საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2015 წლის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმდინარე ანგარიში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი – აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება (2015 წლის 27 თებერვალი). დღის წესრიგი:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2014 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2014 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობისა და 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმების შესახებ;

მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები, აკადემიკოსები გ.მარგველაშვილი, ზ. ცქიტიშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ო. ქეშელაშვილი.

საერთო კრებაზე აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერებს გადაეცათ დიპლომები:
Ø  აგრარულ დარგში – აკად. გურამ ალექსიძეს;
Ø  აგროსაინჟინრო დარგში – აკად. ჯემალ კაციტაძეს;
Ø  სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების დარგში – პროფ. ნანა ბეგიაშვილს;
Ø  ეკონომიკის დარგში – აკადემიის წევრ-კორესპონდენტს პაატა კოღუაშვილს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს პრემიის ლაურეატებს საპატიო წოდებას.

სამეცნიერო განყოფილებების მიერ I, II, III და IV თვეში ჩატარებული სხდომების სტატისტიკა:

1. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. გ. მარგველაშვილი): ჩატარებულია 4 სხდომა, განხილულია 11 საკითხი;
2. მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ზ. ცქიტიშვილი): ჩატარებულია 4 სხდომა, განხილულია 7 საკითხი;
3. აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. რ. მახარობლიძე): ჩატარებულია 4 სხდომა, განხილულია 9 საკითხი;
4. სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ნ. ბაღათურია): ჩატარებულია 4 სხდომა, განხილულია 10 საკითხი;
5. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკად. ო. ქეშელაშვილი): ჩატარებულია 3 სხდომა, განხილულია 10 საკითხი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2015 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული ღონისძიებები:

1. 2015 წლის 16 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში ჩატარდა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელის მოწერის ოფიციალური ღონისძიება.

2. შეხვედრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან: 2015 წლის 13 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან – მინისტრ ზაურ ფუტკარაძესთან და მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძესთან.

შეხვედრას აკადემიის მხრიდან ესწრებოდნენ აკადემიური საბჭოს წევრები, აკადემიის ნამდვილი წევრები და წევრ-კორესპონდენტები, აკადემიის აპარატის წარმომადგენლები და სტუმრები.

შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც დადებითად შეაფასა სამინისტროს ინიციატივა აგრარული დარგის მეცნიერებთან შეხვედრის შესახებ და აღინიშნა, რომ აკადემიას და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის გაფორმებულია მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს შეხვედრის დიდ მნიშვნელობას.

მინისტრმა ზ. ფუტკარაძემ თავის პრეზენტაციაში დამსწრე საზოგადოებას გააცნო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობა და მისი სამომავლო გეგმები – “სამინისტროს მიერ 2013-2014 წლებში გაწეული საქმიანობა და პერსპექტივები”.

3. შეხვედრა ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენელთან. 2015 წლის 4 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ბელორუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგეი ჩიჟიკი.

4. სამეცნიერო კონფერენცია.

2015 წლის 13 მარტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ბიოსისტემების მათემატიკური მოდელირება და მისი გამოყენება ციტრუსების ინტეგრირებულ დაცვაში" (პროექტის ხელმძღვანელი აკად. გურამ ალექსიძე).

5. საერთაშორისო თანამშრომლობა უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტთან.

2015 წლის 12-13 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე უკრაინის (ქ.კიევი) ბიორესურსებისა და ბუნებათსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტში მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში "სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და ფრინველთა კვების თეორია და პრაქტიკა", რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი მეცნიერის, აკადემიკოს გრიგორი ბოგდანოვის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გასვლითი სემინარი კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში.

2015 წლის 20 მარტს კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი მეფრინველეობის აქტუალურ საკითხებზე. სემინარს ხელმძღვანელობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

7. მრგვალი მაგიდა მეთევზეობაში.

