საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

      2022 წლის 23 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსები: რევაზ ასათიანი, ჯემალ გუგუშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ვაჟა კვალიაშვილი, ედიშერ კვესიტაძე, როლანდ კოპალიანი, პაატა კოღუაშვილი, გოგოლა მარგველაშვილი, რევაზ მახარობლიძე, თემურ რევიშვილი, გურამ ტყემალაძე, ზაურ ფუტკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, ნოდარ ჩხარტიშვილი, ზურაბ ცქიტიშვილი, ნოდარ ჭითანავა, რეზო ჯაბნიძე; აკადემიის სტიპენდიატები: ეკატერინა კაციტაძე, გიორგი ქავთარაძე, გიგა ქვარცხავა, გიორგი ქუთელია; აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და დოქტორი მარინე ბარვენაშილი, აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე, აკადემიის აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანამშრომლები; ასევე მოწვეული სტუმრები: პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტორი ივერი ახალბედაშვილი და ჟურნალ „აგრარული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.

აკადემიის საერთო კრებას თავმჯდომარეობდა  აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, კრების მდივანი იყო პრეზიდენტი მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. კრების თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას მისალმების შემდეგ გააცნო დღის წესრიგი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1.   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ. მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;  2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; (იხ.ბმული) 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ. (ოქმი იხ. ბმულზემომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა; 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება. (ფარული კენჭისყრა). 5. მიმდინარე საკითხები.

დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის ირგვლივ მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, რომელმაც მსმენელებს გააცნო 2022 წლის განმავლობაში აკადემიაში ჩატარებული აქტივობების შესახებ.  აღინიშნა, რომ როგორც ყოველთვის, მიმდინარე წელიც საკმაოდ დატვირთული იყო  სხდომებით, სემინარებითა და მრგვალი მაგიდებით,  გაიმართა 2 ადგილობრივი და ერთი საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენცია. აკადემიამ უმასპინძლა  არაერთ სტუმარს, რომელთა შორის აღსანიშნავია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ოთარ შამუგიას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ზაზა შავაძის ვიზიტები და სხვ. კრებამ მოიწონა და დადებითად შეაფასა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2022 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობა. შემდეგ აკადემიის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ ისაუბრა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა არჩევნები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. 316710137 821973699073341 5464641185795818350 n

არჩევნები ჩატარდა საარჩევნო დებულების სრული დაცვით.  ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის 23-მა ნამდვილმა წევრმა (აკადემიკოსმა).  აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ლევან უჯმაჯურიძე ფარული კენჭისყრის შედეგად ერთხმად იქნა  არჩეული  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად).  კრებამ მიულოცა ბატონ ლევანს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევა და და უსურვა მრავალი წარმატებები სამეცნიერო, პედეაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

 ბატონმა ლ. უჯმაჯურიძემ მადლობა გადაუხადა აკადემიის ხელმძღვანელობას და თითოეულ აკადემიკოსს ესოდენ დიდი ნდობისათვის და აღუთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს მუშაობას სამეცნიერო მიმართულებით და თავის წვლილს შეიტანს აკადემიის საქმიანობაში.

აკადემიის საერთო კრება დახურა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისა და კრების მუშობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com