.

საერთაშორისო სემინარი

   მიმდინარე წლის 28 მაისს კომპანია “ლომთაგორაში” გაიმართა საშემოდგომო ხორბლის გაუმჯობესების პროგრამა IჭჭIP—ს საერთაშორისო სემიანრის (აზერბაიჯანი – საქართველო) გახსნა, რომლის მიზანია საერთაშორისო მიღწევებისა და გამოცდილების გაზიარება. სემინარზე წარმოდგენილი იყო მონაწილე ქვეყნების პრეზენტაციები აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით. სემინარი ორგანიზებული იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, სიმიტის და იკარდის მიერ. მასში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელმა (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, ყაზახეთი, უბეკეთი და სხვა). სემინარის გახსნას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, არასამთავრობო ორგანიაციები და ფერმერები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: აკადემიკოსები ომარ ქეშელაშვილი და ჯემალ გუგუშვილი, აკაადემიის წევრ-კორესპონდენტი ოთარ ლიპარტელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორადინატორი,  დოქტორი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, საერთაშორისო ურთიერთობების კოორადინატორი თინათინ ეპიტაშვილი.    

   უნდა აღინიშნოს, რომ „ლომთაგორას“ უკვე შექმნილი და დარეგისტრირებული აქვს უხვმოსავლიანი და დაავადებებისადმი გამძლე სიმინდისა და ხორბლის ჯიშები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ზღვის დონის მიხედვით ითესება და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა.

     დღეს, შეიძლება ითქვას, რომ „ლომთაგორა“ მეთესლეობის სფეროში ქვეყანაში ერთადერ­თი სპეციალიზებული საწარმოა, რომელიც საქმიანობის სფეროს სულ უფრო აფართოებს.
საწარმომ
წლეულს იაფი კრედიტის ფარგლებში შემოიტანა და უკვე დაასრულა „თUDOღშ“ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი სილოსების მშენებ­ლობა-მონტაჟი, სადაც ერთდროულად 2000 ტონა მარცვლეულის შენახვაა შესაძლებელი. თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით აღჭურვილი 1000, 500 და ორი 200-ტონია ნი მოცულობის მარცვლეულის შესანახი ბუნკერი ავტომატურ რეჟიმში ანხორციელებს მარცვლეულის შრობას, შენახვასა და დახარისხებას. დღეს ქვეყანაში განსაკუთრებით აქ ტუალური სიმინდის მარცვლის დაბინავებაა, რადგან სიმინდის შრობის პროცესს და მისი ტენიანობის ტექნოლოგიურ კონდიციამდე – 12=14%-მდე დაყვანას და შენარჩუნებას ხა რისხიანი პროდუქციის მისაღებად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ლომთაგორას
მარცვლეულის საწარმო ფერმერებს სწორედ ასეთი ტექნოლოგიით გამარ­თულ გარანტირებულ მომსახურებას სთავაზობს. მთავარია, ფერმერმა მოწეული მარცვლე ული საწარმომდე მიიტანოს, სადაც იგი სპეციალურ სასწორზე აიწონება, გაიზომება მარცვ ლის ტენიანობა და ავტომატურად ჩაიტვირთება საშრობში. სასურველ კონდიციამდე გაშ რობის შემდეგ იგი გადავა გასაგრილებელ ბუნკერებში და თუ პატრონი სურვილს გამოთქ ვამს, ავტომატურად ჩაიტვირთება სილოსში – მარცვლეულის შესანახ ბუნკერში, სადაც მის ხანგრძლივი დროით მაღალხარისხიან შენახვას კომპიუტერული ტექნოლოგიები უზ რუნველყოფს. მარცვლეულის შესანახი სილოსების კომპიუტერული აღჭურვილობა აკონტ როლებს ტენიანობას, საჭიროების შემთხვევაში რთავს საშრობ სანიავებლებს და თუ ესეც არ იქნება საკმარისი, ავტომატურად იწყებს მარცვლეულის ამობრუნებას საათში 50 ტონის წარმადობით და უზრუნველყოფს ტენიანობის მითითებულ დონემდე დაყვანას. რისკფაქ ტორი, რომ მარცვალი გაფუჭდეს, ფაქტობრივად არ არსებობს.
კიდევ
ერთი სიახლე, რასაც „ფირმა ლომთაგორა“ სთავაზობს ფერმერებს, უახლესი გერმა­ნული ტექნოლოგიებით დამუშავებული ხორბლის თესლია. ხორბლისა და სხვა მარცვლეუ ლი კულტურების გადასამუშავებელი საწარმო, რომელიც ახლახანს ამოქმედდა ლომთაგო რაში, მარცვლეულის გაწმენდა-დახარისხებას ევროპული ტექნოლოგიების შესაბამისად ანხორციელებს.
    
ყანიდან შემოსული მარცვლეული ჯიშების მიხედვით სილოსებში ჩაიტვირთება და დასა­მუშავებლად ქარხანაში გადადის, სადაც მიმდინარეობს მისი პირველადი გაწმენდა, დაკა­ლიბრება, შეწამვლა და კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად 25 ან 50-კილოგრამიან ტომრებ ში ფასოვდება.
     „
ფირმა ლომთაგორა“ ფერმერებს სთავაზობს უმაღლეს დონეზე დამუშავებულ გენეტიკუ­რად და კონდიციურად A კლასის ადგილობრივი წარმოების სხვადასხვა ჯიშის ხორბლის თესლს, რომელებსაც რეგიონების, ზღვის დონის შესაბამისად, გავლილი აქვთ ჯიშთა გა­მოცდა. ადაპტირებულია შესაბამის ზონისა და კლიმატური პირობებისადმი.

 

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი საწარმო

სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ოთარ ლიპარტელიანი,
აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი, სსმმ აკადემიის პრეზიდენტის
მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი,
დოქტორი ანატოლი გიორგაძე


სსმმ აკადემიის პრეზიდენტის
მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი,
დოქტორი ანატოლი გიორგაძ
ე და სსმმ
აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, საერთაშორისო ურთიერთობების კოორადინატორი თინათინ ეპიტაშვილი.    

სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი,

ინფორმაცია

      2015 წლის 01-05 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოეწყო რესპუბლიკური გამოფენა “ინოვაციური და მეცნიერებატევადი პროდუქციის ნიმუშები”; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა რევაზ მახარობლიძემ, ჯემალ კაციტაძემ და თენგიზ ყურაშვილმა. გამოფენაზე მათ მიერ წარდგენილმა ტექნოლოგიებმა და პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურეს. სამივე აკადემიკოსს გადაეცათ გამოფენაში მონაწილეობის სერტიფიკატები, მომავალში გათვალისწინებულია წარმოებაში წინადადებების განხორციელებისათვის შესაბამისი მასალების მომზადება.

სსმმ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აზერბაიჯანში

            2015 წლის 1-6 ივნისს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩატარდა  ევრაზიის ქვეყნების ბიომრავალფეროვნებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა ცხრა ქვეყნის ორასამდე დელეგატი.

            პლენარულ სხდომაზე კონფერენცია გახსნა აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა აკიფ ალიზადემ. ფორუმის მონაწილეებს მიესალმნენ  რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰაიდარ ასადოვი, თურქეთის რესპუბლიკის რამიკ-კალეს უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ჰუსეინ ბაჰჩი, ყაზახეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ირადა ჰუსეინოვა, საქართველოს სოფლის მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ/კორესპონდენტი, ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რეზო ჯაბნიძე, მარდაგიანის დენდროლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტოფიკ მამმადოვი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოფესორი ვაჟა თოდუა, ბელარუსიის აგრარული უნივრსიტეტის პროფესორი ანა ბულატოვა  და სხვები.  პროგრამის მიხედვით  კონფერენციის ყოველი დღე, გათვლილი იყო, როგორც სექციური, ასევე საველე და პრაქტიკული მუშაობისათვის.

კონფერენციაზე ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო ჰიდრობიოლოგიური კვლევების შედეგების განხილვისა და თანამედროვე ბიოტექნოლოგიური პროცესების გამოყენების, ასევე  მრავალწლიანი და ხეხილოვანი კულტურების, ბიოლოგიური თავისებურებების გენეტიკური, სელექციური, აგროტექნიკური, ჰიდროლოგიური, ეკოლოგიური და მრავალი სხვა მიმართულებით სოფლის მეურნეობაში დანერგვის საკითხებზე.

 

კონფერენციის პრეზიდიუმი - მარცხნიდან მარჯვნივ: თურქეთის რესპუბლიკის რამიკ-კალეს უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსეინ ბაჰჩი; აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეუნეობის მინისტი ჰაიდარ ასადოვი;  აზებაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკიფ ალიზადე; საქართველოს სოფლის მეუნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ/კორესპონდენტი, ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რეზო ჯაბნიძე; მარდაგიანის დენდროლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტოფიკ მამმადოვი.

ინფორმაცია

შეხვედრა კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან

      2015 წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ეწვია კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის დირექტორი, დოქტორი სოკ-იონგ ლი და ამავე ცენტრის უფროსი მკვლევარი, დოქტორი ჰონგ პარკი.

      სტუმრებთან შეხვედრას აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ სსმმ  აკადემიის აკადემიკოსები გ. ალექსიძე, გ. ჯაფარიძე, ნ. ჩხარტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი,

ვ. კვალიაშვილი, გ. მარგველაშვილი, ო. ქეშელაშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ე. შაფაქიძე, თ. თურმანიძე, ო. ლიპარტელიანი, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ა. გიორგაძე, საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე თ. ეპიტაშვილი, მოწვეული სტუმრები - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, დოქტორი დ. მაღრაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერ-კვლევითი ცენტრის თანამშრომელები.

      შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა და აგრობიომრავალფეროვნების მნიშვნელობასა და მის შენარჩუნებაზე ისაუბრა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ.

თავის გამოსვლაში დოქტორმა სოკ-იონგ ლიმ ისაუბრა კორეის რესპუბლიკის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის სტრუქტურაზე, მის ფუნქციებზე და საქმიანობაზე. ყურადღება გაამახვილა გენეტიკური რესურსების ბანკზე და მის დიდ მნიშვნელობაზე ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში; სურვილი გამოთქვა, რომ მოხდეს ერწლიანი კულტურების კორეული ჯიშების საქართველოში გამოცდა და პირიქით – ქართული ჯიშების კორეაში გამოცდები.

დოქტორ სოკ-იონგ ლის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. მან უპასუხა საკმაოდ მრავალ შეკითხვებს.

