საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

აკადემიკოსი ნიკოლოზ ხომიზურაშვილი - 120

 

           Xomiz 12020 წლის 29 იანვარს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც პატივი მიაგეს აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილის ნათელ ხსოვნას.

2020 წელს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ხომიზურაშვილს.

პრეზიდიუმის სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. თავის შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა აკად. . ხომიზურაშვილ დამსახურება ქვეყნის წინაშე, მისი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძირითადი მომენტები და გაიხსენა ბატონ ნიკოლოზთან მისი ურთიერთობების ზოგიერთი პერიოდები.

აკად. . ხომიზურაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა ვაჟა კვალიაშვილმა, რომელმაც დეტალურად აღწერა ბატონ . ხომიზურაშვილის განვლილი ცხოვრების გზა. აღინიშნა, რომ . ხომიზურაშვილი დაიბადა 1900 წლის 24 იანვარს, კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში, 1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დატოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. სამეცნიერო-კვლევითი საკითხების გასაცნობად გერმანელი მეცნიერების კეთილი ნებითა და ხარჯებით ნიკოლოზ ხომიზურაშვილი გაეცნო საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ჰოლანდიის და დანიის გენეტიკისა და სელექციის სადგურებს. 1928 წლის დამლევს სამშობლოში დაბრუნებამდე მას ხელმძღვანელმა მეცნიერებმა შესთავაზეს გერმანიაში დარჩენა, აგრეთვე სხვადასხვა სამუშაო ადგილი, მაგრამ ვერ დაითანხმეს - ნიკოლოზ ხომიზურაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

იგი გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრის გამგე და დეკანი, შემდეგ საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მუშაობის პერიოდში მისი ინიციატივით ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა მებაღეობა-მევენახეობის უნიკალური მუზეუმი, აღწერილი ჰქონდა საქართველოში კულტივირებული ხეხილის ჯიშების სახეობები და მათი კლასიფიკაცია; აკად. . ხომიზურაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ხილის ატლასი, მეხილეობის სახელმძღვანელოები და მეხილეობის“ 2 ტომი. დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს მეხილეობისოთხტომეულის გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაინერგა ნაგალა ხეხილი. იგი საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთერთი ფუძემდებელი იყო. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის დროს მან დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიოლოგიას და ციტოგენეტიკის საკითხებს. ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. მის მიერაა აღწერილი ლეღვის ახალი სახეობები და მათი კლასიფიკაცია.

Xomiz 2

მომხსენებელმა გაიხსენა აგრეთვე, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწია 1961 წელს აკად. . ხომიზურაშვილმა ნიკიტა ხრუშჩოვის წინადადებას, რომ კახეთში ვაზი გაეჩეხათ და მინდვრის დედოფალი” - სიმინდი დაეთესათ. მან დაარწმუნა ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომ მისი წინადადება მცდარია და საქართველოში ვაზის გაჩეხვა და მევენახეობის განადგურება თავიდან იქნა აცილებული. მაგრამ ბატონი ნიკოლოზის სიჯიუტეს შეეწირა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - რამდენიმე თვის შემდეგ, კრემლის მითითებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომლის ვიცე-პრეზიდენტი აკად. . ხომიზურაშვილი იყო, გაუქმდა. მან კი სიმწრით ჩაიცინა და თქვა ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო“.

აკად. . ხომიზურაშვილი დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენებით და მედლებით, საერთაშორისო გამოფენების საპატიო მედლებით, ხოლო 1966 წელს ბატონ ნიკოლოზის უმწიკვლო მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ღირსეულად დააფასა ქვეყნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და ნიკოლოზ ხომიზურაშვილს შრომის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა.

          პროფესორი . ხომიზურაშვილი გარდაიცვალა 1971 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მოგონებებით აკად. . ხომიზურაშვილის მოღვაწეობის შესახებ პრეზიდიუმის სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჩხარტიშვილი და იუზა ვასაძე, ბატონ ნიკოლოზის შვილიშვილი ზურაბ ჭიპაშვილი.

        დღეს, საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველა აგრარიკოსი მეცნიერი, რომლებიც იცნობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილს და ისინიც, რომლებიც მას გადმოცემით ან სამეცნიერო შრომებიდან იცნობენ, უდიდეს პატივს მიაგებენ ამ პატრიოტი ადამიანის ნათელ ხსოვნას.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com