საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 24 აპრილს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში  ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა. მოკლე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 26 აპრილის - ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის  აღსანიშნავად საქართველოს  ორი აგრარიკოსი-მეცნიერი, რომლებსაც გააჩნიათ  ჩვენი ქვეყნის მოქმედი პატენტების დიდი რაოდენობა, კერძოდ კი ღვაწლმოსილი გამომგონებელი, დოქტორი ვლადიმერ მირუაშვილი და ახალგაზრდა გამომგონებელი, დოქტორი ედიშერ მიდელაშვილი დაჯილდოვდნენ აკადემიის საპატიო სიგელებით.

შემდეგ მოსმენილი იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისაქპატენტი“-ს  წარმომადგენლების დავით გაბუნიას და მერაბ კუციას მოხსენება:  „აგრარულიპროდუქცის ადგილწარმოშობის  დასახელების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ახალ ჯიშთა რეგისტრაციის სფეროში მოვლენების ანალიზის  შესახებ“.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების ძირითად ამოცანებს. ასევე აღინიშნა, რომ ახალი ჯიშის გამოყვანის პროცესი ადამიანის მიზანმიმართული შემოქმედებითი საქმიანობაა და ასეთი შრომის ნაყოფი განეკუთვნება ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს, რომელსაც ესაჭიროება სამართლებრივი დაცვა, რათა სელექციონერმა ამ ჯიშის გასამრავლებელი მასალის რეალიზაციის გზით მიიღოს გაწეული შრომისა და მატერიალური დანახარჯების ანაზღაურება და გარკვეული მოგება.

სხდომამ  ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდა უნდა ჩაატაროს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე პირმა, ხოლო გამოცდის შედეგები  დაადასტუროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებულმა საექსპერტო საბჭომ. სამწუხაროდ, ასეთი აკრედიტებული პირი საქართველოში დღემდე არ შექმნილა და შესაბამისად, ჯიშის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, ან სელექციონერის მიერ ჩატარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე. კომისიამ დაადგინა,  რათა მისი წევრებისგან და „საქპატენტის“ და სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთაგან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უმოკლეს ვადაში შეიმუშავებს საკითხის დარეგულირების ვარიანტებს და წარუდგენს აკადემიის პრეზიდიუმს. 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com