საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

სიახლეები

ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღე

 

20250924 130155 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 24 სექტემბერს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, განყოფილების სტიპენდიატი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი, ნანა გოგინაშვილი, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის აპარატის მუშაკები.

მრგვალი მაგიდა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ტყე არა მარტო „პლანეტის მწვანე ფილტვებია“, რომელიც შთანთქავს რა ნახშირორჟანგს, აწარმოებს ჟანგბადს, წმენდს ჰაერსა და წყალს, ასევე მრავალი ცოცხალი ორგანიზმის საარსებო გარემოს წარმოადგენს, მას სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური ასპექტები. მოსახლეობისთვის იგი წარმოადგენს საკვების, სამკურნალო მცენარეების, დასასვენებელი ადგილის და ა.შ. წყაროს“. ბატონმა ლაშამ იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღეს განყოფილება ტრადიციულად აღნიშნავს ყოველი წლის სექტემბრის თვეში და რომ ტყის დაცვა და გაფრთხილება არამარტო ტყის მუშაკთა ვალდებულებაა, მას თითოეული ჩვენთაგანი უნდა უფრთხილდებოდეს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა წარიმართა დღის წესრიგის შესაბამისად და დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა აკადემიკოს ლაშა დოლიძის მოხსენება: „ტყის ეკოსისტემებში, სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებთან ბრძოლა ხელოვნურად გამოწვეული ატმოსფერული ნალექების საშუალებით“. მომხსენებელმა მიმოიხილა საქართველოში გავრცელებული ტყის ხანძრების ისტორია, გავრცელების დინამიკა და ხანძრების გამომწვევი მიზეზები, აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ინოვაციური მეთოდები. აღინიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა საქართველოს ნაირგვარი ხნოვანების, ტყის ტიპის, აღნაგობის, შემადგენლობის, სიხშირის ტყის ეკოსისტემები, ძლიერ დააქვეითა მათი მეტყევეობითი და ბიოეკოლოგიური თავისებურებების მახასიათებლები, სოციალურ - ეკონომიკური და დაცვით - ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობა, ქვეყანას მიადგა მილიონობით ლარის ზარალი.

მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში გავრცელებულ ტყის ხანძრებთან ბრძოლის ნოვატორულ, მეტად ეფექტური მეთოდზე - კონვექტიური ფორმის ღრუბლების მასიდან ხელოვნური გზით ატმოსფერული ნალექების (წვიმის) გამოწვევაზე. ისაუბრა მეთოდის უპირატესობაზე, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დროს ატმოსფერული ნალექების (წვიმის) წარმოქმნა განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს. კერძოდ, თუ ერთი კუბური მეტრის მოცულობის ღრუბლის მასა შეიცავს ერთ გრამი მოცულობის წყალს, კონვექტიური ფორმის ჯგუფურ ღრუბელთა მასა საშუალოდ 9 - 10 ათასი კუბური მეტრია, შესაბამისად ხელოვნური გზით გამოწვეული ატმოსფერული ნალექის (წვიმის) მოცულობა საშუალოდ შეადგენს 9 - 10 ათას ტონას.

 მოხსენების დასრულების შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა პასუხის რეჟიმში. აუდიტორიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს, რომლებიც ძირითადად საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ამ მიმართულებით ტყის ხანძრებთან დაკავშირებულ პრევენციულ ღონისძიებებს შეეხებოდა მომხსენებელმა ამომწურავი პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდის მუშაობის დასასრულს აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვას და მათ შემდგომ ნიველირებას.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com