საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე

სიახლეები

მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია თემაზე: „ზოოვეტერინარული მეცნიერების თანამედროვე გამოწვევები“.              კონფერენციას ესწრებოდნენ მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: ს/მ დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტი ქეთევან ჭიპაშვილი და მოწვეული სტუმრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის დოქტორი ვასილ ბასილაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დემნა ხელაია და მისი მოადგილეები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი და ვეტერინარიის დოქტორი იოსებ მენთეშაშვილი, საქართველოს ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ვაშაკიძე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან მაკარაძე, შპს „ბიოტექსი“-ს დირექტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, შპს „როქი“-ს დირექტორი დავით ბოსტაშვილი, აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა, შპს „ბიოტექსი“-ს წამყვანი სპეციალისტი მარინა ჭიკაიძე, აკადემიის ეროვნული კოორდინატორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი და ვეტერინარი ექიმები: ირაკლი თათრიშვილი და ალექსანდრე ყურაშვილი.  279257080 738124464035134 4852745069261005979 n

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მისალმების შემდეგ აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა ისაუბრა ვეტერინარიის როლზე ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის და ამ მხრივ ქვეყანაში მეცხოველეობის მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების გაზრდის საქმეში. იგი ასევე შეეხო ვეტერინარიისარსებულ მდგომარეობასა და პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დონეს. შემდგომ სიტყვა გადაეცა აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს, რომელმაც გააგრძელა კონფერენციის მუშაობა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კონფერენციის ორგანიზატორებს მოწვევისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვეტერინარიის დოქტორმა ვასილ ბასილაძემ. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე, რომელიც იმართება ყოველ წელიწადს აპრილის ბოლო შაბათს, დაარსებულია მსოფლიო ვეტერინარული ასოციაციის მიერ (World Veterinary Association, WVA) 2000 წელს. მისი მიზანია მთელ მსოფლიოს აუწყოს ვეტერინარი ექიმის წვლილი ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების და კეთილდღეობის უზრუნველყოფის და მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიმართულებით. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ ვეტერინარი ექიმის პროფესია მუდამ პატივსაცემ პროფესიებს შორის მოიაზრებოდა. დღეს, ვეტერინარი ექიმები მუშაობენ ვეტერინარულ კლინიკებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწარმოებში, ზოოპარკში, მოკლედ ყველგან სადაც კი ცხოველები სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ. ვ. ბასილაძემ  კონფერენციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ აუწყა ცნობილი ფრაზა, რომ „მედიცინა კურნავს ადამიანს, ხოლო ვეტერინარია კაცობრიობას“. კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ: ვეტერინარი ექიმი ალექსანდრე ყურაშვილი, რომლის მოხსენება ეხებოდა თემას: „რისკების შეფასება და ეპიზოოტიების ცდები ვეტერინარულ ჯანდაცვაში“; ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ლევან მაკარაძემ გააკეთა მოხსენება თემაზე: „სწავლება-სწავლის ინოვაციური მეთოდები და მისი მნიშვნელობა“; სოფლის მეურნეობის დოქტორი მაია ფეიქრიშვილის მოხსენების თემა იყო: „ფუტკრის ოჯახებით მკურნალობა (აპითერაპია)“, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა კი წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „საქართველოში ზოგიერთი ვექტორული დაავადებების რეგიონალური გავრცელება ძაღლის პოპულაციაში“. თითოეულმა მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. თემების ირგვლივ დაისვა მრავალი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა კომპეტენტური პასუხები გასცეს.კონფერენციის მუშაობა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ჯემალ გუგუშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი კონფერენციები ხელს შეუწყობს დარგში არსებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევას და მათი გადაჭრის რაციონალური გზების გამონახვას.

განყოფილების სხდომა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება

2022 წლის 21 აპრილის ჩატარდა სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი

დღის წესრიგით:

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2021 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი

მუშაობის  შედეგებისა და 2022 წლის ამოცანების შესახებ. 

მომხსენებელი: კვების  მრეწველობის ინსტიტუტის  დირექტორი, 

აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია (კვების  მრეწველობის   ინსტიტუტის   ანგარიში   იხილეთ   ბმულზე 1,  2,  3,  4  ).

