საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, აკადემიკოს იუზა ვასაძეს 2020 წელს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 65 წლისთავები შეუსრულდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი შემადგენლობა ულოცავს აკად. იუზა ვასაძეს ღირშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.