საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

საერთაშორისო კონფერენცია

სიახლეები

განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა

 

669236af 1615 46db b5fd 761fa0b4c1c4.jpgსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ 2-3 ოქტომბერს საერთაშორისო კონფერენციას - „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“ - უმასპინძლა.

კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი. კონფერენციის ფორმატი იყო ჰიბრიდული და მასში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები. განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შემმუშავებლები და ინოვატორები, როგორც ევროპიდან, ისე საქართველოდან. კონფერენცია მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის AI პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენის განხილვას განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებში.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. თავის გამოსვლაში ბატონმა როინმა აღნიშნა - „დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ მომავლის ტექნოლოგია. იგი უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, მეცნიერებისა და განათლების განუყოფელი ნაწილია.

ამდაგვარი სწრაფი განვითარება, მასშტაბი და ზეგავლენა მიმდინარე მოვლენებზე იშვიათად თუ გვახსოვს კაცობრიობის ისტორიიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, გავაანალიზოთ, როგორ შევუთავსოთ ინოვაციური ტექნოლოგიები განათლებისა და მეცნიერების სისტემებს ისე, რომ მათ ხელი შეუწყონ საზოგადოების განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობას და კულტურულ ღირებულებათა დაცვას.

ეს კონფერენცია წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას აზრებისა და გამოცდილების გასაზიარებლად. 6e1daed5 d572 47ef 8056 78a25d012dbe.jpg

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მისიაა, ხელი შეუწყოს მეცნიერების პროგრესს, ეროვნული განათლების სისტემის გაძლიერებას და ქვეყნის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში. მიგვაჩნია, რომ ხელოვნური ინტელექტის სწორად ინტეგრირება არა მხოლოდ გააძლიერებს კვლევით პოტენციალს, არამედ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, ჩვენთვის არსებითია ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობათა გამოყენება საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების – ისტორიის, ენებისა და ლიტერატურის, ფილოსოფიისა და რელიგიის, ხელოვნებისა და არქიტექტურის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო მემკვიდრეობის - მხარდაჭერისთვის და მათი საერთაშორისო პოპულარიზაციისათვის. სწორედ ამ და სხვა მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, აკადემიის პრეზიდენტთან შექმნილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის პირველი შედეგიც - დღევანდელი კონფერენციის ორგანიზებაა“.

12.jpgმისასალმებელი სიტყვით კონფერენციაზე ასევე გამოვიდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე; საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი და „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობის კოორდინატორი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვული.

მისალმებების შემდგომ, კონფერენციის პირველი დღე დაეთმო უნივერსიტეტების სტრატეგიულ ხედვებს, საერთაშორისო სპიკერებს, პროექტებსა და ქართველი აკადემიკოსების მოხსენებებს, - “უნივერსიტეტთა სტრატეგიული ხედვები და AI”, რომლებიც წარმოადგინეს: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ (პრეზიდენტმა) ზურაბ გუდავაძემ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ, კავკასიის

უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახაბერ შენგელიამ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ტურავამ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ.  22

მეტად დატვირთული იყო კონფერენციის მეორე დღეც. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი კვლევები და ინოვაციები განათლებასა და მეცნიერებაში AI -ს მიმართულებით. აუდიტორიის წინაშე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პრეზენტაციები წარმოადგინეს: ალექსანდრე გამყრელიძემ და ირაკლი კობახიძემ; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან - ზურაბ ბოსიკაშვილმა, რატი ნეფარიძემ და ნათია ქუხილავამ; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან - რიმა ბერიაშვილმა და თინათინ ტყემალაძემ; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან - მაქსიმ ივიჩმა, ვლადიმერ სვანაძემ, რატი სხირტლაძემ, გიორგი კაკალაშვილმა და ზაზა ცოტნიაშვილმა; ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტიდან - ზაზა თაბაგარმა; ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიდან - ცირა ბარბაქაძემ; წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტიდან - ლუკა კურდელიამ.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები, დისკუსიები და ინოვაციური პროექტების პრეზენტაციები მნიშვნელოვნად გაამდიდრებს როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო გამოცდილებას. კონფერენციაში სულ ოცდაათამდე მეცნიერი მონაწილეობდა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com