 მიმდინარე საკითხები

 

განყოფილების სხდომა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისაგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება

2022 წლის 21 აპრილის ჩატარდა სამეცნიერო განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

1.აკადემიკოს როლანდ კოპალიანისანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; (ანგარიში იხილეთ ბმულზე).

2.საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების პრობლემების და პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსიროლანდ კოპალიანი;

(აკად. რ. კოპალიანის მოხსენება იხილეთ ბმულზე).

3. აკადემიკოს რეზო ჯაბნიძისანგარიში 2021 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობისა  და  სამომავლო გეგმების შესახებ.

(ანგარიში იხილეთ ბმულზე).

4.ინფორმაცია აჭარაში ციტრუსოვანი კულტურების არსებული მდგომარეობის და  განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე. (აკად. რ. ჯაბნძის მოხსენება იხილეთ  ბმულზე). 

5. მიმდინარე საკითხები.

 

 

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

            2022 წლის 20 აპრილს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „კლიმატის ცვლილების გავლენა სასოფლო-სამეურნეო და ტყის მავნებელ დაავადებებზე“ წარსდგა ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე (ვასილ გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი).

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური გარემოს დაცვითი პრობლემაა, რომელსაც განაპირობებს: ატმოსფეროს დაბინძურება, ტემპერატურის მატება, სათბურის გაზების ნეგატიური ეფექტი, ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, გამონაბოლქვი აირები და ა.შ.

აღნიშნული ხელს უწყობს ტყეებში ხანძრების, გვალვების, მეწყრული პროცესების, ქარიშხლების გააქტიურებას, მავნებლების და მათგან გამოწვეული დაავადებების გავრცელებას; შედეგად, ზიანი ადგება ბუნებას, მცირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობა, რაც თავის მხრივ უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის   სასურსათო უსაფრთხოებაზე.

მიმდინარე არასასურველი პროცესები გავლენას ახდენს მაკრო- და მიკროორგანიზმების პოპულაციებზე. მწერებს და პათოგენებს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში აქვთ უფრო სწრაფი რეაგირების და ადაპტაციის უნარი, ვიდრე მათ მასპინძელ ხე-მცენარეებს, რადგან უფრო მგრძნობიარენი არიან ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. შესაძლოა მეორადი მავნე მწერების აფუტკრება და ტრანსფორმირება პირველად მავნებლებად, რაც მასშტაბურად ზრდის არასასურველ პროცესებს.   მავნებელ-დაავადებების მასობრივი გამრავლების შემთხვევაში სასოფლო - სამეურნეო კულტურები ზიანდება, ტყეები ხმება. ხე-მცენარეების გამოშრობა კი, ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას, შედეგად ნახშირბადი დიდი რაოდენობით გროვდება ატმოსფეროში, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვითი პრობლემების შემდგომ გამწვავებას. ადგილი აქვს სეზონურ ცვლილებებს, ატმოსფერული ნალექების შემცირებას, რაც არახელსაყრელ პირობებს უქმნის მწვანე ნარგავებს, უარყოფითად მოქმედებს ტყის სიჯანსაღეზე, სიცოცხლისუნარიანობასა და ზოგადად რეგიონების ბიომრავალფეროვნებაზე. ტყის ხე-მცენარეები, მწვანე საფარი, მავნებლები და მათი ბუნებრივი მტრები იწყებენ გადაადგილებას, იცვლიან პირვანდელ ადგილმდებარეობას, ირღვევა ფენოლოგია და სინქრონულობა.

მცენარეული ეკოსისტემა წარმოადგენს რა ნახშირორჟანგის შთანთქმის მძლავრ მექანიზმს, მისი როლი უმნიშვნელოვანესია, ამიტომ აუცილებელია ტყეები, მწვანე ნარგავები და მცენარეული საფარი დავიცვათ დაზიანებისგან და მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ნოდარ ხოხაშვილმა, ექსპერტმა გოჩა ცოფურაშვილმა, დოქტორმა არჩილ სუპატაშვილმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობასა და ინფორმაციულობას.