2015 წლის 3 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს ორგანიზებით (სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე, მოადგილე აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი) აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა მრგვალი მაგიდა მეთევზეობის პრობლემატურ საკითხებზე. მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს, აკადემიკოსებმა: ნაპოლეონ ქარქაშაძემ, იუზა ვასაძემ, გურამ ტყემალაძემ, თენგიზ ყურაშვილმა, გივი ბადრიშვილმა, ჯემალ გუგუშვილმა, ომარ ქეშელაშვილმა, ჯემალ კაციტაძემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. მოწვეულმა სტუმრებმა, მეცნიერებათა დოქტორებმა: გიორგი გაგოშიძემ, ამროსი ჭკუასელმა, გიორგი მაძღარაშვილმა, რამაზ კიკვიძემ, ვაჟა ბუჩუკურმა, რამაზ ჭანტურიძემ; დოქტორებმა: როინ ბოკუჩავამ, მაია ხუციშვილმა, კობა ნაცვალაძემ, ნანა მაისურაძემ. მრგვალი მაგიდა მიჰყავდა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძეს. ძირითადი მომხსენებელი იყო სოფლის მეურნეობის დოქტორი როინ ბოკუჩავა.

8. ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე სტუმრად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში.

2015 წლის 22 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით ესტუმრა ბელარუსიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ გუსაკოვი და ამავე აკადემიის პრეზიდიუმის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი სერგეი ჩიჟიკი.

საპატიო სტუმრები გაეცვნენ აკადემიის სტრუქტურას, სამეცნიერო თემატიკას, სამომავლო პერსპექტივებს, რომლებიც მათ გააცნო აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. თავის მხრივ აკადემიკოსმა ვ. გუსაკოვმა ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის სამეცნიერო ბიბლიოთეკა და საგამოფენო დარბაზი, რომელიც ექსპონანტების მიღებისათვის არის გამზადებული.

9. ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმი ქ. კიევში (უკრაინა).

2015 წლის 21-22 აპრილს ქ. კიევში უკრაინის ეროვნულმა აგრარულ მეცნიერებათა აკადემიამ უმასპინძლა ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმს, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდნენ: ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ლატვიის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მეცნიერებათა აკადემია, მოლდოვას მეცნიერებათა აკადემია, რუმინეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მეცნიერებათა აკადემია, უკრაინის ეროვნული აგრარული მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, ნორვეგიის სასოფლო სამეურნეო და გარემოს დაცვის ინსტიტუტი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აღნიშნულ ფორუმზე წარმოადგენდა და მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი რევაზ ასათიანი. მოსენების თემა "სახელმწიფოს პოლიტიკა სოფლის მეურნეობის დაფინანსებაში". ფორუმის დასასრულს მიღებული იქნა დეკლარაცია “ევროპის აგრარული მეცნიერებათა აკადემიების, სამეცნიერო ცენტრებისა და რელევანტური ინტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის შესახებ აგრარულ მეცნიერებაში განსახორციელებელ რეფორმებში.”

10. ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმი

ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რევაზ ასათიანი (უკრაინა, ქ. კიევი).

11. აგრარული კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის საბჭოს მე-13 სხდომა.

2015 წლის 27-30 აპრილს ქ. ბოგორში (ინდონეზია) ჩატარდა აგრარული კვლევების საერთაშორისო კონსორციუმის (ჩGIAღ) ფონდის საბჭოს მე-13 სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელიც არის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის კვლევითი ორგანიზაციების (ჩAჩAAღI) წარმომადგენელი აღნიშნულ საბჭოში.

12. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2015 წელს გამოცემული რეკომენდაციები

