საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სსმმ აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს

სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის

2018  წლის 30 ნოემბრის  პრეზიდიუმის სხდომის

დღის წესრიგი:

თბილისი                                                                                                              12 საათი

1.         ინფორმაცია - ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 25-26 ოქტომბერს ჩატარებული სამეცნიერო კონფერეციის “ინოვაციური ტექნოლოგიები მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებასა და გადამუშავებაში” შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

2.         საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ელექტრომომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედობა.

მომხსენებელი: აკადემიკოსი არჩილ ვაშაკიძე.

3.         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარედ ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორის თინათინ ეპიტაშვილის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

4.         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს კონსულტანტად აკადემიკოს არჩილ ვაშაკიძის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

5. მიმდინარე საკითხები.

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სატყეო საქმის  სამეცნიერო განყოფილების
2018 წლის 29 ნოემბრის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                                               დასაწყისი   12 საათზე

1.    საქართველოში სატყეო პროფესიული და უმაღლესი განათლებისა  და მათი განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე- პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი  ჯაფარიძე, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სტუ-ს პროფესორი გიორგი გაგოშიძე

2.    საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ.გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო–კვლევითი პოტენციალისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან მისი კოორდინირებული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, სატყეო ინსტიტუტის დირექტორი, ს/მ დოქტორი გიორგი ქავთარაძე.

3.       მიმდინარე საკითხები.

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების
 2018 წლის 26 ნოემბრის სხდომის

 

დღის წესრიგი

 

თბილისი                                                                                             დასაწყისი   12  საათზე

1.       აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2017 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

 

2.  ნიადაგის დაბაზოების წვეთოვანი რწყვის და პლასტიკური მულჩირების ეკოლოგიური და ბიოენერგეტიკული ეფექტურობის ანალიზის შესახებ.

          მომხსენებელი: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა.

 

3.       მიმდინარე საკითხები.

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 მეცხოველეობის  და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების
2018 წლის  15 ნოემბრის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                                                     დასაწყისი   12 საათზე

1.       ძუძუთა გოჭის გამოზრდის თანამედროვე მოთხოვნების შესახებ.

             მომხსენებელი:   სოფლის მეურნეობის  დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი

2.       ძაღლის განვითარების პერიოდიზაციის შესახებ.

             მომხსენებელი:   სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი

3.      მიმდინარე  საკითხები.

სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების

2018 წლის 13 ნოემბრის სხდომის

დღის  წესრიგი

თბილისი                                                                          დასაწყისი 12 საათზე

1.       ფერმერთა და სპეციალისტთა ცენტრის ფუნქციონირების შესახებ.

                მომხსენებელიაკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი.

 

2.       მიმდინარე საკითხები.

სსმმ აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს
  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2018 წლის  9  ნოემბრის პრეზიდიუმის სხდომის

დღის წესრიგი

. თბილისი                                                             დასაწყისი 12 საათზე

1.         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის როლი აგრარული მეცნიერების განვითარებაში და სამომავლო პერსპექტივები.

         მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი . ალექსიძე

2.         აგრარულ დარგში 2018 წლის საუკეთესო ნაშრომისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემიის მინიჭებასთან
დაკავშირებული კონკურსის გამოცხადების შესახებ.

        მომხსენებელი: აკადემიკოსი . შაფაქიძე

3.         აგრარულ სფეროში წარმატებული მეცნიერების საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დაჯილდოება.

      მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი . ალექსიძე

4            მიმდინარე საკითხები.

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
 აკადემია აცხადებს კონკურსს აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის 2018 წლის პრემიის მინიჭების შესახებ.

წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: 0101-აგრონომია; 0102-ვეტერინარია; 0103-მეცხოველეობა; 0104 სასურსათო ტექნოლოგია; 0105-სატყეო საქმე; 020305-აგრობიზნესის მენეჯმენტი; 0415-აგროინჟინერია;

            პრემიის მისანიჭებლად ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს, სამინისტროებს, უწყებებს, სამეცნიერო-საპროექტო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საწარმოებს;

            პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილი იქნეს უკანასკნელი 3 (სამი) წლის განმავლობაში შესრულებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ორი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

     პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა  ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;

            კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:

1. წარმომდგენი  ორგანიზაციის ბლანკზე დაბეჭდილი წერილი - წარდგინება. წერილში აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორის/ავტორების გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

2. თუ ავტორი პენსიონერია, ან იგი პრემიაზე წარდგენილია გარდაცვალების შემდეგ, წერილში უნდა აღინიშნოს მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

3. წერილი – წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას; პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის  წერილი – წარდგინება ასევე უნდა შეიცავდეს გამოყენების ადგილს, მასშტაბებს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს;

4. ნაშრომის ანოტაცია არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

        ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

5. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (CV) , ავტობიოგრაფია, ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.

6. დოკუმენტები  შედგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად, თითოეული ეგზემპლარი წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე საქაღალდით, რომელზეც აღნიშნული იქნება ავტორის/ავტორების გვარი და ინიციალები, ნაშრომის დასახელება და წარმომდგენი ორგანიზაციის დასახელება;

7. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:

     - ფუნდამენტალური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი, შრომათა კრებული);

     - გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

     - სახელმძღვანელო.

            ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებითი მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

            მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 31 დეკემბრის 1700 საათამდე აკადემიის კადემიურ დეპარტამენტში კანცელარიაში საბუთების რეგისტრაციის შემდეგ. საბუთების მიღება იწარმოებს ყოველ დღე, გარდა შაბათ-კვირისა.

            პრემიის მინიჭების დებულება იხილეთ ბმულზე  „პრემია“

            მისამართი: 0102, ქ. თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-2 სართული, ოთახი #17. ტელ. 2 94 31 21, 577 711 775.

შენიშვნა: კონკურსთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე მიმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს.

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო

განყოფილების  2018 წლის 29 ოქტომბრის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                                                                დასაწყისი 16 საათზე

     

1. სურსათში ანტიბიოტიკების ნაშთებთან ასოცირებული რისკები ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცანტრის მთავარი სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი მამუკა კოტეტიშვილი.

2. მიმდინარე საკითხები.

 * *  * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * ** * * ** * * * * * *

სსმ  მეცნიერებათა  აკადემიის  პრეზიდიუმის   სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის 2018 წლის 25 ოქტომბრის სხდომის

დღის  წესრიგი:

ქ. თბილისი                                                                                         დასაწყისი 12 საათზე

                                          

1 .   აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია ქალაქ პეკინში ჩინეთის  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტის შესახებ.

2 .  ინკლუზიური ზრდის ეკონომიკური მოდელი;

    მომხსენებელი: აკადემიკოსი თ. კუნჭულია                                 

3 .  ინფორმაცია შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) –ს საერთაშორისო კონფერენციის მზადებასთან დაკავშირებით.

     მომხსენებელი: აკადემიკოსი ე. შაფაქიძე.

4 .  მიმდინარე საკითხები:

აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო_საგანმანათლებლო საქმიანობისათვის აკადემიის წევრთა და თანამშრომელთა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელებით დაჯილდოების შესახებ.

 

 

 

განცხადება

საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო

დარბაზში 2018 წლის 24 ოქტომბერს 12 საათზე საერთაშორისო პროექტის -

„135 აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის

გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)” ფარგლებში გაიმართება

მრგვალი მაგიდა:

თემა: ელექტრონული სწავლება წყლის ინჟინერიაში  

ორგანიზატორი: სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის, აგროსაინჟინრო
სამეცნიერო განყოფილება და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის დარგობრივი
 ჯგუფი.

  

       მომხსენებლები:  ავსტრიის ვენის ბუნებრივი რესურსების და საბუნებისმეტყველო
       მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU) პროფესორები: ვილიბალდ ლოისქანდლი,
       მარგარიტა ჰიმელბაუერი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები:
       ირაკლი ყრუაშვილი, ირმა ინაშვილი, კონსტანტინე ბზიავა.

     

მისამართი: თბილისი, ი. ჯავახიშვილის ქუჩა  #51,  II სართული, საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

web-site-www.gaas.dsl.ge

ქვეკატეგორიები