საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გურამ ალექსიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

გურამ ალექსიძე (2013 წლის მარტიდან)


Aleqsidze Gსსმმ აკადემიის აკადემიკოსი გურამ ალექსიძე დაიბადა 1939 წელს ქ. თბილისში. 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი. იმავე წელს ჩაირიცხა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1966 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1975 წელს – სადოქტორო დისერტაცია. 1989 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1990 წელს აირჩიეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლი 1992 წელს – ნამდვილ წევრად.

ბატონი გურამი 13 წლის განმავლობაში მუშაობდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევითი ინსტიტუტში უმცროსი, ხოლო შემდეგ უფროსი მეცნიერი მუშაკის თანამდებობაზე. 1973 წლიდან გადაიყვანეს მცენარეთა დაცვის ინსტიტუტში,სადაც მუშაობდა ჯერ ლაბორატორიის ხელმძღვანელად, ხოლო შემდეგ, 1974 წლიდან, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1995 წლიდან 2004 წლამდე იყო აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, ხოლო 2004 წლიდან ვიცე-პრეზიდენტი.

1983-1987 წ. წ. ბატონი გურამი მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ვაშინქტონში საბჭოთა კავშირის საელჩოში მთავარი აგრონომის თანამდებობაზე, როგორც საკავშირო სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი.

გამოქვეყნებული აქვს 160-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 62 საერთაშორისო გამოცემებში.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საერთაშორისო ორგანიზაციების ,,სიჯიარისა” და ,,იკარდას” მიერ ორჯერ, 2005 და 2008 –მიღებული აქვს ვერცხლის დიდი მედალი ერთობლივ კვლევებში შეტანილი წვლილისათვის.

აგრარულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე 2013 წელს დაჯილდოებულია აკადემიკოს ნიკოლოზ ივანეს-ძე ვავილოვის სახელობის მედლით.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com