საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
საკონფერენციო დარბაზში ოთხშაბათს, 2021 წლის 20 ოქტომბერს, 14 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 21
დღისწესრიგი
მოხსენება: “მცენარეთა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი, თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“.
მომხსენებლები: დოქტორი გოდერძი გოდერძიშვილი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ექსპერტი და დოქტორი ზურაბ ლოლაძე, აგროკომპანია ,,აგროქართლის’’ მეცნიერ კონსულტანტი.
კომისიის თავმჯდომარე - აკად. ალექსანდრე დიდებულიძე
მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებ-გვერდი: www.gaas.dsl.ge
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით და მასში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, ღონისძიებაზე მოწვეულ ან მონაწილე პირს ევალება წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
1) Covid საშვი, რომლის ამობეჭდვა შეუძლია პორტალზე https://covidpass.moh.gov.ge;
2) ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა იმის გათვალისწინებით, რომ მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე;
3) ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის პასუხი, ან ახალი კორონავირუსის (COVID-19) ლაბორატორიულად დადასტურებული ორი კვირის შემდეგ არ უნდა იყოს გასული 6 თვეზე მეტი.