პარტნიორების შეხვედრა
2024 წლის 22 აპრილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პარტნიორთა სამუშაო შეხვედრა. (შეხვედრა - ‘’სმოუკი დათუნიასთან’’)
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით განხილულიყო ტყის ხანძრების პრევენციის, ტყის ხანძრების მართვის და შედეგების მიმოხილვა
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - კარლო ამირგულაშვილი, აშშ - ს სატყეო სამსახურის ევროპა - აზიის ჯგუფის პროგრამების მენეჯერი - სეთ დევისი, აშშ - ს სატყეო სამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტი - კერრი გრინი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - კარლო ამირგულაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთელ მსოფლიოში ტყის ხანძრების პრევენციას, ტყის ხანძრების მართვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა შემდეგი პრეზენტაციები:
- ველურ ბუნებაში ხანძრების პრევენციის, „სმოუკი დათუნიას“ კამპანიის და აშშ - ში სააგენტოთა შორისი კოოპერაციის მიმოხილვა. სპიკერი - აშშ - ს სატყეო სამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტი - კერრი გრინი;
- ტყის ხანძრებთან მიმართებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლება - მოვალეობების მიმოხილვა. სპიკერი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი - ნინო ბარქაია;
- დაცულ ტერიტორიებზე ტყის ხანძრების მართვისა და შედეგების მიმოხილვა. სპიკერი - სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - დავით კობახიძე;
- ხანძრების პრევენციის და საპასუხო ზომების მიმოხილვა ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკში. სპიკერი - ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნულ პარკის ადმინისტრაციის უფროსი - ლევან საბანიძე;
- აშშ- ის სატყეო სამსახურთან ერთობლივი პროექტის მიმოხილვა საქართველოში ტყის ხანძრების მოდელირების თაობაზე. სპიკერი - NACRES - ის გამგეობის წევრი, ბუნებრივი რესურსების მართვის პროგრამის კოორდინატორი - კახა არცივაძე;
- ტყის ხანძრების მართვის პრაქტიკა ეროვნულ სატყეო სააგენტოში. სპიკერი - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი - გიორგი ბერჩეკიძე:
- UNDP - ის საქმიანობის მიმოხილვა კლიმატის ცვლილების რისკების მართვასთან დაკავშირებით საქართველოში. სპიკერი - გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმღვანელი - ნინო ანთაძე;
- საქართველოში ბუნებრივ საფრთხეებზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმოხილვა. სპიკერები: CENN -პროექტის კოორდინატორი - ვახო ჩიტიშვილი; სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - იოსებ ქინქლაძე.
აქტუალური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა - კარლო ამირგულაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის.
ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესი (მესამე სამუშაო შეხვედრა)
2024 წლის 19 აპრილს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) 2024 წლის მესამე სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით განხილულიყო უკვე განხორციელებული სამუშაოების და შექმნილი დოკუმენტების გაცნობა, სამომავლო აქტუალური საკითხების განხილვა.
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კარლო ამირგულაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების კოორდინატორი - მარიამ გვარჯალაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე - დავით დამენია, GIZ - ექსპერტი - ნატა ჯამბურია, CENN/DEPA - მკვლევარი - ზაზა ბარბაქაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.
შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის (GCF) მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომელთა ძირითადი მიზანია ტყის მერქნიანი რესურსების ეფექტური გამოყენება და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების განვითარება. აღნიშნული მიზნის განხორციელებისათვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ტყისა და სასოფლო - სამეურნეო ნარჩენებისაგან წარმოებული მყარი ალტერნატიული საწვავის გამოყენება სახელდება.
აქტუალური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ნინო თანდილაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობისათვის.