საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის საერთო კრება

2021 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება

შემდეგი დღის წესრიგით

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა „მეცხოველეობა“,გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში -

სპეციალობით „სატყეო საქმე“, სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“ გამოცხადებული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის ჩატარების შესახებ. 

მომხსენებელი: აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტურ ადგილებზე ასარჩევად კონკურსის ჩატარება (ფარული კენჭისყრა).

3.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2021 წელს მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის შესახებ;

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.  

4. მიმდინარე საკითხები.

         255572176 450119133346428 1112996677989641555 n დღის წესრიგის პირველ საკითხზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე აკად. ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა აკადემიის საერო კრებას მოახსენა, რომ 2021 წლის 30 აგვისტოს გამოცხადდა კონკურსი აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიებზე. 2021 წლის 25 ოქტომბერს გაიმართა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის და აგრონომიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „მეცხოველეობა“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა აკადემიის სტიპენდიატს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს;

          მომხსენებლმა აღნიშნა აგრეთვე, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს ჩატარდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „სატყეო საქმე“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს ლაშა დოლიძეს;

             აკად. ნ. ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას მოახსენა, რომ 2021 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა აკადემიის სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის და აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა, სადაც გაიმართა ფარული კენჭისყრა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“ მონაწილეობის მისაღებად ერთხმად რეკომენდაცია მიეცა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს ედიშერ კვესიტაძეს.

        აკად. ნ. ჭითანავამ აკადემიის საერთო კრებას გააცნო კონკურსანტების დოქტ. ანატოლი გიორგაძის, სოფლის მეურნეობის255398836 471423470918304 7534486584553254814 n მეცნიერებათა დოქტორ ლაშა დოლიძის და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ კვესიტაძის ბიოგრაფიული მონაცემები, მათი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

            აკადემიის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსანტები დოქტორი ანატოლი გიორგაძე, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე შეტანილნი იქნენ ფარული კენჭისყრისათვის საარჩევნო ბიულეტენებში.

           აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად) არჩეული არიან:

სოფლის მეურნეობი დოქტორი ანატოლი გიორგაძე - მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „მეცხოველეობა“;

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე - გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „სატყე საქმე“;

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე - სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში, სპეციალობით „ბიოტექნოლოგია“.

               დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე.    (მოხსენება იხ. ბმულზე)

            მოხსენების ირგვლივ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გოგოლა მარგველაშვილმა, ზურაბ ცქიტიშვილმა, ნუგზარ ბაღათურიამ, თემურ რევიშვილმა, გურამ პაპუნიძემ, გიორგი გაგოშიძემ, რევაზ ასათიანმა და აკადემიის ვიცე - პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ.

           საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი ულოცავს ანატოლი გიორგაძეს, ლაშა დოლიძეს და ედიშერ კვესიტაძეს აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსად) არჩევას, უსურვებს მათ მრავალ წარმატებებს სამეცნიერო, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com