მთავრობის დადგენილება

სიახლეები

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №442

„რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის 

კომუნიკაციის პროცედურების  დამტკიცების  შესახებ“ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

საქართველოს სასურსათო პრობლემების გადაწყვეტის გზები

სიახლეები

                  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგრძელებს დისკუსიას საქართველოში მარცვლეული კულტურების და კერძოდ ხორბლის წარმოების მოცულობის გაზრდისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

წარმოგიდგენთ აკად. პაატა კოღუაშვილის, პროფ. მ. დოლიძის და დოქტ. დ. გალეგაშვილის სტატიას „შეგვიძლია მეტი ქართული ხარისხიანი პური ვაწარმოოთ“, სადაც კარგად არის ახსნილი, რომ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისთვის, მისი მოყვანის უნარჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამმუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე (მითუმეტეს რომ იმპორტირებული ხორბალი უხარისხო და ძირითადად საფურაჟეა).

ამოცანის გადაწყვეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლა და მისი მსოფლიო გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა იქნეს მიჩნეული.

(აკად. პ. კოღუაშვილის, პროფ. მ. დოლიძის და დოქტ. დ. გალეგაშვილის სტატია „შეგვიძლია მეტი ქართული ხარისხიანი პური  ვაწარმოოთ“, იხილეთ ბმულზე).

განყოფილების სხდომა

სიახლეები

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება

2022 წლის 19 აპრილს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და

სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:          

              

1. აჭარის ტყეების თანამედროვე მდგომარეობა და     პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი:საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობისდოქტორი რეზო ვასაძე;

(დოქტ. რ. ვასაძის მოხსენება იხილეთ ბმულზე 01, 02. );

2. საქართველოში გავრცელებული ტყის ტიპების შესახებ.  

მომხსენებელი:აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობისდოქტორი ნატო კობახიძე. 

(პროფ. ნ. კობახიძის მოხსენება იხილეთ ბმულზე)

3 მიმდინარე საკითხები.

გახსენება

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გამოჩენილი

და ღვაწლმოსილი მეცნიერების გახსენება

 

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, დაარსებიდან 65 წლის მანძილზე, დიდი და საინტერესო გზა განვლო. იგი არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.

     ქართველმა მეცნიერებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა დიდი და წარმატებული სამუშაოები შეასრულეს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა და ცხოველთა ახალი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანის, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოვლა-მოყვანის პროგრესული, ზონალური ტექნოლოგიების, ნიადაგის დამუშავების, განოყიერების, ნათესებისა და ნარგაობების მოვლის, თესლთმცოდნეობის, თესლბრუნვების სქემების, აგროქიმიური კარტოგრამების, მიწის კადასტრის შედგენის, ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნებისა და აღდგენის სისტემების დამუშავების, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მავნე ორგანიზმებია წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემების დამუშავების, ზონალური პირობების მიხედვით მოდიფიცირებული მანქანათა სისტემებისა და მაღალი სამანქანო ტექნოლოგიების შექმნის, წყლის რესურსების გამოყენებისა და მართვის რეკომენდაციების, კოლხეთის დაბლობის დაშრობისა და სასოფლო-სამეურნეო ათვისების მიკრო - რეგიონული სისტემის, კვების მრეწველობის ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად გამიზნული პროგრესული ტექნოლოგიების დამუშავების ხაზით, რამაც საფუძველი დაუდო ჩამოყალიბებულიყო სოფლის მეურნეობის გაძღოლის ერთიანი, მეცნიერულად დასაბუთებული კომპლექსური ტექნიკურ-ტექნოლოგიური და ეკონომიკურ-ორგანიზაციული ზონალური სისტემები.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმატებებში უდიდესი წვლილი შეიტანეს გამოჩენილმა მეცნიერებმა, რომლებიც დღეს არ არიან ჩვენს გვერდით, მაგრამ მათი ღვაწლი და დამსახურება არასდროს არ მიეცემა დავიწყებას.

     დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ გამოჩენილ და ღვაწლმოსილ მეცნიერებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

(სიამაყით მოსაგონარ და პატივმისაგები ღირსეული აკადემიკოსების სიას გთავაზობთ ბმულზე)

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სტატია

სიახლეები

მარცვლეულის მზარდი წარმოება -

გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა!

დღეისათვის, მსოფლიოში მიმდინარე რთული და სახიფათო პროცესების გამო, სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაწყვეტა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნების ტოლფასია.