      ამავე შეხვედრაზე აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ.ალექსიძემ და კორეის რესპუბლიკის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა სოკ-იონგ ლიმ ხელი მოაწერეს ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას 5 წლის ვადით. ხელშეკრულებაში განსაზღვრულია აკადემიასა და კორეის რესპუბლიკის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრს შორის თანამშრომლობის მიმართულებები მემცენარეობაში ახალი ჯიშების გაცვლის, გენეტიკური რესურსების ბანკის სტრუქტურის დახვეწის და საქართველოში ახალი ჯიშების დანერგვის კუთხით, აგრეთვე აგრარული განათლების სრულყოფის და სამეცნიერო-კვლვითი საქმიანობის გაუმჯობესების, ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების გადამზადების და გაცვლითი სამეცნიერო მივლინებების მიმართულებით.

 

მარცხნიდან - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის დირექტორი, დოქტორი სოკ-იონგ ლი, დოქტორი დ. მაღრაძე.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი სსმმ აკადემიასა და კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრს შორის.

კორეელი სტუმრები და სსმმ აკადემიის მეცნიერების ერთი ჯგუფი.

ინფორმაცია

ჩინეთის მეცნიერები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
 აკადემიაში

      2015 წლის 19 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთის ნინგხიას ავტონომიური რეგიონის სატყეო სამეცნიერო ინსტიტუტის დელეგაცია დირექტორის, პროფესორ შენ ხიადონგის ხელმძღვანელობით. დელეგაცია ხუთი წევრისაგან შედგებოდა, საიდანაც ოთხი ინსტიტუტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს წარმოადგენდნენ.

      აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ა. გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, აკადემიკოსი ო. ქეშელაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში თ. ეპიტაშვილი.

      ჩინელი სტუმრები აკადემიას წარუდგინა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცედნტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ლ. უჯმაჯურიძემ.

      აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ სტუმრებს მოკლედ გააცნო აკადემიის სტრუქტურა, ფუნქციები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. აღინიშნა, რომ აკადემიას თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან და დღემდე მათთან დამყარებულია მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები. ასევე აღინიშნა აკადემიის საქმიანობა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით ცენტრებთან, მათ შორის ბოლო შეხვედრა კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრთან და სხვა.

      პროფესორმა შენ ხიადონგმა წარმოადგინა მისდამი რწმუნებული სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები; აღინიშნა, რომ ჩინეთის მხარე დაინტერესებულია მევენახეობით და მეღვინეობით, ინფორმაცია გაკეთდა ამ კუთხით ჩატარებული სამუშაოების შესახებ. ჩინეთის მხარე ძალზე დაინტერესებულია ვენახის ქართული ჯიშებით, ქართული მეღვინეობით და განსაკუთრებით ქვევრის ღვინის წარმოებით. გამოითქვა მოსაზრება შემდგომში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ჩინეთის სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ.

ჩინელი მეცნიერების დელეგაციასთან შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში (თბილისი, 19.06.2015)

ინფორმაცია

მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიაში.

      2015 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: "აგრარულ სფეროში მეცნიერებისა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ".

      მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) გ. ჯაფარიძე, რ. მახარობლიძე, ა. დიდებულიძე, ა. ვაშაკიძე, თ. ყურაშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ნ. ბაღათურია, ჯ. ონიანი, გ. გუგუშვილი, რ. ჩაგელიშვილი, ი. ვასაძე, ვ. კვალიაშვილი, გ. მარგველაშვილი, ო. ქეშელაშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ე. შაფაქიძე, თ. თურმანიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ა. გიორგაძე და მოწვეული სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინJინერინგის ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა, ფაკულტეტის თანამშრომელები პროფ. ი. ყრუაშვილი, გ. გაგოშიძე, ზ. ლობJანიძე, გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ვ. სუხიშვილი.

      მრგვალ მაგიდას უძღვებოდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, რომელმაც შესავალ სიტყვაში აღნიშნა საკითხის აქტუალურობა, ტექნიკური უნივერსიტეტის ძალისხმევა აგრარული განათლების აღორძინებისათვის და იქ გახსნილი აგრარული მიმართულების ფაკულტეტის სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ მიმართულებით აკადემიის როლის და ძირითადი ხედვების შესახებ.

      სტუ-ის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინJინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გიგა ქვარცხავამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო უნივერსიტეტში ახლად გახსნილი ფაკულტეტის სტრუქტურა, მისი ფუნქციები, სტუდენტთა შემადგენლობა, ფაკულტეტის განვითარების პერსპექტივები და აღნიშნა ამ ტიპის საკითხებით აკადემიის დაინტერესების დიდი მნიშვნელობა.

      დისკუსიაში მონაწილე ყველა გამომსვლელმა აღნიშნა, რომ ქვეყანა განიცდის აგრარული დარგის სპეციალისტების დეფიციც, საჭიროა საგანმანათლებლო პროგრამები ეყრდნობოდნენ საზღვარგარეთის წამყვანი აგრარული მიმართულების უნივერსიტეტების გამოცდილებას და პროგრამებს, საჭიროა გამოინახოს სტუდენტთა პრაქტიკის ობიექტები და საწარმოები თბილისთან ახლოს. მიზანშეწონილია აკადემიის მეცნიერების გამოყენება ახალი სალექციო კურსების შესაქმნელად და მათი მოწვევა ლექციების ჩასატარებლად, მეცნიერების პოტენციალის გამოყენება სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მიმართულებით მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.

      მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მოიწონეს წინადადებები, რომ სტუ-ს აგრარული მიმართულების ფაკულტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამები განხილული იქნეს აკადემიის დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების მიერ, როგორც ეს მოხდა აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში აგროინJინერიის საგანმანათლებლო პროგრამის განხილვისას. ეს ღონისძიებები კიდევაც არის ასახული აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეც შორის გაფორმებულ მემორანდუმში.

მრგვალ მაგიდას უძღვება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილე აკადემიის წევრები და

მოწვეული სტუმრები.

ინფორმაცია

მრგვალი მაგიდა საქართველოში ქარსაფარი ზოლების შესახებ

     2015 წლის 24 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქარსაფარი ზოლების არსებულ მდგომარეობას და სამომავლო ამოცანებს.

      მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიგდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. ე. გუგუშვილმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ე. შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ა. გიორგაძემ, სამეცნიერო საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.

      მრგვალი მაგიდის მუშაობას უძღვებოდა აკად. ე. გუგუშვილი. ძირითადი მოხსენება “საქართველოში ქარსაფარი ზოლების არსებული მდგომარეობა და ამ მიმართულებით სამომავლო პერსპექტივები” გააკეთა აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორმა სატყეო მიმართულებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გ. გაგოშიძემ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძემ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორებმა ლ. დოლიძემ და გ. მაძღარაშვილმა, პროფესორებმა რ. რუსიეიშვილმა, ვ. ბუჩუკურმა და თ. ჭუმბურიძემ.

      მომხსენებელმა და გამომსვლელებმა აღნიშნეს ის საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც დღეისათვის შექმნილია ქარსაფარი ზოლების მიმართულებით. ითქვა, რომ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით სოფლის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური პირობების გამო განადგურებულია  ქარსაფარი ზოლები, რომელმაც მძიმე დაღი დაამჩნია სოფლის მეურნეობის ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ზრდა-განვითარებას და შესაბამისად მოსავლიანობას. საჭიროა სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამონისტროებში, მათ დაქვემდებარებულ დეპარტამენტებში გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ამ მიმართულებით, ხოლო საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყოს კანონის “ქარსაფარი ზოლების შესახებ” განხილვა, რომელიც აკადემიის ძალისხმევით არის მომზადებული. საჭიროა ჩატარდეს მოსახლეობაში ძალზე დიდი განმარტებითი ღონისძიებები ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობის, მათი აღდგენის და  რეაბილიტაციის მიმართულებით, განემარტოს მოსახლეობას ქარსაფარი ზოლების სასიკეთო მნიშვნელობის შესახებ. დაევალა სამეცნიერო საბჭოს მრგვალი მაგიდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები და შესაბამისი დასკვნები აცნობოს  ზემოთ აღნიშნულ ორივე სამინისტროს და საქართველოს პარლამენც.

      მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიკოსმა ელგუჯა გუგუშვილმა, რომელმაც აღნიშნა განხილული საკითხის ქვეყნის სოფლის მეურნეობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა და ამ მიმართულებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის როლისა და ფუნქციების შესახებ.

 

  მრგვალი მაგიდის ხელმძღვანელი აკად. ე. გუგუშვილი და ძირითადი მომხსენებელი, ს. მ. მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. გ. გაგოშიძე.

მრგვალ მაგიდაში მონაწილე მეცნიერები და მოწვეული სტუმრები

მილოცვა

აკადემიკოსი თამაზ კუნჭულია

     2015 წლის 01 ივლისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდება, გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს აკადემიკოს თამაზ კუნჭულიას დაბადებიდან 80 და სამეცნიერო_პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთიდღეოდ.

ინფორმაცია

     ა.წ. 26 ივნისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება.

     კრებაზე აირჩიეს სმმ აკადემიის პროფკომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა. საერთო კრებაზე არჩეულ იქნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელეგატები.

საერთო კრებაზე გაფორმდა ახალი კოლექტიური ხელშეკრულება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ამავე აკადემიის პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის .

(ვრცლად იხილეთ ბმულზე)

მრგვალი მაგიდა
 რეგიონებში აგროსაინJინრო სფეროს

მდგომარეობის შესახებ

      2015 წლის 29 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “აგროსაინJინრო სფეროში რაიონების საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრების როლის გაზრდის შესახებ”.

      აკადემიიდან მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ, აგოსაინJინრო და ეკონომიკური სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა - აკად. რ. მახარობლიძემ და ო. ქეშელაშვილმა, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, საგრანტო პროექტის Fღ/454/10-140/14 ხელმძღვანელმა - აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტ. ა. გიორგაძემ, აკადემიკოსებმა ჯ. კაციტაძემ და ა. დიდებულიძემ, აკადემიური დეპარტამენტის თანამშრომლებმა და აკადემიიდან წარდგენილი ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო-სამეცნიერო გრანტების 2014 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის: “ტექნოლოგიური პროცესების ენერგოდანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებებისათვის აუცილებელი ტექნიკის ნომენკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონში კულტურათა სახეობებისა და დაკავებული ფართობების მიხედვით”  ძირითადმა და დამხმარე პერსონალმა გ. ჩიტაიამ, გ. მოსაშვილმა, რ. ჯაფარიძემ, კ. ბოძაშვილმა და მ. მოსაშვილმა.

      მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ მოწვეული სტუმრები: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ი. აბულაძე, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები – რ. ძიძიშვილი, ნ. კიკნაველიძე, მ. ლომსაძე, ო. ჩხარტიშვილი და ა. მიქავა, დმანისის, საგარეჯოს, ახალქალაქის, ონის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს რაიონების საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის უფროსები – ნ. ციხელაშვილი, ნ. ჯავახიშვილი, რ. გოგალაძე, ტ. ლობJანიძე, მ. ნიJარაძე, ა. ვაშაყმაძე, ს. შერვაშიძე, ა. კაკალაძე და რ. შანთაძე; Jურნალ “ახალი აგრარული საქართველოს” რედაქტორი შ. მაჭარაშვილი.

      მრგვალი მაგიდის მონაწილეებს აკადემიის აკადემიური საბჭოს სახელით მიესალმა აკად. გ. ჯაფარიძე; რეგიონებში აგროსაინJინრო სამსახურის როლსა და პერსპექტივებზე ისაუბრა აკად. რ. მახარობლიძემ, რაიონებში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების და ფართობების მიხედვით ტექნიკის ნომენკლატურის და რაოდენობის განსაზღვრის მნიშვნელობასა და მეთოდიკაზე ისაუბრა აკადემიის წ/კ და საგრანტო პროექტის ხელმძღვანელმა ე. შაფაქიძემ, ფერმერების და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა აკად. ო. ქეშელაშვილი.

      განხილულ საკითხთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ ი. აბულაძემ, რეგიონების და რაიონების საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებმა რ. ძიძიშვილმა, ნ. კიკნაველიძე, მ. ლომსაძემ, ო. ჩხარტიშვილმა, ა. მიქავამ, ნ. ციხელაშვილმა, ნ. ჯავახიშვილმა, რ. გოგალაძემ და ტ. ლობJანიძემ; საგრანტო პროექტის ძირითადმა შემსრულებელმა გ. მოსაშვილმა.

      რეგიონების და რაიონების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ის საკითხები, რომლებიც პრობლემატურია რაიონებში, მათ შორის:

-          ტექნიკური პერსონალის (ოპერატორები, მექანიზატორები) მომზადების დაბალი დონე და ამის გამო ის პრობლემები, რომელიც თან ახლავს თანამედროვე სას. სამ. ტექნიკის მართვისა და ექსპლუატაციის საკითხებს;

    - მოხდეს მუნიციპალიტეტში ტერიტორიული ორგანოების მიხედვით საჭირო ტექნიკის ნომენკლატურის დადგენა, რითვისაც მიზანშეწონილია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას მიეწოდოს რაიონების საწყისი პარამეტრები და არსებული ტექნიკის და მათი ტექნიკური მდგომარეობის სრული სურათი;

   - შეიქმნას რაიონებში მცირე სიმძლავრის მექანიზაციის სერვის-ცენტრები და მოხდეს მათი საჭირო მარაგ-ნაწილებით და საწვავით შეუფერხებელი მომარაგება;

    - გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები რათა არ ჰქონდეს ადგილი ტექნიკის მოცდენას – სეზონის განმავლობაში ერთი ტრაქტორის საშუალო დატვირთვა არ უნდა იყოს 150 ჰა-ზე ნაკლები;

- საზღვარგარეთიდან საქართველოში ტექნიკის შემოყვანამდე მოხდეს მისი საველე გამოცდა რეგიონების ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით;

- საქართველოში განხორციელდეს მინი ტრაქტორებით (განსაკუთრებით ვენახის მცირე სიმძლავრის ტრაქტორებით) და მოტობლოკებით ფერმერების ფართო მომარაგება მათთვის მისაღები ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით;

- სასურველია კოოპერატივებისათვის გაგრძელდეს მოტობლოკების შეღავათიან პირობებში შესყიდვის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს  მცირე კონტურიანი ნაკვეთების დამუშავებას;

- გაძლიერდეს და გაფარდოვდეს აგრარიკოს მეცნიერების მიერ რეგიონებში გამსვლელი სემინარების და პრაქტიკული ხასიათის მეცადინეობების ჩატარების პრაქტიკა;

- დასამუშავებელია რეგიონების მექანიზატორთა და საერთოდ სოფლის მეურნეობის მუშაკთა სწავლების საკითხები და ამ მიმართულებით მისასალმებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ჩამოყალიბება და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი პრაქტიკული განხორციელება.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმება აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი,

აკად. გივი ჯაფარიძე

 

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილე რეგიონების და რაიონების საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრების ხელმძღვანელები და აკადემიის თანამშრომელები.

ინფორმაცია

აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების სხდომა

     2015 წლის 08 ივლისს ჩატარდა აკადემიის აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, განყოფილების წევრები აკადემიკოსები რ. მახარობლიძე, შ. ჭალაგანიძე, ჯ. კაციტაძე, ა. ვაშაკიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე ა. გიორგაძე, მთავარი სპეციალისტი გ. მოსაშვილი;

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინJინრო სამსახურის თანამშრომელები ნ. ებანოიძე, ო, ქარჩავა, ვ. მირუაშვილი, ნ. ნათენაძე, გ. ქუთელია; Jურნალ “ახალი აგრარული საქართველოს” რედაქტორი შ. მაჭარაშვილი, შპს “საქაგროსერვისის” დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია “მიწათმოქმედთა და მექანიზატორთა კავშირი”-ს თანათავმჯდომარე გ. ქურდიანი.

      განყოფილების სხდომაზე მოსმენილი იქნა:

1.       საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის (ქ. ვარნა, ბულგარეთი) მუშაობის შედეგების შესახებ. მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე,

თანამომხსენებელი: შპს “საქაგროსერვისის” დირექტორი გივი ქურდიანი. 

2.      საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინJინრო სამსახურის საქმიანობის შესახებ.  მომხსენებელი: აგროსაინJინრო სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ებანოიძე.

  წარმოდგენილ მოხსენებებთან დაკავშირებით განყოფილების სხდომამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები.

სსმმ აკადემიის აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების სხდომა.

ინფორმაცია

მრგვალი მაგიდა

      2015 წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მევენახეობის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის აკად. ნ. ჩხარტიშვილის და მისი ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: "სეტყვისაგან დაზიანებული ვენახის  მოვლისა და გარანტირებული დაცვის ღონისძიებების შესახებ".

      მრგვალ მაგიდას უძღვებოდა სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, გ. ბადრიშვილი, ი. ვასაძე, ჯ. ონიანი, გ. ცაგურიშვილი, რ. ჩაგელიშვილი, შ. ჭალაგანიძე, რ. მახარობლიძე, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ე. შაფაქიძე, ო. ლიპარტელიანი, თ. თურმანიძე, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ა. გიორგაძე და დოქტორი გ. მოსაშვილი; მოწვეული სტუმრები - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გ. სამანიშვილი, სააგენტოს თანამშრომელები პროფ. დ. მაღრაძე და ი. მდინარაძე, გ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტის ატმოსფერული ფიზიკის სექტორის გამგე ა. ამირანაშვილი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი  ვ. ჩიხლაძე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინJინრო სამსახურის უფროსი პროფ. ნ. ებანოიძე, ღვაწლმოსილი მევენახე და გამომგონებელი ა. ორჯონიკიძე და სხვები.

      მრგვალ მაგიდაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: პრობლემების აქტუალურობა, საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შედეგები, არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები (აკად. ნ. ჩხარტიშვილი), სეტყვისაგან დაზიანებული ვაზის მოვლა (ი. მდინარაძე),  სეტყვის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის გამოცდის შედეგები, მდგომარეობა და პერსპექტივები (ა. ამირანაშვილი და ვ. ჩიხლაძე), ვენახის სეტყვადამცავი ბადეებით გადახურვის შედეგები საქართველოში და სამომავლო პერსპექტივები (ნ. ჩხარტიშვილი).

      აღნიშნულ საკითხებზე აზრი გამოთქვეს: აკადემიკოსებმა შ. ჭალაგანიძემ, ი. ვასაძემ. ჯ. ონიანმა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტებმა ე. შაფაქიძემ, ო. ლიპარტელიანმა, თ. თურმანიძემ, მოწვეულმა სტუმრებმა დ. მაღრაძემ და ა. ორჯონიკიძემ.

      მრგვალ მაგიდაზე გაკეთებული მოხსენებების, გამოთქმული შენიშვნების და მოსაზრებების საფუძველზე მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება, რომელიც გადაეგზავნება სახელისუფლო ორგანოებს.

      აღინიშნა აგრეთვე, რომ მგავსი ღონისძიება აკადემიის ინიციატივით და იგივე შემადგენლობით  მიზანშეწონილია ჩატარდეს საქართველოს კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის და სხვა რეგიონებში.

 

მრგვალი მაგიდის სხდომათა დარბაზი. შესავალი სიტყვით გამოდის აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე.

მრგვალ მაგიდაზე ძირითადი მოხსენებით გამოდის აკად. ნ. ჩხარტიშვილი.

ინფორმაცია

გამსვლელი სემინარი წილკანში

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით 2015 წლის 15 ივლისს მოეწყო გამსვლელი სემინარი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ექსპერიმენტულ ბაზაში.

      აკადემიიდან სემინარში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე, აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, გ. ცაგურიშვილი, რ. ჩაგელიშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ო. ლიპარტელიანი და ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე.

      სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ი. ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფ. გ. ბასილაძემ, დეპარტამენტის უფროსმა, დოქტ. ნ. კაკაბაძემ, სამსახურის უფროსებმა - პროფ. ნ. ებანოიძემ და დოქტ. გ. წერეთელმა, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა,  დოქტ. ქ. მჭედლიშვილმა და სხვა.

      სემინარზე ძირითადი მოხსენებით გამოვიდა ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, აკადემიის წ/კორესპონდენტი ო.ლიპარტელიანი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო ერთწლოვანი კულტურების (ხორბალი, სიმინდი და ა.შ) სელექცია-მეთესლეობის შედეგები და წარმოადგინა საქპატენტში დარეგისტრირებული სიმინდის ახალი ჯიშების დახასიათება.

      სემინარზე ინფორმაციები გააკეთეს ი. ნოზაძემ, გ. ბასილაძემ, ნ. კაკაბაძემ, აკად. გ. ალექსიძემ, ნ. ჩხარტიშვილმა, გ. ცაგურიშვილმა, გ. მარგველაშვილმა და სხვა.

