საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

სიახლეები

   მიმდინარე წლის 14 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე. განხილული იქნა ორი საკითხი:

1. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;  par

მომხსენებელი:ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;

2. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს  ინფორმაცია 2023 წლის რთველის შესახებ;

მომხსენებელი: ლევან მეხუზლა - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

სხდომას თავმჯდომარეობდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული.

აღინიშნა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს - რომელიც შექმნილია „ვაზისადა ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე - საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მევენახეობის განვითარება; ქართული ღვინის პოპულარიზაცია; ღვინის ხარისხის კონტროლი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; ქართული ვაზის კულტურის კვლევა და პოპულარიზაცია; ქართული ღვინის ადგილწარმოშობების სისტემის განვითარება. ღვინის ეროვნული სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებსა და მეღვინეობის სფეროში მოქმედ კომპანიებთან თანამშრომლობის რეჟიმში. სააგენტოს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციას უწყების თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ წარმოადგინა.

მომხსენებლის თქმით, მეღვინეობა-მევენახეობის დარგი ქვეყნისთვის სტრატეგიულია და, შესაბამისად, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. „მნიშვნელოვანია, რომ ეს ყოველთვის იგრძნობა როგორც მოსახლეობისგან, ასევე მთავრობისა და პარლამენტისგან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ დარგის განვითარებისა და წინსვლისათვის. ღვინის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამების მიხედვით მოქმედებს. ამ ეტაპზე გვაქვს ექვსი პროგრამა: რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები; მევენახეობის განვითარების ღონისძიებები; ღვინის ლაბორატორიული კვლევა; ქართული ვაზის წარმოშობის პოპულარიზაცია; ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები და ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარებისა და დაცვის ხელშეწყობის ღონისძიებები“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს თითოეული პროგრამის მიხედვით სააგენტოს აქტივობა გააცნო და იმ მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს მიაღწია.

     აღინიშნა, 2022 წელი ზოგადად მეღვინეობა-მევენახეობის დარგისთვის გამოწვევებით დაიწყო. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, წლის პირველ ნახევარში ქართული ღვინის ექსპორტმა იკლო რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე. წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა დასტაბილურდა და ექსპორტის ზრდის ბოლო წლების ტენდენცია გაგრძელდა. შედეგად, 2022 წელს, მსოფლიოს 66 ქვეყანაში, ექსპორტირებული იყო 104 მილიონ ლიტრამდე, 252,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 2021 წელთან შედარებით გაზრდილია 5,5%-ით, ხოლო რაოდენობა - 30%-მდე, ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების წილი კი მთლიან ექსპორტში 4,5%-ია.

ლევან მეხუზლამ კომიტეტის წევრებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რთველის შესახებ და აღნიშნა, რომ წლევანდელი რთვლის ფარგლებში საქართველოში მოსავალი სრულად დაბინავდა. ქვეყნის მასშტაბით გადამუშავდა 221,2 ათას ტონამდე ყურძენი, მისი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 303 მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს თავმჯდომარის ინფორმაციით, რთველი ორგანიზებულობით გამოირჩეოდა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩატარდა.

აკადემიკოსმა ალქსანდრე დიდებულიძემ თავის გამოსვლაში აღვნიშნა, რომ აკადემია ძალიან აფასებს კომიტეტთან მჭიდრო ურთიერთობებს, რაშიც დიდია აკადემიის პრეზიდიუმის წევრის, აგარული კომიტეტის აპარატის უფროსის დოქტორ ივერი ახალბედაშვილის დამსახურება. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის აგრარული სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა აგრარული პროდუქციის ნეტო-ექსპორტიორად ტრანსფორმაცია, რაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღვინის ექსპორტს. ასევე ხაზი გაესვა ვენახების კადასტრის პროექტის წარმატებით განხორციელებას.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com