საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

321077465 550506553625672 8830196448877435815 n 2022 წლის 21 დეკემბერს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის განვითარება“ - გამოვიდა ნარგიზ ბარამიძე - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის და   საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის უფროსი სპეცილისტი, სოფლის მეურნეობის აკაედმიური. დოქტორი.

მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ 2015 წელს აგრარული უნივერსიტეტიდან ცენტრში გადმოტანილი იქნა თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდი 65 ჯიშით. ადრე საკოლექციო ჯიშები იკვებებოდა ქუთაისის მეაბრეშუმეობის ზონალურ-საცდელ სადგურში, მაგრამ სადგურის გაუქმების შემდეგ საჭიროდ ჩაითვალა, რომ ქართული წარმოშობის ჯიშები არ დაკარგულიყო და გადმოტანილი იქნა თბილისში იმ პირობებში, როდესაც თუთის მცენარეები მთლიანად ამოძირკვული იყო და საკოლექსიო ჯიშებს თანამედროვე ქართულ ჯიშებთან ერთად იკვებებოდა ძირითადად პირადი ახსრებით შეძენილი თუთის ფოთლით. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე აშენდა მეაბრეშუმეობის ლაბორატორია, სადაც ამჟამად მიმდინარეობს თუთის აბრეშუმ­ხვევიას გენოფონდის შენარჩუნება, მაგრამ, სამწუხაროდ, თუთის ფოთოლი არ არის საკმარისი, ხოლო სოფელში ნაყიდი თუთის ფოთლის აბრეშუმის ჭიის საკვებად გამოყენება საშიშია, რადგან მცენარეები იწამლება მავნებლების საწინააღმდეგო ხსნარებით, რამაც შეიძლება გენოფონდის არსებობას საფრთხე შეუქმნას.

მომხსენებლის ინფორმაციით, დღეს გენოფონდში დაცულია ხალხური სელექციით გამოყვანილი ჯიშები, ასევე მეცნიერული სელექციით მიღებული ჯიშები: თბილნიიშ-3, ქართლი, ივერია, თბილისური, დიღომის ოჯახი 8 ჯიშის რაოდენობით, მზიურის ოჯახი 8 ჯიშის რაოდენობით, მიმდინარეობს ახალი ჯიშების გამოყვანა და დარეგისტრირება „საქპატენტში“. მნიშვნელოვანია ვ.სტრუნიკოვისა და ა.ძნელაძის მიერ მიღებული გრენის ფაზაში ნიშანდებული ჯიში ტაო 2, რომელიც საკმაოდ ხანდაზმულია და მიმდინარეობს მუშაობა მის გაუმჯობესებაზე. გაგვაჩნია იაპონური, ჩინური, ინდური, თურქული, პოლონური, აზერბაიჯანული, უზბეკური ჯიშებიც, რომლებიც კარგად შეეგუენ ჩვენს კლიმატურ პირობებს. მნიშვნელოვანია ასევე 2017 წელს ახალგაზრდა მეცნიერის მეაბრეშუმე მ. ხუციშვილის მიერ იაპონიიდან ჩამოტანილი   კრიოკონსერვაციით მიღებული ყვითელპარკიანი ჯიში, რომელიც კარგად შეეგუა ჩვენს პირობებს და გამოიყენება ფერადპარკიანი უძველესი ხალხური სელექციით მიღებული ჯიშების სისხლის განახლებისათვის. მზიურებისა და დიღმურების ჯგუფის თანამედროვე   ქართული ჯიშებს ახასიათებთ     ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები, რომლებიც მეაბრეშუმეობის საერთაშორისო კომისიის მიერ დაწესებული აბრეშუმის პარკის სტანდარტის მაჩვენებლებზე უკეთესია, მაგ. პარკის ძაფის სიგრძეა 2000 მ-ის ზევით, ხოლო აბრეშუმიანობა 24-25%. მზიურების ძაფისაგან დამზადებულმა ქსოვილმა “კრეპ-შიფონი” 1998 წელს ესპანეთში საერთაშორისო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო „პლატინის ვარსკვლავი“ მიიღო, ხოლო 2018 წელს დარგის მეცნიერების მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე ქართულ აბრეშუმს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. გენოფონდის შესანარჩუნებლად მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ჯგუფი შრომობს როგორც მეაბრეშუმეობის, ასევე მეთუთეობის ხაზით, ყოველწლიურად მიმდინარეობს აბრეშუმის ჭიის გამოკვება და მომდევნო თაობის გრენის, ასევე თუთის თესლის დამზადება, თესვა, მყნობა, გადარგვა და სხვა უამრავი სამუშაოები აბრეშუმის ჭიის საკვები ბაზის გასაძლიერებლად.    თუთის აბრეშუმხვევიას აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინების საქმეში.

საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა გივი აკად. ჯაფარიძემ, აკადემიკოსებმა ანატოლი გიორგაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, მინისტრის მრჩეველმა დოქტორმა ომარ კაჭარავამ, ფერმერმა, ახმეტის კოოპერატივ „აბრეშუმხვევიას“ ხელმძღვანელმა ნუნუ ნახუცრიშვილმა, პროფესორმა ცოტნე სამადაშვილმა, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ირაკლი გუჯაბიძემ, „სინგენტას“ წარმომადგენელმა, დოქტორმა ზურაბ ლოლაძემ. მიღებული იქნა დადგენილება, რომელიც გადაეგზავნებააკადემიაში სპეციალურად შექმნილ სამუშაო ჯგუფს აკადემიის სახელით მთავრობაში წინადადებათა მისაწოდებლად.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com