საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

აკადემიის სხდომები

სიახლეები

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის

უვნებლობისა და სასუსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის, ეკატერინა კაციტაძის   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის  პრეზიდიუმის  სხდომა

თანახმად  საქართველოს სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიის 2021 წლის

სამუშაო   გეგმისა   2021   წლის   26 ნოემბერს  გაიმართა 

საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნირეებათა  აკადემიის  პრეზიდიუმის  სხდომა ონლაინ რეჟიმში.

 

დღის წესრიგი:

 

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2021 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მომხსენებლები: ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მენეჯერი ნიკოლოზ ალექსიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

2. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ სამეცნიერო-კვლევით, სასწავლო და სამთავრობო ორგანიზაციებთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე);

3. ინფორმაცია აკადემიის 2021 წლის ფინანსური საქმიანობის ანგარიშისა და 2022 წლის ბიუჯეტის შესახებ;

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის მთავარი ბუღალტერი ნინო სოზიაშვილი.

4. მიმდინარე საკითხები.

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა 2021 წლის 25 ნოემბერს

გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

 

დღის წესრიგი:  

 

1. საქართველოში ფუნქციური დანიშნულების სასურსათო პროდუქციის წარმოების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი გურამ ტყემალაძე (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 

 

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

დღის წესრიგი:

1. ვიბროვაკუუმტუმბოსამძრავითრძისსაწველიაპარატის შესახებ.

მომხსენებელი:ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები.

 

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო

განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

 

დღის წესრიგი:  

 

 

1. სუბტროპიკულ ზონაში რთული სასუქების გამოცდების შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ვალერიან ცანავა.

2. აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ (ანგარიში იხილეთ ბმულზე).

3.   მიმდინარე საკითხები.

 

თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმისა

2021 წლის 19 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის

სამეცნიერო განყოფილების სხდომა ონლაინ რეჟიმში

დღის წესრიგი:

1. წყალ და დრენაჟ მომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო/დმო) ჩამოყალიბების სტრატეგია, განვითარების პერსპექტივები და განხორციელების გზები.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რევაზ ასათიანი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

2. მიმდინარე საკითხები

მრგვალი მაგიდა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა

შეხვედრა საქართველოში მოღვაწე თესლის ბანკების წარმომადგენლებთან

DSC00289 მიმდინარე წლის 15 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, სსმმა გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსების და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებით ჩატარდება მრგვალი მაგიდა საქართველოში მოღვაწე თესლის ბანკების წარმომადგენლებს შორის, რომლის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, ვიცე - პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, სსმმ აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინატორმა თინათინ ეპიტაშვილმა, საქართველოს თესლის მწარმოებლების და სანერგე მეურნეობების ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე საკანდელიძემ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა გიორგი ანდღულაძემ, ტიფანი ლუკასმა და შაჰარმა, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სტანდარტების და სერტიფიცირების სამსახურის თანამშრომლებმა თამარ ჯინჯიხაძემ, ანა დევიძემ და მირიან ჩოხელმა. აგრარული უნივერისტეტის წარმომადგენელმა ვალერი ამირანაშვილმა, „საფერავი ტვ“-ს დირექტორმა დიმიტრი კოსტარიოვმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა განიხილეს სექტორის და თითოეული  ბანკის გამოწვევები, საჭიროებები, გენბანკების კონსოლიდირება და შემდგომი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან, ასევე ბანკებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები.      
           აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დაიგეგმა
შემდგომი შეხვედრის სავარაუდო თარიღი და საკითხები.

მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის

სიახლეები

   10 ნოემბერს, UNESCO აღნიშნავს მეცნიერების საერთაშორისო დღეს მშვიდობისა და განვითარებისთვის. აღნიშნული დღე ხაზს უსვამს მეცნიერების მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში და ახალი სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას. იგი ასევე ამახვილებს ყურადღებას ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე.

მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის მიზნად ისახავს მეცნიერების უახლესი განვითარების შესახებ მოქალაქეების ინფორმირებას, საზოგადოებისა და მეცნიერების დაახლოების გზით.

