საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

  garemo2 მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოში მერქნული ენერგეტიკული რესურსების გამოყენებისა და მისი ეფექტიანობის ამაღლების რეკომენდაციების შესახებ“.მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენგარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრები:აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი,აკადემიის სტიპენდიატები: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე და სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი,აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი,ასევე მოწვეული სტუმრები: სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნატო კობახიძე, არჩილ სუპატაშვილი, ირინე ჩარგეიშვილი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ლაშა ჩიბურდანიძე, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელი ბაგრატ რაზმაძე.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისგარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ.მოკლე მისალმების შემდეგაკადემიკოსმა ლ. დოლიძემ სიტყვა გადასცა აკადემიის სტიპენდიატს, ვ. გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორს გიორგი ქავთარაძეს, რომელმაც ფართო მოხსენება გააკეთა წარმოდგენილი თემის ირგვლივ. აღინიშნა, მერქნული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების წილი და მნიშვნელობა როგორც მსოფლიო, ასევე საქართველოს ეკონომიკაში. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, მერქნული ენერგეტიკული რესურსების გამოყენების პოტენციალზე და სხვ. ხაზი გაესვა იმ ფაქტებს, რომ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება საწვავ მერქნულ რესურსზე ჯერ კიდევ მაღალია; მისი მოხმარების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს ტყეების რესურსულ პოტენციალს; არამდგრადი და არასრულყოფილია სათბობი ხე-ტყის ორგანიზებულად დამზადების და რესურსის მოსახლეობისთვის მიწოდების ჯაჭვი;არ არის დანერგილი და განვითარებული თანამედროვე მერქნული ბიოსაწვავის წარმოების პრაქტიკა;თანამედროვე მერქნული ბიოსაწვავის წარმოების არარსებობის გამო სათბობი მერქნული რესურსის მოპოვების ამჟამინდელ ჯაჭვში არ იქმნება დამატებითი ღირებულება; არ არის განვითარებული საწვავი მერქნის ალტერნატიული წყაროები; არ არის დანერგილი ენერგოეფექტური ბიოსაწვავი ტექნოლოგიებიდა ა. შ.

ყოველივე აღნიშნულმა მსმენელების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა. თემის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა.  garemo1

მოხსენების ირგვლივ თავისი მოსაზრება გამოთქვა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან ყურადღება გაამახვილა თემის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ საქართველოს ტყეებს ქვეყნისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ არა აქვთ სამრეწველო დანიშნულება. აქედან გამომდინარე, ტყეებთან დაკავშირებით განხორციელებული თითოეული ღონისძიება სიღრმისეულად უნდა იქნეს უნდა იქნეს გააზრებული და შეფასებული.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამაგარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების წევრმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელსა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

აღნიშნა, რომ განყოფილების ორგანიზებით არაერთი ღონისძიება ჩატარებულა, რომელთა შორის გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სემინარებსა თუ მრგვალ მაგიდებს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com