საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

ღონისძიება საქართველოს პარლამენტში

სიახლეები

საქართველოს პარლამენტში, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება თემაზე - „ქალები  ბიოტექნოლოგიებში: მეცნიერება და ინოვაცია“გაიმართა.

2215
 ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. 

„მეცნიერება, აზრის განვითარება, კვლევა, სიახლის შეცნობა არის ის, რაც სამყაროს ამოძრავებს. ისტორიის განმავლობაში პროგრესის თანამონაწილე არაერთი გამორჩეული ქალი მეცნიერი იყო. ქართველი ქალი მეცნიერები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეშიც. სკოლის ასაკიდანვე უნდა შეეწყოს ხელი სიახლისკენ სწრაფვასა და აღმოჩენების სურვილს. ამ მხრივ, სასკოლო განათლება მთავარია, რომელმაც მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება უნდა მისცეს. ამას ბუნებრივად მოსდევს უმაღლესი განათლების საფეხური. განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მიზნად ისახავს, რომ უნივერსიტეტებში მეცნიერება დაბრუნდეს,  აკადემიური საქმიანობა თავის  თავში    მოიაზრებდეს    აქტიურ  სამეცნიერო  მუშაობას  და ეს არ იყოს დამატებითი,  მეორეხარისხოვანი საქმიანობა“, -  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 2225

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„ქალთა მონაწილეობა მეცნიერებაში არ არის მხოლოდ თანასწორობის საკითხი, ეს არის კვლევის ხარისხის, ინტელექტუალური მრავალფეროვნების და ინოვაციური განვითარების საფუძველი. ბიოტექნოლოგიები, რაც დღევანდელი დღის განსაკუთრებული აქცენტია, არის სტრატეგიული მნიშვნელობის სფერო, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანმრთელობას, ბიოუსაფრთხოებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს. ბიოტექნოლოგია არის სივრცე, სადაც ცოდნა პირდაპირ გარდაიქმნება საზოგადოებრივ სიკეთედ, იქნება ეს მედიცინა, ფარმაცია, სოფლის მეურნეობა თუ ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქალები არა მხოლოდ მონაწილეობენ, არამედ ხშირად არიან შემქმნელები იმ მიღწევების, რომლითაც ქართული სამეცნიერო სკოლა ამაყობს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მეცნიერებაში ქალების როლსა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

2210„ამბობენ, მეცნიერებას სქესი არ აქვსო. ფორმულას, აღმოჩენას, კვლევის შედეგს ნამდვილად არ აქვს სქესი, მაგრამ იმ ადამიანს, ვინც ამ აღმოჩენის უკან დგას, აქვს ისტორია. ქალი მეცნიერის ისტორია ხშირად მოიცავს დამატებით გამოწვევებს: ოჯახისა და კარიერის შეთავსებას   და   სტერეოტიპებთან   ბრძოლას.  სწორედ ამიტომ, ყოველი მიღწევა ორმაგად ღირებულია და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, არა მხოლოდ თანასწორობა აღიაროს, არამედ რეალური პირობები შექმნას. ჩვენი საქმეა, რომ თითოეულმა გოგონამ, რომელსაც ლაბორატორია, ტელესკოპი თუ მათემატიკური ფორმულა აინტერესებს, იცოდეს - ქვეყანა შენს გვერდითაა, არა მხოლოდ 11 თებერვალს, არამედ წლის ყოველ დღეს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს და ქალ მეცნიერებს პროფესიული დღე მიულოცეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა  გივი  მიქანაძემ და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა.229

ღონისძიების ფარგლებში განიხილეს საკითხი  „ბიოტექნოლოგიები საქართველოში – სად ვართ დღეს? ქალთა გამოცდილება  ბიოტექნოლოგიებში“,  სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს დარგის განვითარების  მდგომარეობაზე, სამეცნიერო      პოტენციალსა    და  ქალთა   ჩართულობის  მნიშვნელობაზე. 

ქვეყნის ბიოტექნოლოგიების სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული  ღვაწლისთვის  თინათინ  სადუნიშვილს, ასევე, აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული  ღვაწლისთვის  მარინე   ბარვენაშვილს  მადლობის   სიგელები   გადაეცათ.
​

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

2026 წლის 11 თებერვალს 

საქართველოს პარლამენტის მიერ დაჯილდოვდა მადლობის სიგელით

ქვეყნის აგრარულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროში გამორჩეული ღვაწლისთვის, კვლევითი საქმიანობის მაღალი სტანდარტებისა და საზოგადოების განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ქალბატონ მარინეს ამ დიდ ჯილდოს, უსურვებს წარმატებას სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში  ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

7e5b1681 fbc9 4856 a450 dd82a47d104b

bc568b82 3023 4429 947f 91118bfe2cc8  

 

 

 

 

მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

"დიალოგი და სამეცნიერო რეკომენდაციები"

 

d6537ce2 5119 46f1 b726 7f9bbe590cfc  მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ქართველ ქალ მეცნიერებთან შეხვედრა, სადაც მოხდა პრაქტიკული რეკომენდაციების გაზიარება სამეცნიერო საქმიანობის იმ ასპექტებზე, რომლებიც კვლევის პროცესს უფრო ხელმისაწვდომს, ეფექტიანსა და ღია მეცნიერების ეკოსისტემასთან თავსებადს გახდის. შეხვედეაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები ღია მეცნიერების ციფრულ რეპოზიტორიუმებზე, რომლებიც სამეცნიერო ცოდნას ერთ სივრცედ აერთიანებს და საერთაშორისო ღია სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ნაწილად აქცევს; საერთაშორისო სამეცნიერო ბაზების გამოყენების მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე, მათ შორის: ღია წვდომის სტატიების გამოქვეყნებას საერთაშორისო ბაზებში; კვლევების ხილვადობის გაზრდას; ციტირების ინდექსების განსაზღვრასა და საერთაშორისო აკადემიურ მიმოქცევაში ინტეგრაციას.276a6812 7688 4736 ac13 23e4e8d07c8b რადგან ღია წვდომის პლატფორმები ნაშრომების ხილვადობას ზრდის, ინსტიტუციურ ბარიერებს ამცირებს და აკადემიურ კონკურენციაში თანასწორ პირობებს ქმნის, ღია მეცნიერება ქალ მეცნიერთათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გვევლინება.

აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდა აკადემიური დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო გამოცდილებაა, რომელიც წარმატებით იქნება გაზიარებული მეცნიერების სივრცეში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com