2001 წელს UNESCO-ს მიერ დღის გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო მეცნიერების დღის ფარგლებში განხორციელდა მრავალი ახალი კონკრეტული პროექტი და პროგრამა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით  2021 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენციის ორგანიზატორი:

  • Øსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი;
  • Øსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება;
  • Øგარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და  აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცხოველეობის დარგის თვალსაჩინო მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა.

              კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები ასახულია კონფერენციის შრომათა კრებულში, რომლის ელექტრონული ვერსია დაეგზავნებათ კონფერენციის თითოეულ მონაწილეს, აგრეთვე ისინი მიიღებენ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატებს.

            (კონფერენციის შრომათა კრებული იხილეთ ბმულზე  #01.     #02 ).

აკადემიის საერთო კრება

სიახლეები

2021 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

შემდეგი დღის წესრიგით

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა „მეცხოველეობა“,გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში -

სპეციალობით „სატყეო საქმე“, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“ გამოცხადებული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის ჩატარების შესახებ. 

მომხსენებელი: აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად კონკურსის ჩატარება (ფარული კენჭისყრა).

3.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2021 წელს მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.  

4. მიმდინარე საკითხები.

         255572176 450119133346428 1112996677989641555 n დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აკად. ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა აკადემიის საერო კრებას მოახსენა, რომ 2021 წლის 30 აგვისტოს გამოცხადდა კონკურსი აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიებზე. 2021 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „მეცხოველეობა“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის სტიპენდიატს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს;

          მომხსენებლმა აღნიშნა აგრეთვე, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „სატყეო საქმე“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ლაშა დოლიძეს;

             აკად. ნ. ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას მოახსენა, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ედიშერ კვესიტაძეს.

        აკად. ნ. ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას გააცნო კონკურსანტების დოქტ. ანატოლი გიორგაძის, სოფლის მეურნეობის255398836 471423470918304 7534486584553254814 n მეცნიერებათა დოქტორ ლაშა დოლიძის და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ კვესიტაძის ბიოგრაფიული მონაცემები, მათი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

            აკადემიის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსანტები დოქტორი ანატოლი გიორგაძე, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე შეტანილნი იქნენ ფარული კენჭისყრისათვის საარჩევნო ბიულეტენებში.

           აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეული არიან:

სოფლის მეურნეობი დოქტორი ანატოლი გიორგაძე - მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „მეცხოველეობა“;

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე - გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „სატყე საქმე“;

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე - სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“.

               დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.    (მოხსენება იხ. ბმულზე)

            მოხსენების ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გოგოლა მარგველაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა, ნუგზარ ბაღათურიამ, თემურ რევიშვილმა, გურამ პაპუნიძემ, გიორგი გაგოშიძემ, რევაზ ასათიანმა და აკადემიის ვიცე - პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ულოცავს ანატოლი გიორგაძეს, ლაშა დოლიძეს და ედიშერ კვესიტაძეს აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსად) არჩევას, უსურვებს მათ მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

გამოჩენილი ქართველი სელექციონერი - აკადემიკოსი ბაგრატ სანდუხაძე

სიახლეები

სელექციონერი, როგორც ჩანს, დედამიწის ზურგზე ყველაზე “მდგრადი” პროფესიაა. იცვლებიან მეფეები, პრეზიდენტები, გუბერნატორები, გენერალური და რიგითი მდივნები და სხვა უფროსები, სელექციონერები კი ნებისმიერ ხელისუფლებას უეჭველად სჭირდება, ისევე, როგორც პური ჩვენი არსობისა, რომელიც არასოდეს არ არის სამყოფი… თუმცა მხოლოდ იმ წუთამდე, სანამ არ მოგვევლინა დიდი სელექციონერი, რომელსაც ხელეწიფება არა მარტო თავისი ხალხის გამოკვება, არამედ უცხოელებისაც.

