საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ამოცანები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიზნები და ამოცანები
(სსმმ აკადემიის წესდების II თავი)

 

აკადემიის მიზნებია:

) საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;

) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის     კვლევების კოორდინაცია;

) აგრარულ ტერმინოლოგიაზე ზრუნვა;

) ქვეყანაში აგრარული მეცნიერების განვითარების გზების პროგნოზირება. მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით სახელმწიფო პრიორი-ტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მთავრობაში წარდგენა;

) ქვეყანაში წარმოებული მეცნიერული კვლევების შედეგების ექსპერტიზა;

) მეცნიერული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და აგრარიკოს მეცნიერთა მიერ მოპოვებული მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა;

5. თავისი მიზნების განსახორციელებლად აკადემია:

) ეწევა სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერტული ხასიათის საქმიანობას. შესაბამისი ამოცანების გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში, აყალიბებს და ხელმძღვანელობს დროებით შემოქმედებით ჯგუფებს, სამეცნიერო-კვლევით კოლექტივებს;

) კანონის შესაბამისად იხილავს და აფასებს აგრარული სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სამეცნიერო საქმიანობის ამსაველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს;

) ატარებს სამეცნიერო საქმიანობისა და ნაშრო¬მების ექსპერტიზას.   აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს;

) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნირო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;

) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ატარებს საჯარო ლექციებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და უწყებებში;

) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამენიერო ორგანიზაციების წევრი; ამყარებს კავშირებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;

) კოორდინაციას უწევს სამეცნიერო დაწესებულებების კვლევით საქმიანობას;

) ანიჭებს აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიას და გასცემს ჯილდოებს;

) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.

tasks

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com