
განყოფილების აკადემიკოს-მდივანი: - გოგოლა მარგველაშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
განყოფილების სწავლული მდივანი: – გიორგი ღამბაშიძე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი.
განყოფილების მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:
_ აგრონომიული დარგის ეფექტიანობის ამაღლება ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისა და მათი შედეგების ანალიზის საფუძველზე;
_ მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების შემუშავება სოფლის მეურნეობის განვითარების, სასურსათო უსაფრთხოებისა და უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით;
_ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების პირობებში აგრონომიული დარგებისათვის თვითმყოფადობის შენარჩუნება საქართველოს ბუნებრივი და სამეწარმეო თავისებურებების გათვალისწინებით;
_ მომიჯნავე მეცნიერულ-ტექნიკურ მიმართულებებთან, დასრულებული კვლევითი სამუშაოების ექსპერტიზაში მონაწილეობა და ხელშეწყობა მათი წარმოებაში დანერგვისათვის;
_ განყოფილების წევრების: აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების ინდივიდუალური გეგმების განხილვა და ანგარიშების მოსმენა;
_ აკადემიის პრეზიდიუმსა და საერთო კრებაზე განსახილველი საკითხების მომზადება, რეკომენდაციის მიცემა კვლევის ცალკეული შედეგების სამთავრობო დონეზე განხილვისათვის;
_ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აკადემიის შემადგენლობაში ასარჩევი ნამდვილი წევრობის კანდიდატურების მონაცემების პერსონალური განხილვა და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;
_ განყოფილების სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა შესაბამისი დარგისა და პროფილის აქტუალურ საკითხებსა და უახლოეს მიღწევებზე.
აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების შემადგენლობა:
1. აკად. ალექსიძე გურამი
2. აკად. ბაღათურია ნუგზარი
3. აკად. კვალიაშვილი ვაჟა
4. აკად. კოპალიანი როლანდი
5. აკად. მარგველაშვილი გოგოლა
6. აკად. ჩანქსელიანი ზაური
7. აკად. ჩხარტიშვილი ნოდარი
8. აკად. ცანავა ვალერიანი
9. აკად. უჯმაჯურიძე ლევანი
10. აკადემიის წ.კ. გოგიჩაიშვილი გიზო