 

დღეს ჩვენ გვყავს ასეთი სელექციონერი - აკადემიკოსი ბაგრატ ისმენის-ძე სანდუხაძე!იგი იყო პირველი მეცნიერი-სელექციონერი, რომელსაც დემიდოვის პრემია მიენიჭა იმ მიღწევებისთვის, რომელთა მსგავსი არც ჩვენში, არც მსოფლიოში არავის მოუპოვებია.

(აკად. ბაგრატ სანდუხაძეს ეძღვნება ქართველი მეცნიერების - აკადემიკოს რამაზ ხუროძის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის პაატა კოღუაშვილის და პროფესორ რამაზ გახოკიძის სტატია „ხორბლის სელექციის დიდოსტატი - თანამედროვეობის უდიდესი ქართველი სელექციონერი” იხილეთ ბმულზე).

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის სამუშაო გეგმის  შესაბამისად 2021 წლის 29 ოქტომბერს გათვალიწინებული  აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა (გამოკითხვის წესით) ჩატარდა შემდეგი დღის წესრიგით:

1 . საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების დანიშვნის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად გურამ ალექსიძე.

2. ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის UEAA-ს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის (თემა: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ.

მომხსენებელი: ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის UEAA-ს პრეზიდენტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.

3.  მიმდინარე საკითხები.

 

 

 

 

 

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

2021 წლის 30 აგვისტოს აკადემიის ვაკანტურ ადგილებზე ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით

ჩატარდა გაერთიანებული სამეცნიერო განყოფილებების სხდომები კონკურსანტებისათვის კონკურსში მონაწილეობისათვის რეკომენდაციის ან დაშვების მიცემის შესახებ.

 

2021 წლის 25 ოქტომბერს 12-00 საათზე გაიმართა აკადემიის მეცხოველეობისა

და ვეტერინარიის და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა,

1111111111111111 6266756967330290655 n          სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის

11111111111111111111248693660 239314534847488 7543749616971914854 n

სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით 

„მეცხოველეობა“   მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის სტიპენდიატს,       

                               დოქტორ   ანატოლი  გიორგაძეს;                                        

 

 

 

 

2021 წლის 26 ოქტომბერს 12-00 საათზე გაიმართა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, 

 

სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში 

248898176 420478629471726 3758869195397801972 n249304949 988305155056034 8073769586509305311 n

გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „სატყეო საქმე“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

დოქტორს ლაშა დოლიძეს

   

 

 

 

 

 

2021 წლის 26 ოქტომბერს 14-00 საათზე  გაიმართა აკადემიის

სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა,

 

             სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო  განყოფილებაში

გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“  

248559572 1176984549897763 5142340049260241632 n

                         მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა

                                                  ბიოლოგიის მეცნიერებათა     დოქტორს   ედიშერ კვესიტაძეს.

1111111111111248439749 405636787836791 1766589938392743438 n

                                        

 

