საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის პრეზიდენტი აჭარაში

 

  ალექსიძე სურთი 22022 წლის 3-9 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი,
აკადემიკოსი გურამ ალექსიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.ვიზიტის დროს აკად. გ. ალექსიძე შეხვდა აჭარის ავტონომიური რესბუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ბატონ ზაზა შავაძეს. მინისტრმა აკადემიის პრეზიდენტს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო ხედვები გააცნო.შეხვედრაზე ასევე განიხილეს მეცნიერების ჩართულობა სამინისტროს პროგრამებში და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.მინისტრმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარება რეგიონში, აგრარული სექტორის განვითარების მოდელი, რადგან აქ არის შერწყმული მეცნიერებისა და სახელმწიფოს ინტერესები. ალექსიძე სურათი 3
როგორც აკადემიის პრეზიდენტმა, გურამ ალექსიძემ აღნიშნა, სოფლის მეურნეობის განვითარებას ასეთი მიდგომა სჭირდება, როგორი ხედვაც წარმოადგინა შეხვედრისას აჭარის სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა.შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა და მრჩეველი მამუკა თურმანიძე ესწრებოდა.       
     აჭარაში ვიზიტის დროს აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ.ალექსიძე შეხვდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების ლექტორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, დაესწრო პრაქტიკულ საველე მეცადინეობას და წაიკითხა ლექცია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის თანამედროვე მდგომარეობასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აკადემიის პრეზიდენტს ასისტენტობას უწევდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, ბატონი მამუკა თურმანიძე. 
 
ალექსიძე სურათი 4
                                  აკად. გურამ ალექსიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com