საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

         მიმდინარე წლის 24 სექტემბერს საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებულ

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის

ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება ატარებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე:

სატყეო მეურნეობის მართვის ინტეგრირებული სისტემების
ჩამოყალიბების პრობლემები საქართველოში”.

           კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება შრომათა კრებულში. სამეცნიერო სტატიების მიღების საბოლოო ვადაა 10 აგვისტო.

         კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე

          

         ნაშრომის წარმოდგენის წესი:

            ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 4 გვერდს, ფორმატი A4 , ტექსტში შრიფტის ზომა 11, ინტერვალი 1,0.   ველები: ზედა 2,0 სმ, ქვედა 2,0 სმ, მარცხენა 3,0 სმ. მარჯვენა 2,0 სმ.

            შრიფტი: ქართული ტექსტისთვის - AcadNusx, ინგლისურისა - Times New Roman;

            ცხრილები, ნახაზები და . . უნდა შესრულდეს TIFF 300dpi; 600dpi ფორმატში; ფორმულებიMicrosoft equation 2.0.

ნაშრომის სტრუქტურა:

 

სტატიის დასახელება (შრიფტი 13)

ცარიელი სტროფი;

ავტორის(ების) გვარი, სახელი (შრიფტი 12)

ორგანიზაციის, ქალაქის დასახელება,

ელექტრონული ფოსტა;

ცარიელი სტროფი;

ანოტაცია (არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას)

ცარიელი სტროფი;

საკვანძო სიტყვები (არაუმეტეს 5-ისა)

ცარიელი სტროფი;

ძირითადი ტექსტი;

ცარიელი სტროფი;

გამოყენებული ლიტერატურა

ანოტაცია ინგლისურ ენაზე (არ უნდა აღემატებოდეს 200 სიტყვას);

სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელ-ვერსიის სახით   ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.