საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
28 აპრილი 2025
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:
ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება
|
ვაკანსია |
სპეციალობა
|
|
ეკონომიკა
|
1 |
მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
|
ვაკანსია |
სპეციალობა
|
|
მეცხოველეობა
|
1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითარებაში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების), სახელმწიფო და კერძო ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლების წარდგინება (დედანი, დაბეჭდილი სატიტულო ბლანკზე) სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების სველი ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4X6 (2 ცალი), სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად), მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება.
კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.
საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა მიერ.
საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2025 წლის 28 აპრილიდან 28 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - კანცელარია (ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე.
აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CV-ის და ფოტოს ელექტრონული ვერსიაც.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 94 13 21).
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემია