საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სემინარი

გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის

მსოფლიო დღე

Foto Seminari 17.06.2022  მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა სემინარი თემაზე: „გზა მშრალი მიწათმოქმედებისკენ“.      სემინარს ესწრებოდნენ აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების წევრები: აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია, აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი და აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა და ქეთევან ჭიპაშვილი.

სემინარი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორმა, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ. მოკლე მისალმების შემდეგ მან სიტყვა გადასცა სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ მდივანს, დოქტორ მარინე ბარვენაშვილს, რომელმაც მსმენელებს წარუდგინა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს გოგოლა მარგველაშვილის მიერ მომზადებული პრეზენტაცია.

პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში არსებული უდაბნოები და ნახევარუდაბნოები, მათი ადგილი და მნიშვნელობა, აქ არსებული მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ნიადაგის დეგრადაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. აღინიშნა, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში კატასტროფულად შემცირდა ნათესი ფართობები. მათი რიცხობრივი მაჩვენებელი 701, 9 ათასი ჰექტრიდან 209,9 ათას ჰექტრამდე დავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მსმენელების მხრიდან გამოითქვა გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ იყო მიმართული.

სემინარის მუშაობა შეაჯამა სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივანმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com