საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ფუნქციონირებს „აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი“. თავმჯდომარე, აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, მოადგილეები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, დოქტორი დავით მაღრაძე. ცენტრში გაერთიანებული არიან ამ დარგში მომუშავე მეცნიერები, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ ვაზის, ხეხილის, სუბტროპიკული, ბოსტნეული, პარკოსანი კულტურების, საკვები ბალახების, სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების დაცვისა და შესწავლის ხაზით. უკვე გამოიცა კატალოგი “საქართველოს აგრობიომრავლფეროვნება”, ოთხ ენაზე (ქართული, ლათინური, ინგლისური, რუსული). მასში გამოყენებულია მასალები, რომლებიც წლების განმავლობაში ისწავლებოდა ისეთი ცნობილი მეცნიერების მიერ, როგორებიც იყვნენ: ნ. კეცხოველი, ს. ჩოლოყაშვილი, მ. რამიშვილი, ვ. ქანთარია, რ. რამიშვილი და სხვები.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com