საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების შესახებ

სიახლეები

       მიმდინარე წლის 14 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ აკადემიის აკადემიკოსები და სტიპენდიატები. კრება გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, რის შემდეგ გააცნო დღის წესრიგი. პირველი საკითხად იდგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები. ამ თანამდებობაზე წარდგენილი იყო აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. გაიმართა დახურული კენჭისყრა. საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ თანამდებობაზე. ბატონმა გ. ჯაფარიძემ მადლობა გადაუხადა ყველას მხარდაჭერისათვის და დასძინა, რომ იგი კვლავაც არ დაიშურებს ძალღონეს, რათა აკადემიის საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი გახდეს. ამის შემდეგ კრებამ მოისმინა აკადემიის პრეზიდენტის აკად. გ. ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც დღის წესრიგში მეორე საკითხად იდგა. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა ყველა ის ღონისძიება, რომელიც აკადემიაში ჩატარდა წლის პირველ ნახევარში. იგი ასევე შეეხო აკადემიის საქმიან ურთიერთობებს საზღვარგარეთის აგრარული მიმართულებების ორგანიზაციებთან. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომელიც კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ დააყენა ქვეყნის აგრარული სექტორის წინაშე. აღნიშნა, რომ აკადემიის თითოეულ სამეცნიერო განყოფილებაში დარგების მიხედვით შემუშავებული და წარმოდგენილი იქნა ის ღონისძიებები, რომელიც უნდა ჩატარდეს პანდემიის პირობებში და პანდემიის შემდეგ, რათა ქვეყანის აგრარულმა სექტორმა თავი ღირსეულად დააღწიოს ამ მეტად რთულ გამოწვევას. მოხსენების მსვლელობისას აკადემიის პრეზიდენტმა გ. ალექსიძემ ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტიც, რომ აკადემიას ერთი დღითაც არ შეუწყვეტია თავისი საქმიანობა საგანგებო სიტუაციის პირობებში და მრავალი ღონისძიება ჩაატარა ონლაინ რეჟიმში, რაც ასახული იქნა აკადემიის ვებგვერდზე. კრების მსვლელობისას, კორონა ვირუსთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ამცნო, რომ ეს KOVID-19 ადამიანიდან ცხოველზე არ გადადის და ამდენად ცხოველური წარმოშობის საკვები ამ მხრივ საშიში არაა.

          მოხსენებით თემაზე “საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარღვევის სტრატეგიის შესახებ” მსმენელთა წინაშე წარსდგა აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო თავისი ხედვები და დასახული გზები პრობლემის გადაჭრასთან დაკავშრებით. მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: რ. ასათიანმა. თ. რევიშვილმა, ა. დიდებულიძემ, ზ. ცქიტიშვილმა. აღინიშნა, რომ საკითხის   მნიშვნელობიდან და აქტუალურობიდან გამომდინარე იგი საჭიროებდა კიდევ ერთხელ გადახედვას და ზოგიერთი დეტალის დახვეწას. გადაწყდა, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოო სახეს მისცემდა ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

საერთო კრებაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე, რომელმაც ისაუბრა, აკადემიაში მოქმედ სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სახელის შეცვლისა და განყოფილების აკადემიკოს-მდივნის არჩევაზე. აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ვინაიდან განყოფილების ფუნქცია მნიშვნელოვნად გაიზარდა, საჭიროა სახელის შეცვლა და შესაბამისად აკადემიკოს-მდივნის არჩევაც. მან დარბაზში მსხდომთ გააცნო განყოფილების წევრთა გადაწყვეტილება, რომ განყოფილების, რომელსაც დაერქმეოდა გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, აკადემიკოს-მდივნად დამტკიცებულიყო აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი. ეს გადაწყვეტილება საერთო კრების მონაწილეებმა მოიწონეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.

საერთო კრების დასასრულს აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და უსურვა წარმატებები მათ სამეცნიერო საქმიანობაში.

           

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com