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გამსვლელი სემინარი

სიახლეები

    magfidaIM77G 20211019 1325002021 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს გამსვლელი სემინარი სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანებაში „ბიოტექსი“. სემინარს ხელმძღვანელობდნენ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკად. ჯემალ გუგუშვილი და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკად. ელგუჯა შაფაქიძე.
სემინარი გახსნა აკად. ჯ. გუგუშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო ღონისძიებების აღნიშნული ფორმით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სემინარის მონაწილეებს კომპანია „ბიოტექსის“ ისტორიის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა კომპანიის დირექტორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ შპს „ბიოტექსი“ წარმოადგენს აგრარულ სფეროში, ვეტერინარული მედიკამენტების, ვიტამინურ, მინერალურ საკვებ დანამატების, სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციო და მცენარეთა დაცვის სხვადასხვა საშუალებების მწარმოებელ კომპანიას. დაარსების წელია 1991 წელი, თავდაპირველი სახელწოდებით „სოდანი“, ხოლო 1996 წლიდან – სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება – „ბიოტექ ეკო სინთეზი“ ანუ შემოკლებით „ბიოტეკსი“. მის სახელს უკავშირდება არამხოლოდ საქართველოში კარგად ცნობილი 180-მდე დასახელების ქართული პროდუქტი, რომელთა შექმნასა და დანერგვაში მონაწილეობს 20-მდე მეცნიერ-თანამშრომელი და 100-ზე მეტი სპეციალისტი. „ბიოტექსი“ მისი პროდუქციის სრულ სპექტრს ძირითადად აწარმოებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, ხოლო ნაწილობრივ გარე ბაზრისთვის, რეგიონში, მეზობელი ქვეყნების მოთხოვნების შესაბამისად „ბიოტექსი“ ყოველდღიურად ცდილობს მისი პროდუქცია თანამედროვეობის ზუსტი გამოძახილი იყოს. ბოლო წლებში თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა რამდენიმე საწარმოო უბანი. დაიხვეწა წარმოებისა და კონტროლის სისტემები. შპს „ბიოტექსი“ სერთიფიცირებულია TÜV.SÜD–ს მიერ ISO 9001 - 2015 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. აღსანიშნავია ის, რომ დღეისათვის მისი საწარმოო პრაქტიკა სრულ შესაბამისობაშია GMP სტანდარტთან.  IMG 20211019 143034

                         გრძელდება მუშაობა სერთიფიცირებასთან დაკავშირებით.
დოქტ. ნ. ზაზაშვილმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ბოლო დროს, საქართველოში, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასთან და ინოვაციური პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მეტად აქტუალური გახდა. სწორედ ამ მისიით, კომპანია „ბიოტექსის“ R&D – დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი – “BrTRC”. მისი მიზანია აგრარულ სფეროში, მედიცინასა და ეკოლოგიაში ინოვაციური პროექტების შემუშავება და განხორციელება, რომლებიც ძირითადად სოციალური ხასიათის პრობლემების გადაჭრას ემსახურება. ცენტრის შექმნამდე ამ საქმიანობას 25 წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ბიოტექსი“, რომლის განვითარებამ და სამეცნიერო კვლევების გაფართოვებამ განაპირობა ორგანიზაციის სულ სხვა რელსებზე გადასვლა. ცენტრის ირგვლივ გაერთიანებული არიან ინდუსტრიული პარტნიორები საკუთარი პროფილითა და ფუნქციებით. თუმცა, ის მუშაობს ღია კარის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეცნიერსა თუ სამეცნიერო ჯგუფს, საწარმოო ორგანიზაციას და სხვა, შეუძლიათ ცენტრის რესურსების გამოყენება.
IMG77777777777777 20211019 133514კომპანიის დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეიცვალა გამოგონების, ინტელექტუალური პროდუქტის, შექმნის გზებიც. გამოგონება ეფუძნება არა ერთი პიროვნების, არამედ მეცნიერთა, მკვლევართა და სხვა ჯგუფების ერთობლივი შრომის შედეგს. სწორედ ასეთ საინოვაციო ცენტრს წარმოადგენს დღეს “BrTRC”, საუკეთესო კლინიკური, სადიაგნოსტიკო და საანალიზო ლაბორატორიული ბაზით. კომპანიის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ წარმოების წინსვლა და განვითარება მეცნიერების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომაც კომპანიის სლოგანია „ჩვენი ძალა ცოდნაშია“- აღნიშნა დოქტ. ნ. ზაზაშვილმა. I5555555555335555555MG 20211019 135425

სემინარის მონაწილეების კითხვებს უპასუხა კომპანიის დირექტორმა,

ხოლო კომპანიის შესახებ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეს აკადემიკოსებმა ჯ. გუგუშვილმა, ე. შაფაქიძემ, თ. ყურაშვილმა, ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნ. ომარაშვილმა, წამყ. სპეციალისტმა ქ. ჭიპაშვილმა და სხვებმა. 

სემინარის მონაწილეებმა დაათვალიერეს კომპანია „ბიოტექსის“ საწარმოო კორპუსი, ლაბორატორიები, ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი და კომპანიის ახლად შექმნილი მარკეტინგული ცენტრი (სადაც განმარტებებს იძლეოდა დოქტ. მიხეილ ჭიჭაყუა), რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი სახელმწიფოების მეცხოველეობის დარგით დაინტერესებულ ფერმერებთან.

