საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

შეხვედრა საკვების უსაფრთხოების საკითხებზე

     2014 წლის 15 აპრილს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების” თბილისის ოფისში გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს კანონის “სურსათად/ცხოველის საკვებად გამოყენებული გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ” პროექტი; შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე გიორგი თოფაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი – აკადემიკოს მდივანი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსები ნუგზარ ბაღათურია, ზურაბ ცქიტიშვილი და ნოდარ ჭითანავა, აკადემიის სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ანატოლი გიორგაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე თენგიზ კალანდაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე ანა გულბანი. გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტების ქვეყანაში შემოტანისა და მარკირების კანონმდებლობის ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობაზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონიმიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ და პარლამენტის წევრმა გიორგი თოფაძემ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირეს შეხვედრის მონაწილეებმა. აღინიშნა, რომ ამ საკითხზე მომზადებული კანონის პროექტი ფართო განხილვისათვის დაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათ აკადემიას, სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს და სპეციალისტებს. მიზანშეწონილია კანონპროექტის ფართო განხილვის შემდეგ მიღებული იქნეს ქვეყნისათვის სასიკეთო გადაწყვეტილებები.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com