საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2024 წლის 29 ნოემბრის პრეზიდიუმის სხდომის
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
თბილისი დასაწყისი 12 საათზე
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ მე-3 კვარტალში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე
2. ინფორმაცია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ შედეგების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის და გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მინიჭების დებულების შესაბამისად, ა.წ. 7 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების IX თავის -საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილება -საფუძველზე სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივნის დებულების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნების კანდიდატურების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
6. მიმდინარე საკითხები
1.ინფორმაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობის ქსელის ჩამოსაყალიბებლად ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების 2024 წლის 27 ნოემბრის გაერთიანებული საერთო კრების
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე
1. ინფორმაცია აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“
მომხსენებელი: ტექნიკის დოქტორები ედუარდ კუხალაშვილი, შორენა კუპრეიშვილი
2. ინფორმაცია ნაშრომის „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე
3. ინფორმაცია აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით“.
მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე
4. ინფორმაცია ნაშრომის „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
5. ინფორმაცია აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები“.
მომხსენებელი: ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე
6. ინფორმაცია ნაშრომის „საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებლები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, შაქრო ყანჩაველი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
7. ინფორმაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანდრო ნიჟარაძის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „სხვადასხვა საფუარის გავლენის დადგენა ღვინის არომატულ კომპონენტებზე“.
მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ხოსიტაშვილი
8. ინფორმაცია ნაშრომის „სხვადასხვა საფუარის გავლენის დადგენა ღვინის არომატულ კომპონენტებზე“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნინო ჩხარტიშვილი
9. ფარული კენჭისყრა
10. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების
2024 წლის 26 ნოემბრის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე
1. ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ პეტრე ჟღენტის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“.
მომხსენებელი: აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი
2. ინფორმაცია ნაშრომის „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა
3. ფარული კენჭისყრა
4. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების 2024 წლის
22 ნოემბრის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე
1. ინფორმაცია აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „მცენარის სელექციური ჯიში - სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი“
მომხსენებლები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზურაბ ბუკია, ქიმიის მაგისტრი ციცინო ათამაშვილი
2. ინფორმაცია ნაშრომის „მცენარის სელექციური ჯიში - სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი
3. ფარული კენჭისყრა
4. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების
2024 წლის 21 ნოემბრის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე
1. ინფორმაცია აკადემიკოს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ ნაშრომზე „ცხოველთა ინფექციური დაავადებები - საქართველოში არარეგისტრირებული“
მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, ვეტერინარიის დოქტორი ლევან ციცქიშვილი; ვეტერინარი ექიმი კონსტანტინე ყურაშვილი
2. ინფორმაცია ნაშრომის „ცხოველთა ინფექციური დაავადებები - საქართველოში არარეგისტრირებული“ რეცენზიის შესახებ.
მომხსენებლები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
3. ფარული კენჭისყრა
4. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების
2024 წლის 19 ნოემბრის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეურნეობის დოქტორ ზვიად ტიგინაშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
2. მიმდინარე საკითხები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში
2024 წლის 12 ნოემბერს 13 საათზე
ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გიორგი შხვაცაბაიას
დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში
2024 წლის 11 ნოემბერს 13 საათზე ტარდება
მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა - „მეცნიერება მშვიდობისა და განვითარებისათვის“
საზეიმო სხდომის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან
არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს 2024 წლის 8 ნოემბრის სხდომის
თბილისი დღის წესრიგი დასაწყისი 14 საათზე
1. სურსათის უვნებლობის სფეროში მთავარი პრინციპის - რისკის ანალიზის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი
2. მიმდინარე საკითხები