      მოეწყო საჩვენებელი გასვლა უშუალოდ საცდელ ნაკვეთებში, სადაც იცდებიან სიმინდის, ხორბალის, ქერის, ლობიოს, თამბაქოს და სხვა კულტურების სხვადასხვა ჯიშები; სემინარის მონაწილეებს სამეცნიერო-კვლევითი და ჯიშთაგამოცდის საკითხებზე ესაუბრებოდნენ ნ. კაკაბაძე, ო. ლიპარტელიანი, გ. წერეთელი, ნ. ებანოიძე. მათ აგრეთვე გააცნეს ექსპერიმენტულ ბაზაში სათბურში გამოყვანილი ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი) ახალი ჯიშები და მიმდინარე სელექციური მუშაობის დეტალები.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მიზანშეწონილია აკადემიის ინიციატივით აღნიშნული ტიპის გამსვლელი სემინარები მოეწყოს სოფლის მეურნეობის სხვა დარგების სელექციური და ჯიშთა გამოცდის აქტუალურ საკითხებზე და საერთოდ, აკადემიამ და სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ერთობლივად უნდა აწარმოონ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებით.

სემინარის მუშაობას ხელმძღვანელობდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე გ. ბასილაძე.

სემინარის მონაწილეებს სელექციურ მუშაობასა და ჯიშთა გამოცდაზე ესაუბრება სელექციონერი, აკადემიის წ/კორესპონდენტი

ოთარ ლიპარტელიანი.

 

სემინარის მონაწილეები საცდელ ნაკვეთში. მარცხნიდან: ა. გიორგაძე,

ო. ლიპარტელიანი, გ. ცაგურიშვილი, გ. ალექსიძე, გ. მარგველაშვილი, ი. ნოზაძე,

ნ. ჩხარტიშვილი, ე. შაფაქიძე, გ. ბასილაძე.

      2015 წლის 16 ივლისს აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა უკრაინის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: სტანისლავ ნიკოლაენკო - უკრაინის (ქ. კიევი) ბიორესურსების და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ვადიმ კონდრატიუკი - ამავე უნივერსიტეტის მეცხოველეობის და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, ვადიმ ტკაჩუკი - უნივერსიტეტის საერთაშორისო განყოფილების უფროსი, მეცნიერებათა დოქტორი.

      აკადემიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიის წ/კორესპონდენტმა ელგუჯა შაფაქიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ.

     უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ს. ნიკოლაენკომ ისაუბრა უნივერსიტეტის შესახებ და იმ ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობებზე, რომელიც უკრაინის მხარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის დახმარების მიმართულებით აქვს დაგეგმილი. აღნიშნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი სასწავო-სამეცნიერო დაწესებულებაა უკრაინაში - იგი მიოცავს სამ სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუც, 13 ფაკულტეც, 10 სასწავლო-სამეცნიერო ფილიალს უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში. უნივერსიტეტში სწავლობს 26 000 სტუდენტი, 600 ასპირანტი, დოქტორანტი და მაძიებელი. უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესს ემსახურება 2600 სასწალო-სამეცნიერო პერსონალი, მათ შორის 300 პროფესორი და მეცნიერებათა დოქტორი, 1000-ზე მეტი დოცენტი და მეცნიერებათა კანდიდატი.

      შეხვედრაზე ძირითადად განიხილეს აკადემიასა და უკრაინის ეროვნულ უნივერსიტეც შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების ძირითადი დებულებების შესრულების მდგომარეობა;   

      აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ სტუმრებს გააცნო აკადემიის ისტორია, მისი სტრუქტურა,  მუშაობის მიმართულებები, აკადემიის საქმიანობის ძირითადი მომენტები და გამოთქვა სურვილი უკრაინის და საქართველოს აგრარიკოს მეცნიერებს შორის თანამშრომლობის უფრო გაღრმავების შესახებ.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობის შეხვედრა უკრაინის (ქ. კიევი) ბიორესურსების და ბუნებათსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.

ინფორმაცია

აკადემიის სტუმრები მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრიდან (ჩIP)

            2015 წლის 11 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე შეხვდა  მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (ჩIP) აზიის დირექტორს,  დოქტ ჯულიან პარრის, ამავე ცენტრის ცენტრალური აზიის და კავკასიის (ჩAჩ) რეგიონალურ სამეცნიერო კოორდინატორს, დოქტ. რუსუდან მდივანს და IჩAღDA-ს ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონალურ კოორდინატორს, დოქტ. ჯოზეფ ტუროკს. შეხვედრას ესწრებოდა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წ/კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე.

      საუბარი შეეხო ამიერკავკასიაში და ძირითადად საქართველოში მეკარტოფილეობის განვითარების საკითხებს, ამ დარგში ახალი ჯიშების და ტექნოლოგიების გამოცდას და დანერგვას ადგილობრივი ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

      ამ მიმართულებით ამიერკავკასიის რეგიონში ძირითადი კოორდინატორის ფუნქცია აკისრია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, რომლის მეთალყურეობითაც მოხდება კარტოფილის ახალი ჯიშების შემოტანა და დანერგვა. ორივე მხარემ გამოთქვა სურვილი, რომ საჭიროა შეიქმნას მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (ჩIP) განყოფილება რომელიც მოემსახურება ამიერკავკასიის რეგიონს. მომზადდება პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს ჩIP-დან კარტოფილის ახალი ჯიშების შემოტანას, რომლებიც კოლორადოს ხოჭოსა და ფიტოფტორის მიმართ იქნებიან მედეგი. აღნიშნული პროექტი გამოიგზავნება აკადემიაში აპრობაციის მიზნით და აკადემიის დასკვნის შემდეგ მოხდება მისი განხორციელება.

      სტუმრები დაინტერესდნენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით, რომელიც ჩატარდება 2015 წლის 4-6 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, კონფერენციის თემაა "გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება" და სურვილი გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში.

აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის შეხვედრა მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის (ჩIP)  და  IჩAღDA-ს წარმომადგენლებთან.

საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა  

           მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტიში გაიმართა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარაულსა და აკადემიის პრეზიდენტ გურამ ალექსიძეს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომიტეტის აპარატის უფროსი ივერი ახალბედაშვილი და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

           შეხვედრაზე აგრარული სექტორის სამეცნიერო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული კვლევების ეფექტურობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვილი მეცნიერული გამოცდილებისა და კვლევების პრაქტიკაში გამოყენება თითქმის აღარ ხდება. სოფლებში სავალოლო ვითარება შეიქმნა, ფერმერებს საბაზისო, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა არ გააჩნია, რამაც დღის წესრიგში ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და შესაბამისი ცოდნით აღჭურვის საკითხი დააყენა.

  გელა სამხარაულის განცხადებით, მოქმედი ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს, ხოლო საბოლოოდ წარმატებები კი ამ დარგში მეცნიერებისა და პრაქტიკის ურთიერთკავშირით მიიღწევა. ეს შეხვედრაც ამ მიზნით მოეწყო. იგი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც მიაჩნია, რომ აგრარულ სექტორში სამეცნიერო პოტენციალის გამოყენებას ალტერნატივა არ გააჩნია.
            სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ კომიტეტის ხელმძღვანელობას აკადემიის სტრუქტურის, საქმიანობის მთავარი მიმართულებების, განხორციელებული კვლევების, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ფერმერებთან თანამშრომლობისა და მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის დეტალებზე ისაუბრა. მან ასევე აკადემიის მიერ მომზადებულ რამდენიმე პროექტზე ინფორმაცია წარმოადგინა, რომლითაც &##4321;აქართველოს მთავრობაცაა დაინტერესებული. 
           შეხვედრაზე საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ამ მიმართულებით გარკვეული წინადადებებიც წარმოადგინა, რომლებსაც კომიტეტი უახლოეს დროში განიხილავს.

  შეხვედრა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტში

მილოცვა

აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი

   2015 წლის 17 სექტემბერს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ სპეციალისცა და ექსპერც, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსსა და ვიცე–პრეზიდენც, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს – “წმინდა გიორგის” ოქროს ორდენის, პირველი ხარისხის სახელმწიფო პრემიისა სხვა სახელმწიფო ჯილდოების კავალერს  – ბატონ ნოდარ ჩხარტიშვილს.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს იუბილარს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

საიუბილეო სხდომაზე იუბილარს ესალმება აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე

(მარცხნიდან: აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე)

საიუბილეო სხდომაზე მოხსენებით იუბილარის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამოდის აკადემიკოსი გ. მარგველაშვილი

საიუბილეო სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი

გლობალური ფორუმის მე-6 წლიური თათბირი

     მიმდინარე წლის 14-17 სექტემბერს ყირგიზეთში (ისიკ-ყული) ჩატარდა “სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის გლობალური ფორუმის მე-6 წლიური თათბირი’, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 150-მდე წარმომადგენელმა. თათბირის თემა იყო “სოფლის მეურნეობის სამსახურის გლობალური საუკეთესო პრაქტიკა” და ითვალისწინებდა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სისტემების გაცნობას და მათგან საუკეთესოს გავრცელებას. საქართველოდან თათბირში მონაწილეობა მიიღო– სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. საქართველოდან არნისნულ ფორუმში ასევე მონაწილებდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მ. გელაშვილი, იმერეთის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელი რ. ძიძიშვილი, დ. ბირკაძე და ლ. ბასიშვილი, საკონსულტაციო ცენტრის (შEAშ) –ის ხელმძღვანელი საქართველოში ბ. მიულერი.       

       თათბირზე წარმოდგენილი იქნა მოხსენება საქართველოში საკონსულტაციო ცენტრების მუშაობის შესახებ, სადაც ცალკე იქნა გამოკვეთილი აკადემიის როლი ამ მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის პროცესებში. აქაც და შემდეგ გამოსვლებშიც სპეციალურად აღინიშნა ის მცდელობა, რასაც აკადემია ანხორციელებს ამ მიმართულებით.  გამოცემული აქვს 50-ზე მეტი პრაქტიკული რეკომენდაცია ფერმერებისათვის, ხოლო ახალი წლიდან იწყება კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მუშაობა სპეციალისტებისა და ფერმერებისათვის.  კურსების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიის წევრები, ასევე მოწვეული სპეციალისტები. გამოითქვა მოსაზრება მომავალ წელს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების  თათბირის ჩატარების შესახებ საქართველოში აღნიშნულ საკითხებზე.  

გლობალური ფორუმის მე-6 წლიური თათბირის  მონაწილეთა ერთი ჯგუფი -

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი

 აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და  საკონსულტაციო ცენტრის (შEAშ)–ის

 ხელმძღვანელი საქართველოში ბ.მიულერი  საქართველოს სოფლის მეურნეობის

 სამინისტროს დელეგაციასთან ერთად

მრგვალი მაგიდა

რუსთაველის ფონდის მიერ აგროსაინJინრო დარგში დაფინანსებული საგრანტო თემების შესახებ

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2015 წლის 29 სექტემბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა: “რუსთაველის ფონდის მიერ აგროსაინJინრო დარგში დაფინანსებული საგრანტო თემების შესახებ”.

   მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვა შეეხო რუსთაველის ფონდის მიერ აგროსაინJინრო დარგში დაფინანსებულ შემდეგ საგრანტო თემებს, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ან მათ შესრულებაში იღებენ მონაწილეობას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელები: “დარტყმის თეორიისა და რეოლოგიის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო პროცესების, მანქანების და იარაღების დამუშავებაში.” ხელმძღვანელი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე. შესრულების ვადები 2013-2016 წელი; “სასოფლო-სამეურნეო მანქანების ფერდობზე მუშაობის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების მეთოდების დამუშავება.” ხელმძღვანელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ მახარობლიძე. შესრულების ვადები 2014-2017 წელი;

   “ტექნოლოგიური პროცესების ენერგოდანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის აუცილებელი ტექნიკის ნომერკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონში კულტურათა სახეობებისა და დაკავებული ფართობების მიხედვით.” ხელმძღვანელი- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა შაფაქიძე. შესრულების ვადები 2015-2018 წელი; “თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაზრდის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიულ-ექსპერიმენტული გამოთვლა და ოპტიმიზაცია.” ხელმძღვანელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ჯემალ კაციტაძე. შესრულების ვადები 2015-2018 წელი;

  Dმრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა რევაზ მახარობლიძემ. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნულ თემაზე მრგვალი მაგიდის ჩატარება აკადემიაში მოხდეს პერიოდულად საგრანტო თემების მონიტორინგის მიზნით.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომის დადგენილება (ოქმი #12, 30 სექტემბერი, 2015 წელი).

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა საბჭომ განიხილა საკითხი: " საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წლის 26 მარც (გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა", 06 მარტი,  2015 წელი, #42 (7687) ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული დროებით შეჩერებული კონკურსის განახლების შესახებ" (მომხსენებლი აკად. გ. ალექსიძე).

      აკადემიური საბჭოს სხდომამ დაადგინა:

1. განახლდეს გაზეთში "საქართველოს რესპუბლიკა", 06 მარტი,  2015 წელი, #42 (7687) ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

    1.   აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0101 "აგრონომია", სპეციალიზაცია 010103 "აგროტექნოლოგია" (სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით) - 1 ადგილი;

     2.  აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0415 ‘”აგროინJინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის

მექანიზაცია” - 1 ადგილი;

 

     3.       ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში –

სპეციალობა 0701 “ეკონომიკა” – 1 ადგილი.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ვაკანტურ ადგილებზე არჩევნების ჩატარების დებულების შესაბამისად არჩევნების ჩატარების ვადებს განსაზღვრავს აკადემიის აკადემიური საბჭო (მუხლი V) და არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საბუთების მიღება იწარმოებს 2015 წლის 31 ოქტომბრამდე.

3. დამტკიცდეს საექსპერტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობა:

- აკად. ნაპოლეონ ქარქაშაძე - (თავმჯდომარე);

- აკად. გოგოლა მარგველაშვილი;

- აკად. რევაზ მახარობლიძე;

- აკად. ომარ ქეშელაშვილი

ინფორმაცია

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 2015 წლის სექტემბერში გამოსცა ნაშრომი: `სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარების პროგნოზი~. ნაშრომის ავტორებია - აკადემიკოსები გურამ ალექსიძე, გივი ჯაფარიძე და ომარ ქეშელაშვილი.

     ასეთი ნაშრომი საქართველოში პირველად გამოიცა.

   ნაშრომის მიზანია განისაზღვროს მეცნიერების თითოეული დარგის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, კვლევის თეორიული, მეთოდოლოგიური და გამოყენებითი ხასიათის პრიორიტეტები, პრობლემები, პროექტები, თემები, მეცნიერული სივრცის ახალი სფეროები, პოზიციური მიდგომები, დაისახოს სამეცნიერო პრობლემათა გადაწყვეტის რაციონალური და მეცნიერულად დასაბუთებული გზები, რაც უნდა ეყრდნობოდეს სამომავლოდ განჭვრეტილ მეცნიერულ-რესურსულ პოტენციალს და მის უზრუნველმყოფ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ, შრომით და მატერიალურ შესაძლებლობებს.

   ნაშრომში მოცემულია სოფლის მეურნეობის თითოეული სფეროს ხაზით, პერსპეტივაში განსახორციელებელი საკვლევი მიმართულებები, მ.შ. მემცენარეობაში, მეცხოველეობაში, მომსახურე დარგებში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და აგრარულ ეკონომიკაში.

მრგვალი მაგიდა “სოფლის მეურნეობის ქართული  პროდუქტების ექსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები"

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2015 წლის  28 ოქტომბერს   გაიმართა მრგვალი მაგიდა: “სოფლის მეურნეობის ქართული  პროდუქტების ექსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები".  მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებმა: ო. Qქეშელაშვილმა, თ. კუნჭულიამ, ნ. ბაღათურიამ, ნ. ქარქაშაძემ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა პაატა კოღუაშვილმა. მსჯელობა შეეხებოდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალს, გადამამუშავებელი  მრეწველობის საექსპორტო შესაძლებლობებს და მოცულობებს, არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის ღონისძიებებს.

სამეცნიერო სემინარი

“აგროეკოლოგიის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში.”

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2015 წლის  29 ოქტომბერს   გაიმართა სამეცნიერო სემინარი: “აგროეკოლოგიის სფეროში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები საქართველოში.”

       სემინარი შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის წევრ–კორეპონდენტმა თ. თურმანიძემ. კლიმატის თანამედროვე ცვლილებებსა და მასთან დაკავშირებული სოფლის მეურნეობისათვის საშიში სტიქიური მოვლენების შესახებ მოხსენება გააკეთა  მეცნიერებათა დოქტორმა მ. შვანგირაძემ (გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სააგენტოს ხელმძღვანელი) და მეცნიერებათა დოქტორმა ბ. ბერიტაშვილმა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). კლიმატის ცვლილების გავლენაზე აღმოსავლეთ საქართველოში მოხსენება გააკეთა აკადემიის წევრ–კორეპონდენტმა თ. თურმანიძემ. მეცნიერებათა დოქტორმა ა. სიხარულიძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) თავის მოხსენებაში ყურადღება გაამახვილა სასოფლო–სამეურნეო კულტურების პროდუქტიულობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის მოდელირების საკითხებზე. კლიმატის ცვლილების გავლენაზე საქართველოს სუბტროპიკულ კულტურებზე თავის მოხსენებაში ისაუბრეს მეცნიერებათა დოქტორებმა გ. მელაძემ და მ. მელაძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტეოროლოგიის ინსტიტუტი). მეცნიერებათა დოქტორის გ. გოგიჩაიშვილის (გარემოს დაცვის სამინისტროს აგრო მელიორაციის დეპარტამენტი)  მოხსენება შეეხებოდა კლიმატის ცვლილებით განპირობებული სტიქიური მოვლენების ზეგავლენას საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერებაზე. დოქტორანტმა  გ. თეთრაძემ მოხსენება გააკეთა კლიმატის ცვლილების გავლენაზე სასოფლო–სამეურნეო მიწების ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

    სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ აკადემიკოსები: ზაურ ჩანქსელიანი და ნოდარ ჩხარტიშვილი.

   სემინარის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივანმა გოგოლა მარგველაშვილმა.


ინფორმაცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე

მიმდინარე წლის 4, 5 და 6 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება”. როგორც სათაურიდან ჩანს, აღნიშნული პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსათვის და მათ შორის საქართველოსათვის. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0,74±0,180 -ით გაიზარდა. პერსპექტივაში XXI საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1-6,40 С-ით. გლობალური დათბობის შედეგად გარკვეული პრობლემები შეექმნება დედამიწის ბიომრავალფეროვნებას, რომლის დაცვისა და მდგრადი გამოყენების საკითხებს დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული კონფერენციის მიზანი იყო მეცნიერებს  შორის ინფორმაციების გაცვლა აგრობიომრავალფეროვნების დღევანდელი მდგომარეობის, მასთან დაკავშირებული დაცვის სფეროს, გენეტიკური რესურსების იმპორტისა და ექსპორტის, თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნის შესაბამისი გამოცდილების შესახებ.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ბელარუსიის, პოლონეთის, უკრაინის, იტალიის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ ოსეთის გამოჩენილმა მეცნიერებმა, აგრეთვე საქართველოს აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერებმა, მაგისტრებმა, დოქტორანტებმა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა, სულ 160 მეცნიერმა.

კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა სამ სექციაში: “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება მემცენარეობაში”, “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება მეცხოველეობაში”, გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება აგროინJინერიაში”. კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 146 მოხსენება, მათ შორის საქართველოდან 85, რომელთა უმეტესობა მოხსენდა მსმენელებს  კონფერენციის მსვლელობისას.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და საინფორმაციო მოხსენებები გააკეთეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თ. მარსაგიშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა ი. ნოზაძემ და გ.ცოფურაშვილმა; მოხსენებებით გამოვიდნენ აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები.

კონფერენციის დასასრულს მიღებული იქნა “დეკლარაცია_თბილისი, 2015" (სამ ენაზე), რომელიც შემდგომში გაეგზავნებათ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე მოწვეული სტუმრების ქვეყნების მთავრობებს და სამეცნიერო დაწესებულებებს.

კონფერენციის მსვლელობისას ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ბელოცერკვის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეც შორის, აგრეთვე ყაზახეთის მეცხოველეობის და საკვებწარმოების სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და უკრაინის ვინიცის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიერ კონფერენციის ფარგლებში დაფუძნდა სამეცნიერო Jურნალი “აგრარული მეცნიერება და კვების ტექნოლოგიები”. Jურნალში შესაძლებელი იქნება სტატიების გამოქვეყნება ქართულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

                                                თბილისი, 4-6 ნოემბერი, 2015 წ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება“

დეკლარაცია

      2015 წლის 4_6 ნოემბერს, ქ. თბილისში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება”, რომლის მუშაობაში მანაწილეობა  მიიღო 9 ქვეყნის 160 ცნობილმა მეცნიერმა, სხვადასხვა სამინისტროს, უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

     კონფერენციის მიზანი იყო გლობალური დათბობისა და მასთან დაკავშირებული აგრობიომრავალფეროვნების საკვანძო პრობლემების საერთაშორისო მასშტაბით განხილვა, მისი უარყოფითი და დადებითი შედეგების აღნიშვნა და ეკონომიკის სხვადასხვა დარგისა და აგრობიომრავალფეროვნების კლიმატურ ცვლილებებზე ადაპტაციის მიმართულებით რეკომენდაციების მიღება.