ამ მხრივ ყურადსაღებია FAO-ს განცხადება მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ 2022-2025 წლებში და რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა დედამიწაზე.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი წარმოების სასურსათო უზრუნველყოფა უნდა გახდეს საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა, რასაც შეუძლია მულტიპლიკაციური ეფექტის მოცემა და გაძლიერებული მიგრაციის პროცესში მყოფი სოფლის გადარჩენა.

ამ მიმართულებით წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად საინტერესოა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის სტატია „მარცვლეულის მზარდი წარმოება-გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა“, რომელსაც ვთავაზობთ აკადემიის ვებ-გვერდის მომხმარებლებს.

(აკად. პ. კოღუაშვილის სტატია „მარცვლეულის მზარდი წარმოება - გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა“, იხილეთ ბმულზე).

აგროინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

        277113077 1309308516255702 6111001132584090779 n 2022 წლის 30 მარტს შედგა კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ხორბლის ქართული ენდემური სახეობების და ხალხური ჯიშების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობა და შესაძლებლობები“, წარსდგა ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელი და გამგეობის თავჯდომარე ასმათ ლალი მესხი.

 

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო გამორჩეულია მარცვლეული კულტურების მრავალფეროვნებით, მისი ტერიტორია ხორბლის, ქერის, ჭვავის, ღომის, ფეტვის, სელის ერთ-ერთ სამშობლოდაა მიჩნეული, ხოლო ხორბალი – პური არსობისა, წამყვანია მარცვლეულ კულტურებს შორის. მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ ედრება საქარველოს ხორბლის სახეობათა და ფორმათა მრავალფეროვნებით. ხორბლის ქართული ენდემური სახეობები: მახა, კოლხური ასლი, ზანდურები და დიკა საუკეთესო მასალაა სელექციისთვის, მათი ძლიერი იმუნიტეტის, არახელსაყრელ გარემოსთან შეგუების უნარის და სტაბილური მოსავლიანობის გამო. აღსანიშნავია ენდემების და ხალხური ჯიშების მაღალი კვებითი ღირებულება და საუკეთესო გემო.

რადგან ხორბლის ქართული ენდემური სახეობები და ხალხური ჯიშები გადაშენების საფრთხის ქვეშაა, ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების ინიციატივით „ქართული ხორბლის კულტურა“ იუნესკოს გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია წარდგენილი. ამ ჯიშების გადარჩენის ერთ-ერთი გზა არის მათი დაბრუნება ჯანსაღ კვებაში. მნიშვნელოვანია მათი გავრცელება და ადგილწარმოშობის დასახელების საქპატენტში რეგისტრაცია.

მომხსენებლვა აღნიშნა, რომ შესაძლებელია ხორბლის აბორიგენი ჯიშები გავხადოთ შემოსავლიანი და მდგრადი, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის თესლი, მარცვალი, ფქვილი, პურეული, ბურღული, მაკარონი. უახლოეს მომავალში, ქართულმა ხორბალმა ისევე უნდა დაიმკვიდროს თავისი ადგილი შიდა და გარე ბაზრებზე, როგორც ქართულმა ღვინომ, რადგან საქართველო პურისა და ღვინის სამშობლოა.  277743516 1064420040807299 4974454409548314577 n

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, პროფესორმა ცოტნე სამადაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა ომარ კაჭარავამ, მეწარმე-მეფუტკრემ თეიმურაზ ღოღობერიძემ, პროფესორმა ალექსი ნონიაძემ, აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ და ალექსანდრე დიდებულიძემ, რომლებმაც ხაზი გაუსვეს წარმოდგენილი მასალის აქტუალობასა და ინფორმაციულობას. ერთხმად მიღებული კომისიის სხდომის დადგენილება გადაეცემა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს.

  1. ინფორმაცია ტექნოპარკების შესახებ
  2. სხდომები
  3. 21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე
  4. საერთო კრება
  5. აგროინოვაციების კომისიის სხდომა
  6. საერთო კრება
  7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის იუბილარები
  8. გამსვლელი სამეცნიერო ექსპედიცია კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში
  9. უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს იაროსლავ გადზალოს
  10. აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გასვლითი-სამეცნიერო ექსპედიცია

გვერდი 31 სულ 60

  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com