საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად შემდეგ მეცნიერებათა განყოფილებებში:
წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები
მეცნიერებათა განყოფილება
|
ვაკანსია |
აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება
|
1 |
მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
|
1 |
აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
|
1 |
გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
|
1 |
სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
|
1 |
ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება
|
1 |
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
საქართველოსსოფლის მეურნეობის მეცნიერებათააკადემიისწევრ-კორესპონდენტობისკანდიდატთაწამოყენებისუფლებააქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათააკადემიისდასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს,სამეცნიეროდაწესებულებებს, სახელმწიფოდაკერძო ავტორიზებულ უმაღლესსასწავლებლებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების) წარდგინება (დედანი), დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერით და სველი ბეჭდით, ან სამეცნიერო დაწესებულებების, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, კერძო ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების წარდგინება (დედანი, დაბეჭდილი ტიტულოვან ბლანკზე) სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და დაწესებულების სველი ბეჭდით;
- კანდიდატის ავტობიოგრაფია;
- ფოტო 4X6;
- სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად);
- მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
- ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი სრული ფორმით (უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
- კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება დარგის სპეციალისტის მიერ;
- კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა მიერ.
საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2025 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - კანცელარია (ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11 - დან 17 საათამდე.
აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) გამოქვეყნდება საქართველოს სოფლის
მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.).
კანდიდატის CV და ფოტსურათი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით
მისამართზე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში (ტელეფონი: 2 94 13 21).