    კონფერენცია ამახვილებს ყურადღებას კლიმატზე დამოკიდებული დარგებისა და აგრობიომრავალფეროვნების კუთხით არსებულ და მოსალოდნელ რისკებზე.

    სამეცნიერო ფორუმის ჩარჩოებში მოხდა მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარება რეკომენდაციების შემუშების ხაზით, რომელთა გათვალისწინება შესაძლებელს გახდის მინიმიზირებული იქნას კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენა ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და აგრობიომრავალფეროვნებაზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ყველა ქვეყნის  სასურსათო უსაფრთხოებას. 

    დეკლარაცია აღიარებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შორის მჭიდრო, საქმიანი კავშირების დამყარების დიდ მნიშვნელობას და სამეცნიერო ფორუმების სისტემატიური ჩატარების აუცილებლობას, ქვეყნების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის პრიორიტეტულობის განსაზღვრის მიზნით.

     კონფერენციის მონაწილენი მადლობას უცხადებენ საქართველოს მთავრობას, საქართვე-ლოს რუსთაველის სახელობის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას, ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამეცნიერო ფო-რუმის ჩატარებისათვის და ყურადღების აქცენტირებას ახდენენ შემდეგზე:

·         გლობალური დათბობისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების პრობლემები საერთოა ყველა ქვეყნისათვის და მათი საქმიანობა, სამომავლოდ, მიმართული უნდა იქნას კიოტოს შემდგომი სტრატეგიული შეთანხმებების გათვალისწინებით;

·         გაიზარდა აგრობიომრავალფეროვნების გაუარესების მასშტაბები და გამოვლინდა კლიმატზე დამოკიდებულ დარგებზე მისი უარყოფითი შედეგები;

·         აუცილებელია სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეთა და სამეცნიერო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა კლიმატურ რესურსებზე ანტროპოგენული ზემოქმედების შემცირების მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების შესამუშავებლად;  

·         გაიშალოს მუშაობა კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარის მიხედვით მრავალვარიანტული ადაპტაციური ღონისძიებების შესამუშავებლად, კლიმატზე დამოკიდებული ეკონომიკის დარგებისა და აგრობიომრავალფეროვნების ხაზით.

   კონფერენციის მონაწილეებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ: 

·         განისაზღვროს აგრობიომრავალფეროვნების რეგულირების თანამედროვე მსოფლიო ტენდენციები, მიდგომები, მეთოდები და პრინციპები, შემუშავდეს მეცნიერული კონცეფცია, გენეტიკური რესურსების შენარჩუნებისა და მართვის მექანიზმები;

·         გაძლიერდეს საერთაშორისო თანამშრომლობა მეცნიერული ცოდნისა და განათლების გავრცელების საქმეში, ეკონომიკის სხვადასხვა დარგსა და აგრობიომრავალფეროვნებაზე კლი-მატის ცვლილებისა და მისი გავლენის მიმართულებით;

·         დამუშავდეს და განუხრელად იქნას გამოყენებული ეროვნული ადმინისტრირების სამართლებრივი ინსტრუმენტები აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის მიმართულებით;

·         აუცილებლად ჩაითვალოს  აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში, როგორც ქვეყნების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველი; 

·         წახალისდეს გამოკვლევები, პროექტები, პროგრამები, რომელიც მიმართული იქნება კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვისაკენ;

·         პრიორიტეტულად იქნას მიჩნეული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა, ცხოველთა და ფრინველთა ახალი ჯიშების გამოსაყვანად, რომლებიც ადაპტირებული იქნებიან გარემო პირობებზე, ეკონომიკის სხვადასხვა დარგში რესურსდამზოგავი და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიხედვით;

·         გაძლიერდეს მუშაობა აგრობიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და სამონადირეო მეურნეობების განვითარების მიმართულებით;  

·         გაიზარდოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლი აგრობიომრავალფეროვნების დაცვის, კლიმატის ცვლილებისა და მისი შედეგების პროპაგანდის მიმართულებით;

·         ინფორმირებული იქნას ფართო საზოგადოება, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები გლობალური დათბობისა და აგრობიომრავალფეროვნების პრობლემებზე ჩატარებული კონფერენციის შედეგების თაობაზე.  

კონფერენციის გახსნა. თავმჯდომარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე.

კონფერენციის სხდომათა დარბაზი.

მარცხნიდან – პროფ. ი. პიკული (პოლონეთი), მომხსენებელი აკად. ვ. ლოგინოვი (ბელარუსია), საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძე.

დოქტ. რ. მასაონიჩი-შატუნოვა და დოქტ. ს. ბაბკენოვა (ყაზახეთი).

სექცია “გლობალური დათბობა და ბიომრავალფეროვნება მეცხოველეობაში”.


ინფორმაცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის  მონაწილეები აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

      2015 წლის 06 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის მიერ ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “გლობალური დათბობა და აგრობიომრავალფეროვნება” მონაწილეებისათვის მოეწყო კონფერენციის პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში.

     მუზეუმი წარმოადგენს უნიკალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც ჯერ კიდევ 1887 წელს დაარსდა  თბილისში კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის ბაზაზე, რომლის დამაარსებელი იყო ნიკოლაი შავროვი. მიუხედავად მძიმე წარსული წლებისა, მუზეუმმა შეინარჩუნა თავისი პროფილი და იგი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი გახლავთ, რომელსაც დღეს დიდი პროფესინალიზმით და პასუხისმგებლობით უძღვება ქალბატონი ნინო კუპრავა.

      მუზეუმში თემატურად გამოფენილია ექსპონატები, რომლებიც მოიცავენ თუთის ხეს, სხვადასხვა ჯიშის აბრეშუმის ჭიას და მის ენტომოლოგიას, აბრეშუმის პარკს, აბრეშუმის ძაფს და ქსოვილს, საღებავებს, გრენის კონტეინერებს, აბრეშუმის მრეწველობის სხვადასხვა ხელსაწყოებს და მოდელებს.

      აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მსოფლიოში მუზეუმი ერთადერთია, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზეა, ვინაიდან ლიონში (საფრანგეთი) არსებული მეორე ასეთი მუზეუმი 2000 წლების დასაწყისში კერძო მფლობელის ხელში გდავიდა.

მარცხნიდან: დოქტორი ნ. ბარამიძე, მუზეუმის დირექტორი ნ. კუპრავა და ტაჯიკეთის წარმომადგენელი დოქტ. ს. სალიმJანოვი, დოქტ. ზ. წყარუაშვილი

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეები საზღვარგარეთის ქვეყნებიდან აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში

მონაწილეობა საერთაშორისო თათბირზე

    მიმდინარე წლის 2-6 ნოემბერს ქ. ვაშინგტონში (აშშ) ჩატარდა სასოფლო- სამეურნეო კვლევითი ორგანიზაციების კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის საბჭოს სხდომა, რომელიც გაიმართა მსოფლიო ბანკის ოფისში. მასში მონაწილეობა მიიღეს ფონდის საბჭოს წევრებმა,ჩGIAღ-ის კვლევითი ცენტრების გენერალურმა დირექტორებმა და მათი საბჭოს წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პირველ 2 დღეს ჩატარებულ სხდომებში მოხსენებით გამოვიდნენ: IჩAღDA-ს, ჩIMIთ-ს, BIOVEღშIთI-ს, ILღI-ს, ჩIP-ის, IჩღIშAთ-ის, ჩIAთ-ის და სხვათა გენერალური დირექტორები (სულ 15), რომლებმაც წარმოადგინეს მომავალი 5 წლის პროგრამები, რომლებიც წინასწარ იყო დარიგებული ფონდის საბჭოს წევრებზე. განსხვავებით წინა წლებისაგან, ახალი პროგრამები შედგენილია ერთი “პორტფელის” პრინციპით, ანუ შემუშავებული იქნა კომპლექსური პროგრამები რომლის შემსრულებლებიც არიან ცენტრები, პრობლემების მიხედვით. ესენია: მშრალ რეგიონებში სამარცვლე პარკოსანი კულტურების შესწავლა; თევზი; ტყე და ტყის ლანდშაფტი; მეცხოველეობა; სიმინდი; ხორბალი; ბრინჯი; ბანანა და ტუბერინი მცენარეები; კლიმატის ცვლილება; გენბანკები; კვება და ჯანმრთელობა; პოლიტიკა და მარკეტინგი; წყალი; ნიადაგები და ეკოსისტემა. ფონდის საბჭოს დანარჩენი სამი სხდომა ჩატარდა სურსათის პოლიტიკის კვლევით ცენტრში (IFPღI), სადაც მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ფონდის საბჭოს წევრებმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ: ამერიკის, კანადის, მექსიკის, ჩინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, ინდოეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ბელგიის, ნორვეგიის, გერმანიის, ნიდერლანდების, თურქეთის, ნიგერიის, ასევე საერთაშორისო და დონორმა ორგანიზაციებმა: მსოფლიო ბანკი, ევროპის კავშირი, IFAD, FAO, ბილ და მელინდა გეიცის ფონდი და სხვათა წარმომადგენლები.

    ფონდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ განხილული იქნაჩGIAღ-ის ცენტრების მიერ მომზადებული წინადადებები. გამოთქმული იქნა შენიშვნები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული მომავალი სხდომისათვის, რომელიც გაიმართება მომავალ წელს ქ. რომში (იტალია) FAO-ს ოფისში.

    ფონდის საბჭოს სხდომაში ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის (ჩAჩAAღI) სახელით აქტიური მონაწილეობა მიიღო ამავე ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც თავის გამოსვლებში მრავალი საინტერესო მოსაზრება და წინადადებები წარადგინა, რომლებშიც გამოკვეთილი იყო სამხრეთ კავკასიის  და ცენტრალური აზიის ქვეყნების მნიშვნელოვანი ინტერესები.

სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ.ალექსიძესასოფლო-სამეურნეო კვლევითი ორგანიზაციების კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის საბჭოს სხდომაზე

 (აშშ, ქ. ვაშინგტონი, 04 ნოემბერი, 2015)

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული

საქართველო 2015

      პირველად საქართველოსა და კავკასიის რეგიონში ტარდება მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული. მისი ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი გაიხსნა 10  ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს და მთავრდება 17 ნოემბერს, სტუდენტების საერთაშორისო დღეს.

      მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" მოეწყო მეცნიერებისა და ინოვაციების გამოფენა, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, საჯარო ლექციები.

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გამოფენაზე ღირსეულად წარსდგა თავისი ინტელექტუალური პროდუქციით - ბოლო ხუთ წელიწადში გამოცემული აკადემიის წლიური ანგარიშებით, აკადემიის სამეცნიერო შრომათა კრებულებით "მოამბე", 2013, 2014 და 2015 წლების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების შრომათა კრებულებით, აკადემიის წევრების მიერ მომზადებული სოფლის მეურნეობის დარგების პრაქტიკული რეკომენდაციებით და მათი მონოგრაფიებით, სახელმძღვანელოებით, სამეცნიერო შრომებით. გამოფენაზე წარმოდგენილი ბანერები ასახავდა აკადემიის ლოგოს, სტრუქტურას, აკადემიის კავშირებს მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან და სხვა.

    აკადემიის საგამოფენო სტენდების დამთვალიერებთა შორის  ბრძანდებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქალბატონი თ. სანიკიძე, პარლამენტარები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, თბილისის მერი, ბატონი დ. ნარმანია, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ბატონი გ. ალიბეგაშვილი, სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერები და სტუდენტები.

     სტუმრებს აკადემიის შესახებ ინფორმაციები მიაწოდეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტ. ა. გიორგაძემ და პრეზიდენტის თანაშემწემ, მაგისტრმა თ. ეპიტაშვილმა.

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია მეცნიერებისა და ინოვაციების გამოფენაზე (10.11.2015)

მარცხნიდან: სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ.ჯაფარიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ი.ღარიბაშვილი, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გ.ალიბეგაშვილი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრი ს.სუბარი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თ.სანიკიძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გ.აგულაშვილი, სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ.ალექსიძე

მარცნიდან: დოქტ. ა.გიორგაძე, აკად. გ.ჯაფარიძე, აკად. გ.ალექსიძე, აკადემიის
 წ/კ ე.შაფაქიძე, აკად. ო.ქეშელაშვილი

სამეცნიერო კონფერენცია
 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

      2015 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “საქართველოს მცენარეთა მრავალწლოვანი კულტურებისა და სახეობების გენეტიკური რესურსები”. კონფერენცია მიეძღვნა თბილისში მიმდინარე “ინოვაციებისა და მეცნიერების საერთაშორისო კვირეულს – საქართველო 2015” (2015 წლის 10-17 ნოემბერი), რომელიც ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეგიდით და მხარდაჭერით.

     კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ. ჯაფარიძე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკად. ნ. ქარქაშაძე, აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, მოწვეული სტუმრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან და აგარარული მიმართულების სხვადასხვა ორგანიზაციებიდან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კონფერენციას ესწრებოდა სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსი, ბატონი ნ. ჩიტაია.

     კონფერენციას ხელმძღვანელობდა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე.

     კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიკოსები ნ. ჩხარტიშვილი და ვ. კვალიაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები გ. გაგოშიძე, ვ. თოდუა, თ. კაჭარავა და სოფლის მეურნეობის დოქტორი დ. მაღრაძე. მომხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების მრავალრიცხოვან შეკითხვებს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა რ. ჩაგელიშვილმა, გ. ბადრიშვილმა და ზ. ჩაქსელიანმა, დოქტორმა ნ. გოგინაშვილმა.

     კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ, სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა ნ. ჩიტაიამ და აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ.

სამეცნიერო კონფერენციის გახსნა. თავმჯდომარე სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ.ალექსიძე.

სამეცნიერო კონფერენციის სხდომათა დარბაზი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსის ნ.ჩიტაიას გამოსვლა

A

ინფორმაცია
 (20.11.2015)

-------- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილების (ოქმი #12,  30 სექტემბერი, 2015 წელი) შესაბამისად განახლდა გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (6 მარტი, 2015 წელი, #42 (7687) ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსი სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

--------1.1. აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0101 “აგრონომია”, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია"  (სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით) _ 1 ადგილი;

-------- 1.2. აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში_ სპეციალობა 0415 “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”    -1 ადგილი;

-------- 1.3. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0701 “ეკონომიკა”    _1 ადგილი.

-------- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში ვაკანტურ ადგილებზე არჩევნების ჩატარების დებულების  შესაბამისად (მუხლი V) არჩევნებში მონაწილე კანდიდატების  საბუთების  მიღება წარმოებდა 2015 წლის 31 ოქტომბრამდე.

-------- კადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულმა საექსპერტო_საკონკურსო კომისიამ განიხილა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების საბუთები და სამეცნიერო განყოფილებებზე მათი საკითხის განსახილველად დაუშვა შემდეგი  კანდიდატები:

-    აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0101 “აგრონომია”, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია"  (სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით) _ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი რეზო ჯაბნიძე;

-    აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილებაში_ სპეციალობა 0415 “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია” - აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე;

-    ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში_სპეციალობა 0701 “ეკონომიკა” - აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პაატა კოღუაშვილი.

-------- 2015 წლის 12 ნოემბერს ჩატარდა აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილების  საერთო კრება, სადაც ფარული კენჭისყრის შედეგად კონკურსში, სპეციალობა 0415 “აგროინJინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”,  მონაწილეობის მისაღებად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის წევრ-კორესპონდენც ელგუჯა შაფაქიძეს;

-------- 2015 წლის 16 ნოემბერს ჩატარდა აგრონომიული  სამეცნიერო განყოფილების საერთო კრება, სადაც ფარული კენჭისყრის შედეგად კონკურსში, სპეციალობა 0101 “აგრონომია”, სპეციალიზაცია 010103 “აგროტექნოლოგია”  (სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით), მონაწილეობის მისაღებად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის წევრ-კორესპონდენც რეზო ჯაბნიძეს;

-------- 2015 წლის 19 ნოემბერს ჩატარდა ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების   საერთო კრება, სადაც ფარული კენჭისყრის შედეგად კონკურსში, სპეციალობა 0701 “ეკონომიკა” ,   მონაწილეობის მისაღებად დაშვებულნი იქნენ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი პაატა კოღუაშვილი.

-------- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მოკლე დახასიათება:

           ჯაბნიძე რეზო ხასანის ძე

დაბადების თარიღი –18.01.1954;

სპეციალობა დიპლომის მიხედვით – სუბტროპიკული მეურნეობის სწავლული

აგრონომი,  საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი;

დაკავებული  თანამდებობა _ ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:

სამეცნიერო ხარისხი _ სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

სამეცნიერო წოდება _ პროფესორი, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 07.09.1995;

მეცნიერული შრომების რაოდენობა _ 175, მათ შორის 4 სახელმძღვანელო და 7 მონოგრაფია;

გამოგონებებისა და რაც. წინადადებების რაოდენობა _ ორი რაც.წინადადება;

სახელმწიფო ჯილდო(ები), დამსახურების წოდებები და ა.შ. - – “ღირსების” ორდენი (1999 წ.); აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი (2000 წ.); იაკობ გოგებაშვილის სიგელი; ხელვაჩაურის რაიონის საპატიო მოქალაქის წოდება; ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესორის წოდება.

ბინის მისამართი, ტელეფონი _ ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი,   ტ. 577-17-97-58,  555-12-64-58

მოღვაწეობის მიმართულება_ აგრონომია (ჩაი და ციტრუსები).

      შაფაქიძე ელგუჯა დავითის ძე

დაბადების თარიღი –20.05.1942;

სპეციალობა დიპლომის მიხედვით – ინJინერ-მექანიკოსი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;

დაკავებული  თანამდებობა _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი;

სამეცნიერო ხარისხი _ ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი;

სამეცნიერო წოდება _ პროფესორი, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 07.09.1995;

მეცნიერული შრომების რაოდენობა _  200, მათ შორის 1 მონოგრაფია, 7 სახელმძღვანელო;

გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების რაოდენობა _

10 გამოგონება, 7 პატენტი, 6 რაციონალიზატორული წინადადება;

სახელმწიფო ჯილდო(ები), დამსახურების წოდებები და ა.შ. – მედალი “შრომის ვეტერანი” (1988 წ), “ღირსების” ორდენი (1999 წ.); “წლის ინJინრის” საპატიო წოდება (2007 წ.).

ბინის მისამართი, ტელეფონი _ ქ. თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა #13. ბინა 4, ტ. 2 23 02 93 (ბინა),  577 71 17 75;

მოღვაწეობის მიმართულება_ სოფლის მეურნეობის მექანიზაცია; მეაბრეშუმეობის მექანიზაცია.

        ნიკოლეიშვილი გიორგი ვასილის ძე

დაბადების თარიღი –30.12.1930;

სპეციალობა დიპლომის მიხედვით – აგრონომ-ეკონომისტი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი;

დაკავებული  თანამდებობა _

სამეცნიერო ხარისხი _ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;

სამეცნიერო წოდება _ პროფესორი, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 07.09.1995;

მეცნიერული შრომების რაოდენობა _ 158;

გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადებების რაოდენობა _ 5 გამოგონება, 2 ჯიშის ავტორი;

სახელმწიფო ჯილდო(ები), დამსახურების წოდებები და ა.შ. - “ღირსების” ორდენი (1999 წ.); ორი მედალი.

ბინის მისამართი, ტელეფონი _ ქ. თბილისი, რ. ერისთავის ქუჩა #3. ბ.6, 599 56 58 84;

      მოღვაწეობის მიმართულება_ აგრარული  ეკონომიკა, მეაბრეშუმეობა.

         კოღუაშვილი პაატა პეტრეს ძე

დაბადების თარიღი –05.09.1956;

სპეციალობა დიპლომის მიხედვით – ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა – სოფლის მეურნეობის ეკონომისტი-ორგანიზატორი, საქართველოს  სასოფლო-სამეურნეო  ინსტიტუტი;

დაკავებული  თანამდებობა _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინJინრო ეკონომიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი;

სამეცნიერო ხარისხი _ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;

სამეცნიერო წოდება _ პროფესორი, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი 16.07.2004;

მეცნიერული შრომების რაოდენობა _ 217, მათ შორის 7 მონოგრაფია,

4 სახელმძღვანელო;

გამოგონებებისა და რაც. წინადადებების რაოდენობა _

სახელმწიფო ჯილდო(ები), დამსახურების წოდებები და ა.შ. – აკაკი წერეთლის პრემია (1995 წ.).

ბინის მისამართი, ტელეფონი _ ქ. თბილისი. ზაქარიაძის ქ. #8. ბ. 35.

ტ. 2 39 97 75 (ბინა),   597 33 34 75.

       მოღვაწეობის მიმართულება _ აგრარული ეკონომიკა.

ინფორმაცია

სტუმრები უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან

      2015 წლის 30 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. მიხეილ ბაშენკო და ამავე აკადემიის ვეტერინარული მედიცინის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ნიკოლოზ მანდიხრა.

      უკრაინელ სტუმრებს შეხვდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი დოქტორი ა. გიორგაძე, პრეზიდენტის თანაშემწე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თ. ეპიტაშვილი.

      შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გ. ბასილაძე, მთავარი სპეციალისტი შ. ფოცხვერია, უფროსი სპეციალისტი მ. ლომინეიშვილი, წამყვანი სპეციალისტები ც. ქილიფთარი და ე. კალანდია.

      შეხვედრაზე სტუმრებს აკადემიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს აკად. გ. ალექსიძემ, აკად. გ. ჯაფარიძემ, აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძემ და დოქტორმა ა. გიორგაძემ.

      თავის მხრივ შეხვედრის მონაწილეებს უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. მ. ბაშენკომ და აკადემიის წ/კ ნ. მანდიხრამ. უკრაინელმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს აკადემიის და მასში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, რეგიონალური სამეცნიერო ცენტრების და პრობლემური ლაბორატორიების სტრუქტურა და კვლევის მიმართულებები, სახელმწიფო სტრუქტურების როლი აკადემიის მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელებაში.

      მხარეებმა მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს მეცხოველეობის და ვეტერენარიის მეტად აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ეხება ცხოველთა დაავადებებს, ვეტერინარიის სამსხურების მუშაობის თემატიკებს, მეცხოველეობაში რისკის შემცირების ღონისძიებებს. შთამბეჭდავი იყო ამ მიმართულებით უკრაინაში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ამ მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგები და ცენტრის სამომავლო ამოცანები.

      შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რათა უკრაინისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის უახლოეს ხანებში გაფორმდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ტექსტის მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი სტუმრები, ხოლო საქართველოს მხრიდან - აკადემიის წარმომადგენლები. მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინის მეცნიერებს შორის საქმიანი კონტაქტების გაძლიერებას, მეცნიერულ თანამშრომლობას სოფლის მეურნეობის აქტუალურ საკითხებში, ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება-გადამზადების ღონისძიებების გაძლიერებას და ა.შ.

შეხვედრა უკრაინელ სტუმრებთან. აკადემიის შესახებ ინფორმაციას აკეთებს
ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე

აკადემიის საგამოფენო დარბაზი. მარცხნიდან - სსმმ აკადემიის პრეზიდენტი
აკად. გ. ალექსიძე, უკრაინის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
 ვიცე-პრეზიდენტი  აკად. მ. ბაშენკო.

ინფორმაცია@

ახალი შევსება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

     2015 წლის 03 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარდა  სამეცნიერო განყოფილებებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) არჩევნები.

     აკადემიის საერთო კრებაზე ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეული იქნენ:

Ø  აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0101 “აგრონომია”, სპეციალიზაც     ია 010103 “აგროტექნოლოგია” (სუბტროპიკული კულტურების მიმართულებით) _ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რეზო ჯაბნიძე;

  Ø  აგროსაინJინრი სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0415 “აგროინJინერია“, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია”_ აკადემიის წევრ_კორესპონდენტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა შაფაქიძე;

 

  Ø  ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილებაში – სპეციალობა 0701 “ეკონომიკა”_აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი.

 

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო ულოცავს გამოჩენილ მეცნიერებს აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩევას.

ინფორმაცია

სამეცნიერო კონფერენცია აკადემიაში

       2015 წლის 04 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა  გაეროს მიერ გამოცხადებული ნიადაგის საერთაშორისო წლის ფარგლებში ნიადაგის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “ნიადაგების როლი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში”.

      კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ო. დანელიამ, მინისტრის მოადგილემ გ. გალეგაშვილმა, მინისტრის მრჩევლებმა თ. კუნჭულიამ, ო. კაჭარავამ და შ. კიკალიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თ. მარსაგიშვილმა, ამავე სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა Nნ. ჩიტაიამ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიწის რესურსების დაცვისა და ნიადაგების სამსახურის უფროსმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლ. უჯმაჯურიძემ, დირექტორის მოადგილემ გ. ბასილაძემ, ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტების და არასამთავრობო ორგანიზაციების  წარმომადგენლებმა.

      კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე;

კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ო. დანელია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თ. მარსაგიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამსახურის უფროსი ნ. ჩიქოვანი.

      კონფერენციაზე მეცნიერული თვალსაზრისით საინტერესო მოხსენებებით გამოვიდნენ სსმმ აკადემიის აკადემიკოსი გ. მარგველაშვილი, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თ. ურუშაძე და დოქტორი თ. ქვრივიშვილი, თსუ-ს პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი, მეცნიერებათა დოქტორი თ. ჩხეიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გ. გაგოშიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსები რ. მახარობლიძე და პ. კოღუაშვილი, გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი, დოქტორი გ. გოგიჩაიშვილი.

      კონფერენციაზე საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის წარმომადგენელმა ლ. ღლიღვაშვილმა, დოქტორმა ლ. უჯმაჯურიძემ, აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა, მეცნიერების დოქტორმა ვ. თოდუამ და სხვა.

      კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და შეაფასეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს უფროსმა Nნ. ჩიტაიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გ. ჯაფარიძემ.

      კონფერენციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და რეკომენდაციები; აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია, აკადემიის შესაძლებლობის ფარგლებში გამოიცეს კონფერენციის მასალები შრომათა კრებულის სახით.

კონფერენციის გახსნა. მარჯვნიდან – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ო.დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ.ალექსიძე და აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. გ.ჯაფარიძე

Aინფორმაცია

აკადემიის სტუმრები ჩინეთიდან

      2015 წლის 10 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა ჩინეთის ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტის მცენარეთა ბიოინJინერიის სახელმწიფო ლაბორატორიის პრეზიდენტი, პროფესორი ლი ჯიანი.

      პროფ. ლი ჯიანს და მის თანმხლებ პირებს მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ აგრეთვე აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე, აკადემიკოსები რ. ჩაგელიშვილი და ე. შაფაქიძე, პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტ. ლ. უჯმაჯურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. გ. გაგოშიძე, აკადემიის პრესსამსახურის თანამშრომელები.

      ჩინელმა სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის საგამოფენო დარბაზის ექსპონატები, სტენდებზე გაეცნენ აკადემიის სტრუქტურას და საქმიანობის მიმართულებებს; შემდეგ გაიმართა ორმხრივი დისკუსია, სადაც ერთმანეთს სიტყვით მიმართეს აკად. გ. ალექსიძემ და ქალბატონმა ლი ჯიანმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკად. გ. ჯაფარიძემ, აკად. რ. ჩაგელიშვილმა და დოქტ. ლ. უჯმაჯურიძემ. ორმხრივ საუბრებში გამოიკვეთა ის ძირითადი მიმართულებები, სადაც შესაძლებელია საქართველოს და ჩინეთის მეცნიერების ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, განსაკუთრებით მრავალმხრივი და მრავალფუნქციონალური მცენარის “გოჯი” (ჭოლფ Pერრი) და მისი სახეობების საქართველოში გამოცდის შესახებ.

ჩინეთის მცენარეთა ბიოინJინერიის სახელმწიფო ლაბორატორიის პრეზიდენტი, პროფესორი ლი ჯიანი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე

 

 აკადემიის საგამოფენო დარბაზი. აკად. გ. ალექსიძე, პროფ. ლი ჯიანი,

დოქტ. ლ. უჯმაჯურიძე.

ორმხრივი დისკუსია ჩინეთის და ქართველ მეცნიერთა შორის.

ინოვაციური ტექნოლოგიების საერთაშორისო  ფორუმი აშშ-ში

2015 წლის 8-9 დეკემბერს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, კვების  მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი,  აკადემიკოსი  ნუგზარ ბაღათურია დაესწრო ნიუ-იორკში გამართულ ფორუმს, რომელიც მიეძღვნა ინოვაციური ტექნოლოგიების  მნიშვნელობას  კონკერენტუნარიანი პროდუქციის წარმოების საქმეში. აკად. ნ. ბაღათურიას ჰქონდა საქმიანი შეხვედრები, რომელზედაც უცხოელ სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს საექსპორტო პოტენციალს და მისი ამოქმედების ინოვაციურ ტექნოლოგიებს.  ამერიკელთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ქართული თხილის ზეთის ნიმუშებმა. გამოითქვა მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ამერიკის ბაზარზე ქართული თხილის ზეთის ექსპორტის განხორციელების მიზნით.  

ინფორმაცია

შეხვედრა სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე

          2015 წლის 29 დეკემბერს სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა გაფართოებული შეხვედრა გამართა და შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა. აღნიშნული რეკომენდაციების შემუშავება  საერთაშორისო ორგანიზაცია  ,,ოქსფამის“ ტექნიკური დახმარებით განხორციელდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, ჯემალ გუგუშვილი, თამაზ კუნჭულია; პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

       სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის განვითარების  სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის  რეკომენდაციების  შემუშავების მიზნით. სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე საქმიანობას.

       სამუშაო ჯგუფს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თემატიკა ფართოა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მთავარია, ყველაფერი სისტემურად დაიგეგმოს და თანმიმდევრულად განხორციელდეს. 

      ,,სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები, შემსრულებელი ორგანოები და თანმიმდევრულად განხორციელდეს სამუშაოები“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.

              როგორც შეხვედრაზე "ოქსფამის" სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა, ლევან დადიანმა  აღნიშნა, იმისათვის, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკაში განხორციელდეს, საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და უწყებათაშორისი კოორდინაცია. 

              გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ; ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ; აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ.

       სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი ჯგუფი აერთიანებს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს.    

მენიუ

  • გამოცემები
    • აკადემიის "მოამბე"
    • აკადემიის "მაცნე"
    • აკადემიის წლიური ანგარიშები
    • რეკომენდაციები
    • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
    • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
  • მემორანდუმები
    • აკადემიის მემორანდუმები
  • პუბლიკაციები
  • კონფერენციის მასალები
  • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
  • სარეკომენდაციო წინადადებები
    • რეკომენდაციები 2013
    • ადრინდელი რეკომენდაციები
    • აქტუალური რეკომენდაციები
  • საინოვაციო ბანკი
  • პროექტები
  • არქივი
    • არქივი 2015
    • არქივი 2014
    • არქივი 2013
  • საიტის რუკა

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com