1. საინვესტიციო პროექტი - “მეაბრეშუმეობის საკვები ბაზის, პარკის წარმოების და კუსტარული რეწვის ეტაპობრივი აღდგენა ხონის რაიონში”. ავტორები: გ.ნიკოლეიშვილი, გ. ჯაფარიძე, თ. კუნჭულია, ე. შაფაქიძე, ნ. ბარამიძე;
2. გადაზრდილი და დეგრადირებული ჩაის პლანტაციების მძიმედ გასხვლის სამანქანო ტექნოლოგია _ ავტორები: რევაზ მახარობლიძე, ზაზა მახარობლიძე;
3. სახორცე ჯიშური ჯგუფის გამოყვანის მეთოდიკა _ ავტორები: ჯემალ გუგუშვილი, სერგო ლომიძე, თამაზ ედიშერაშვილი;
4. მწყერი_ ბიოლოგიური თავისებურებები, ჯიშები, მოვლა_შენახვა, კვერცხის ინკუბაცია, კვება, დაავადებები _ ავტორი: ანატოლი გიორგაძე;
5. ჯიშთაშორისი შეჯვარების მეთოდები მისი გამოყენება მებოცვრეობაში _ ავტორები: ჯემალ გუგუშვილი, ზაზა ლაშხი;
6. ცვლადი მოდების განის ვენახის კულტივატორი ტელესკოპური ჩარჩოთი_ Aავტორი: შალვა ლეფსვერიძე;
7. მაწოვარი ნეზვისა და ძუძუთა გოჭის შესანახავი პირველ ორ ასაკში მექანიზირებული დოლფარა _ ავტორები: რევაზ მახარობლიძე, რეზო რუსეიშვილი, როლანდ ჯაფარიძე, ტარიელ უშარიძე.
8. "სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ქარსაფარი ზოლების გაშენების და მოვლისათვის"; ავტორები: აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. რ. ჩაგელიშვილი, პროფ. გ. ხარაიშვილი და პროფ. გ. გაგოშიძე.
9. "საქართველოში მინდვრის კულტურების სწორი მორიგეობის საფუძველზე შემოსაღები თესლბრუნვების სანიმუშო სქემების შესახებ"; ავტორები: გივი ცაგურიშვილი, შ. დევდარიანი, ზ. მახარაშვილი, ჯ. სარალიძე.
10. რეკომენდაციები "შუალედური კულტურები და მათი როლი წლის განმავლობაში ორი და მეტი მოსავლის მისაღებად". ავტორი აკად. გივი ცაგურიშვილი,;
11. შეფუთული” სენაჟის დამზადება მცირეკონტურიან ნაკვეთებში_ Aავტორები: რევაზ მახარობლიძე, რეზო რუსეიშვილი, როლანდ ჯაფარიძე, ტარიელ უშარიძე;
12. ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები და ტექნიკური საშუალებები_ ავტორები: რევაზ მახარობლიძე, თემურ ტატიშვილი, არჩილ ფანჯავიძე, როლანდ ჯაფარიძე, ი. კალანდაძე;
13. ნამყენი ნერგის წარმოების მექანიზაცია ვაზის სანერგე მეურნეობაში_ Aავტორი: შალვა ლეფსვერიძე;
14. სამუშაოთა მექანიზაცია მევენახეობაში _ ავტორი: შალვა ლეფსვერიძე;
15. მანდარინის მოვლა-მოყვანის ინტენსიური ტექნოლოგია – ავტორი რეზო ჯაბნიძე.
16. პირველ ორ ასაკში თუთის აბრეშუმხვევიას ცეტრალიზებული გამოკვება და უპირატესობა ინდივიდუალურ გამოკვებასთან შედარებით - ავტორები: გ. ნიკოლეიშვილი, ე. შაფაქიძე, ნ. ბარამიძე; - (ინგლისურ ენაზე)
17. შემოდგომაზე გაუხეშებული თუთის ფოთლისგან მეცხოველეობის არატრადიციული საკვების (ნეკერის) დამზადების შესაძლებლობა, ტექნოლოგია და ეკონომიკური ეფექტურობა – ავტორები გ. ნიკოლეიშვილი ე. შაფაქიძე, ნ. ბარამიძე; (ინგლისურ ენაზე);
18. თერმული წყლით გამთბარ სუბსტრაქტში თუთის გამძლე ჯიშების ნაზამთრი კალმით დაფესვიანება და ეკონომიკური ეფექტურობა- ავტორები: გ. ნიკოლეიშვილი, ე. შაფაქიძე, ნ. ბარამიძე; - (ინგლისურ ენაზე).

13. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ფუნდამენტალურ კვლევებში გამარჯვებული პროექტები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან.

13.1. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტი FR/60/10 – 140/14.
წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
“თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედობის გაზრდის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიულ-ექსპრიმენტული გამოკვლევა და ოპტიმიზაცია”.
პროექტის ხელმძღვანელი – ჯ. კაციტაძე;
ძირითადი შემსრულებლები – ნ. ქარქაშაძე, ი. კაპანაძე.

13.2. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტი FR/454/10 – 140/14.
წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
“ტექნოლოგიური პროცესების ენერგოდანახარჯების გაანგარიშების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებებისათვის აუცილებელი ტექნიკის ნომენკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონში კულტურათა სახეობებისა და დაკავებული ფართობების მიხედვით”.
პროექტის ხელმძღვანელი – ე. შაფაქიძე;
ძირითადი შემსრულებლები – გ. მოსაშვილი, გ. ჩიტაია.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

მარტი 2024
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com