საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ევროპის აკადემიების კავშირში

          2019 წლის 6-7 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.

            აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.

            სხდომაზე განხილული იქნა ევროპის აკადემიების კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ კი მომავალ წელს ჩასატარებელი გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“ ორგანიზაციული საკითხები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ჩატარდება 2020 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში და მას უმანსპინძლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.    
         სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ამ  საკითხზე ინფორმაცია გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

            სხდომაზე აგრეთვე გადაწყდა, რომ ევროპის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მორიგი შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის მაისში, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ევროპის აკადემიების კავშირის წევრებთან აგრარული მიმართულების სწავლებისა და განათლების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვა. ბრიუსელში აგრეთვე მოისმენენ აკად. გურამ ალექსიძის ინფორმაციას 2020 წლის სექტემბერში აკადემიების კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მზადყოფნის შესახებ.

            აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.

 G Al Chexeti XII 2019

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

მარცხნიდან: პროფ. ვილემ პოდჟარსკი (ჩეხეთი), პროფ. რივზა ბაიბა (ლატვია), აკად. გურამ ალექსიძე (საქართველო), ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი პროფ. ანტონიო მიელე სტანსა (იტალია), პროფ. ქრისტინა ნიბლაუ (შვედეთი), პროფ. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთი), დოქტ. იან ნედელნიკი (ჩეხეთი)

(ჩეხეთი, ქ. პრაღა, 7 დეკემბერი, 2019 წელი).

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com