საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა

      111709942 283336276287346 95626567759889622 n გამოჩენილ მეცნიერს და საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას 2020 წლის 25 ივლისს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 24 ივლისს გაიმართა საიუბილეო სხდომა, რომელიც მიეძღვნა აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავს.

საიუბილეო სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკად. ცოტნე მირცხულავას მეცნიერული საქმიანობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. აღინიშნა, რომ ბატონი ცოტნე აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა 1991 წლის იანვარში იმ ოთხ აკადემიკოსთან (გ. აგლაძე, ვ. მეტრეველი. ო. ონიანი, ე. სეხნიაშვილი) ერთად, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ განახლებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მელიორაციისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა საიმედოობის თეორიის ჩამოყალიბებაში, აგრეთვე მრავალი სამეცნიერო შრომა მიუძღვნა მდინარეებისა და არხების კალაპოტის წარეცხვის საკითხებს. იგი სამი ათეული წლების განმავლობაში წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს, სადაც სამეცნიერო წარმატებებთან ერთად თავი გამოიჩინა როგორც მელიორაციისა და ჰიდროტექნიკის დარგის ხელმძღვანელმა და კარგმა ორგანიზატორმა. ყოველივე ამისთვის და კიდევ სხვა მრავალი დამსახურებებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უდიდეს პატივს მიაგებს ბატონ ცოტნეს, როგორც თვალსაჩინო მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, ტექნიკის მეცნიერეებათა დოქტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. აღინიშნა, რომ ბატონი ცოტნე იყო 600 სამეცნირო შრომისა და 26 მონოგრაფიის ავტორი, მრავალი სამეცნიერო ორგანიზაციის, ასოციაციის და ჯგუფის წევრი, 1970 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება, ხოლო 2000 წელს კი - საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში 1967-1993 წლებში გამოქვეყნებულ შრომათა ციკლისათვის - "ნიადაგისა და კალაპოტების ეროზია, პროგნოზი და დაცვა"; მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის აკად. ც. მირცხულავა დაჯილდოებული იყო   მრავალი ჯილდოებით და ორდენებით.

აკად. ცოტნე მირცხულავას წარმატებული სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობა გაიხსენეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკადემიკოსმა ნოდარ ჭითანავამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ,გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატმა რობერტ დიაკონიძემ, ამავე ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა მარტინ ვართანოვმა,           აკადემიკოსებმა არჩილ ვაშაკიძემ და ჯემალ კაციტაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარძემ.

საიუბილეო სხდომის დასასრულს სხდომის ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებას სახელოვანი მეცნიერის გახსენებისათვის ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადა აკად. ცოტნე მირცხულავას შვილმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა პროფესორმა დავით მირცხულავამ.

საიუბილეო სხდომის მონაწილეების საერთო აზრია, რომ აკად. ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნას კრებული, რომლის რედაქტორობის სურვილი გამოთქვა აკად. ნ. ჭითანავამ.

20200724 120501

აკადემიკოს ცოტნე მირცხულავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა, თავმჯდომარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მენიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე

 

111009815 749974335797251 2210432295242381833 n

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com