პირველი უკრაინულ – პოლონური სამეცნიერო ფორუმი „AGROBIOPERSPECTIVES“

სიახლეები

 

    001 267 2021 წლის 29-30 სექტემბერს უკრაინის ქ. ლვოვში, უკრაინის აგრარულ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა პირველი უკრაინულ – პოლონური სამეცნიერო ფორუმი „AGROBIOPERSPECTIVES“, რომლის მუშაობაში მონაწილება მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. პირველმა უკრაინულ -პოლონურმა ფორუმმა შეკრიბა 130 -ზე მეტი მეცნიერი ხუთი ქვეყნიდან - უკრაინიდან, პოლონეთიდან, კანადიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, რომლებიც წარმოადგენდნენ 31 სამეცნიერო დაწესებულებას. 124 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებული იქნა სამეცნიერო ჟურნალში “Biology of Animals”.001 274

    ფორუმი გახსნა იური სალიგამ - ცხოველთა ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ფორუმის ძირითადი მიზანი - სამეცნიერო კონტაქტების ხელშეწყობა მეცნიერებს შორის და დისკუსია მეცხოველეობაში მიმდინარე სამეცნიერო კვლევებზე. კერძოდ, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ცხოველთა პროდუქტიულობა, კვება და ბიოლოგია; ცხოველთა ჯანმრთელობა; ბიოტექნოლოგია მეცხოველეობაში; ცხოველების შერჩევა და მოშენება; გარემოს დაბინძურება მეცხოველეობის ნარჩენებით; მეცხოველეობის პროდუქციის ხარისხის, წარმოებისა და გადამუშავების უსაფრთხოების პრობლემები; ორგანული მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების თავისებურებანი, ასევე ინოვაციების განვითარება, რომლებიც აკმაყოფილებს სოციალურ საჭიროებებს.

     დოქტორი ა. გიორგაძე მიესალმა სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებს და პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა პრეზენტაცია “ინოვაციური ტექნოლოგია მწყერის კვერცხის ინკუბაციაში“.

     სამეცნიერო ფორუმის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ: უკრაინის აგრარული მეცნიერებების ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სახელით, ზოოტექნიკის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ოსტაპ ჟუკორსკი, პოლონეთის რესპუბლიკის კონსული ტომაშ გრიზბკოვსკი; პოლონეთის რესპუბლიკის მეცნიერთა დელეგაცია - კრაკოვის უგო კოლონტაის სასოფლო -სამეურნეო უნივერსიტეტი; ზოოტექნიკის ინსტიტუტი, ბალიცე; ლუბლინის აგრარული უნივერსიტეტი; ასევე, ქ. ლვოვის მერის პირველი მოადგილე ანდრია მოსკალენკო, უკრაინის უმაღლესი რადას განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის წევრი, ქალბატონი ნატალია პიპა. ლვოვის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი ვლადიმირ სნიტინსკი.001 100

          ფორუმის ფარგლებში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაშიც პოლონელ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. დასახული იქნა შემდგომი სამეცნიერო თანამშრომლობის გეგმები.

            ფორუმის ბოლოს მიღებული იქნა რეზოლუცია. გადაწყდა, რომ შემდეგი უკრაინულ-პოლონური ფორუმი ორი წლის შემდეგ გაიმართება პოლონეთის რესპუბლიკაში.

 001 269

    

უკრაინულ -პოლონურ ფორუმს მხარს უჭერდა და სპონსორობას უწევდა ქ. ლვოვის მერია.

ფორუმის გენერალური სპონსორი იყო კომპანია PJSC "Enzyme Company",

ასევე სპონსორები - შპს "სფერო სიმ", შპს "მირა" და სხვები. 001 111

აკადემიის წევრების საგამომცემლო საქმიანობა

სიახლეები

 

244302024 194633812755653 1139185475583780480 n             აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ახალი მონოგრაფია

აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ ქართველ საზოგადოებას მიაწოდა მეტად მნიშვნელოვანი მონოგრაფია - „გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში (საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის ხილული და უხილავი პრობლემები)“- სამეცნიერო რედაქტორი იური პაპასქუა - ეკონიმიკის აკადემიური დოქტორი, პროფესორი; რედაქტორ-გამომცემელი ზაურ ნაჭყებია - ჟურნალის „ბიზნესი და კანინმდებლობა“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე, პუბლიცისტი.

წარმოდგენილ ნაშრომში გაანალიზებულია ეროვნული ეკონომიკის ტრანსფორმაციის 30-წლიანი გამოცდილება, მიზეზ-ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს ქვეყნის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ზიგზაგისებური ხასიათი, კონტრასტული ნიშანთვისებები, საზოგადოებაში ინტერესების დაპირისპირების პროცესები, კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეული პრობლემები. შემოთავაზებულია სისტემური კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებისა და ეკონომიკის თვისებრივად ახალ ტრაექტორიაზე გადასვლისათვის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური რეკომენდაციები.

წიგნი განკუთვნილია საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით დაინტერესებული მკითხველისათვის.

 

 

subtropაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2021 წელს გამოიცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიეებათა აკადემიის აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის 650 გვერდიანი წიგნი: „სუბტროპიკული კულტურები“ (ტირაჟი - 400 ცალი), რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა აგრარულ სფეროში მომუშავე ფერმერებს, სპეციალისტებს, მეცნიერებს, სტუდენტებს და ამ დარგით დაინტერესებულ პირებს. ავტორი მადლობას უხდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ბატონ გიორგი სურმანიძეს, წიგნის გამოცემაში მხარდაჭერისა და შეტანილი წვლილისთვის.

ნაშრომში განხილულია 28 სა­ხელ­წო­დე­ბის კუ­ლ­­­ტუ­რა, რომლის ამ­ოც­ან­აა სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კულ­ტუ­რე­ბის ბი­ოლ­ო­­­­გ­ი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა ღრმა ცოდ­­­ნის სა­ფუძ­ველ­ზე სრუ­ლ­­­ყო­ს მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის პროგ­რე­სუ­ლი ტექ­ნო­ლო­გია, კონ­­­­კ­­­­­­რე­ტუ­ლი ნი­ად­აგ­ურ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­­­­წი­­ნე­ბით, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მცე­ნა­რე­თა უხვი და მა­ღალ­­ხა­რის­­ხი­ანი მო­სავ­ლის მი­ღე­ბას.

კურსი მოიცავს ორ მთავარ ნაწილს, სადაც განხილულია სუბ­ტრო­პი­კუ­ლი ჩაი და ხე­ხი­ლოვ­ნე­ბი _ ციტ­რუ­სე­ბი, ხურ­მა, ფე­იჰ­ოა, კი­ვი, ლეღ­ვი, მუშ­მუ­ლა, ბრო­წე­უ­ლი, ზე­თის­ხი­ლი, უნ­ა­ბი, ავ­ოკ­ა­დო, აქ­ტი­ნი­დია, აზ­იმ­ი­ნა, წყა­ვი;

-   სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კაკ­ლოვ­ნე­ბი _ თხი­ლი, კა­კა­ლი, ფსტა, პე­კა­ნი, წაბლი;

-   სუბტროპიკული ტექნიკური და სამკურნალო მცენარეები - ევკა­ლიპ­ტი, კეთილშობილური დაფნა, ბამბუკი, ტუნგი, ევგე­ნოლის რე­ჰანი, ყაზანლიყის ვარდი, სტევია და სხვა.

 

  1. 16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე
  2. განყოფილებების და პრეზიდიუმის სხდომები
  3. აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი - 85
  4. აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე - 85
  5. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  6. განყოფილების სხდომები
  7. აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი - 80
  8. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა
  9. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა
  10. მრგვალი მაგიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

გვერდი 34 სულ 60

  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • 34
  • 35
  • 36
  • 37
  • 38

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com