საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენცია ქუთაისში

„აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“

2013 წლის 28,29 და 30 ნოემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების წარმოჩინება და გააცნობა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდების და ბიზნეს წრეებისათვის, მათი კვლევის შედეგების შემდგომი დაფინანსებისათვის, ინვესტიციის, საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ბაზარზე ინტეგრაციისათვის, საავტორო უფლებების სრული დაცვის გარანტიით.

აგრარიკოს მეცნიერებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილი წარმატებული, როგორც დაფინანსებული, ისე დაუფინანსებელი პროექტების სამეცნიერო შედეგების პრეზენტაცია მათი კომერციალიზაციის მიზნით.

კონფერენციის მიმართულებები იყო: აგრონომია; მცენარეთა დაცვა; სელექცია, გენეტიკა; ნიადაგმთცოდნეობა; ზოოტექნიკა; სატყეო მეურნეობა; ვეტერინარია; სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, ელექტროფიკაცია; სასოფლო პროდუქტების ტექნოლოგია და უსაფრთხოება; აგრობიოტექნოლოგია; სასოფლო–სამეურნეო მელიორაცია;

კონფერენციის ორგანიზატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის აეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საკონფერენციო გრანტის პროექტის ჩF-41/10–150/13– ის ხელმძღვანელი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გულნარა ღვალაძე. კონფერენციას უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფ. რ. კოპალიანი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა საკონსულტაციო ცენტრებმა და სხვა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის მიადგილემ ბატონმა თამაზ მარსაგიშვილმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ჯ. ჯაციტაძე, აკად. ვ. ცანავა, აკადემიის წ/კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, აკადემიის წ/კორესპონდენტი რ. ჯაბნიძე, სწავლული მდივანი აკად. დოქტ. ა. გიორგაძე.

კონფერენციის შედეგები აისახა რეზოლუციის პროექტში, სადაც აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციების მოეწყობა მეტად საშური და აუცილებელი ღონისძიებაა, რათა ბევრ სასარგებლო და პრაქტიკულ პროექტს მიეცემა გარკვეული დანერგვის მიმართულება სპონსორების, ბიზნესმენების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით და ისინი ხელმისაწვდომი გახდებიან პრაქტიკოსი მეურნეებისათვის და პირველ რიგში ფერმერებისათვის.

01კონფერენციის მიმდინარეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პროფ. თამაზ მარსაგიშვილი და სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე.

01კონფერენციის სხდომათა დარბაზი. მარჯვნიდან: სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, სსმმ აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ს. ბერიძე.

01კონფერენციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი. მარცხნიდან: სსმმ აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. ვ. ცანავა, პროფ. რ. კოპალიანი, პროფ. გ. ღვალაძე, პროფ. ქ. კინწურაშვილი, აკად. ჯ. კაციტაძე, პროფ. ზ. მიქელაძე.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com