საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზიდიუმის დადგენილებები

    პრეზიდიუმის დადგენილებები     

#

თარიღი და oqmis #

დადგენილებები -   2020  წელი

  

1.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმი       # 1


1.    მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობის მოკლე ანგარიში
  

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2.    მოისმინეს: აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის მოხსენება გამოჩენილი მეცნიერის ნიკოლოზ ხომიზურაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით ცხოვრებისა და მოღვაწეობის, აგრეთვე მისი ღვაწლის შესახებ
 
  
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. აკადემიის შრომების კრებულში შემოღებული იქნას რუბრიკა ჩვენი წარსული მოგონებები.

3.    მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნების: აკადემიკოსების გოგოლა მარგველაშვილის, ჯემალ გუგუშვილის, რევაზ მახარობლიძის, . ცქიტიშვილის, ომარ ქეშელაშვილის ინფორმაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების წევრების (აკადემიკოსების, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების) მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ.


დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაციები შფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.
    
აკადემიკოს-მდივნების ინფორმაციები 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენდეს აკადემიის საერთო კრებას.
მიმდინარე საკითხები:


1.    
მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მიერ 2019 წლის პირად ანგარიშში წარმოდგენილი საკითხის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ აკადემიის პრეზიდიუმმა განიხილოს საკითხი ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გაერთიანების შესახებ.
დაადგინეს: აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი საკითხი: ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გაერთიანების შესახებ არ იქნეს განხილული აკადემიის პრეზიდიუმის მიერ.

2.    
მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საზოგადოებრივ საწყისებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნის მოადგილის თანამდებობის შემოღების შესახებ.

დაადგინეს: I. შემოღებული იქნას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს- მდივნის მოადგილის თანამდებობა საზოგადოებრივ საწყისებზე.
II.
ეთხოვოს აკადემიის საერთო კრებას აღნიშნული დადგენილების დამტკიცება.
III.
შესაბამისი ცვლილებები შევიდეს აკადემიის წესდებაში

2

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 7 თებერვლის სხდომის ოქმი # 2

მოისმინეს: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ტიტე აროშიძის მოხსენება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობისა და 2020 წლის სამომავლო გეგმების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის 21 თებერვლის საერთო კრების ოქმი     # 1 

 1.    მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობისა და 2020 წლის აგრარული მეცნიერების ამოცანების შესახებ.
დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

2.    
მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების . მარგველაშვილის, . გუგუშვილის, . მახარობლიძის, . ცქიტიშვილის,       , ქეშელაშვილის, აკადემიკოს-მდივნის მოადგილის . გაგოშიძის მოხსენებები სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ.

  
დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების 2019 წელს ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

 4

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა,   ოქმი #3,

 

 

    25.06.2020 წელი 

I. მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის  თანამშომლობის განახლებული მემორანდუმის განხილვის  შესახებ.

       დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის განხილვის შესახებ შეფასდეს დადებითად და მხედველობაში იქნას მიღებული გამოთქმული სურვილები და  შეხედულებები

2. აკადემიაში დამუშავებული  თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი აკადემიასა და სამინისტროს შორის წინასწარი შეთანხმებისათვის გადაეცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

        II მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შექმნის შესახებ.

       დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება;

 2    უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ახლადშექმნილი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივნისა და მისი მოადგილის არჩევნები;

3. განისაზღვროს გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მუშაობის ძირითადი მიმართულებები (პასუხისმგებელი აკადემიკოსი  გ. გაგოშიძე);

III მოისმინეს: ინფორმაცია კოვიდ-19-ის  კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული  პანდემიის პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად

IV მოისმინეს:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს თემურ რევიშვილის მიერ 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური მუშაობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში.

 

 დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com