აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე
(სამეცნიერო შრომათა კრებული).
საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდოლოგიური და პრაქტიკულ სამეცნიერო შრომათა კრებული; გამოიცემა წელიწადში ორჯერ.
მოთხოვნები დასაბეჭდად წარმოსადგენი სტატიების მიმართ (საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად)
1. სტატიის მოცულობა განისაზღრება 10 გვ-მდე. წარმოდგენილი უნდა იყოს ერთ ეგზემპლარად (AcadNusx-11; 1.0 ინტერვალზე; ზომები: top1.5; bottom1.5; left2.5; right1.5) და CD-ზე.
2. სტატიას წინ უნდა უძღოდეს სათაური, შემდეგ მოსდევდეს ავტორ(ებ)ის დასახელება, ხარისხისა და წოდების მითითებით; ცალკე სტრიქონად უნდა იყოს წარმოდგენილი საძიებო (საკვანძო) სიტყვები;
3. სტატიას უნდა გააჩნდეს მეცნიერული ღირებულება;
4. სტატია უნდა იყოს კითხვადი (სტილისტურად დახვეწილი, მეცნიერულად და ენობრიდ რედაქტირებული);
5. სტატიას უნდა ახლდეს მკაფიო რეფერატი (ინტერნეტული ვერსია, 1000 ნიშანი ან 100-250 სიტყვა) ქართულად (ორიგინალის ენაზე) და ინგლისურად. ინგლისურენოვანი რეფერატი ერთადერთი წყაროა, რომლის მიხედვითაც უცხოელი სპეციალისტი აფასებს ქართველი მეცნიერის პუბლიკაციას, იყენებს თავის პუბლიკაციაში, დისკუსიაში შედის ავტორთან და ა.შ.
6. მონაცემები, რომლებიც არ ითარგმნება (ავტორის გვარი, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და სხვა) წარმოდგენილი უნდა იყოს რომაული ალფავიტით. ამისათვის გამოიყენება ტრანსლიტერაციის ერთ-ერთი საერთა-შორისო სისტემა (მაგალითად (Unofficial system). არარომაული ალფავიტით შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ სტატიის ტექსტები და ნახატები საიტზე;
7. მოთხოვნები რეფერატის მიმართ;
· რეფერატი უნდა გადმოსცემდეს სამუშაოს (სამეცნიერო ნაშრომის) არსს და გასაგები უნდა იყოს მკითხველი-სათვის თვით პუბლიკაციის წაკითხვის გარეშე. იგი არ უნდა შეიცავდეს ისეთ მასალას რაც არ არის პუბლიკაციის ძირითად ტექსტში;
· რეფერატში მოკლედ და ზუსტად უნდა აისახოს სტატიის შინაარსი, მასში გადმოცემული უნდა იყოს სამუშაოს ძირითადი ფაქტები და შედეგები;
· რეფერატის ტექსტი უნდა იყოს ლაკონიური და მკაფიო, თავისუფალი ზედმეტი სიტყვებისაგან, გამოირჩეოდეს ფორმულირების დამაჯერებლობით;
რეფერატი უნდა შეიცავდეს სტატიის შინაარსის შემდეგ ასპექტებს:
- სამუშაოს საგანი, თემა, მიზანი;
- სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია;
- სამუშაოს შედეგები;
- შედეგების გამოყენების სფერო;
- დასკვნები;
სამუშაოს საგანი, თემა და მიზანი გადმოიცემა იმ შემთხვევაში, როცა ის არ ჩანს სტატიის სათაურში.
სამუშაოს ჩატარების მეთოდი ან მეთოდოლოგია აღწერილ უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ იგი გამოირჩევა სი-ახლით ან საინტერესოა ამ სამუშაოს გამოყენების თვალსაზრისით. უნდა შევეცადოთ არ გამოვიყენოთ ჩართული სიტყვები (მაგ. სტატიის ავტორი განიხილავს...)
(სამაგალითო ფრაზები: განსაზღვრულია, გაანალიზებულია, ვლინდება, შესწავლით მიიღება შემდეგი შედეგები, გაპირობებულია, გამოწვეულია, რაც განაპირობებს და ა.შ.).
8. რეფერატი ინგლისურ ენაზე (Abstract) უნდა იყოს:
· ინფორმაციული (არ შეიცავდეს ზოგად ფრაზებს);
· ორიგინალური (არ იყოს ქართული რეფერატის ზუსტი კალკი);
· შინაარსიანი (ასახავდეს სტატიის ძირითად შინაარსს და კვლევის შედეგებს);
· სტრუქტურული (მისდევდეს სტატიის ლოგიკას);
· `ინგლისურენოვანი~(დაწერილი ხარისხიანი ინგლისური ენით და ინგლისურენოვანი სპეციალური ტერმინებით);
· კომპაქტური (შეიცავდეს 100-250 სიტყვამდე).
აკადემიის "მოამბე" | 2024_#1 | 2024_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2023_#1 | 2023_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2022_#1 | 2022_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2021_#1 | 2021_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2020_#1 | 2020_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2019_#1 | 2019_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2018_#1 | 2018_#2 |
აკადემიის "მოამბე" | 2017_#1 | 2017_#2 |
აკადემიის "მოამბე" | N1(35) 2016წ |
|
აკადემიის "მოამბე" | N32 2013წ. |
|
აკადემიის "მოამბე" | N31 2012წ. |