საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2025 წლის 17 ოქტომბრის საერთო კრების

თ ბ ი ლ ი ს ი                                        დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი                                დასაწყისი 11 საათზე

1.  ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების, საბუთების შესაბამისობისა და აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული და დაშვებული კანდიდატების შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 

2.  ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები:

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე.

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე.

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი;

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე, ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე,   ბიოლოგიის დოქტორი ქეთევან ლაფერაშვილი.

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: ეკონომკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე.

 

3. აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კანდიდატებისათვის ხმის მიცემა (ფარული კენჭისყრა).

4. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

 

5.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი-აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი მარინე ბარვენაშვილი.

 

6.  მიმდინარე საკითხები.