საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადებები

განცხადება

საქართველოს
 სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

             საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია თავისი წესდების X თავის „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიანტის არჩევნების წესი” შესაბამისად აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

   1.      აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება - სპეციალობა 0415 ‘”აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041503 “სასოფლო-სამეურნეო  ჰიდრომელიორაცია” - 1 ვაკანსია

  2.      სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება - სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”, სპეციალიზაცია 010501 “სატყეო მეურნეობა” - 1 ვაკანსია.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილ წევრად  (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან   გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე საქართველოში მოღვაწე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითა­რებაში, აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ქვეყნის აგრარული სექტორის მეცნიერულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ გამოყენებით და ფუნდამენტურ პრობლემათა დამუშავებაში, იღწვის მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის და მის შრომებს აქვთ მაღალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა,

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):

         სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, აკადემიის წევრის (წევრების) წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება, კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

          აღნიშნული განცხადება ქვეყნდება პრესაში და განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ვებ-გვერდზე www.gaas.dsl.ge.

       საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2019 წლის 04 მარტიდან 22 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: . თბილისი, 0102,  .ჯავახიშვილის . #51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია (ტელეფონები:  2 94-13-20. 2 94-13-21. 2 96-03-00). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე.

        კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე, რისთვისაც წარმოდგენილ უნდა იქნეს CV-ის ელექტრონული ვერსიაც.

         შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში.

  საქართველოს სოფლის მეურნეობის   

 მეცნიერებათა აკადემია   

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com