საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი - 85

 

           vaza  2021 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ვაჟა კვალიაშვილს დაბადებიდან 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლისთავი შეუსრულდა.

აკად. ვაჟა კვალიაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა უმცროს, უფროს მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სკრის საცდელ სადგურში (1960-1970 წწ); 1971-1973 წლებში იყო გორის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის მოადგილე - მთავარი აგრონომი; 1973-1977 წლებში იყო პარტიულ სამუშაოზე; 1980-1985 წლებში ბრძანდებოდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; 1983 წლიდან იყო მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2011-2012 წლებში ბრძანდებოდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ექსპერტი. 2013 წლიდან ბატონი ვაჟა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსია.

           ბატონ ვაჟას სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ვაზისა და ხეხილის სელექცია - გენეტიკა; ხეხილოვან მცენარეთა გენოფონდის კვლევა. სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული აქვს 122 სამეცნიერო ნაშრომი, მ.შ. 1 წიგნი და 9 რეკომენდაცია, არის 3 პატენტის მფლობელი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საქართველოში და საზღვარგარეთის ქვეყნებში საერთაშორისო კონგრესების, სიმპოზიუმებისა და სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. დაჯილდოვებულია „შრომის წითელი დროშის“ ორდენით, „შრომითი მამაცობის“ მედლით და ნ. ვავილოვის სახელობის საიუბილეო მედლით.

აკად. ვაჟა კვალიაშვილი ბრძანდება ქ. გორის საპატიო მოქალაქე.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და მთელი კოლექტივი გულითადად ულოცავს ბატონ ვაჟას ღირსშესანიშნავ თარიღებს, უსურვებს ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com