საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

       2020 წლის 26 თებერვალს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ინოვაციური ელექტრომაგნიტური ვიბროძრავების  გამოყენება აგრარულ  ტექნოლოგიებში“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტის პროფესორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი.

        მომხსენებელმა აღნიშნა, რომ უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების კონსტრუქციული შესრულების სიმარტივე, მომსახურეობის მოხერხებულობა, სრული ავტომატიზების შესაძლებლობა, მაღალი ენერეტიკული და საექსპლოატაციო მაჩვენებლები განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული ვიბროამგზნებები სულ უფრო ფართოდ იქნეს გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროცესებში. მომხსენებლის მონაწილეობით დამუშავებული იქნა უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის ელექტრომაგნიტური ვიბროძრავების ელექტრული და მაგნიტური წრედები, ამ ვიბროამგზნებებით აღჭურვილი მანქანა-დანადგარების კონსტრუქციები, სხვადასხვა აგროტექნოლოგიურ პროცესებში მათი გამოყენების თეორიული და პრაქტიკული კონცეფციები, შეიქმნა: უკუქცევით-წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნების მაგნიტური გამტარების ორიგინალური კონსტრუქციები, აგრეთვე ენერგოდამზოგი მუდმივი დენის  შემაგნიტებიანი უკუქცევით წინსვლითი ელექტრომაგნიტური ვიბროამგზნებების ერთფაზა და სამფაზა სქემები რომლებზეც გაცემულია  საქართველოს პატენტები. შექმნილია მაღალმწარმოებლური, მცირეგაბარიტიანი, ენერგოდამზოგი  ელექტრომაგნიტური მანქანა-დანადგარები. შესრულებული სამუშაოების გამოყენების პერსპექტივა სოფლის მეურნეობის  სხვადასხვა დარგში პერსპექტიულია. ამ ვიბრაციული- მანქანა დანადგარების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში იძლევა საგრძნობ ეკონომიურ ეფექტს.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com