საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

მრგვალი მაგიდა
მცენარეთა დაცვის საკითხებზე

მიმდინარე წლის 19 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მრგვალი მაგიდა „მცენარეთა დაცვის საკითხებზე“. მასში მონაწილება მიიღეს მეცნიერებმა, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი ფირმების წამომადგენლებმა, პრაქტიკოსმა ფერმერებმა. მრგვალი მაგიდის მუშაობას ხელმძღვანელობდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. დარგში არსებულ სიტუაციაზე, ჩატარებულ სამეცნიერო კვლევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა აკადემიურმა დოქტორმა შაქრო ყანჩაველმა. მცენარე დაცვის პრევენციულ და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე ისაუბრა სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა კარანტინის სამმართველოს უფროსმა ოთარ სხვიტარიძემ. გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: არჩილ სუპატაშვილმა – სატყეო ინსტიტუტი; ზურაბ ლოლაძემ – კომპანია „SYNGENTA“-ს წარმომადგენელისამხრეთ კავკასიაში; დავით კაკაშვილმა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრი; კარლო კიკორიამ – კომპანია „ბიოაგრო“; ავთანდილ მურვანიძემ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ლუიზა მიქაძემ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რადიოლოგიისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი; ლალი წივილაშვილმა – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი; ესმა ორჯონიკიძემ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი; მზაღო ლობჟანიძემ – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; თინათინ გოგიშვილმა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ნინო დათუკიშვილმა – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; ნოდარ მინდაშვილმა – აგრო განვითარების ჯგუფი; ლია რეხვიაშვილმა – ბიოლოგიური დაცვის ცენტრის ლაბორატორიის გამგე; გიორგი ბარისაშვილმა – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“.
ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ყურადღება გაამახვილა აკადემიის ვიცე–პრეზიდენტმა აკადემიკოს მდივანმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მიმართა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს წარმოადგინონ თავიანთი ხედვები მცენარეთა დაცვის დარგში განსახორციელებელი სამომავლო ღონისძიებების შესახებ, რომელთა საფუძველზეც შემუშავებული იქნება შესაბამისი რეკომენდაციები.

1

1

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

მარტი 2024
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com